Radio-Imedi Radio-Imedi News Portal RSS Feed Radio-Imedi http://radio-imedi.ge/ საქართველოს ხელისუფლება გამონაკლისს დაუშვებს index.php?id=43&pg=nt

"ენგურჰესისა" და "ვარდნილჰესისთვის" საქართველოს ხელისუფლება გამონაკლისს დაუშვებს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის შესაძლებლობას მისცემს. ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურის თქმით, იმისთვის, რომ ეს კომპანიები კანონის მიღმა არ აღმოჩნდნენ, მთავრობამ შესაბამისი განკარგულება გამოსცა. შეგახსენებთ, რომ კანონით, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომელიც პარლამენტმა  მიიღო, რუსეთის მიერ ოკუპირებულ და საქართველოს ხელისულების მიერ ვერკონტროლირებად ტერიტორიებზე კომპანიებს ეკონომიკური საქმიანობა ეკრძალებათ.

]]>
25.11.2008 +0300
თბილისში ქორწინების სახლის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართება index.php?id=60&pg=nt

თბილისში, უზნაძის ქ. #2-ში დღეს ახლადგარემონტებული ქორწინების სახლის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართება. ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, თბილისის მერი, არასამთავრობო, დონორი ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვები.
ქორწინების სახლში განთავსებულია ორი სხვადასხვა დიზაინის სარიტუალო  დარბაზი.  სამოქალაქო რეესტრის სააგენტო მუშაობს ქორწინების რიტუალის თანამედროვე, განსხვავებულ ფორმაზე - არჩევანს წყვილი გააკეთებს.

]]>
26.11.2008 +0300
რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში აფხაზეთის ხელოვანთა შემოქმედებითი საღამო გაიმართება index.php?id=59&pg=nt აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის ინიციატივით, დღეს რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში აფხაზეთის ხელოვანთა შემოქმედებითი საღამო - "გამარჯობა, აფხაზეთო, შენი" - გაიმართება. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე სალომე კაპანაძის განცხადებით, საღამო საკმაოდ მრავალფეროვანი იქნება, რომელშიც მონაწილეობას სოხუმის თეატრის მსახიობები, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, აფხაზეთის ახალგაზრდული კაპელა, პანტომიმის თეატრი და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები მიიღებენ.
]]>
26.11.2008 +0300
საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრების ტრიუმფალური გამარჯვება index.php?id=62&pg=nt

გერმანიის ქალაქ დრეზდენში გამართული რიგით 38-ე საჭადრაკო ოლიმპიადა საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრების ტრიუმფალური გამარჯვებით დასრულდა - მათ ჩემპიონის ტიტული მე-4-ედ მოიპოვეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონის - მაია ჩიბურდანიძის საუცხოო თამაში; მან მცირე ოქროს მედალი მოიპოვა და 15 ოლიმპიადიდან 9-გზის ჩემპიონი გახდა, რაც ჭადრაკის ისტორიაში უნიკალური მოვლენაა. ვაჟები - მხოლოდ ბერგერის კოეფიციენტის დაბალი მაჩვენებლის გამო - მე-11 ადგილს დასჯერდნენ. დაბოლოს, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასზე, სადაც ქალთა და ვაჟთა ჯამური შედეგია გადამწყვეტი, საქართველოს ნაკრები მე-4 ადგილზე გავიდა.

]]>
26.11.2008 +0300
საქართველოს პრეზიდენტი საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებულებს შეხვდება index.php?id=65&pg=nt

საქართველოს პრეზიდენტი დღეს  საერთაშორისო კონკურს "ევროვიზია ჯუნიორის" წლევანდელ გამარჯვებულ ჯგუფ "ბზიკებს" შეხვდება. მიხეილ სააკაშვილი მარიამ კიკუაშვილს, მარიამ თათულაშვილსა და გიორგი შიოლაშვილს ავლაბრის რეზიდენციაში მიიღებს და დააჯილდოებს. ისინი "საბავშვო ევროვიზია 2008"-ის გამარჯვებულნი 22 ნოემბერს გახდნენ. 15 ქვეყანას შორის, რომლებმაც ქართულ ჯგუფს უმაღლესი შეფასებები მისცეს, რუსეთი, ბელორუსია და ლიტვა იყვნენ. 

]]>
26.11.2008 +0300
ქართული ღვინის დღეები ნიუ-იორკსა და სიეტლში index.php?id=75&pg=nt

ნიუ-იორკსა და სიეტლში ქართული ღვინის დღეები მოეწყობა. მასზე დასასწრებად სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი აშშ-ში გაემგზავრა. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება რვა ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია - "თბილღვინო," "სარაჯიშვილი," "მილდიანი," "ვინოტერრა," "თელიანი ველი," "ქინძმარაული," "თელავის ღვინის მარანი" და "ბაგრატიონი". ქართული ღვინის დღეებში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვეს სომელიეებმა, რესტორნების და საცალო ქსელის წარმომადგენლებმა, ღვინის დისტრიბუტორმა კომპანიებმა და ამერიკულმა გამოცემებმა.

 

 

]]>
28.11.2008 +0300
ბორჯომის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია index.php?id=91&pg=nt

სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ბორჯომის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. შესაბამის ხელშეკრულებას ხელს ფინანსთა მინისტრი ნიკა გილაური, ეკონომიკური განვითარების მინისტრი ეკატერინე შარაშიძე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორი კავკასიაში მაიკლ დეივი, საქართველოს ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბდუშელიშვილი და  საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა გოცირიძე მოაწერენ.

 

 

]]>
01.12.2008 +0300
სულორის მცირე ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაცია დასრულდა index.php?id=92&pg=nt

ვანის რაიონის სოფელ სალხინოში მდებარე სულორის მცირე ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაცია დასრულდა. აშშ-ის ელჩი ჯონ ტეფტი და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ხვალ ჰიდროელექტროსადგურის საზეიმო გახსნაში მიიღებენ მონაწილეობას. მცირე ჰიდროელექტროსადგური 1953 წელს გაიხსნა და 1987 წლამდე ფუნქციონირებდა. მისი მუშაობა ეკონომიკური ვარდნისა და ჰესის აქტივების ძარცვის შედეგად შეწყდა. 2007 წლის მარტში კი, მოხდა ელექტროსადგურს პრივატიზაცია შპს "სულორიჰესი"-ს მიერ.

]]>
01.12.2008 +0300
საქართველოს ბიზნესსაბჭო ექსპორტის ხელშეწყობის პროექტს ახორციელებს index.php?id=110&pg=nt ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭო, ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის თავისებურებებთან დაკავშირებით, თბილისში სემინარს გამართავს .
საქართველოს ბიზნესსაბჭო ევროკომისიის დელეგაციის მხარდაჭერით ექსპორტის ხელშეწყობის პროექტს ახორციელებს. სემინარი, თემაზე - "რა უნდა იცოდნენ ქართველმა ექსპორტიორებმა ევროკავშირის ბაზარზე შესაღწევად", სწორედ ამ პროექტის ფარგლებში იმართება. ]]>
02.12.2008 +0300
მაიკლ კენას "ფრანგული პეიზაჟი" index.php?id=113&pg=nt "ქარვასლაში" ინგლისელი ფოტოგრაფის, მაიკლ კენას, ნამუშევრების გამოფენა - "ფრანგული პეიზაჟი" - გაიხსნება. პროექტის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი, ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრი და თბილისის ფოტოგრაფიის სახლი. "ფრანგული პეიზაჟი" მაიკლ კენას მიერ ბოლო 30 წლის განმავლობაში საფრანგეთში გადაღებული ფოტოების სერიას მოიცავს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ამ სერიიდან შერჩეული 40 ფოტო. აშშ-ში, იაპონიაში, ავსტრალიასა და ევროპაში მის ფოტოებს მრავალი გალერეა წარმოადგენს და ვაშინგტონის ნაციონალური გალერეის, პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკის, პრაღის დეკორატიული ხელოვნების, ლონდონის ვიქტორიას და ალბერტის მუზეუმებისა და სხვა მრავალი პრესტიჟული საერთაშორისო ინსტიტუტის კოლექციებში ინახება.
]]>
02.12.2008 +0300
რუსულ გაზთან ერთად, ერევანი ბუნებრივ აირს ირანიდანაც მიიღებს index.php?id=119&pg=nt ირანი-სომხეთის გაზსადენის მშენებლობა დასრულდა. რუსულ გაზთან ერთად, რომელიც სომხეთში საქართველოს გავლით შედის, ერევანი ბუნებრივ აირს ირანიდანაც მიიღებს. აღნიშნული გაზდასდენის მშენებლობა რუსულმა კომპანია "გაზპრომმა" დააფინანსა.
"გაზსადენი - სომხეთის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის მეტად მნიშვნელოვანი რგოლი, ხოლო რესპუბლიკის მომხმარებლისთვის ენერგორესურსების უფრო სანდო და სტაბილური მიწოდების მნიშვნელოვანი პროექტი გახდება", - აცხადებს "გაზპრომის" მმართველი ალექსეი მილერი. გაზსადენის სიმძლავრემ 2019 წლისთვის 2 მლრდ 300 მლნ კუბურ მეტრს უნდა მიაღწიოს.
]]>
02.12.2008 +0300
მაია ბარათაშვილმა ლონდონში კონცერტი გამართა index.php?id=135&pg=nt

ლონდონის კულტურის ცენტრში მომღერალ მაია ბარათაშვილის სოლო კონცერტი გაიმართა, რომლის ინიციატორი და ორგანიზატორი ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატა და ბრიტანულ-ქართული საზოგადოება იყო. კონცერტის დეტალებს მომღერალი ჟურნალისტებს "შერატონ მეტეხი პალასში" გააცნობს. 

]]>
04.12.2008 +0300
ქართული სოფლის პოლიციის განყოფილებას ოსური საგუშაგოდან ესროლეს index.php?id=144&pg=nt

ოსურ სოფელ ხევჩუაში განლაგებული ოსური საგუშაგოდან მსხვილკალიბრიანი ნაღმტყორცნიდან ქართულ სოფელ მერეთის პოლიციის განყოფილებას ესროლეს.
ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, დაზიანდა პოლიციის უკან მდებარე ნაგებობა,  პოლიციის შენობაში კი, აფეთქების შედეგად, ჩამტვრეულია შუშები. მსხვერპლი არ არის.

 

]]>
05.12.2008 +0300
საკონტროლო საგადასახადო შემოწმების ვადები იცვლება index.php?id=155&pg=nt მსხვილი მეწარმის საკონტროლო საგადასახადო შემოწმების ვადები შეიცვლება.
შესაბამისი ცვლილება "საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში" შედის.
ის საკონტროლო საგადასახადო შემოწმებას ეხება, რაც მხოლოდ მოსამართლის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე ტარდება. კანონის მიხედვით, ასეთი შემოწმების ვადები არ უნდა აღემატებოდეს 15  დღეს, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში დასაშვებია მისი გაგრძელება არაუმეტეს 15 დღით. თუმცა, როგორც კანონპროექტშია ნათქვამი, პრაქტიკიდან გამომდინარე არსებობს შემთხვევები, როდესაც ბრუნვა დიდი მოცულობის არის და მოქმედი საკონტროლო შემოწმების ვადა საკმარისი არ არის.
]]>
05.12.2008 +0300
ტიხრული მინანქრის ტრადიციული საშობაო გამოფენა index.php?id=167&pg=nt სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გალერეა "შარდენი" თანამედროვე ტიხრული მინანქრის  გამოფენას აწყობს. ტრადიციულ, ყოველწლიურ საშობაო გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თანამედროვე ქართველი ხელოვანების მიერ შესრულებული ხატები, სამკაულები და მინიატურები. გამოფენის ორგანიზატორების განცხადებით, ექსპოზიცია დამთვალიერებელს საშობაო განწყობას შეუქმნის.
]]>
08.12.2008 +0300
პლანეტის მოწინავე საფეხბურთო კლუბების სარეიტინგო მაჩვენებლები გამოქვეყნდა index.php?id=183&pg=nt ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ პლანეტის მოწინავე 300 საფეხბურთო კლუბის სარეიტინგო მაჩვენებლები გამოაქვეყნა; მსოფლიოს საუკეთესო გუნდი კვლავ "ბარსელონაა", მეორე და მესამე ადგილებს "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლივერპული" ინაწილებენ. აღნიშნულ რეესტრში ქართულმა ტიტულოვანმა კლუბმა -"დინამომ", წინა კლასიფიკაციისგან განსხვავებით, 32 საფეხურით აიწია და 248-ე პოზიციაზე იმყოფება. ]]> 09.12.2008 +0300 სომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ეწვია index.php?id=182&pg=nt საქართველოს ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ტიგრან სარქისიანი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, პრემიერი სამთავრობოთაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას, რომელზეც  ავტომაგისტრალის მშენებლობის პერსპექტივები განიხილება; ერევანი-ბათუმის ავტომაგისტრალის მშენებლობა საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე გადაწყდა. ]]> 09.12.2008 +0300 ქართველმა კალათბურთელებმა საერთაშორისო ტურნირი მოუგებლად დაასრულეს index.php?id=186&pg=nt

ქართველმა კადეტმა კალათბურთელებმა ესპანეთის ქალაქ ისკარის საერთაშორისო  ტურნირი მოუგებლად დაასრულეს. ქვეჯგუფში თურქეთის ნაკრებთან 62:82, ხორვატიასთან 50:91 და კასტილიის ნაკრებთან (ესპანეთის "B" ნაკრებთან) კიდევ უფრო დიდი სხვაობით განცდილი მარცხის შემდეგ, გია კაზანჯიანის დამოძღვრილი ქართველი 16-წლამდელები მეორე ჯგუფის ბოლოადგილოსან პორტუგალიელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და დაძაბულ ბრძოლაში 71:74 დამარცხდნენ.

]]>
09.12.2008 +0300
სფფ-ის გენერალურ მდივნად რევაზ არველაძე დაინიშნა index.php?id=192&pg=nt

დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა შედგა. სფფ-ის აღმასრულებელმა კომიტეტმა დაადგინა:

1.სფფ-ის გენერალურ მდივნად დაინიშნა რევაზ არველაძე, ხოლო სფფ-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად და მეორე ვიცე-პრეზიდენტად - უჩა უგულავა.

2.საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელ პეტარ სეგრტს კონტრაქტი არ გაუხანგრძლივდება. 21-წლამდელთა ნაკრების, ისევე როგორც 19 და 17-წლამდელთა ნაკრებების, მთავარი მწვრთნელებისა და ასისტენტების დანიშვნასთან დაკავშირებით სფფ-ის აღმასრულებელი კომიტეტი მიმდინარე თვეში შეიკრიბება.

3.სფფ-ის აღმასრულებელ კომიტეტში შესული მამუკა კვარაცხელიას წერილის თაობაზე, რომელიც საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატსა და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მატჩებზე სასკოლო ასაკის ფეხბურთელების უფასოდ დაშვების საკითხს შეეხებოდა, სფფ-ის აღმასრულებელმა კომიტეტმა დაადგინა: საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგას დაევალოს საკითხის შესწავლა და სფფ-ის აღმასრულებელი კომიტეტისთვის შესაბამისი პასუხის მიწოდება.

]]>
09.12.2008 +0300
სამშენებლო ბიზნესს ხელოვნურად ანგრევენ, აცხადებს ჯონდი ბაღათურია index.php?id=206&pg=nt დეპუტატი ჯონდი ბაღათურია სამშენებლო ბიზნესის ხელოვნურად დანგრევაზე კიდევ ერთხელ საუბრობს და აცხადებს, რომ ათასობით ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩება. 
მისი თქმით, სამშენებლო ბიზნესის ნგრევას აღრმავებს ეროვნული ბანკის რეკომენდაცია, რომ კომერციულმა ბანკებმა არსებული ლიმიტის ზემოთ სესხები არ გასცენ. დეპუტატის ინფორმაციით, რამდენიმე მსხვილმა ბანკმა სამშენებლო კომპანიები შექმნა და "მთლიანად გადაუკეტა ჟანგბადი" სხვა სამშენებლო კომპანიებს. ჯონდი ბაღათურია იმ ჩინოვნიკების გვარებს, რომლებიც სამშენებლო ბიზნესს ხელოვნურად ანგრევენ, მომავალ კვირაში დაასახელებს.
]]>
10.12.2008 +0300
ლაშა ჟვანია ტყის მასივების იჯარით გაცემის საკითხს დეტალურად შეისწავლის index.php?id=233&pg=nt გრძელვადიანი ტყითსარგებლობისთვის სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით დღეისთვის დაგეგმილი აუქციონი გაუქმებულია. შესაბამისი გადაწყვეტილება ახლადდანიშნულმა მინისტრმა მიიღო. როგორც ლაშა ჟვანია აცხადებს, აუქციონის გაუქმების მიზეზი საკითხში გაურკვევლობაა და გეგმავს, ტყის მასივების იჯარით გაცემის საკითხი დეტალურად შეისწავლოს - "მიუხედავად იმისა, რომ ვენდობი ეკა შარაშიძის სამინისტროს, პირველ რიგში, უნდა გავერკვე, რას ეხება ეს და რამდენად სწორია ამ კუთხით ეკონომიკური პოლიტკა".
]]>
11.12.2008 +0300
გამოვა ჟურნალ "ეკონომისტის" ქართული ვერსია index.php?id=230&pg=nt ჟურნალ "ეკონომისტის" ყოველწლიური გამოცემა ქართულ ენაზე დეკემბრის ბოლოს გამოვა. ქართული ვერსიის დაბეჭდვისა და ქვეყნის ტერიტორიაზე რეალიზაციის ოფიციალური ლიცენზია ცნობილმა ინგლისურენოვანმა გაზეთმა "ჯორჯია თუ დეიმ" მოიპოვა. ჟურნალის ქართულ ვერსიაში ცალკე თავი დაეთმობა საქართველოს. ]]> 11.12.2008 +0300 თბილისში "მიმინოს" პერსონაჟების სკულპტურული კომპოზიცია გაიხსნება index.php?id=247&pg=nt

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში ბუბა კიკაბიძის სამოცდაათი წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტები გაიმართება, რომელსაც რეჟისორი დათო დოიაშვილი მხატვარ შმაგი სავანელთან ერთად დგამს; ასევე - "მიმინოს" პერსონაჟების სკულპტურული კომპოზიცია გაიხსნება, რომლის ავტორიც ზურაბ წერეთელია.

 

 

 

]]>
12.12.2008 +0300
დონორი სახელმწიფოების მიერ გამოყოფილი თანხების გადანაწილებას სპეციალურად შექმნილი საბჭო ახორციელებს index.php?id=263&pg=nt საქართველოს ფინანსთა სამინისტრო დონორთა მიერ ქვეყნისთვის გამოყოფილი თანხების შესახებ ინფორმაციას სამინისტროს ვებგვერდზე გამოაქვეყნებს. "სამინისტრო აქტიურად მუშაობს დონორებთან, რათა ქვეყანაში მეტი თანხის შემოდინება მოხდეს. ამასთან, ძალზე მნიშვნელოვანია, დონორთა მიერ გამოყოფილი თანხები სწორად იყოს გადანაწილებული. ჩვენ ყველა პროგრამას, რომელიც დონორების თანხით იქნება დაფინანსებული, სამინისტროს ვებგვერდზე გამოვაქვეყნებთ", - განუცხადა ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა, ნიკა გილაურმა და დასძინა, რომ სამინისტრო ამ ეტაპზეც აწარმოებს მოლაპარაკებებს დონორ სახელმწიფოებთან. აღნიშნული თანხების სოციალური და სხვა სახის პროგრამებისთვის გადანაწილებას სპეციალურად შექმნილი საბჭო ახორციელებს.  ]]> 15.12.2008 +0300 "მცირე ბიზნესის შესახებ" კანონპროექტის ბოლო ვერსია პარლამენტის თავმჯდომარეს გადაეგზავნება index.php?id=264&pg=nt სასტუმრო "ამბასადორში" დღეს "მცირე ბიზნესის შესახებ" კანონპროექტის ბოლო ვერსიის პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც საკანონმდებლო წინადადების სახით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს გადაეგზავნება. ღონისძიება "სოლიდარობის ცენტრის" ორგანიზებით და "ფრიდრიხ ებერტის ფონდის" მხარდაჭერით ტარდება. პრეზენტაციაზე მიწვეულნი არიან მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბიზნესმენები, ექსპერტები და პროფესორები უმაღლესი სასწავლებლებიდან. მათი დიდი ნაწილი 8 თვის განმავლობაში პროექტის შექმნაში უშუალოდ მონაწილეობდა. დღესვე შეიქმნება საინიციატივო ჯგუფი, რომელიც მომავალში განახორციელებს მცირე ბიზნესის ინტერესების ლობირებას; მთავარი ორიენტირი იქნება მომზადებული კანონპროექტის პარლამენტის მიერ მიღება.
]]>
15.12.2008 +0300
თბილისში ირმა ნიორაძე ჩამოდის index.php?id=269&pg=nt თბილისში ცნობილი პრიმა-ბალერინა ირმა ნიორაძე ჩამოდის, რომელიც, პარტნიორ მიხეილ ლაბუხინთან ერთად, ფესტივალში - "ხელოვანები ხელოვანთათვის" მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალი ხელოვანთა მიერ ხელოვნების წარმომადგენლების დახმარებას ისახავს მიზნად და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ეწყობა. ]]> 15.12.2008 +0300 გურანდა გაბუნიას სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა index.php?id=294&pg=nt

კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შესასვლელთან რიგით მეოთხე, გურანდა გაბუნიას სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა; გაიმართა მსახიობის საღამო, რომელზეც მან შეასრულა ნაწყვეტები ოთხი სპექტაკლიდან, თავის მუდმივ პარტნიორებთან ერთად, მათ შორის - მეუღლესთან, ოთარ მეღვინეთუხუცესთან.

]]>
16.12.2008 +0300
გალაკტიონ ტაბიძის დღემდე უცნობ ფოტოებს რესტავრაცია ჩაუტარდა index.php?id=296&pg=nt გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმში გამოფენა გაიხსნება; წარმოდგენილი იქნება პოეტის უნიკალური ფოტოები, რომელთაც რესტავრაცია ჩაუტარდა. დამთვალიერებელს პირველად მიეცემა საშუალება, გალაკტიონის დღემდე უცნობ ფოტოებს გაეცნოს.
]]>
16.12.2008 +0300
იტალიელი არქეოლოგი ლექციას ჩაატარებს index.php?id=297&pg=nt

saqarTvelos erovnuli muzeumis auditoriaSi italiis arqeologiuri memkvidreobis, lacios regionis xelmZRvanelis, doqtor analiza zaratinis leqcia Catardeba. leqciis Temaa kulturuli memkvidreobis prevenciuli arqeologia. aRniSnuli Sexvedra xorcieldeba saqarTvelos erovnuli muzeumiს proeqtis farglebSi, romelic arqeologiis sferoSi momuSave specialistebsa da studentebs saerTaSoriso arqeologiuri kvlevebis uaxles meTodebს გააცნობს.

]]>
16.12.2008 +0300
"თსუ"-მ სპონსორის მოძიება ვერ შესძლო index.php?id=308&pg=nt

საქართველოს სუპერლიგის ერთ-ერთმა გამორჩეულმა  კლუბმა - "თსუ"-მ ისე ჩაამთავრა შეჯიბრის პირველი წრე, რომ მოთამაშეებს 1 თვის ხელფასიც კი არ მიუღიათ. "თსუ"-ს პრეზიდენტის განცხადებით, კლუბმა სასურველი სპონსორის მოძიება ვერ შესძლო, რის გამოც ნებისმიერ მოთამაშეს გუნდის ცვლის შესაძლებლობა დაუბრკოლებლად ეძლევა. იგი იტოვებს იმედს, რომ "თსუ", გუნდში დარჩენილი თუნდაც ახალგაზრდა, გამოუცდელი მოთამაშეებით, მაინც შესძლებს მიმდინარე ჩემპიონატის დასრულებას.

]]>
16.12.2008 +0300
საქართველოს ეროვნული სარაგბო ნაკრები მე-14 პოზიციაზეა index.php?id=309&pg=nt

რაგბის საერთაშორისო საბჭომ თავისი წევრი ქვეყნების ეროვნულ ნაკრებთა ახალი საკვალიფიკაციო მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად - საქართველოს ეროვნული  ნაკრები 2008 წელს მე-14 პოზიციაზე ასრულებს, პლანეტის მოწინავე გუნდად კი, კვლავ ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრები რჩება.

 

]]>
16.12.2008 +0300
რუსთავი - საუკეთესო სპორტული ქალაქი index.php?id=320&pg=nt 2008 წლის საუკეთესო სპორტულ ქალაქად რუსთავი დასახელდა; რომლის წარმომადგენლებმაც სპორტის სხვადასხვა სახეობაში არაერთი წარმატება მოიპოვეს. ]]> 17.12.2008 +0300 სტარტი აიღო მერიის თასის პირველმა გათამაშებამ ხელბურთში index.php?id=322&pg=nt საქართველოს უნივერსიტეტის სპორტდარბაზში სტარტი აიღო თბილისის მერიის თასის პირველმა გათამაშებამ ხელბურთში. მასში მონაწილე 6 გუნდი 2 ქვეჯგუფადაა დაყოფილი. აღნიშნული თასის პირველი მფლობელი 20 დეკემბერს გამოვლინდება. ]]> 17.12.2008 +0300 ევროპის ძიუდოს სპორტული დირექტორი თბილისს სტუმრობს index.php?id=321&pg=nt თბილისს ევროპის ძიუდოს სპორტული დირექტორი, ესტონელი ინდრეკ პეტერსენი სტუმრობს. იანვრის თვეში სპორტის სასახლე ტრადიციულ მსოფლიო თასის გათამაშებას უმასპინძლებს, აპრილში კი - ევროპის ჩემპიონატს. ბალტიისპირელი სტუმარი აღნიშნული ტურნირის საორგანიზაციო საკითხების მოგვარების მიმდინარეობას თვალყურს ადევნებს. ]]> 17.12.2008 +0300 არაბი ინვესტორი, საინვესტიციო გეგმებთან დაკავშირებით, პრესკონფერენციას მართავს index.php?id=328&pg=nt

არაბი ინვესტორი - კომპანია "მაქსიმალის" გენერალური დირექტორი ჰალიდ ალ ამაირე საქართველოში ახალი სერვისის დანერგვასთან და საინვესტიციო გეგმებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას "შერატონ  მეტეხი  პალასში" მართავს. ბრენდი "მაქსიმალი" შპს "ვიტელ ჰოლდინგსის" შვილობილი კომპანიის - შპს "ვიტელ ჯორჯიას" სავაჭრო ნიშანს წარმოადგენს. შპს "ვიტელ ჰოლდინგსი" მრავალეროვნული კორპორაციაა, რომელიც სატელეკომუნიკაციო სფეროში მონაცემთა გადაცემის, ხმისა და მობილური სერვისების პროვაიდერი, უმსხვილესი მრავალპროფილიანი მოთამაშეა. საქართველოში ქსელის შექმნისა და ფუნქციონირების ლიცენზია "ვიტელ ჯორჯიამ" 2007 წლის სექტემბერში შეიძინა და ამ დროისთვის 25 მლნ დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა. მისი სერვისი, ჯერჯერობით, მხოლოდ ბათუმში ჩაირთო.

 

]]>
18.12.2008 +0300
მიშელ ლეგრანი თბილისს ეწვევა index.php?id=333&pg=nt

ცნობილი ფრანგი კომპოზიტორი მიშელ ლეგრანი, მეუღლესთან, დასთან და ორ მუსიკოსთან ერთად, თბილისს ეწვევა. მაესტროს სოლო კონცერტი 21 დეკემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება. მის ცნობილ ნაწარმოებებს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკა მემანიშვილის დირიჟორობით შეასრულებს. მიშელ ლეგრანი დედაქალაქს და მის შემოგარენს დაათვალიერებს, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ასევე - დაესწრება "სუხიშვილების" კონცერტს.  

]]>
18.12.2008 +0300
გამოფენა "ქართული კინო 100 წლისაა" იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში იხსნება index.php?id=347&pg=nt

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში გამოფენა "ქართული კინო 100 წლისაა" გაიხსნება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ქართული მხატვრული და დოკუმენტური  კინოს ცნობილი რეჟისორების, ოპერატორების, სცენარისტებისა და მსახიობების ფოტო და წერილობითი მასალა; ნაჩვენები იქნება კინოკადრები ქართული ფილმებიდან.

]]>
22.12.2008 +0300
საფრანგეთის ელიტდივიზიონის ჩემპიონატის საუკეთესო მორაგბედ მამუკა გორგოძე დასახელდა index.php?id=348&pg=nt საფრანგეთის ელიტდივიზიონის - "ტოპ-14"-ის მიმდინარე სარაგბო ჩემპიონატის ნოემბრის თვის საუკეთესო მორაგბედ მონპელიესა და საქართველოს ეროვნული სარაგბო ნაკრების მორკინალი მამუკა გორგოძე იქნა დასახელებული. საფრანგეთის რაგბის ეროვნული ლიგის ვებგვერდზე წარმოებული გამოკითხვის შედეგად, "გულივერას" რესპონდენტთა 63 %-მა დაუჭირა მხარი, რაც 45 %-ით სჭარბობს მე-2 და მე-3 ადგილებზე გასული ინგლისელი ენდი გუდისა და ფრანგი რემი მარტენის ქომაგთა რიცხვს. ]]> 22.12.2008 +0300 სტარტი აიღო "ბენდელას თასის" გათამაშებამ index.php?id=349&pg=nt თბილისში, სპორტკომპლექს "ქარიშხალაში" სტარტი აიღო აფხაზეთში გმირულად დაღუპული ქართველი ფეხბურთელის, ზაზა ბენდელიანის ხსოვნის რიგით მე-17 ტურნირმა მინი ფეხბურთში. ტურნირში 12 გუნდი ასპარეზობს - 3-ი 4-4-გუნდა ქვეჯგუფი. "ბენდელას თასის" გათამაშება 26 დეკემბერს დასრულდება. ]]> 22.12.2008 +0300 "კალა კაპიტალს" საპრივატიზაციო ხელშეკრულების დარღვევისთვის ჯარიმა ეკისრება index.php?id=355&pg=nt

კახი კალაძის კომპანია "კალა კაპიტალში" შემავალ "არსენალ დეველოპმენტს" საპრივატიზაციო ხელშეკრულების დარღვევისთვის ბიუჯეტის სასარგებლოდ 931 080 აშშ დოლარის ჯარიმა ეკისრება, რომელიც კომპანიას ავლაბარში მდებარე ყოფილი სამხედრო ბაზა "არსენალის" ღირებულების (38 მლნ აშშ დოლარი) გადაუხდელობის გამო დაეკისრა. "კალა კაპიტალმა" პირველ ეტაპზე 19 მლნ აშშ დოლარი გადაიხადა, დანარჩენი თანხა კი, 2012 წლამდე, ეტაპობრივად უნდა დაეფარა. ეკონომიკის სამინისტრო "კალა კაპიტალთან" ხელშეკრულების პირობების გადახედვაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. კახი კალაძე მთავრობას "არსენალის" პროექტის 2 წლით გადავადებას და თანხის დაფარვის ვადის გახანგრძლივებას სთხოვს. "არსენალის" პროექტის განხორციელება 2010 წლიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა პროექტის გადავადება ფორსმაჟორით არის განპირობებული, რაც გლობალური ფინანსური კრიზისის შედეგია. 

ეკონომიკური განვითარების მინისტრმა განაცხადა, რომ არის კიდევ ბევრი კომპანია, რომელიც სახელმწიფოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებს. ლაშა ჟვანიას განმარტებით, სამინისტროში შეიქმნება მონიტორინგის სპეციალური სამსახური, რომელიც პრობლემურ საინვესტიციო ხელშეკრულებებს შეისწავლის. "გლობალური ფინანსური კრიზისის პირობებში, მთავრობა არ დაუშვებს ქვეყნიდან ინვესტიციების გადინებას და შევეცდებით, რომ თითოეულ ინვესტორთან შეთანხმებას მივაღწიოთ", - განმარტა მინისტრმა.

]]>
22.12.2008 +0300
საქართველოს მთავრობამ ამ ეტაპზე მორიგი კრედიტის მიღება მიზანშეწონილად არ ჩათვალა index.php?id=354&pg=nt

საქართველომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეორე ტრანშის მიღებაზე უარი განაცხადა. ფონდის მიერ გამოყოფილი 726 მილიონიდან, წელს შესაძლებელი იყო 100 მილიონის მიღება, თუმცა მთავრობამ ამ ეტაპზე მორიგი კრედიტის მიღება მიზანშეწონილად არ ჩათვალა. როგორც ფინანსთა მინისტრი აცხადებს, ამ დროისთვის ქვეყანას საკმარისი საერთაშორისო რეზერვები გააჩნია; ეს მაჩვენებელი იგივეა, რაც წლის დასაწყისისთვის იყო და იგი 1,4 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. როგორც ნიკა გილაური განმარტავს, ქვეყანას ამ თანხის ათვისება, საჭიროების შემთხვევაში, 2009 წლის იანვარში შეუძლია. 726 მილიონიდან 250 საქართველომ უკვე მიიღო და საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შესავსებად მიმართა.

სავალუტო ფონდში კი - საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას დადებითად აფასებენ, თუმცა, როგორც ყოველთვის, რეკომენდაციებსაც იძლევიან. საერთაშორისო დახმარების წყალობით, მთავრობა კაპიტალური ხარჯების ზრდას და არაპროდუქტიული ხარჯების შემცირებას იმედოვნებს. მონეტარული პოლიტიკა მიმართული იქნება ინფლაციის დონის შენარჩუნებაზე; ამ მხრივ ყურადღება მიექცევა საპროცენტო განაკვეთის კორექტირებას, სავალუტო გაცვლითი კურსის ლიბერალიზაციის ფონზე. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მიღებული ფინანსური დახმარება ხელს შეუწყობს კომერციულ ბანკებს, გადაიხადონ საგარეო გადასახადები, რომელთა დაფარვის ვადა ახლოვდება.

მსოფლიოს წამყვან ეკონომისტთა გაერთიანების პროგნოზით, 2009 წელს მშპ-ს ზრდის ტემპის მიხედვით საქართველო მსოფლიოში მეხუთე ადგილს დაიკავებს და ზრდის მაჩვენებელი 8%-ს მიაღწევს. ექსპერტთა გათვლებით, საქართველოს ამ მაჩვენებლის მიღწევაში დასავლური ინვესტიციები დაეხმარება.

]]>
22.12.2008 +0300
ზაზა ფაჩულიას "ატლანტა ჰოუქსმა" NBA-ის რეგულარულ ჩემპიონატში მე-18 გამარჯვება მოიპოვა index.php?id=385&pg=nt

"NBA"-ის რეგულარულ ჩემპიონატში ზაზა ფაჩულიას "ატლანტა ჰოუქსმა" რიგით მე-18 გამარჯვება მოიპოვა. "ქორებმა" "ოკლაჰომა სითის" სძლიეს და მე-4 პოზიცია გაიმყარეს. ზაზა ფაჩულიამ 18 წუთი დაჰყო მოედანზე და ესოდენ მწირი დროის მიუხედავად, 8 ქულა, 4 მოხსნა და 2  შედეგიანი გადაცემა განახორციელა.

]]>
24.12.2008 +0300
ლაშა ჟვანია საინვესტიციო პროგრამებზე მონიტორინგის გამკაცრებას გეგმავს index.php?id=383&pg=nt

ეკონომიკის მინისტრი ლაშა ჟვანია მომავალი წლიდან საინვესტიციო პროგრამებზე მონიტორინგის გამკაცრებას გეგმავს. როგორც მან ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეკონომიკის სამინისტროში, ჯერჯერობით, საინვესტიციო პროგრამების მონიტორინგზე ორი ადამიანი მუშაობს, რაც აბსოლუტურად უშედეგოა. მინისტრი უწყებაში შესაბამისი დეპარტამენტის ჩამოყალიბებას გეგმავს.

 

]]>
24.12.2008 +0300
საახალწლო გალა კონცერტი თავისუფლების მოედანზე გაიმართება index.php?id=441&pg=nt

მთავარი საახალწლო ღონისძიება თბილისში, თავისუფლების მოედანზე გაიმართება. გალა კონცერტში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. თბილისის ცენტრი - თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნამდე - ზღაპრულ პერსონაჟებს, მუსიკოსებსა და საკარნავალოდ გამოწყობილ მსახიობებს დაეთმობათ; როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, დაგეგმილია რამდენიმე სიურპრიზი, დედაქალაქის მასშტაბით კი - კიდევ რამდენიმე ღონისძიება და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი.


]]>
31.12.2008 +0300
ვანო მერაბიშვილი ქვემო ქართლში იმყოფებოდა index.php?id=433&pg=nt შინაგან საქმეთა მინისტრი დღეს ქვემო ქართლში იმყოფებოდა. მან გარდაბნის რაიონის სოფელ თელეთსა და რუსთავში საპატრულო პოლიციის ახალი შენობები გახსნა. "დღეიდან ქალაქი რუსთავი ჩადგა იმ ქალაქების რიცხვში, სადაც ვიდეოკამერები დამონტაჟდა. ეს არ არის იმისთვის, რომ მძღოლები დავაჯარიმოთ; ეს იმისთვის გაკეთდა, რომ უფრო უსაფრთხო გახდეს ქალაქი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი და რუსთავი თანამედროვედ აღჭურვილი ქალაქებია, სადაც მოქალაქეები დაცულები არიან" - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა რუსთავში ყოფნისას. მინისტრმა კომენტარი გააკეთა აგვისტოს მოვლენების დროს დაკარგული ექვსი მებრძოლის თაობაზე; მისი თქმით, საძიებო სამუშაოები საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად მიმდინარეობს.
]]>
30.12.2008 +0300
"ლეიბორისტული პარტია" საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტს მოითხოვს index.php?id=432&pg=nt

"ლეიბორისტულმა პარტიამ" საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით პარლამენტში მიმართვა შეიტანა. "მივმართავთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, აღასრულონ თავიანთი მოვალეობები ერისა და ხალხის წინაშე; ხელი მოაწერონ ამ დოკუმენტს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, მათი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება", - განაცხადა პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი გუგავამ.

 

]]>
30.12.2008 +0300
დიმიტრი მედვედევი ჯორჯ ბუშს ახალ წელს ულოცავს index.php?id=442&pg=nt

პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა პრობლემებმა, რომელსაც მსოფლიო 2008 წელს შეეჯახა, რუსეთ-ამერიკის პარტნიორობის აუცილებლობა და მნიშვნელობა დაადასტურა, აღნიშნულია დიმიტრი მედვედევის მიერ ბუშისადმი გაგზავნილ მისალოც ბარათში - "ვაფასებთ, რომ უკანასკნელ წლებში, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში ბევრი პოზიტიური დაგროვდა. ამოცანას იმაში ვხედავთ, რომ ამაზე დაყრდნობით, ახალ დონეზე თანამშრომლობა გავაფართოვოთ, როგორც ამას რუსეთისა და ამერიკის საფუძვლიანი ინტერესები მოითხოვს".

]]>
31.12.2008 +0300
სოფელ თელიანში ჩასახლებულმა დევნილებმა საჩუქრები მიიღეს index.php?id=434&pg=nt

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა და კერძო კომპანიების წარმომადგენლებმა კასპის რაიონის სოფელ თელიანში ჩასახლებული დაზარალებული მოსახლეობა მოინახულეს. სტუმრებმა დევნილებს "ვისოლის" მიერ შეძენილი თონეები ჩაუტანეს. კომპანია "შირნჰოფერმა" კი, დაზარალებულებს საკუთარი პროდუქცია გადასცა. სოფელ თელიანში, რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის აშენებულ სახლებში, 54 ოჯახი ცხოვრობს.

 

]]>
30.12.2008 +0300
სახელმწიფო ბიზნესისთვის დამატებითი შეღავათების განხორციელებას არ გეგმავს index.php?id=435&pg=nt

ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, მშენებლობის ბიზნესის შეჩერების შემდეგ, გადაზიდვების ბიზნესიც გაჩერდა. იგი დაინტერესდა, ხომ არ გეგმავს სახელმწიფო ამ დარგის კომპენსირებას. დეპუტატმა ბანკებში შექმნილ პრობლემებზეც ისაუბრა და ასევე დაინტერესდა, რა ღონისძიებებს ატარებს სახელმწიფო ბანკებიდან თანამშრომლების გათავისუფლების აღსაკვეთად. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო ამ საკითხებში ვერ ჩაერევა, გამოსავალი კი, თავად კერძო სექტორის გააქტიურებაა - "დამატებით შეღავათებს არ ვგეგმავთ რომელიმე კონკრეტული სექტორის მიმართულებით, თავად ბინზესს შეუძლია გააქტიურდეს და კონკურენტუნარიანი გახდეს".

]]>
30.12.2008 +0300
მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოსახლეობას ახალ წელს ქუთაისიდან მიულოცავს index.php?id=440&pg=nt

საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მოსახლეობას ახალ წელს ქუთაისიდან მიულოცავს. მიხეილ სააკაშვილი გუშინ ქალაქს მოულოდნელად ეტუმრა და საახალწლოდ მორთული ღამის ქუთაისი დაათვალიერა, ასევე - რეაბილიტირებული ისტორიული ნაწილი და ახლადაშენებული ბავშვთა სოფელი, სადაც ორი კვირის განმავლობაში პატარებისთვის საახალწლო ღონისძიებები მოეწყობა. პრეზიდენტი კმაყოფილი დარჩა განათების იმ თანამედროვე სისტემით, რომელიც ქუთაისის მერიამ ცოტა ხნის წინ შეიძინა.

]]>
31.12.2008 +0300
ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები" ბიუჯეტს მხარს არ უჭერს index.php?id=436&pg=nt

საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები" მომავალი წლის ბიუჯეტს მხარს არ უჭერს; ამის შესახებ ფრაქციის ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ დღევანდელ რიგგარეშე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. შენიშვნების მიუხედავად, ფრაქციამ პროექტის დადებითი მხარეებიც შენიშნა; დეპუტატმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ გათვალისწინებულია კარდიოლოგიური ქირურგიის დაფინანსება, რაც ოპოზიციის მოთხოვნას წარმოადგენდა, ასევე - უნარშეზღუდული პირებისა და სოციალური პროგრამების დაფინანსება, საპატრიარქოს დაფინანსების ზრდა და 1 მლნ ადამიანის დაზღვევა.

გიორგი თარგამაძისთვის, ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების ფონზე, რომლითაც მთავრობა პარლამენტის წინაშე უფრო ანგარიშვალდებული ხდება, მოულოდნელი იყო ბიუჯეტის პროექტის პრემიერის გარეშე განხილვა - "ეს პარლამენტის იგნორირებად და უპატივცემულობად მიმაჩნია".

]]>
30.12.2008 +0300
ანტიკრიზისული საბჭო საერთაშორისო დახმარებების ხარჯვის მონიტორინგს განახორციელებს index.php?id=439&pg=nt

ანტიკრიზისული საბჭო საარჩევნო კოდექსსა და ადგილობრივი თვითმმართველობის კანონზე დაიწყებს მუშაობას. შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, საბჭოს თავმჯდომარე გია თორთლაძემ სამი თვის განმავლობაში გაწეული მუშაობისა და სამომავლო გეგმების შესახებ დეტალურად ისაუბრა. უახლოეს პერიოდში საბჭო, სამინისტროებიდან მოწოდებული ინფორმაციების საფუძველზე, საერთაშორისო დახმარებების ხარჯვის და გადანაწილების მონიტორინგს განახორციელებს.

 

]]>
30.12.2008 +0300
შამგონადან გატაცებული დემურ ქირია გარდაცვლილი იპოვეს index.php?id=455&pg=nt ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონადან გატაცებული დემურ ქირია, გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი იპოვეს. ქირიების ოჯახს რამდენიმე შეიარაღებული პირი დაესხა თავს; სახლიდან წაიღეს ფული, ძვირფასეულობა და გაიტაცეს ოჯახის უფროსი, რომელმაც მათ წინააღმდეგობა გაუწია.
]]>
05.01.2009 +0300
თბილისის მეტროპოლიტენი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება index.php?id=444&pg=nt

დედაქალაქში დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, 24:00-დან 03:00 საათამდე თბილისის მეტროპოლიტენი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დროის აღნიშნულ მონაკვეთში მატარებლები 7-10 წუთის ინტერვალით იმოძრავებენ.

]]>
31.12.2008 +0300
გუდაურში სათხილამურო სეზონი გაიხსნა index.php?id=445&pg=nt

გუდაურის სათხილამურო ტრასა მთლიანად განათდება, დამსვენებლებს შესაძლებლობა ექნებათ, საახალწლო ღამე მხიარულ და სასიამოვნო გარემოში გაატარონ. სასტუმრო "გუდაურის" მიმდებარე ტერიტორიაზე დაინთება საზეიმო კოცონი, რომელიც იქ მისულ სტუმრებს სადღესასწაულო განწყობას შეუქმნის; ასევე - დაგეგმილია არაერთი კონცერტი და ღონისძიება იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ახალგორიდან და ცხინვალის რეგიონიდან არიან ჩასახლებულნი. გუდაურში მობილიზებულია პოლიციისა და ჯანდაცვის სამსახურები - 24-საათიანი მომსახურებით, მზადყოფნაშია სამაშველო ჯგუფები, შეზღუდვების გარეშე ხდება ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდება ყველა ობიექტზე. აგრეთვე, საგზაო დეპარტამენტი უზრუნველყოფს გზების გაწმენდას.

]]>
31.12.2008 +0300
ოჯახში ძალადობის აღკვეთის განსახორციელებლად სპეციალური საბჭო შეიქმნა index.php?id=462&pg=nt ოჯახში ძალადობის აღკვეთის განსახორციელებლად სპეციალური საბჭო შეიქმნა. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, საბჭოს თავმჯდომარე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ლალი ფაფიაშვილი იქნება, წევრები - ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი გიორგობიანი, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე ზღულაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე, პრეზიდენტის მრჩეველი თამარ კინწურაშვილი და სხვები. კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ დამოუკიდებელი ექსპერტები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ქართული არასამთავრობოების წარმომადგენლები. საბჭოს ძირითადი ამოცანა ოჯახში ძალადობის აღკვეთა-თავიდან აცილება, მის წინააღმდეგ ბრძოლა, ძალადობის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვა, დახმარება, რეაბილიტაციაა. საბჭო ოჯახში ძალადობის ხელშემწყობი მიზეზების აღმოფხვრის თაობაზე წინადადებებს შეიმუშავებს და საქართველოს პრეზიდენტს განსახილველად წარუდგენს, ასევე - არსებულ მდგომარეობას მონიტორინგს გაუწევს.
]]>
05.01.2009 +0300
გრიგოლ მგალობლიშვილს გერმანიაში კომპლექსური სამედიცინო გამოკვლევა უტარდება index.php?id=460&pg=nt

გრიგოლ მგალობლიშვილი გერმანიაში ჯანმრთელობის გაუარესების გამო გაემგზავრა. "პრემიერის სამშობლოში დაბრუნების ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით. შესაძლოა, 4-5 დღეშიც დაბრუნდეს.  მას კომპლექსური სამედიცინო გამოკვლევა უტარდება და დიაგნოზის დასმას ელოდება", - განაცხადა პრემიერის პრეს-სამსახურის უფროსმა, ავთანდილ ფავლენიშვილმა. მისი თქმით, გრიგოლ მგალობლიშვილს გერმანიაში მეუღლე ახლავს.

 

]]>
05.01.2009 +0300
რუსეთი არ აპირებს, უარი თქვას საკუთარ გეგმებზე კავკასიაში index.php?id=448&pg=nt

"ჩვენ არ ვაპირებთ, უარი ვთქვათ საკუთარ გეგმებზე კავკასიაში და მთლიანად დსთ-ს სივრცეში", - ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. სერგეი ლავროვმა საქართველოში განხორციელებული აგრესიის გამართლება კიდევ ერთხელ სცადა და აღნიშნა, რომ ეს იყო პროვოკაცია პირველ რიგში რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც დაიგეგმა რუსეთისთვის გეოპოლიტიკურად ყველაზე პრიორიტეტულ სივრცეში - დსთ-ში. "რუსეთის ფედერაციამ ჩაშალა გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა დამატებითი გამაღიზიანებელი ფაქტორების შექმნას რუსეთისა და მეზობელი ქვეყნების ურთიერთობაში. პარალელურად, თანამეგობრობის  სივრცეში საკუთარი პოლიტიკის რეალიზებას, რაც სერიოზულად შელახავდა რუსეთის ინტერესებს", - განაცხადა მინისტრმა, თუმცა არ დააზუსტა, კონკრეტულად ვინ დაგეგმა ე. წ. პროვოკაცია. მან, აგრეთვე, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების დარღვევაში საქართველო დაადანაშაულა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სერგეი ლავროვის საპასუხო განცხადება გაავრცელა, რომელშიც გაკვირვებას გამოხატავს  რუსეთის ცინიკურ მოქმედებასთან დაკავშირებით, დაადანაშაულოს საქართველო 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში. საგარეო უწყებას სურს შეახსენოს მინისტრს, რომ საქართველო პირნათლად ასრულებს აღნიშნული შეთანხმებით აღებულ ყველა ვალდებულებას, რაც დასტურდება ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ანგარიშებით.

]]>
31.12.2008 +0300
"შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის მკვლელობა შეუკვეთონ", - აცხადებს ბუბა კიკაბიძე index.php?id=463&pg=nt

ბუბა კიკაბიძემ რუსული გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ სამეგრელოში ჩამოყრილ პროკლამაციებში მიხეილ სააკაშვილის შემცვლელად ნინო ბურჯანაძე იყო დასახელებული. მომღერალი მიიჩნევს, რომ "ეს რუსეთის მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევაა" და შიშობს, რომ შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის მკვლელობა შეუკვეთონ - "მომწონს თუ არა სააკაშვილი, ეს ჩემი პრობლემაა. მე არასდროს გავაკრიტიკებ სხვა ქვეყნის ხელისუფალს, ვინაიდან ეს შეურაცხმყოფელია უშუალოდ იმ ხალხისა და მათი არჩევანის. პუტინმა უკვე შეიძინა ახალი სახელი, მას "რუსეთის პრეზიდენტის სააქციო საზოგადოების გენერალურ დირექტორს" უწოდებენ. სადამდე გაგრძელდება ასეთი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ, არ ვიცი. ვშიშობ, რომ შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის მკვლელობა შეუკვეთონ".

]]>
05.01.2009 +0300
სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია 9 იანვარს გაფორმდება index.php?id=459&pg=nt

საქართველო-ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიას 9 იანვარს, ვაშინგტონში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე მოაწერენ ხელს. საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ჯონ ტეფტის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში ვითარების უკიდურესად გართულების გამო, შეთანხმების ხელმოწერა, რომელიც 4 იანვარს უნდა გამართულიყო, რამდენიმე დღით გადაიდო.

]]>
05.01.2009 +0300
სასაზღვრო პოლიციის საავიაციო ქვედანაყოფები თავდაცვის სამინისტროს გადაეცა index.php?id=461&pg=nt

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სასაზღვრო პოლიციის საავიაციო ქვედანაყოფები თავდაცვის სამინისტროს გადაეცა; შესაბამის ბრძანებულებას პრეზიდენტმა ხელი მოაწერა. თავდაცვის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეების მიერ სამხედრო სამსახურის გაგრძელება საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში, შსს-მ და თავდაცვის სამინისტროებმა კი, ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ერთად - გადაცემული ქვედანაყოფების ბალანსზე რიცხული საშტატო ქონების, შეიარაღებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის თავდაცვის უწყების ბალანსზე გადაცემა.

 

]]>
05.01.2009 +0300
რუსეთმა უკრაინას გაზი შეუწყვიტა index.php?id=458&pg=nt

ევროპის გაზით მომარაგების საკითხს დღეს ბრიუსელში განიხილავენ. როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის წარმომადგენელმა, ალექსანდრ ვონდრმა განაცხადა, ორგანიზაცია რუსეთსა და უკრაინას შორის გაზთან დაკავშირებულ კონფლიქტში რომელიმე მხარის პოზიციის დაჭერას არ გეგმავს - "ეს არის კომერციული დავა. ჩვენ არ ვიცით კონტრაქტის დეტალები, რომლებიც კონფიდენციალურია". მან მოუწოდა მხარეებს, კონფლიქტი რაც შეიძლება სწრაფად მოაგვარონ. უკრაინისთვის რუსული გაზის შეწყვეტის შემდეგ, ბუნებრივი აირის მიწოდების მნიშვნელოვნად შემცირების შესახებ რუმინეთმა, უნგრეთმა და პოლონეთმა განაცხადეს. რუსეთმა უკრაინას გაზის მიწოდება 2009 წლის პირველ იანვარს შეუწყვიტა და ოფიციალურ მიზეზად 2008 წლის ნოემბერ-დეკემბერში დაგროვილი დავალიანება დაასახელა. "გაზპრომი" უკრაინას გაზის ახალ ფასს - 450 აშშ დოლარს სთავაზობს და აპირებს, სატრანზიტო პირობების შეუსრულებლობის მოტივით, უკრაინას სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლოს.

 

]]>
05.01.2009 +0300
დორა ბაკოიანისი საქართველოში ვიზიტს გეგმავს index.php?id=457&pg=nt

ეუთო-ს ახალი, მოქმედი თავმჯდომარე და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დორა ბაკოიანისი საქართველოში ვიზიტს გეგმავს, რომელიც ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ოფიციალურად 15 იანვრიდან დაიკავებს - შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდრ სტუბს შეცვლის. ცრემონიის დროს იგი ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნად საბერძნეთის ყოფნის პერიოდში ორგანიზაციის პრიორიტეტებს გაახმიანებს.   

 

 

 

 

 

 

]]>
05.01.2009 +0300
განმუხურში მდებარე ქართული პოლიციის საგუშაგოს ცეცხლი გაუხსნეს index.php?id=456&pg=nt

4 იანვარს, 08:00 საათზე გალის რაიონის სოფელ განმუხურში მდებარე ქართული პოლიციის საგუშაგოს ცეცხლი გაუხსნეს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან. სროლა განხორციელდა გალის რაიონის სოფელ ფიჩორიდან როგორც ავტომატური იარაღის, ისე ყუმბარმტყორცნების გამოყენებით. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განმუხურში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში კიდევ ერთხელაა აღნიშნული, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმდებარე ტერიტორიებზე, რუსეთის მხარისა და მისი მარიონეტული რეჟიმების მიერ ხორციელდება თავხედური თავდასხმები, რომელთა მიზანს ქართული მხარის პროვოცირება და რეგიონში არსებული ვითარების კიდევ უფრო დაძაბვა წარმოადგენს. ქართული მხარე კვლავ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსულმა მხარემ სრულფასოვნად უნდა შეასრულოს 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და მოახდინოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების სრული დეოკუპაცია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს თავის მტკიცე პროტესტს ქართული მხარის წინააღმდეგ განხორციელებულ მორიგ პროვოკაციასთან დაკავშირებით და იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდება რეგიონებში უსაფრთხოების მყარი გარანტიების უზრუნველყოფა და უკონტროლო, სახიფათო მოვლენების განვითარების თავიდან აცილება.

]]>
05.01.2009 +0300
სეპარატისტული რეჟიმი არ აპირებს დევნილების დაბრუნების მიმართულებით თანამშრომლობას index.php?id=464&pg=nt აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე მალხაზ აქიშბაია ვარაუდობს, რომ საქართველოში გაერო-ს სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაგრძელების საკითხს რუსეთი ვეტოს დაადებს და იმედოვნებს, რომ გაერო-ს მისიის ჩანაცვლებას აფხაზეთში ევროკავშირი შესძლებს; მისი თქმით, საქართველომ სწორედ ამ მიმართულებით უნდა გააგრძელოს ევროკავშირთან მუშაობა. მალხაზ აქიშბაიამ აღნიშნა, რომ აფხაზეთში მძიმე ვითარებაა - ხშირია ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, ადგილი აქვს ევროკავშირის დამკვირვებლებისა და ქართველი სამართალდამცველების მიმართ  პროვოკაციებს, რასაც იგი სამშვიდობო პროცესზე საბოლოო უარის თქმად აფასებს - "სეპარატისტული რეჟიმი არ აპირებს დევნილების დაბრუნების მიმართულებით თანამშრომლობას".
]]>
05.01.2009 +0300
პროვოკაციებმა სისტემატიური ხასიათი მიიღო index.php?id=465&pg=nt

პაატა დავითაიამ განმუხურის ინციდენტის კომენტირებისას განაცხადა, რომ "რუსეთს კონფლიქტის დარეგულირება არ სურს და აუცილებელია ევროკავშირის მანდატის გაფართოება, რათა სადამკვირვებლო მისიას ადმინისტრაციულ საზღვარზე მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა მიეცეს". მისი განცხადებით, "პროვოკაციებმა სისტემატიური ხასიათი მიიღო".


 

]]>
05.01.2009 +0300
საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო index.php?id=486&pg=nt

სამხედრო სავალდებულო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანებულების თანახმად, გაწვევა 2009 წლის 5 იანვრიდან დაიწყო და 2009 წლის პირველ აგვისტომდე გაგრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ გასამხედროებულ დანაყოფებში გასაწვევთა რაოდენობა 1500-ით განისაზღვრა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში კი - 340-ით. გაწვეული იქნებიან 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები, რომლებსაც არ აქვთ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების ან გადავადების უფლება.


 

]]>
08.01.2009 +0300
რუსეთი სერიოზული პრობლემების წინაშე დგას index.php?id=466&pg=nt საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხიას შეფასებით, "რუსეთი სერიოზული პრობლემების წინაშე დგას და მათ გადაწყვეტას აფხაზეთში განხორციელებული პროვოკაციებით ცდილობს". როგორც მან განმუხურის ინციდენტის კომენტირებისას განაცხადა, მსგავსი პროვოკაციები, შესაძლოა, ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებში გადაიზარდოს - "რუსეთი აგვისტოს აგრესიის შედეგებით კმაყოფილი არ არის, რადგან სასურველი შედეგი ვერ მიიღო - საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ვერ დაშალა".
]]>
05.01.2009 +0300
დიდთოვლობის გამო, ვერ ხერხდება დაზიანებული სადენების შეკეთება index.php?id=484&pg=nt

დიდთოვლობის გამო, კვლავ რთული ვითარებაა მესტიაში - ვერ ხერხდება დაზიანებული სადენების შეკეთება, რის გამოც რაიონი, რამდენიმე დღეა, უშუქოდაა დარჩენილი. ასევე - შეუძლებელია გზის გაწმენდა. საგზაო დეპარტამენტი და ენერგეტიკოსები ყველაფერს აკეთებენ, რომ ვითარება რაც შეიძლება მალე გამოსწორდეს. სინოპტიკოსების პროგნოზით, მესტიაში ხვალაც მოთოვს.

როგორც "ენერგო-პრო ჯორჯიაში" განაცხადეს, ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება იმერეთის, რაჭის, ცაგერისა და ლენტეხის სოფლებში სრულად არის აღდგენილი. კომპანიის ტექნიკური სამსახურის განცხადებით, ამინდის გამოსწორების შემთხვევაში, ზემო სვანეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება დღის ბოლომდე აღდგება.

]]>
08.01.2009 +0300
ქართულ-რუსული კომისიის სხდომა თებერვალში გაიმართება index.php?id=513&pg=nt

კავკასიაში კონფლიქტის დაძლევის მიზნით შექმნილი ქართულ-რუსული კომისიის სხდომა თებერვალში გაიმართება; კომისიის წევრები საქართველო-რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლისა და სავიზო რეჟიმის აღდგენის საკითხებზე იმსჯელებენ. მამუკა არეშიძის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი ჰუმანიტარულ, დევნილთა მდგომარეობის, ახალგორში ჩასვლისა და ტყვეთა გაცვლის საკითხებს შეეხება - "დელეგაციაში ცნობილი ონიშჩენკოს წარმომადგენელი იქნება, რომელთანაც ქართულ ღვინოსთან დაკავშირებითაც ვისაუბრებთ".

]]>
12.01.2009 +0300
რუსეთმა ევროპის დიდი ნაწილი გაზის გარეშე დატოვა index.php?id=483&pg=nt

"უკრაინისთვის გაზის მიწოდების აღსადგენად აუცილებელია, "გაზპრომსა" და "ნეფტგაზს" შორის ევროპული საბაზრო ფასით, ფასდაკლებისა და შეღავათების გარეშე ახალი კონტრაქტი გაფორმდეს", ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა 7 იანვარს, უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ევროპელი მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდებისა და რუსეთსა და უკრაინას შორის ამ სფეროში თანამშრომლობის საკითხები არა პოლიტიკური, არამედ - ეკონომიკური ვალდებულების შესრულებაა. "სამწუხაროდ, პრობლემის მიზეზი უკრაინის ხელისუფლებაში არსებული უთანხმოებები და შექმნილ სიტუაციაში ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღების უუნარობა გახდა", - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა. 

"გაზპრომისა" და "ნეფტგაზის" ხელმძღვანელებმა, ალექსეი მილერმა და ოლეგ დუბინმა, მოლაპარაკებები მოსკოვში გამართეს. რუსული კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლის, სერგეი კუპრიანოვის განცხადებით, მხარეებმა უკრაინის ტერიტორიაზე გაზის მიწოდების საკითხი და შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის გზები განიხილეს. შეხვედრის სხვა დეტალები მას არ დაუკონკრეტებია. მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი დღეს გაიმართება; მხარეები ერთმანეთს ბრიუსელში, ევროკავშირის შუამავლობით შეხვდებიან. კომპანიებს უკრაინის ტერიტორიაზე გაზის მიწოდების შესახებ კონტრაქტი არ აქვთ. ამის გამო, რუსულმა მხარემ იანვრის დასაწყისში უკრაინისთვის გაზის მიწოდება შეწყვიტა და მხოლოდ ევროპისთვის ტრანზიტი დატოვა ძალაში, 7 იანვარს კი - აღნიშნული მიწოდებაც შეწყვიტა და ევროპის დიდი ნაწილი გაზის გარეშე დატოვა. შედეგად, რუმინეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული - ბუნებრივი აირის მარაგები ამოწურულია. ბულგარეთში გაზის კრიზისი უკვე რიგით მოქალაქეებზე აისახა - ათასობით ადამიანმა ღამე ცენტრალური გათბობის გარეშე გაატარა. მოსახლეობა პანიკამ მოიცვა - ჰაერის ტემპერატურა მინუს 5 გრადუსს აღწევს. მომარაგება სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებსაც შეუწყდა, რის გამოც, სოფიაში დღეს საბავშვო ბაღებისა და სკოლების უმრავლესობა არ გაიხსნება. უნგრეთსაც ანალოგიური პერსპექტივა ელოდება; კრიზისის თავიდან ასაცილებლად და მოსახლეობის გაზით უზრუნველსაყოფად, მთავრობამ ბუნებრივი აირის გერმანიისგან შეძენის თაობაზე კონტრაქტი უკვე გააფორმა. პოლონეთშიც საკმაოდ მძიმე ვითარებაა - გაზმომარაგება ათობით უმსხვილეს საწარმოს შეუწყდა, რასაც მათი გაჩერება მოჰყვა.

 

]]>
08.01.2009 +0300
ჩარჩო-ხელშეკრულებას გრიგოლ ვაშაძე და კონდოლიზა რაისი მოაწერენ ხელს index.php?id=481&pg=nt

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებას ვაშინგტონში მოაწერენ ხელს, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობის გაფართოებას თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიისა და კულტურის სფეროებში.

ქართული მხარე კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აცხადებს, რომ აღნიშნული ჩარჩო-ხელშეკრულება საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსებას არ ითვალისწინებს. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, "შეთანხმების მთავარი პუნქტი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას გულისხმობს, თუმცა ბაზებზე საუბარი ჯერ ნაადრევია". საქართველოს პარლამენტში არ გამორიცხავენ, რომ დროთა განმავლობაში აღნიშნული საკითხი აქტუალური გახდეს და აქვე დასძენენ, რომ "მისი გადაწყვეტა საკანონმდებლო ორგანოს გარეშე შეუძლებელია".  

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ "დოკუმენტი არ გულისხმობს ამერიკული ბაზების განლაგებას საქართველოს ტერიტორიაზე; ჩვენი ამოცანაა, გავაძლიეროთ ქართული არმია. საქართველო უნდა დაიცვას ქართულმა არმიამ და არა რომელიმე სხვა ქვეყნის ჯარმა ან ბაზამ, რომელიც აქ იქნება განლაგებული. დოკუმენტში საუბარი იქნება იმაზე, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოს დახმარებას თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების კუთხით". დავით ბაქრაძემ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც "ლეიბორისტულმა პარტიამ" მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციას ამერიკული ბაზების საქართველოში განთავსების მცდელობაში დასდო ბრალი.

]]>
09.01.2009 +0300
დიდთოვლობამ მაღალი ძაბვის სადენები დააზიანა index.php?id=479&pg=nt

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა რაჭაში ის ადგილები დაათვალიერა, სადაც სტიქიამ მაღალი ძაბვის სადენები დააზიანა. დიდთოვლობის გამო, ნაქერალას უღელტეხილსა და ონის რაიონის სოფელ ზუდალაში სადენები გაწყდა; იქ "ენერგო-პრო ჯორჯიას" ბრიგადები მუშაობენ. ალექსანდრე ხეთაგურის თქმით, მიუხედავად ცუდი კლიმატური პირობებისა, ონი, ამბროლაური, ცაგერი და ლენტეხი ელექტროენერგიას დღეს საღამოს მიიღებს. მინისტრმა ცხინვალის გაზით მომარაგებაზე გააკეთა განცხადება; მისი თქმით, შეკეთდა გაზსადენის დაზიანებული მილების ნაწილი, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები დაცული არ არის. 

]]>
06.01.2009 +0300
ხელშეკრულების გაფორმება ახლო აღმოსავლეთში მოვლენების განვითარებაზეა დამოკიდებული index.php?id=478&pg=nt

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე მეთიუ ბრაიზას განცხადებით, საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე აუცილებლად მოეწერება ხელი. მისი განმარტებით, "ხელშეკრულების გაფორმება ახლო აღმოსავლეთში მოვლენების განვითარებაზეა დამოკიდებული და ღაზას სექტორში სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვის შემთხვევაში, მისი გაფორმება, შესაძლოა, ისევ გადაიდოს".

]]>
06.01.2009 +0300
რუსი ოკუპანტები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას კონფლიქტის ზონაში არ უშვებენ index.php?id=476&pg=nt

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი კატეგორიულად უარყოფს ოსი სეპარატისტების მტკიცებას, ქართული მხარის მიერ ფართომასშტაბიანი პროვოკაციის მზადების თაობაზე - "სეპარატისტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. იქ იმყოფებიან რუსი ოკუპანტები, რომლებიც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას კონფლიქტის ზონაში არ უშვებენ.  კიდევ ერთხელ მოვითხოვთ მათ კონფლიქტურ რეგიონებში შეშვებას, რათა ყველა მსგავსი პროვოკაციული განცხადება აღიკვეთოს". დე ფაქტო ბეჭდვითი და მასობრივი კომუნიკაციების სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ქართული მხარე უახლოეს მომავალში ე. წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მყოფი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ ფართომასშტაბიან შეიარაღებულ პროვოკაციას ამზადებს.

]]>
06.01.2009 +0300
"გაზპრომის" მიერ გაჟღერებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება index.php?id=477&pg=nt

"იტერა-საქართველო" ცხინვალის რეგიონისთვის გაზის მისაწოდებლად მზად არ არის; ამის შესახებ კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე ირაკლი ნიკოლაიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარე თვეში ცხინვალისთვის მისაწოდებელი გაზის მოცულობა გათვალისწინებული არ არის - "სამწუხაროდ, "გაზპრომის" მიერ გაჟღერებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. კომპანიას გაზსადენის დაზიანების ადგილზე მისვლის საშუალება, უფლება არ აქვს". ცხინვალს და ახალგორის რაიონს ბუნებრივი აირი აგვისტოს შემდეგ არ მიეწოდება. "გაზპრომის" ხელმძღვანელმა, ალექსეი მილერმა გუშინ რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველომ ცხინვალის რეგიონისთვის გაზის მიწოდებაზე მზადყოფნა გამოთქვა. ქართული მხარის ინფორმაციით, დაზიანებულია გაზსადენი, რომელთანაც მისვლას ქართველი სპეციალისტები ვერ ახერხებენ.

 

]]>
06.01.2009 +0300
სეპარატისტებმა სოფელ ორსანტიას მიმართულებით ყუმბარმტყორცნიდან გასროლა განახორციელეს index.php?id=487&pg=nt

აფხაზური მხარის მიერ კონტროლირებადი გალის რაიონის სოფელ ოტობაიადან, ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიას მიმართულებით, ავტომატური ყუმბარმტყორცნიდან 15 გასროლა განხორციელდა; ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია საქართველოს შს სამინისტრომ გაავრცელა. სამინისტროს ცნობით, ნასროლი ჭურვები ჩამოცვივდა სოფელ ორსანტიაში, კერძოდ - ქვარაიების ეზოში; მსხვერპლი არ არის, მიმდინარეობს განაღმვითი სამუშაოები. მომხდართან დაკავშირებით, საქმის კურსში არიან ევროკავშირისა და გაერო-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

 

]]>
08.01.2009 +0300
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭო მუშაობას იწყებს index.php?id=485&pg=nt

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭო, რომელიც პრეზიდენტის ბრძანებით შეიქმნა, მუშაობას იწყებს. აღნიშნული კომისია საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განახლებისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს, ასევე - კონტროლს გაუწევს გეგმის განხორციელებას. საბჭოს თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი იქნება, წევრები კი - პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი ვახტანგ ლეჟავა, მთავრობის კანცელარიის უფროსი კახა ბენდუქიძე, კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თინა ბურჯალიანი, დეპუტატები - მურთაზ ზოდელავა, პავლე კუბლაშვილი და შს მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე.

]]>
08.01.2009 +0300
დიდთოვლობის გამო, საავტომობილო გზებზე მოძრაობა შეზღუდულია index.php?id=488&pg=nt

ზვავსაშიშროების გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ამავე გზის ჟინვალი-გუდაურის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით არის დასაშვები. ასევე - ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის ნაწილზე. იმერეთისა და წალკის მაღალმთიან სოფლებამდე მისასვლელ გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგა; გზები სისტემატურად იწმინდება. 

]]>
08.01.2009 +0300
ლაშა ჟვანია ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეების რაოდენობის შემცირების ინიციატივით გამოდის index.php?id=512&pg=nt

ეკონომიკური განვითარების მინისტრს, შვიდის ნაცვლად, ხუთი მოადგილე ეყოლება; ინიციატივა ლაშა ჟვანიამ მთავრობის სხდომაზე გაახმიანა - "ეფექტური მუშაობისთვის ხუთი მოადგილე სრულიად საკმარისია, დანარჩენები კი, ზედმეტები არიან. მიმაჩნია, რომ ჩვენი საქმიანობა ხუთი მოადგილის პირობებში უფრო ეფექტური იქნება". აღნიშნული ინიციატივის თანახმად, ეკონომიკური განვითარების სამინისტროში ხელშეკრულების მონიტორინგისა და ექსპორტის ხელშემწყობი დეპარტამენტები შეიქმნება. "მონიტორინგის დეპარტამენტი ინვესტორებსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების მონიტორინგს იკისრებს", - განაცხადა მინისტრმა. 

]]>
12.01.2009 +0300
თურქეთი და საბერძნეთი აზერბაიჯანულ გაზს მიიღებენ index.php?id=507&pg=nt

აზერბაიჯანის ენერგეტიკისა და მრეწველობის მინისტრმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა თურქეთისა და საბერძნეთისგან მისი ბუნებრივი აირის შეძენის წინადადება მიიღო. აზერბაიჯანული მხარე თურქეთის მხარესთან შეთანხმების გაფორმებაზე მუშაობს, რაც აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტის საკითხს ეხება. გაზის საბადო, "შაჰდენიზის" დამუშავების პირველი ფაზის ფარგლებში, ბუნებრივ აირს საქართველოსა და თურქეთს აწვდის. საბადოს, დამუშავების მეორე ფაზის რეალიზაციის შემდეგ, წელიწადში 14 მლრდ კუბური მეტრი გაზი დაემატება. ამ მოცულობიდან 3 მლრდ კუბური მეტრი მიმართული იქნება შიდა მოხმარებაზე, ხოლო დანარჩენი 11 მლრდ კუბური მეტრი - ექსპორტზე.


 

]]>
09.01.2009 +0300
უსაფრთხოების გარანტიებს საქართველო ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში მიიღებს index.php?id=503&pg=nt

ქარტიის გაფორმების შემდეგ, მსოფლიოში აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის არაღიარების პოლიტიკა დაიწყება, ამის შესახებ ქართველ ჟურნალისტებს რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ვაშინგტონში განუცხადა - "მთავარია, რომ დოკუმენტის მიღების შემდეგ, აუცილებლად დაიწყება არაღიარების პოლიტიკა, მიუხედავად იმისა, თუ რას ეუბნება რუსეთი სეპარატისტულად განწყობილ აფხაზებსა და ოსებს. მათ დამოუკიდებლობას არც ერთი სერიოზული სახელმწიფო არ აღიარებს". მისი თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველო აშშ-ს სტრატეგიული მეკავშირე გახდება, დაიწყება სახელმწიფოს გაძლიერება სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით; შეიქმნება პირობები, რომ საქართველომ კონფლიქტები მშვიდობიანად მოაგვაროს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე მეთიუ ბრაიზას განცხადებით, "დოკუმენტი არ შეიცავს უსაფრთხოების პირდაპირ გარანტიებს. თუმცა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც მასში აღნიშნულ ყველა სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს. რაც შეეხება უსაფრთხოების გარანტიებს, ამას საქართველო ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში მიიღებს".

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის განცხადებით კი, ქარტიაში აღნიშნულია, რომ აშშ საქართველოს არმიის მოდერნიზაციის, თავდაცვისუნარიანობის გაზრდის ვალდებულებას იღებს - "რაც მთავარია, დოკუმენტის შესავალში ნათქვამია, რომ ორივე მხარე ადასტურებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს".

]]>
09.01.2009 +0300
აფხაზმა კრიმინალებმა გოჩა ჭაავა გაიტაცეს index.php?id=505&pg=nt გალის რაიონის სოფელ ზემობარღებიდან, საკუთარი სახლიდან, 1969 წელს დაბადებული გოჩა ჭაავა გაიტაცეს; ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მედიაცენტრი იუწყება. აფხაზი კრიმინალების მიერ გოჩა ჭაავას გატაცების მიზეზი უცნობია. თვითმხილველები ამბობენ, რომ გატაცებული გალის მიმართულებით წაიყვანეს.
]]>
09.01.2009 +0300
საქართველო სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტს აჩერებს index.php?id=502&pg=nt

საქართველო სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტს აჩერებს; ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაცია ავრცელებს. სომხეთში რუსული გაზის მიწოდება საქართველოს ტერიტორიის გავლით ხორციელდება; გატარებული ბუნებრივი აირის 10%  კი, ტრანზიტის საფასურის სანაცვლოდ, საქართველოში რჩება. ქართულმა მხარემ ტრანზიტის საფასურის ან ტრანზიტის სანაცვლოდ მიღებული გაზის მოცულობის გაზრდის საკითხი არაერთხელ დააყენა, თუმცა, რუსეთი არსებული ტარიფების გადახედვაზე დღემდე უარს აცხადებს.

 

]]>
09.01.2009 +0300
საქართველო რუსეთიდან ბუნებრივ აირს არ იღებს index.php?id=500&pg=nt

საქართველო რუსეთიდან გაზს არ იღებს, ბუნებრივი აირის მომწოდებელი ქვეყანაში აზერბაიჯანია", - განმარტა ენერგეტიკის მინისტრმა რუსეთის პრემიერ-მინისტრის განცხადების კომენტირებისას იმის თაობაზე, რომ "რუსეთი პოლიტიკურ საკითხებს ეკონომიკურში არ ურევს და საქართველოს გამართულად აწვდის გაზს". ალექსანდრე ხეთაგური აცხადებს, რომ "საქართველოს გაზმომარაგება მთლიანად ხორციელდება აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან და ასევე - სხვა კონტრაქტების მიხედვით, რომელთა შორისაა - ხუთწლიანი კონტრაქტი აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიასთან და "შაჰდენიზის"კონტრაქტი. რაც შეეხება ე. წ. სამხრეთ ოსეთის გაზმომარაგებას, მინისტრმა აღნიშნა, რომ ამას ტექნიკური მიზეზები უშლის ხელს. 

 

 

 

 

]]>
09.01.2009 +0300
დავით სიხარულიძე რობერტ გეითსს შეხვდა index.php?id=501&pg=nt საქართველოსა და აშშ-ს შორის ხელმოსაწერი ქარტიის დეტალები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით სიხარულიძემ აშშ-ს თავდაცვის მინისტრ რობერტ გეითსთან შეხვედრისას განიხილა. საუბარი შეეხო ხელშეკრულების იმ პუნქტებს, რომლებიც ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობას ეხება. მხარეები თანხმდებიან, რომ დოკუმენტის გაფორმებით სამხედრო სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის. დავით სიხარულიძისა და რობერტ გეითსის შეხვედრის შესახებ პირველი ინფორმაცია პენტაგონმა გაავრცელა; შეხვედრა დახურული იყო და დეტალები არ ხმაურდება. "შეხვედრისას საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობისა და უსაფრთხოების საკითხებს თავდაცვის სფეროში, ასევე - საქართველოს სწრაფვას ნატო-ში გაწევრიანებისადმი. ჩვენი ამოცანაა, ურთიერთობების გაღრმავება", - აცხადებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
]]>
09.01.2009 +0300
საქართველო ეუთო-ს მისიის მანდატის გაგრძელების საკითხს კვლავ დააყენებს index.php?id=511&pg=nt

ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს 2009 წლის პირველივე სხდომაზე საქართველო ორგანიზაციის მისიისთვის მანდატის გაგრძელებისა და სხვა საერთაშორისო ფორმატების გამოყენების საკითხებს კიდევ ერთხელ დააყენებს. სხდომას ეუთო-ს ახალი თავმჯდომარე ქვეყნის, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დორა ბაკოიანისი უხელმძღვანელებს, რომელმაც ამ პოსტზე ფინელი კოლეგა ალექსანდრ სტუბი შეცვალა. საქართველოში მოქმედი ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიისთვის მანდატის გაგრძელების საკითხს, 2008 წლის ბოლოს, რუსეთმა ვეტო დაადო. ოფიციალურმა მოსკოვმა საკუთარი გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ ე. წ. სამხრეთ ოსეთი "დამოუკიდებელი სახელმწიფოა" და შესაბამისად, ეუთო-ს მისია არსებული ფორმატით იქ მოქმედებას ვეღარ გააგრძელებს. რუსეთის ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ოფიციალური თბილისი, აღნიშნული მანდატის გასაგრძელებლად და გასაფართოებლად, პარტნიორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციებს სისტემატურად მართავს.


 

]]>
15.01.2009 +0300
უკრაინამ მონიტორინგის ჯგუფში რუსეთის წარმომადგენლის ჩართვაზე უარი განაცხადა index.php?id=509&pg=nt

უკრაინის ტერიტორიის გავლით ევროპაში რუსული გაზის ტრანსპორტირების პროცესზე დასაკვირვებლად, ევროკავშირის დამკვირვებელთა პირველი ჯგუფი კიევში მიემგზავრება, განაცხადა ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ფერან ტარადელიას ესპუნიმ - "სპეციალისტები მზად არიან, გაზსადენზე, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე გადის, მონიტორინგს უკვე დღეს შეუდგნენ". უკრაინამ მონიტორინგის ჯგუფში "გაზპრომის" ან რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლის ჩართვაზე უარი განაცხადა; კიევმა კატეგორიული ფორმით განაცხადა, რომ მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებს დაუშვებს. ევროკავშირის თავმჯდომარე ჩეხეთში, უკრაინისა და რუსეთის მთავრობების წარმომადგენლებთან მაღალ დონეზე, გამუდმებული კონსულტაციები მიმდინარეობს, რაც შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის ძიებას ისახავს მიზნად.

]]>
09.01.2009 +0300
ქარტიით გათვალისწინებული პუნქტების შესრულებაზე საქართველოს მთავრობამ მუშაობა უკვე დაიწყო index.php?id=510&pg=nt

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების პუნქტების შესრულებაზე საქართველოს მთავრობაში მუშაობა უკვე დაიწყო; უმთავრეს პრიორიტეტებს შორის თავისუფალი ვაჭრობა, სავიზო რეჟიმის გამარტივება, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა და ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაა. კონკრეტული გეგმების განხორციელება კი, უკვე ბარაკ ობამას მთავრობის ოფიციალური დამტკიცების შემდეგ დაიწყება.

საქართველომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სამომავლო სამხედრო თანამშრომლობის გეგმა შეათანხმეს, განაცხადა შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, რომელიც აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე გორდონ ენგლანდს შეხვდა; დახურულ კარს მიღმა საუბარი შეეხო სამხედრო თანამშრომლობის გაფართოებისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების თემებს, ასევე - მხარეებმა განიხილეს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიით გათვალისწინებული საკითხები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

 

]]>
12.01.2009 +0300
სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტი ხვალ აღდგება index.php?id=517&pg=nt სომხეთში საქართველოს გავლით ბუნებრივი აირის ტრანზიტი ხვალ აღდგება; როგორც ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, მაგისტრალურ გაზსადენზე სამუშაოები დაღეს, საღამოს დასრულდება და ხვალიდან სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტი შეუფერხებლად გაგრძელდება. 9 იანვარს, ტექნიკური მიზეზების გამო, კერძოდ - გაზის გაზრდილი მოხმარებისა და მილსადენში წნევის მატების გამო, კოროზირებულ ადგილებში აირის გაჟონვამ სომხეთში ტრანზიტი დროებით შეაჩერა. ]]> 12.01.2009 +0300 თბილისს თომას კოსენდაი ეწვია index.php?id=514&pg=nt

საქართველოს გერმანიის თავდაცვის სამინისტროს საპარლამენტო შტატმდივანი თომას კოსენდაი ეწვია, რომელიც საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს. სამკაციანი დელეგაციის ვიზიტის მიზანს უსაფრთხოებისა და სამხედრო პოლიტიკის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენს. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება აუცილებლად შესრულდება, განაცხადა სტუმარმა თავდაცვის მინისტრ დავით სიხარულიძესთან შეხვედრისას - "გერმანია ამ მიმართულებით ყოველმხრივ დახმარებას გაუწევს საქართველოს, მათ შორის - შეიარაღებულ ძალებსა და თავდაცვის სამინისტროს. საქართველოს მხარს უჭერს არა მხოლოდ გერმანია, არამედ - ევროკავშირის ქვეყნები მთლიანად". მისი თქმით, გერმანია გააკეთებს ყველაფერს, რომ გაერო-ს მანდატი აფხაზეთში გაგრძელდეს. 

 

 

 

 

]]>
13.01.2009 +0300
უგზო-უკვლოდ დაკარგულ მეომართა ოჯახებს სახელმწიფო ერთჯერად ფულად დახმარებას გაუწევს index.php?id=519&pg=nt

რუსული აგრესიის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ მეომართა ოჯახებს სახელმწიფო ერთჯერად ფულად დახმარებას გაუწევს; აღნიშნული ინიციატივა თავდაცვის მინისტრმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე წარადგინა. უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 19 პიროვნება და შესაბამისად, 19 ოჯახს გაეწევა ერთჯერადი ფულადი დახმარება, 5 000 ლარის ოდენობით.

 

]]>
12.01.2009 +0300
რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ინტერესებს შვეიცარია წარმოადგენს index.php?id=515&pg=nt

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიის ფედერალური კანცლერი, საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიშელინ კალმი-რეი ეწვია, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს შეხვდება; იგეგმება მხარეებს შორის ნოტების გაცვლა, რომელიც რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის მიერ საქართველოს ინტერესების დაცვაზე პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. თბილისში რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექცია შეიქმნება, რომელიც საქართველოში რუსეთის ყოფილი საელჩოს შენობაში განთავსდება. სექციაში რუსეთის დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი შევა, რომელთა აკრედიტება საქართველოში, შვეიცარიის საელჩოში მოხდება. საქართველოში მოსკოვის ინტერესებსაც სწორედ შვეიცარია დაიცავს. კანცლერი, ვითარების ადგილზე გაცნობის მიზნით, გორს მოინახულებს, ასევე - გაეცნობა ვარკეთილში დევნილებისთვის ბინათმშენებლობის პროექტს.


 

]]>
12.01.2009 +0300
"ენგურჰესის" აქციათა 100 პროცენტი სახელმწიფოს საკუთრებაში რჩება index.php?id=518&pg=nt

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურის განცხადებით, "ენგურჰესის" აქციათა 100 პროცენტი იყო, არის და დარჩება სახელმწიფოს საკუთრებაში; რუსულ კომპანია "ინტერრაოსთან"კი, გაფორმებულია ურთიერთგაგების მემორანდუმი, ჰესების კასკადის ერთობლივ მართვასთან დაკავშირებით. მინისტრის განმარტებით, აღნიშნულ მემორანდუმში გაწერილია ის ძირითადი პრინციპები, რომელთა საფუძველზეც გაფორმდება ერთობლივი მართვის ხელშეკრულება, რაც "გულისხმობს პარიტეტულ პრინციპზე ერთობლივი მართვის საბჭოს შექმნას". მისი თქმით, საქართველოს ენერგოსისტემა კომპანია "ინტერრაოსთან" საკმაოდ წარმატებულად თანამშრომლობს.

 

]]>
12.01.2009 +0300
საქართველოს მთავრობა პრემიერის ხელმძღვანელობით წელს პირველად შეიკრიბა index.php?id=516&pg=nt

"საქართველოს მთავრობა მუშაობდა და მომავალშიც ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე. გრიგოლ მგალობლიშვილის თქმით, მთავრობის მიზანი შექმნილი ვითარებიდან საქართველოს გამოყვანაა - "მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რომ მთავრობა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს. ჩვენი ამოცანაა, რთულ პერიოდში შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები და გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ქართული ეკონომიკა დავიცვათ". მთავრობა პრემიერის ხელმძღვანელობით წელს პირველად შეიკრიბა; გრიგოლ მგალობლიშვილი საქართველოში 10 იანვარს გერმანიიდან დაბრუნდა, სადაც მას, ქართველი ექიმების რეკომენდაციით, სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა.  


 

]]>
12.01.2009 +0300
რუსეთის საოკუპაციო ჯარების ქმედებები აფხაზების პროტესტს იწვევს index.php?id=520&pg=nt

რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ მოსახლეობის მიმართ განხორციელებული ქმედებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ე. წ. სარკოზი-სააკაშვილი-მედვედევის 12 აგვისტოს შეთანხმებისა და ამ შეთანხმების ფარგლებში მოსკოვის მიერ აღებული ვალდებულებების მორიგი დარღვევაა, აცხადებს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელი მალხაზ აქიშბაია. მისი თქმით, რეგიონში შექმნილ ვითარებაზე უკვე სეპარატისტული დაჯგუფებების წარმომადგენლებიც ვერ ახდენენ ზემოქმედებას. რუსები მიზანმიმართულად აიძულებენ მშვიდობიან მოსახლეობას, დატოვონ საცხოვრებელი სახლები, რაც აფხაზების პროტესტს იწვევს.

 

]]>
12.01.2009 +0300
"გაზპრომმა" უკრაინის გავლით ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტი დღეს განაახლა index.php?id=524&pg=nt

"გაზპრომმა" უკრაინის გავლით ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტი დღეს განაახლა; შესაბამისი ბრძანება მოსკოვში, "გაზპრომის" ცენტრალური სადისპეტჩერო პუნქტიდან გაიცა - სადგურმა საცდელი გაშვება დაიწყო. რუსული მხარის განცხადებით, თუ უკრაინა რუსულ გაზს ტექნოლოგიური საჭიროებებისთვის გამოიყენებს, ევროპას ბუნებრივი აირის მიწოდება კვლავ შეუწყდება.

]]>
13.01.2009 +0300
რუსეთ-ნატოს საბჭოს კომიტეტი არაფორმალური სხდომის გამართვის ფორმატს დააზუსტებს index.php?id=523&pg=nt

ნატო-რუსეთის საბჭოს გამართვის ფორმატზე საბოლოო გადაწყვეტილება დღეს, რუსეთ-ნატოს საბჭოს კომიტეტის მოსამზადებელ სხდომაზე იქნება მიღებული, განაცხადა ნატო-ში რუსეთის წარმომადგენელმა, დიმიტრი როგოზინმა - "კომიტეტი არაფორმალური სხდომის გამართვის ფორმატს დააზუსტებს; ორივე მხარის მონაწილეთა რაოდენობას, თარიღს და ადგილს განსაზღვრავს". შესაძლოა, არაფორმალური სამიტი ბრიუსელში, 26 იანვარს გაიმართოს.

 

]]>
13.01.2009 +0300
"ქრისტიან-დემოკრატები" მთავრობის ნდობის საკითხს დააყენებენ index.php?id=543&pg=nt

"ქრისტიან-დემოკრატები" ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით გამოდიან; საპარლამენტო უმცირესობის ვიცე-სპიკერ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეკონომიკური პროექტების განხორციელების ყველანაირი ნებართვის გაცემის უფლება მოეხსნება - "კანონის მიღების მიუხედავად, სახელმწიფოს მაინც ჰქონდა უფლება, გაეცა გარკვეული სახის ნებართვები. სწორედ ეს არის ის ხვრელი, რომლის მეშვეობითაც ჩვენმა ხელისუფლებამ რუსეთთან "ენგურჰესის" 10-წლიანი ერთობლივი მართვის მემორანდუმი გააფორმა, ამიტომ მოვითხოვთ, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ისეთი ცვლილებები შევიდეს, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლებას ამ ნებართვების გაცემის უფლებაც მოეხსნება".

"ქრისტიან-დემოკრატები", საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებისთანავე, რომელიც საკანონმდებლო ხელისუფლების უფლებამოსილების გაზრდას და პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირებას გულისხმობს, მთავრობის ნდობის საკითხს დააყენებენ. ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ "ენგურჰესთან" დაკავშირებით მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის სრულიად გაუმართლებელი - "ჩანს, ხელისუფლება ამ დოკუმენტზე ხელის მოწერას მაინც აპირებს და მთავრობამ უნდა იცოდეს, რომ ეს არის დანაშაულებრივი ქმედება და ამისთვის საზოგადოების წინაშე პასუხი უნდა აგოს". მისი თქმით, ეკონომიკის მინისტრის მიერ გაკეთებული განმარტება, რომ გაფორმებული მემორანდუმით რუსეთი აფხაზეთს საქართველოს შემადგენელ ნაწილად აღიარებს, სრულიად არაადეკვატური იყო.

]]>
14.01.2009 +0300
სომხეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება განახლდა index.php?id=525&pg=nt

გაზსადენის აღდგენითი სამუშაოების დასრულების შედეგად, რომელსაც საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის თანამშრომლები ახორციელებდნენ, სომხეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს დილიდან განახლდა. "არმროსგაზპრომის" ინფორმაციით, გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, მომხმარებლის უზრუნველყოფა რეზერვების ხარჯზე ხდებოდა - "არანაირი შეზღუდვა არ გვქონდა; ჩვენ კიდევ უფრო რთული სიტუაციის გადალახვა და 10-15 დღის განმავლობაში რესპუბლიკის გაზით უზრუნველყოფა შეგვეძლო. ასე რომ, ამ დღეებშიც არანაირი პრობლემა არ იყო".

]]>
13.01.2009 +0300
ქვემო ქართლის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 60 მლნ ლარი დაიხარჯება index.php?id=528&pg=nt სახელმწიფო მინისტრი რეგიონული მართვის საკითხებში დავით ტყეშელაშვილი რუსთავში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში კი, მხარის გუბერნატორს, გამგებლებსა და მაჟორიტარ დეპუტატებს დახურულ კარს მიღმა შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს პროექტები, რომლებიც 2009 წელს განხორციელდება. როგორც სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, ქვემო ქართლში ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 60 მლნ ლარი გამოიყოფა.  
]]>
13.01.2009 +0300
ანტიკრიზისული საბჭო საგარეო უწყების საქმიანობით ინტერესდება index.php?id=526&pg=nt

ანტიკრიზისული საბჭო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საელჩოების მუშაობით ინტერესდება. აღნიშნული საბჭოს წევრები საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელ გრიგოლ ვაშაძეს მოუსმენენ - აგვისტოს ომამდე და ომის დღეებში სამინისტროსა და საელჩოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციას მიიღებენ. "რუსეთმა ჩვენ საინფორმაციო ომი გამოგვიცხადა. გვაინტერესებს, რას აკეთებდა სამინისტრო და როგორ მოქმედებდნენ საელჩოები იმ დღეებში; რა რეაგირება მოახდინეს მათ და რამ გამოიწვია, რომ ჩვენ საინფორმაციო ომი წავაგეთ. ამ ომში ჩვენ საშინლად დავმარცხდით, სამწუხაროდ", - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა. მისი თქმით, გრიგოლ ვაშაძესთან საუბარი, შესაძლოა, სხვა საკითხებსაც შეეხოს.

]]>
13.01.2009 +0300
საპარლამენტო უმცირესობა საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს index.php?id=527&pg=nt საპარლამენტო უმცირესობა 7 ნოემბრის მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევის დაგეგმვის ფაქტზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ოფიციალურად მოითხოვს; შესაბამისი დადგენილების პროექტს საპარლამენტო უმცირესობა საორგანიზაციო დეპარტამენტს ჩააბარებს. საპარლამენტო უმრავლესობის თანხმობის შემთხვევაში, საგამოძიებო კომისია სამი თვით შეიქმნება და 15 წევრისგან დაკომპლექტდება, კანდიდატურები კი, პირველ თებერვლამდე უნდა იყოს წარდგენილი. საპარლამენტო უმცირესობა საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ სახალხო დამცველის იდეას, მისი პარლამენტში გამოსვლისთანავე დაეთანხმა. ომბუდსმენმა კომისიის შექმნა მას შემდეგ მოითხოვა, რაც 7 ნოემბრის მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევის დაგეგმვის დეტალები გაახმაურა და აღნიშნა, რომ უფრო კონკრეტულ და ინფორმატორზე ინფორმაციას საგამოძიებო კომისიას მიაწვდიდა. სოზარ სუბარის ინფორმაციის თანახმად, 7 ნოემბრის აქციის დარბევა შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის კაბინეტში, მისი, ზურაბ ადეიშვილის, ბაჩო ახალაიას და დავით კეზერაშვილის მიერ დაიგეგმა.
]]>
13.01.2009 +0300
ქართველი დიდოსტატი 0,5 ქულით ჩამორჩება ლიდერებს index.php?id=533&pg=nt თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირზე, განვლილი სამი ტურის შემდეგ, ქართველი დიდოსტატი თამაზ გელაშვილი 2,5 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება და 0,5 ქულით ჩამორჩება ლიდერებს. ტურნირის კიდევ ერთმა ქართველმა მონაწილემ, ლევან აროშიძემ 2 ქულას მოუყარა თავი.  ]]> 13.01.2009 +0300 ქართველი ფეხბურთელი საფრანგეთში კონტრაქტს აფორმებს index.php?id=535&pg=nt

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძემ საფრანგეთის უმაღლესი დივიზიონის გუნდ "ლე მანთან" 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა; ქართველი ჭაბუკი, საწყის ეტაპზე, ახალგაზრდულ გუნდში იასპარეზებს. გიორგი მაკარიძემ საქართველოს ნაკრების მაისური, დღემდე, 5-გზის მოირგო.

]]>
13.01.2009 +0300
საპარლამენტო ოპოზიცია რუსეთის არაპროგნოზირებადობაზე ამახვილებს ყურადღებას index.php?id=536&pg=nt

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურს "უგარანტიობას" "არაპროგნოზირებადი დამატებითი გარანტიები" ურჩევნია; ამის შესახებ მან დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, "ენგურჰესის" საკითხის განხილვისას განაცხადა. საპარლამენტო ოპოზიციამ რუსეთის არაპროგნოზირებადობაზე გაამახვილა ყურადღება და მოსალოდნელ პროვოკაციებსა და გართულებებზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, მოლაპარაკებები გასაიდუმლოებული არ ყოფილა და ამაზე "მინიშნება" პარლამენტში, სექტემბერში გაკეთდა. მან დასძინა, რომ მემორანდუმი 28 დეკემბერს გაფორმდა და დასტური, რომ ეს ყველაფერი გასაიდუმლოებულად არ ხდება, პარლამენტში დღევანდელი გამოსვლა და საკითხზე მსჯელობაც არის. ენერგეტიკის მინისტრის მიწვევა ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზეც  იგეგმებოდა, თუმცა, როგორც უმრავლესობის წევრმა, პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, სხდომაზე ეს საკითხი არ განხილულა. მისი თქმით, საკითხი დეტალურად განიხილეს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე და ყველა კითხვასაც ამომწურავი პასუხი გაეცა. მინისტრის პასუხები და უმრავლესობის პოზიცია კი, საპარლამენტო ოპოზიციისთვის მიუღებელია, შესაბამისად, ალექსანდრე ხეთაგურს ოპოზიციის არგუმენტების მოსმენა უმცირესობის სხდომაზეც მოუწევს.

]]>
13.01.2009 +0300
საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია - ისტორიული დოკუმენტი მომავალი თაობებისთვის index.php?id=532&pg=nt

"ისტორიული დოკუმენტი მომავალი თაობებისთვის", ასე აფასებს საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში. თემურ იაკობაშვილის განცხადებით, მემორანდუმი განსაზღვრავს საქართველოს როლს და ადგილს მსოფლიო პოლიტიკაში. ქარტია ხელს შეუწყობს ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, დემოკრატიულ და კულტურულ განვითარებას - "ეს არის ინტერესთა თანხვედრის დოკუმენტი და საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობის ლეგალიზების გარანტი".

 

 

 

]]>
13.01.2009 +0300
რუსეთის მიერ დაკვეთილ ყველა სტატიაზე ქართული მხარე რეაგირებას ახდენს index.php?id=537&pg=nt

ანტიკრიზისული საბჭოს დღევანდელ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრი და საბჭოს წევრები ოთხ იდეაზე შეთანხმდნენ. გრიგოლ ვაშაძემ, სხდომის დასრულების შემდეგ, მხოლოდ ორ იდეაზე ისაუბრა, დანარჩენი ორის გახმაურებისგან კი, მინისტრმაც და საბჭოს წევრებმაც, თავი შეიკავეს. მინისტრი პარლამენტის მიერ "თეთრი წიგნის" მომზადების ინიციატივით გამოვიდა, რომელშიც ყველა ის დანაშაულებრივი ქმედება აღირიცხება, რაც რუსეთმა აფხაზეთსა და ცხინვალში ჩაიდინა. მისი თქმით, "თეთრი წიგნი" მიღებული ფორმაა - ფაქტობრივი მასალა დოკუმენტში იდება. დეპუტატმა პაატა დავითაიამ აღნიშნა, რომ მომავალში გაირკვევა, თუ როგორ აისახება ამ დოკუმენტში მისი წიგნი სეპარატიზმის ისტორიის შესახებ. რაც შეეხება მეორე ინიციატივას, პარლამენტის სამდივნოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში პატარა ჯგუფის შექმნას გულისხმობს, რომელიც ინტერნეტის მეშვეობით საქართველოს საწინააღმდეგო გამოხტომებზე დროულ რეაგირებას მოახდენს.

პავლე კუბლაშვილი დადებითად აფასებს დღევანდელ შეხვედრას და აცხადებს, რომ საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს საგარეო უწყების საქმიანობის შესახებ. რაც შეეხება საინფორმაციო ომს, მან განაცხადა, რომ სიმართლე არ შეიძლება წაგებული იყოს. საგარეო საქმეთა მინისტრი კი მიიჩნევს, რომ საინფორმაციო ომს საქართველო არ აგებს, ვინაიდან რუსეთის მიერ დაკვეთილ ყველა სტატიაზე ქართული მხარე რეაგირებას ახდენს და ცრუ ინფორმაციებს აპროტესტებს. მისი თქმით, საქართველოსგან განსხვავებით, რუსეთი პროპაგანდისტულ ომს აწარმოებს, მაგრამ საქართველოს თავისი სიმართლე საერთაშორისო თანამეგობრობამდე მაინც მიაქვს, შეზღუდული რესურსების მიუხედავად.

]]>
13.01.2009 +0300
14 იანვარი ქართული თეატრის დღეა index.php?id=538&pg=nt

14 იანვარს, ტრადიციულად, ქართული თეატრის დღე აღინიშნება. 1850 წლის ამ დღეს პროფესიული ქართული თეატრის ფუძემდებლის, გიორგი ერისთავის პიესის პრემიერა შედგა. ამ თარიღის აღსანიშნავად გორში გამართულ ღონისძიებებს კულტურის მინისტრი ნიკა რურუა, თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარე გიგა ლორთქიფანიძე, თბილისისა და რეგიონების თეატრების წარმომადგენლები, ცნობილი რეჟისორები და მსახიობები დაესწრებიან. სტუმრები, ქალაქის ღირსშესანიშნაობებთან ერთად, რუსული აგრესიის შედეგად დაზიანებულ და შემდგომ აღდგენილ გორის უბნებს დაათვალიერებენ. გორის დრამატული თეატრის დასი წარმოადგენს ლევან მალაზონიას პიესას - "დევნილნი", რომლის რეჟისორია იოსებ ნემსაძე. სპექტაკლის დასრულების შემდეგ, თეატრის მოღვაწეთა კავშირი გორელ მსახიობებს დააჯილდოებს. აღნიშნული ღონისძიებები ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივითა და მხარდაჭერით იმართება.

 

]]>
14.01.2009 +0300
სერგეი შამბა "ენგურჰესის" საკითხის აფხაზურ მხარესთან შეთანხმებას ითხოვს index.php?id=541&pg=nt

სერგეი შამბა "ენგურჰესის" საქმის დეტალების გაცნობას მოითხოვს და კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ რუსულ და ქართულ მხარეებს შორის შესაბამისი ხელშეკრულება აფხაზურ მხარესთან შეთანხმებით უნდა გაფორმდეს - "ენგურჰესი" აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარეობს და ყველაფერი ჩვენთან შეთანხმებით უნდა გადაწყდეს".

]]>
14.01.2009 +0300
სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო განცხადებას ავრცელებს index.php?id=542&pg=nt

პარტია "საქართველოს გზის" ლიდერმა, სალომე ზურაბიშვილმა, "ენგურჰესის" საკითხთან დაკავშირებით საპროტესტო განცხადება ხელმოსაწერად ყველა პოლიტიკურ პარტიას და დიპლომატიურ კორპუსს გადაუგზავნა.

 

]]>
14.01.2009 +0300
ენგურის ხიდთან მდებარე ქართული პოლიციის საგუშაგოს ცეცხლი გაუხსნეს index.php?id=539&pg=nt

აფხაზი სეპარატისტების და რუსი ოკუპანტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, ენგურის ხიდთან მდებარე ქართული პოლიციის საგუშაგოს ცეცხლი გაუხსნეს - ქართველი პოლიციელების მიმართულებით ჭუბურხინჯის მხრიდან გაიხსნა ცეცხლი, სადაც რუსი ოკუპანტები არიან განთავსებულნი. ერთ-ერთი თვითმხილველის ცნობით, თავდამსხმელები ენგურის ხიდის შუა ნაწილამდე იყვნენ გადმოსულები და ქართული საგუშაგოს მიმართულებით მიზანმიმართულად, ყუმბარმტყორცნებიდან და ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდნენ. ქართულმა პოლიციამ თავდაცვითი პოზიციები დაიკავა, თუმცა, საპასუხო ცეცხლი არ გაუხსნია. ქართულმა მხარემ ევროკავშირისა და გაერო-ს მისიას მომხდარის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა; ინციდენტის ადგილზე მონიტორებს ელოდებიან.

]]>
14.01.2009 +0300
ლევან ვარშალომიძემ რძის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო მოინახულა index.php?id=544&pg=nt

აჭარაში რძის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნება; სადაც მიმდინარე სარემონტო სამუშაოები ლევან ვარშალომიძემ მოინახულა. "რძისა და ქართული პროდუქტების" კომპანიაში 60 ადამიანია დასაქმებული, მათი რიცხვი, სამომავლოდ, 120-მდე გაიზრდება. "სოფლის მეურნეობის განვითარება რეგიონის პრიორიტეტია. ყველა ბიზნესმენს და მეწარმეს ვთხოვ, თუ აქვთ მსგავსი იდეები, მოგვმართონ, როგორც - მთავრობას, ასევე - სოფლის მეურნეობის სამინისტროს. წელსაც იქნება იაფი სესხის პროგრამა, დახმარება და მხარდაჭერა, ოღონდ გავხსნათ საწარმოები და დავასაქმოთ ჩვენი ხალხი", განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

 

]]>
14.01.2009 +0300
ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა ეკონომიკა დეპრესიისგან უნდა დაიცვას index.php?id=540&pg=nt

საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან ერთად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, "აზერბაიჯანის საზღვრის შეერთება თბილისთან თანამედროვე ტიპის ავტობანის მეშვეობით, ხოლო შემდეგ, თბილისის შეერთება შავ ზღვასთან და თურქეთის მთავარ ავტობანთან, საშვილიშვილო ინფრასტრუქტურული პროექტია. პარალელურად, ჩვენ გავიყვანთ თანამედროვე ჩქაროსნულ რკინიგზას თბილისიდან ბათუმში, ხოლო შემდეგ - თბილისიდან სოხუმში. ეს ის პროექტებია, რომლებიც საქართველოს ეკონომიკას და ჩვენი ცხოვრების დონეს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს და შეკრავს ქვეყანას ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით". პრეზიდენტმა საქართველოს მასშტაბით, სოფლების გზების მშენებლობის შესახებაც მოისმინა ინფორმაცია. "ჩვენ შევინარჩუნებთ სიმყარეს; სირთულეები არსებობს და გვაქვს დრო, რომ უფრო კარგად მოვემზადოთ ეკონომიკური აქტიურობის აღდგენისთვის. მაქსიმალურად ჩქარა უნდა დავიწყოთ მუშაობა. ინფრასტრუქტურაში ჩადებული ფული თითოეული ოჯახის, თითოეული ფირმის მომავალში ჩადებული ფულია. ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა ეკონომიკა დეპრესიისგან უნდა დაიცვას", განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

 

]]>
14.01.2009 +0300
საქართველოში ეუთო-ს საველე დასწრების საკითხის თაობაზე კონსულტაციები განახლდა index.php?id=546&pg=nt

საბერძნეთის ინიციატივით, რომელიც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანაა, ვენაში განახლდა კონსულტაციები საქართველოში ორგანიზაციის საველე დასწრების საკითხის თაობაზე. რუსეთის წარმომადგენელმა, ანვარ აზიმოვმა, განაცხადა, რომ საბერძნეთი მზადაა, მხარეებს კომპრომისული ვარიანტი შესთავაზოს. შეთავაზებები ქართული მხარისთვის ცნობილია, მაგრამ კონკრეტული განცხადებები არ კეთდება. რუსეთის პოზიცია არ იცვლება; მოსკოვი ითხოვს ორი დამოუკიდებელი მისიის დაფუძნებას - თბილისსა და ცხინვალში. "ცხინვალში საველე დასწრების საკითხი ეუთო-მ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობას უნდა შეუთანხმოს", აცხადებს ანვარ აზიმოვი.

 

 

]]>
14.01.2009 +0300
სერგეი ლავროვის უწყება ე. წ. სამხრეთ ოსეთისთვის გაზის განზრახ გადაკეტვაში საქართველოს ადანაშაულებს index.php?id=566&pg=nt საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც სერგეი ლავროვის უწყება საქართველოს ე. წ. სამხრეთ ოსეთისთვის გაზის განზრახ გადაკეტვაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს. "რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად, სერიოზულად დაზიანდა აგარა-ცხინვალის გაზსადენი, რის გამოც ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას შეუწყდა ბუნებრივი აირის მიწოდება", - აცხადებს საქართველოს საგარეო უწყება და დასძენს, რომ ამ ეტაპზე, ქართული მხარის ინიციატივით, ხორციელდება გაზსადენის მონიტორინგი, დაზიანებების გამოვლენისა და მისი დაუყოვნებლივი შეკეთების მიზნით. აღნიშნულ პროცესში აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო დამკვირვებლები; რეგიონში ჩავიდა ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენელი, რომელსაც თან ახლდა შესაბამისი დარგის ორგანიზაციის ექსპერტი. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა სრული მზადყოფნა, ითანამშრომლოს ეუთო-სთან აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით და თანხმობა განაცხადა ორგანიზაციის თავმჯდომარე საბერძნეთის მიერ წარმოდგენილ წინადადებებზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის მხარეს და მის მიერ კონტროლირებადი ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმს, უზრუნველყონ შესაბამისი უსაფრთხოების გარანტიები ეუთო-ს ექსპერტებისთვის, რომ მათ საფუძვლიანად შეისწავლონ აგარა-ცხინვალის გაზსადენის ის მონაკვეთი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. ]]> 16.01.2009 +0300 საქართველოში ეუთო-ს მანდატის გაგრძელების საკითხს რუსეთმა კვლავ ვეტო დაადო index.php?id=565&pg=nt

ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე, რომელიც გუშინ ვენაში გაიმართა, ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყნის - საბერძნეთის - საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში არსებულ ვითარებაზე და ეუთო-ს მანდატის გაგრძელების საკითხზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა. "ეუთო ვალდებულია უზრუნველყოს ორგანიზაციის მისიის ყოფნა საქართველოში, - მისი ეს განცხადება ეუთო-ს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, - სასწრაფოდ უნდა იქნას მიღწეული კონსენსუსი თავად ორგანიზაციის წევრებს შორის". დორა ბაკოიანმა 2009 წლის გეგმა საკმაოდ ვრცლად მიმოიხილა. ეუთო-ში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ, წუხილი გამოთქვა, რომ საქართველოში ორგანიზაციის მანდატის გაგრძელების საკითხზე კონსენსუსის მიღწევა ვერ მოხერხდა. მან მხარეებს მჭიდრო და კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდა. რუსეთის პოზიცია, რომ მისიები ცხინვალსა და თბილისში უნდა არსებობდეს და რომელმაც ვეტო დაადო საქართველოში ეუთო-ს მანდატის გაგრძელების საკითხს, არ შეცვლილა. ეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპს ეწინააღმდეგება. რუსეთის გარდა, აღნიშნული პრინციპი ყველა დელეგაციამ აღიარა - ოფიციალური მოსკოვის გადაწყვეტილებას არცერთმა სხვა ქვეყანამ მხარი არ დაუჭირა. საქართველოში ეუთო-ს მისიას მანდატი 18 თებერვალს ეწურება.

 


 
 

]]>
16.01.2009 +0300
საგზაო-სამშენებლო კომპანიების მიერ შესრულებულ სამუშაოებზე მონიტორინგი განხორციელდება index.php?id=562&pg=nt საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილმა, ტენდერებში მონაწილე საგზაო-სამშენებლო კომპანიებთან, რეგიონებში საინფოორმაციო შეხვედრები გამართა, რომელიც სამეგრელოდან დაიწყო. შეხვედრას რეგიონში არსებული ყველა საგზაო კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო; საუბარი ახალ გეგმებს, მიდგომებსა და მოთხოვნებს შეეხო. როგორც რამაზ ნიკოლაიშვილმა განაცხადა, კომპანიების მიერ შესრულებულ სამუშაოებზე დეპარტამენტის მხრიდან მკაცრი მონიტორინგი განხორციელდება. ]]> 15.01.2009 +0300 სეპარატისტული აფხაზეთი გაერო-ს მისიის სახელწოდების შეცვლას ითხოვს index.php?id=563&pg=nt

სოხუმის სეპარატისტული ხელისუფლება აფხაზეთში გაერო-ს მისიის მოქმედების გაგრძელების მომხრეა, მაგრამ სხვა სახელწოდებით. დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი შამბას განცხადებით, "მისიის მოქმედი მანდატი და სახელწოდება, რესპუბლიკაში მომხდარი ცვლილებების გათვალისწინებით, უნდა გადაიხედოს; არ შეიძლება, ის ისევ "საქართველოში გაერო-ს მისიად" იწოდებოდეს, რადგან ვთვლით, რომ მას "გაერო-ს მისია აფხაზეთში" უნდა ერქვას, თუმცა ვაცნობიერებთ, რომ ამ ეტაპზე, საქართველოსა და მისი მხარდამჭერი ქვეყნების პოზიციის გათვალისწინებით, ეს შეუძლებელია. აფხაზურმა მხარემ საკუთარი წინადადება უკვე წარმოადგინა. 18 თებერვალს გაერო-ს უშიშროების საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს".

]]>
16.01.2009 +0300
გაზის კრიზისი ევროპისთვის სერიოზული გაკვეთილი უნდა გახდეს index.php?id=550&pg=nt

"გაზის კრიზისი ევროპისთვის სერიოზული გაკვეთილი უნდა გახდეს, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, - უნდა გავითავისოთ, რომ ენერგოდამოუკიდებლობა საკვანძო საკითხია". კონდოლიზა რაისის პროგნოზით, სანამ უკრაინა რუსეთის ნავთობსა და გაზზე იქნება დამოკიდებული, მსგავსი სიტუაციები კიდევ განმეორდება. "რუსეთის მიერ ენერგორესურსების პოლიტიკურ ბერკეტად გამოყენების ტენდენცია არ შესუსტებულა, პირიქით, გაძლიერდა", აღნიშნა მან.  

 

]]>
15.01.2009 +0300
ბაკურ კვეზერელმა ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა index.php?id=556&pg=nt

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა, რომელიც სოფლის მეურნეობის დარგში ინფრასტრუქტურის განახლებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ითვალისწინებს. როგორც ბაკურ კვეზერელმა აღნიშნა, გეგმაში გათვალისწინებულია უკვე არსებული სამუშაო ადგილების შენარჩუნებაც, რისთვისაც დასახულია კონკრეტული ღონისძიებები. რაც შეეხება სოფლების ტრაქტორებით უზრუნველყოფის პროგრამას, მინისტრის ინფორმაციით, 2008 წელს მთელ საქართველოს მოიცავს, ხოლო შესაბამისი სერვისცენტრების აღჭურვა კვლავ გაგრძელდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, "ანტიკრიზისული გეგმის მიზანი სოფლის მხარდაჭერა და რეგიონული განვითარებაა".

]]>
15.01.2009 +0300
დავით ტყეშელაშვილი კახეთის პრობლემებს ადგილობრივ ხელისუფლებასთან განიხილავს index.php?id=557&pg=nt

სახელმწიფო მინისტრი რეგიონული მართვის საკითხებში დავით ტყეშელაშვილი, კახეთის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატები და საფინანსო-საბიუჯეტო საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი თელავში, რეგიონის პრობლემებთან დაკავშირებით, თათბირს მართავენ. შეხვედრაზე მიმდინარე ეკონომიკური პროექტები და 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული პრიორიტეტები განიხილება.

 

]]>
15.01.2009 +0300
"ედპ" საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის index.php?id=558&pg=nt

"ეროვნულ-დემოკრატიული პარტია", "ენგურჰესის" ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, მესამე პირის სახით, ევროკავშირის ჩართვას ითხოვს. პარლამენტარ გურამ ჩახვაძის განცხადებით, პარტიას მიაჩნია, რომ რუსული სახელმწიფო კომპანიისთვის სამართავად ჰესის გადაცემა რუსეთისთვის სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების იურიდიულ საფუძველს ქმნის. მისი თქმით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამგვარი შეთანხმებით რუსეთი ცდილობს, ხავერდოვანი ფორმით მოახდინოს მიტაცებული ქონების ლეგალიზაცია. როგორც გურამ ჩახვაძემ აღნიშნა, "დამაფიქრებელია თავად მემორანდუმის მომზადებისა და თბილისში ხელმოწერის კონსპირაციულობა; დარღვეულია ხელისუფლების საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპი, ქართული საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია მემორანდუმის სრული ტექსტი". "ედპ" საკანონმდებლო ინიციატივითაც გამოდის - სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების განკარგვა მოხდეს მხოლოდ პარლამენტის გადაწყვეტილებით, რითაც ეს პროცესი, სულ მცირე, ტრანსპარანტული გახდება.

]]>
15.01.2009 +0300
"Human Rights Watch"-ი ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს index.php?id=553&pg=nt

"რუსეთის სამხედრო ძალებმა კასეტური ბომბები გორსა და ქარელში გამოიყენეს, რასაც სამოქალაქო პირების დაჭრა და დაღუპვა მოჰყვა. სამოქალაქო დანაკარგი გამოიწვია, ასევე, მათ მიერ დასახლებული რაიონების არაამორჩევითმა სარაკეტო დაბომბვებმა, - ნათქვამია ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია "Human Rights Watch"-ის ყოველწლიურ ანგარიშში, - რუსი სამხედროები მათ მიერ კონტროლირებად საქართველოს ტერიტორიებზე სამოქალაქო მოსახლეობის უსაფრთხოებას არ უზრუნველყოფდნენ და საქართველოს ხელისუფლებას წესრიგის დაცვაში ხელს უშლიდნენ. შედეგად, ოსი შეიარაღებული პირები და დამნაშავეთა ბანდები ძარცვავდნენ და წვავდნენ სახლებს, ძალადობდნენ, სცემდნენ და ატერორებდნენ ადგილობრივ მოსახლეობას. რუსმა ჯარისკაცებმა და შეიარაღებულმა ოსებმა 14 ქართველი სამხედრო დაატყვევეს, რომლებიც სასტიკად აწამეს. სულ მცირე, ერთი ქართველი ჯარისკაცი კი, სასამართლოს გარეშე, სიკვდილით დასაჯეს".

]]>
15.01.2009 +0300
შესაძლოა, ევროკავშირის მისიამ მოქმედების ფორმატი სამხედრო სტრუქტურების დამატებით გააფართოვოს index.php?id=559&pg=nt ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხიას განცხადებით, ევროკავშირის მისიამ, შესაძლოა, საქართველოში საკუთარი მოქმედების ფორმატი პოლიციური ან სამხედრო სტრუქტურების დამატებით გააფართოვოს - "რუსეთს სურს, რომ კონფლიქტის ზონებში თავისი დანაშაულებრივი ქმედებები მიჩქმალოს, მაგრამ საქართველოში უკვე იმყოფებიან ევროკავშირის დამკვირვებლები და ორგანიზაციამ, შეიძლება, მიიღოს გადაწყვეტილება თავისი მოქმედებების გაფართოების მიზნით - დაამატოს პოლიციური და შესაძლოა, სამხედრო სტრუქტურებიც". მისი თქმით, ამისთვის აუცილებელია გაერო-ს გადაწყვეტილება და საქართველოს ამ მიმართულებით მუშაობა მოუწევს. "კონფლიქტის მხარეებს ვეტოს გამოყენების და შესაბამისად, ამ პროცესების შეჩერების უფლება არ აქვთ", - განმარტა შოთა მალაშხიამ.
]]>
15.01.2009 +0300
პერ ეკლუნდი ეკოციდის შედეგებს ევროკომისიას წარუდგენს index.php?id=561&pg=nt

რუსული ინტერვენციით გამოწვეულ ეკოციდთან დაკავშირებით განსხვავებული ციფრები არსებობს. როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა განაცხადა, ქართველი მეცნიერები და ექსპერტები გაცილებით მაღალ ციფრებს აფიქსირებენ. მისი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებს საფუძვლიანი კვლევა არ ჩაუტარებიათ და შესაბამისად, არ აქვთ პრეტენზია, რომ მათი გათვლები ზუსტია. სამინისტრომ ევროკომისიის ელჩს აცნობა ქართველი მეცნიერების მიერ დათვლილი ზარალის ოდენობა. ქართული მხარე მზად არის, წარადგინოს მასალები, რომელზე დაყრდნობითაც საკითხი იქნა შესწავლილი. ევროკავშირის ელჩი საქართველოში პერ ეკლუნდი ეკოციდის შედეგებს ევროკომისიას წარუდგენს.

 

]]>
15.01.2009 +0300
ეუთო-ს მისიის შენარჩუნება არ უნდა მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე index.php?id=555&pg=nt

"საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ეუთო-ს მისიის შენარჩუნება, მაგრამ არა ყველაფრის ფასად", განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა. როგორც მან აღნიშნა, მისიის შენარჩუნება არ უნდა მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე - "ქართული მხარე არ დათანხმდება ისეთ ფორმულირებას და ისეთ მანდატს, რომელიც ამ ძირითად პრინციპს დაარღვევს". 

"რუსეთი არის ოკუპანტი და ცდილობს, საერთაშორისო ორგანიზაციებმა რაც შეიძლება ნაკლები როლი ითამაშონ ჩვენს ქვეყანაში. რუსეთისგან არაფერ პოზიტიურს არ ველოდებით, - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე, - თუ რუსეთი შესძლებს ეუთო-ს დაბლოკვას, მას არანაირი საშუალება არ გააჩნია, დაბლოკოს ევროკავშირის მისია".

]]>
15.01.2009 +0300
ჯემალ ქარქუსოვი თანამდებობიდან გაათავისუფლეს index.php?id=567&pg=nt სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით, თანამდებობიდან გაათავისუფლეს ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა მინისტრი ჯემალ ქარქუსოვი. ბრძანება მას შემდეგ გაიცა, რაც უწყებაში რეორგანიზაციისა და ფინანსური ინსპექციის შედეგად, სერიოზული დარღვევები გამოვლინდა. ინსპექცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს. დროებითი ადმინისტრაცია 2008 წლის აგვისტოს შემდეგ თბილისში აგრძელებს მუშაობას.
]]>
16.01.2009 +0300
ჭიაურის ტყის მასივის აღდგენითი სამუშაოები იწყება index.php?id=570&pg=nt

ჭიაურის ტყის სარეაბილიტაციო სამუშაოებში 100-მდე ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება. გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი კახეთის რეგიონს ეწვევა და ლაგოდეხის რაიონში, გუბერნატორ გიორგი ღვინიაშვილთან და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება. მინისტრი ჭიაურის ტყეში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გერმანელ ექსპერტებთან ერთად შეამოწმებს. ლაგოდეხში, გარემოს დაცვის კომიტეტის წევრებთან ერთად, პარლამენტარები ჩავლენ. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის მხარდაჭერით, მიმდინარე ერთწლიანი პროგრამის ფარგლებში, ჭიაურის ტყის მასივის აღდგენითი სამუშაოები გაზაფხულიდან ინტენსიურად დაიწყება.

]]>
16.01.2009 +0300
პერევში ადგილობრივმა მთავრობამ ჰუმანიტარული აქცია განახორციელა index.php?id=571&pg=nt საჩხერის რაიონის ოკუპირებულ სოფელ პერევში ადგილობრივმა მთავრობამ ჰუმანიტარული აქცია განახორციელა. რაიონის გამგებელ ზურაბ ცერცვაძის განცხადებით, თითო ოჯახმა 100 ლარი მიიღო; თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.  ჯანდაცვის სამინისტრომ სოფლის ამბულატორიისთვის მედიკამენტები ჩაიტანა, ორი ინვალიდისთვის კი - ეტლები. რუს ოკუპანტებს, რომლებიც ჯერ კიდევ დგანან პერევის შესასვლელში, ჰუმანიტარული აქციის ჩატარებაში ხელი არ შეუშლიათ. მშვიდად ჩაიარა ახალი წლის დღეებმაც. ამჟამად, უკანონოდ გახსნილ ბლოკ-საგუშაგოზე 25-მდე რუსი ჯარისკაცია განთავსებული. 
]]>
16.01.2009 +0300
ჩეხეთი ჟენევის მოლაპარაკებების განახლების მომხრეა index.php?id=569&pg=nt

ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა - ჩეხეთი - საქართველოში საერთაშორისო მისიების მუშაობის გაგრძელების საკითხს მხარს უჭერს; ელჩმა მიროსლავ კოსტელკამ მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ჟენევის მოლაპარაკებების განახლების მომხრეა - "თქვენ იცით, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ჟენევის მოლაპარაკებებს, ასევე - საქართველოში ევროკავშირისა და ეუთო-ს მისიების გაგრძელების საკითხს".

საქართველოში ჩეხეთის ელჩის განცხადებით კი, "ევროკავშირის დამკვირვებლების რაოდენობა, ამ ეტაპზე, საკმარისია. უნდა შეიცვალოს თუ არა მათი ფორმატი და გაიზარდოს რაოდენობა, ამას მომავალში განვითარებული მოვლენები განსაზღვრავს. მისიისთვის დამატებითი უფლებამოსილების მინიჭების საკითხზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება დაიწყოს, რაც დამკვირვებლები კონფლიქტის ზონაში შესვლას მოახერხებენ".

 

 

]]>
16.01.2009 +0300
რუსეთის სურვილია, შემუშავდეს ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა index.php?id=573&pg=nt საქართველომ ევროკავშირის დამკვირვებელთა მანდატის გაფართოებაზე მუშაობა აქტიურად უნდა დაიწყოს, ასეთია როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა პოზიცია. როგორც თბილისში აცხადებენ, რუსეთის ვეტო მოულოდნელი არ ყოფილა. "რუსეთის სურვილია, შემუშავდეს ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, ამის შესახებ უკვე არაერთხელ განაცხადეს რუსეთის დე ფაქტო და დე იურე პრეზიდენტებმა. ისინი ცდილობენ, პრობლემები შეუქმნან ყველა მოქმედ ინსტიტუციას, მათ შორის - ეუთო-ს", აცხადებს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი. დეპუტატ გიგი წერეთლის განცხადებით, "საქართველომ ევროკავშირთან ურთიერთობების გააქტიურების მიმართულებით უნდა იმუშაოს, რადგან აღმოჩნდა, რომ ევროკავშირი უფრო ეფექტურია, ვიდრე - ეუთო".
]]>
16.01.2009 +0300
რუსეთი დსთ-ს დაშლისკენ მიმართულ ნებისმიერ მცდელობას წინ აღუდგება index.php?id=576&pg=nt

"რუსეთის ფედერაცია არ აპირებდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას; კონფლიქტის შემდეგაც კი, ბოლომდე მზად იყო, მათი სტატუსის შესახებ მოლაპარაკებები ეწარმოებინა. რუსეთმა მათი დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება საქართველოდან მომავალი სიგნალების შემდეგ მიიღო, რომელთა მიხედვითაც, თბილისი საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებას აპირებდა", ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაცია ყველანაირად შეუშლის ხელს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დაშლისკენ მიმართულ ნებისმიერ მცდელობას.

]]>
16.01.2009 +0300
"უნისტილის" პროდუქცია ექსპორტზე ჰოლანდიაში გადის index.php?id=575&pg=nt

თბილისის მერმა სამკერვალო სალონი "უნისტილი" დაათვალიერა, სადაც იკერება უნიფორმები სახელმწიფო უწყებებისთვის. საწარმოში ოთხმოცამდე ადამიანია დასაქმებული, წარმოებული პროდუქცია კი, ექსპორტზე ჰოლანდიაში გადის. გიგი უგულავას განცხადებით, "ეკონომიკური კრიზისის პირობებში მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, ასევე - მეტი სამუშაო ადგილების შექმნა, რასაც, თავის მხრივ, დედაქალაქის მერიაც უწყობს ხელს".

 

]]>
16.01.2009 +0300
სამთავრობო დელეგაცია სამცხე-ჯავახეთს ეწვევა index.php?id=577&pg=nt სახელმწიფო მინისტრი რეგიონული მართვის საკითხებში დავით ტყეშელაშვილი საქართველოს რეგიონებში ვიზიტებს განაგრძობს. სამთავრობო დელეგაცია სამცხე-ჯავახეთს ეწვევა. რეგიონის პრობლემებთან დაკავშირებით, ახალციხეში სპეციალური თათბირი გაიმართება, რომელსაც სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი, რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატები და გამგებლები დაესწრებიან. შეხვედრაზე მიმდინარე ეკონომიკური პროექტები და 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული პრიორიტეტები განიხილება. ]]> 16.01.2009 +0300 ოკუპირებული ტერიტორიიდან განხორციელებული სროლის შედეგად, ქართველი პოლიციელი დაიღუპა index.php?id=580&pg=nt

ოსი სეპარატისტებისა და რუსი ოკუპანტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან განხორციელებული სროლის შესახებ, რომლის შედეგად შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის თანამშრომელი, 1982 წელს დაბადებული მამუკა კახნიაშვილი დაიღუპა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამ ეტაპზე, დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს. ინციდენტი ქარელის რაიონის სოფელ კნოლევის პოლიციის განყოფილების მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, სროლა მაყუჩიანი სნაიპერული შაშხანიდან განხორციელდა. ეს უკვე, ბოლო ორი თვის განმავლობაში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ქართველი სამართალდამცავის მკვლელობის მეთერთმეტე შემთხვევაა.

მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ "კვლავ გრძელდება რუსი ოკუპანტებისა და მათ მიერ კონტროლირებადი მარიონეტული რეჟიმების აღვირახსნილი და მიზანმიმართული პროვოკაციული ქმედებები, რის შედეგადაც, სულ უფრო იზრდება მსხვერპლთა რიცხვი". საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ინციდენტი "რუსული აგრესიის მორიგ მსხვერპლად" შეაფასა და ქართველი პოლიციელის ოჯახს მიუსამძიმრა.

ცხინვალის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრო კი, ქართველი პოლიციელის მკვლელობასთან ოსური მხარის კავშირს უარყოფს და გავრცელებულ ინფორმაციას პროვოკაციას უწოდებს - "უახლოესი ოსური პოსტები სოფელ კნოლევიდან 4-5 კილომეტრშია განთავსებული და ასეთ მანძილზე სნაიპერული გასროლაც კი შეუძლებელია". ე. წ. სამხრეთ ოსეთის სამხედრო კომენდანტმა, ანატოლი ტარასოვმა, ქართველი პოლიციელის მკვლელობის ფაქტი დაადასტურა; მან ინფორმაცია საქართველოს შსს-დან და ევროკავშირის დამკვირვებლებისგან მიიღო.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ მომხდარი წარმოადგენს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6-პუნქტიანი შეთანხმების მიუღებელ დარღვევას. მისია იმედს გამოთქვამს, ფაქტი სრულად იქნება გამოძიებული და დამნაშავეები შესაბამისად დაისჯებიან.

 

 


 

 


 

]]>
16.01.2009 +0300
ევროკავშირი არ აპირებს საქართველოში დამკვირვებლების რიცხვის გაზრდას და მანდატის გაფართოებას index.php?id=583&pg=nt

საგარეო საქმეთა სამინისტროში საგარეო ურთიერთობებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს კომისარს, ბენიტა ფერერო-ვალდნერს უმასპინძლეს. "ვიზიტი წარმოადგენს საქართველოსადმი ევროკავშირის პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრირებას, განსაკუთრებით - საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული რუსული სამხედრო აგრესიის შემდეგ" ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში. ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიასა და საქართველოს მთავრობას შორის, 2008-2010 წლებში ევროკავშირის გაზრდილი ფინანსური დახმარების შესახებ, ერთობლივ განცხადებას მოეწერება ხელი. "ევროკავშირი არ აპირებს საქართველოში დამკვირვებლების რიცხვის გაზრდას და მანდატის გაფართოებას. ახლა მთავარია მშვიდობის განმტკიცება კონფლიქტის რეგიონებში, მხარეებს შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობა და ჟენევის მოლაპარაკებების განვითარება", განაცხადა ბენიტა ფერერო ვალდნერმა.  

 

 

 

 

]]>
20.01.2009 +0300
რუსმა ოკუპანტებმა საბერიოს მკვიდრს ესროლეს index.php?id=612&pg=nt

გალის რაიონის სოფელ საბერიოში რუსმა ოკუპანტებმა ადგილობრივ მკვიდრს ესროლეს; ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც მანუჩარ ქობალია ზუგდიდში აპირებდა გადასვლას. მას ორი ტყვია მოხვდა. დაჭრილი ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მანუჩარ ქობალიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

]]>
22.01.2009 +0300
ბარაკ ობამას ადმინისტრაცია საქართველოს აქტიური მხარდამჭერი იქნება index.php?id=606&pg=nt საქართველოში აშშ-ის ელჩის განცხადებით, ბარაკ ობამას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი არ შეიცვლება და საქართველო-ამერიკის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება. ჯონ ტეფტი დარწმუნებულია, რომ ახალი ადმინისტრაცია საქართველოს აქტიური მხარდამჭერი იქნება - "ხელი მოეწერა ქარტიას და ახლა უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ამ დოკუმენტით გათვალისწინებული პირობები შესრულდეს; ეს იქნება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი ნაწილი".
  ]]>
22.01.2009 +0300
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოსკოვს ადანაშაულებს index.php?id=614&pg=nt

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოსკოვს რეზოლუციის შეუსრულებლობაში ადანაშაულებს; ასამბლეის ხელმძღვანელი ლუის მარია დე პუჩი მიიჩნევს, რომ რუსეთს არ შეუსრულებია ე. წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული რეზოლუციის ყველა დებულება; განცხადებაში ხაზგასმულია, რომ რუსეთი მზად არის, ქართულ მხარესთან ასამბლეის ფარგლებში დიალოგი დაიწყოს. ორგანიზაცია აღნიშნული რეზოლუციით რუსეთს მოუწოდებს, გააუქმოს აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება.

 

]]>
22.01.2009 +0300
კნუტ ვოლებეკი სოხუმს ეწვევა index.php?id=586&pg=nt

ქართულმა მხარემ, ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარ კნუტ ვოლებეკთან შეხვედრაზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხი დააყენა, რამაც, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თემურ იაკობაშვილის განცხადებით, "რუტინული ხასიათი მიიღო". კნუტ ვოლებეკი, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, აფხაზეთში გაემგზავრება და მდგომარეობის ადგილზე გაცნობას შეეცდება, თბილისში დაბრუნების შემდეგ კი, საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან გააგრძელებს შეხვედრებს.

 

]]>
20.01.2009 +0300
ორი ქართველი ფიგურისტი ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობს index.php?id=588&pg=nt ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში მიმდინარეობს 2009 წლის ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ სრიალში. ქართული სპორტის ისტორიაში პირველად, მასში ორი ქართველი სპორტსმენი ასპარეზობს - 19 წლის ელენე გედევანიშვილი და 18 წლის ბექა შანყულაშვილი. ტრავმის გამო, ჩემპიონატს გამოეთიშა ტიტულოვანი შვეიცარიელი ფიგურისტი სარა მაიერი, რაც იტალიელ კაროლინა კასტნერს უპირობო ფავორიტად აქცევს.  ]]> 20.01.2009 +0300 საბერძნეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი ქართველ კოლეგას შეხვდა index.php?id=587&pg=nt

საბერძნეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გეორგიოს სურლასის, განცხადებით, ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა, საბერძნეთი, მაქსიმალურად შეეცდება საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას. ბერძენი სტუმარი პარლამენტის ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანს და უმრავლესობი წევრებს შეხვდა. მისი თქმით, საბერძნეთის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი, უახლოეს მომავალში, არგონავტების მოგზაურობისადმი მიძღვნილი სპეციალური კონფერენციის ჩატარებას გეგმავს; უძველეს ისტორიულ ურთიერთობებზე საუბარი ორი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობების დასახვას შეუწყობს ხელს.

 

]]>
20.01.2009 +0300
რუსეთი გადახედავს იმ ქვეყნებთან ურთიერთობებს, რომლებიც საქართველოსთვის იარაღის მიწოდებას გააგრძელებენ index.php?id=589&pg=nt "ჩვენ იმის მიხედვით ვიმოქმედებთ, თუ როგორ მოიქცევიან ესა თუ ის ქვეყნები მომავალში; იმ შემთხვევაში, თუ სხვა ქვეყნები საქართველოსთვის იარაღისა და სხვა სახის თავდასხმითი ხასიათის საბძროლო მასალის მიწოდებას გააგრძელებენ, გავაკეთებთ შესაბამის დასკვნებს, რომელიც რუსეთის ამ ქვეყნებთან ურთიერთობებს შეეხება", განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ე. წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ მურატ ჯიოევთან გამართული შეხვედრის შემდეგ. ]]> 20.01.2009 +0300 ბენიტა ფერერო-ვალდნერი დევნილების კომპაქტურად ჩასახლების ცენტრს ესტუმრა index.php?id=590&pg=nt

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროკომისარი საგარეო ურთიერთობათა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ბენიტა ფერერო-ვალდნერი დევნილების კომპაქტურად ჩასახლების ცენტრს ესტუმრა, სადაც ევროკომისიისა და გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ერთობლივი პროექტი - გამოზამთრების პროგრამა მიმდინარეობს. აღნიშნულ ცენტრში 200-მდე დევნილი ცხოვრობს, პროგრამა კი - დანიის ლტოლვილთა საბჭომ განახორციელა. ევროკომისარმა დადებითად შეაფასა ჩატარებული სამუშაოები და აღნიშნა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა პრობლემების მოგვარების მიზნით. გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა ევროკომისიისგან მიიღო დაფინანსება და გააგრძელებს ზრუნვას საქართველოში ყველა იძულებით გადაადგილებული პირის პრობლემების მოსაგვარებლად.

 

]]>
21.01.2009 +0300
პაატა დავითაია აფხაზურ-რუსულ შეთქმულებაზე საუბრობს index.php?id=594&pg=nt

ოპოზიციონერი დეპუტატი პაატა დავითაია "ენგურჰესთან" დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების გეგმებს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ღალატად აფასებს და აფხაზურ-რუსულ შეთქმულებაზე საუბრობს; მან პრესკონფერენციაზე შეთქმულების სქემაც წარმოადგინა, რაც, დეპუტატის თქმით, რუსული "ინტერ რაოს" წარმომადგენლებისა და აფხაზი სეპარატისტების შეხვედრისას გაკეთებული განცხადებებითაც დადასტურდა - ითქვა, რომ რუსეთი ხელშეკრულებას სეპარატისტებთანაც გააფორმებს. რაც შეეხება სქემას, პაატა დავითაია თვლის, რომ შეთქმულების პირველი ნაწილი "ენგურჰესის" სოხუმში რეგისტრაციაა, შემდეგი კი - ხელშეკრულების სეპარატისტებთან დადება, რომლის თანახმადაც, გაფორმდება მათი წილობრივი მონაწილეობა და ელექტროენერგიის გარკვეულ წილს აფხაზები უფასოდ მიიღებენ; კერძოდ, საუბარია ერთი მილიარდი კილოვატის მიღებაზე წლიურად, რასაც აფხაზეთი ვერ მოიხმარს, რუსეთში გაყიდის და თანხასაც სეპარატისტები აიღებენ.

 

]]>
21.01.2009 +0300
ბარაკ ობამა ერაყიდან ჯარების გაყვანის დაჩქარების შესაძლებლობებს განიხილავს index.php?id=595&pg=nt

"აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ყოფილ მტრებს ხელს უწვდის, თუ ისინი მზად არიან, შეკრული მუშტი გახსნან" - ამერიკის რიგით 44-ე პრეზიდენტის საინაუგურაციო სიტყვაში შემავალი ეს ფრაზა, რომელიც ოფიციალურად ისლამური სამყაროსადმი მიმართვის კონტექსტში იყო ნათქვამი, მოსკოვში რუსეთის ხელისუფლებისადმი მინიშნებად აღიქვეს. აშშ-ის ახალი პრეზიდენტი პენტაგონის ხელმძღვანელობასთან და სამხედროებთან ერაყიდან ჯარების გაყვანის დაჩქარების შესაძლებლობებს განიხილავს, რის შესახებაც დაპირება მან წინასაარჩევნო პროგრამაში გააკეთა. ბარაკ ობამას ბრძანებით, ჯორჯ ბუშის მიერ გაცემული შეუსრულებელი განკარგულებები გაიყინა. თეთრი სახლის მემორანდუმში აღნიშნულია, რომ აუცილებელია ყველა გადაწყვეტილების რეალიზაციის შეჩერება მათი ახალი ადმინისტრაციის მიერ შესწავლამდე.

]]>
21.01.2009 +0300
ძიუდოს აკადემიაში 2009 წლის ქვეყნის პირველობა მიმდინარეობს index.php?id=598&pg=nt

შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში მიმდინარე 2009 წლის ქვეყნის პირველობაზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის ოქროს მედალოსნები გახდნენ 17 წლის გორელი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი - 55 კგ წონით კატეგორიაში, ბოლნისელი მალხაზ ქურდიანი - 60 კგ წონით კატეგორიაში, გორელი მალხაზ მუზიაშვილი - 66 კგ წონით კატეგორიაში და თბილისელი გელა საღირაშვილი - 74 კგ წონით კატეგორიაში. საყოველთაო ყურადღების ცენტრშია 96 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე მსოფლიოს 2-გზისა და ევროპის 5-გზის ჩემპიონ ლუკა კურტანიძის გამოსვლა.    

]]>
21.01.2009 +0300
ჭადრაკის სასახლეში ლიდერები გამოიკვეთა index.php?id=599&pg=nt

ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე ქვეყნის ჩემპიონატზე, მოქმედი ჩემპიონის რანგში მოასპარეზე ლევან ფანცულაია 3 ქულით ვაჟთა შორის ლიდერობს, ქალთა შორის კი, ასევე 3 ქულით - 15 წლის ნაზი პაიკიძე.  

]]>
21.01.2009 +0300
რუსეთის ფედერაციამ მდინარე ფსოუზე მაკონტროლებელი ახალი შენაერთი დააყენა index.php?id=596&pg=nt

რუსეთის ფედერაციამ მდინარე ფსოუზე საზღვრის გადალახვის კონტროლი გაამკაცრა და მაკონტროლებელი ახალი შენაერთი დააყენა. "საზღვრის გადალახვის მაკონტროლებელი ახალი შენაერთი შექმნილია ადლერში (სოჭი, კრასნოდარის მხარე) რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე კონტროლის გამკაცრების მიზნით. შენაერთი საზღვარზე სოჭის 2014 წლის ოლიმპიადის ჩატარებისა და მომზადების პერიოდში იმოქმედებს", იუწყება რუსეთის "ფეესბეს" შავი და აზოვის ზღვების სასაზღვრო სამმართველოს პრესსამსახური.

 

]]>
21.01.2009 +0300
ეუთო რუსეთს მანდატის ახალ ფორმატს სთავაზობს index.php?id=604&pg=nt

ეუთო-ს მიერ რუსეთისთვის შეთავაზებული მანდატის ახალი ფორმატი მოსკოვისთვის მისაღებია; როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის - საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დორა ბაკოიანთან შეხვედრისას განაცხადა, "ახალ ინიციატივაში გაცილებით უფრო რეალური მიდგომებია ჩადებული და რუსული მხარე მათზე მუშაობის დაწყებას აპირებს". ეუთო-ს მანდატის ახალი ფორმატის დეტალები არ კონკრეტდება. სერგეი ლავროვისა და დორა ბაკოიანის შეხვედრა გრძელდება; სავარაუდოდ, საბერძნეთის ინიციატივის შესახებ უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია მისი დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

საქართველო ეუთო-ს საქმიანობის ნებისმიერ ფორმატს მიესალმება, თუ ის ტერიტორიული მთლიანობის საკითხს ეჭვქვეშ არ დააყენებს. როგორც პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილმა განაცხადა, საქართველო დაინტერესებულია, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი უცხოელი დამკვირვებელი იყოს - "ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეუთო-ს მისიის საქმიანობის განხორციელება არა მხოლოდ აგრესიის აღსაკვეთად, არამედ - ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისთვისაც".   

 


 

]]>
22.01.2009 +0300
მიხეილ სააკაშვილი ექსპერტებს შეხვდა index.php?id=607&pg=nt

საქართველოში ეკონომიკური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად ექსპერტთა დიდი საბჭო შეიქმნება, რომელშიც ქვეყანაში და უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექსპერტები შევლენ; ამის შესახებ განცხადება მიხეილ სააკაშვილმა ექსპერტებთან და პოლიტოლოგებთან შეხვედრისას გააკეთა. მისი თქმით, მსგავსი შეხვედრები სისტემატური ხასიათის უნდა გახდეს - "ხელისუფლება ცდილობს, ოპოზიციასთან ერთად, მსოფლიო კრიზისის დამანგრეველი შედეგები თავიდან აიცილოს. ჩემი ამოცანაა მოსმენა, თქვენი მოსმენა და არა ლექციებისა და ნოტაციების კითხვა". 

]]>
22.01.2009 +0300
ქართული მხარის გადაწყვეტილება მხოლოდ რუსეთს ეხება index.php?id=617&pg=nt

"საქართველოს რუსეთისთვის სამხედრო ინსპექტირებაზე უარის სათქმელად კარგი არგუმენტი ჰქონდა", განაცხადა საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა. პერ ეკლუნდის განმარტებით, ქართული მხარის გადაწყვეტილება მხოლოდ რუსეთს ეხება - "ვენის კონვენციის თანახმად, სხვა სახელმწიფოებს ინსპექტირების უფლება უნარჩუნდებათ".

საქართველომ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაციამდე, რუსეთის ფედერაციის მიმართ ფორს-მაჟორი გამოაცხადა. 1999 წლის ვენის დოკუმენტის შესაბამისად, რომელიც ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების ზომებზე მოლაპარაკებებს და ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე ინსპექციის მოთხოვნას ითვალისწინებს, რუსეთმა ქართული შეიარაღებული ძალების ინსპექტირება მოითხოვა. "რუსეთს მოთხოვნაზე დაუყოვნებლივ ვუთხარით უარი, რომელიც დასაბუთებულია ვენის შეთანხმების 120-ე პუნქტით გათვალისწინებული ფორს-მაჟორით. ფორს-მაჟორი კი, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაში მდგომარეობს. ჩვენ ნამდვილად გვაქვს გარანტია, რომ რუსეთი ინსპექტირებას საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების წინააღმდეგ გამოიყენებს", განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ.

]]>
23.01.2009 +0300
დორა ბაკოიანი რუსეთთან შეთანხმების მიღწევას იმედოვნებს index.php?id=618&pg=nt

დორა ბაკოიანი იმედოვნებს, რომ რუსეთთან შეთანხმებას მიაღწევს და საქართველოში ეუთო-ს მონიტორინგის პროცესის ჩაშლას თავიდან აიცილებს, რაც დასავლეთს ძალადობის შეჩერებაში გადამწყვეტ ფაქტორად მიაჩნია. მისი თქმით, დასავლეთი ცალკე მისიას ვერ გაგზავნის ე. წ. სამხრეთ ოსეთში, რაც სეპარატისტული რეგიონის სუვერენულ სახელმწიფოდ დე ფაქტო ცნობის ტოლფასი იქნებოდა. ეუთო-ს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ე. წ. სამხრეთ ოსეთის ცნობის საკითხი შეიძლება გადაილახოს; მან პარალელი გაავლო კოსოვოში საბერძნეთის ევროკავშირის მისიაში მონაწილეობასთან, მიუხედავად ათენის მიერ კოსოვოს არცნობისა - "მოვიძიეთ ფორმულა, რომელმაც ცხადყო, რომ არ ვაღიარებთ კოსოვოს დამოუკიდებლობას, მაგრამ რომელმაც კოსოვოში ყოფნის შესაძლებლობა მოგვცა". დორა ბაკოიანი საკუთარი გეგმის დეტალებს მაშინ გაახმოვანებს, როცა მოსკოვსა და თბილისში გარკვეულ პროგრესს მიაღწევს.

 

]]>
23.01.2009 +0300
სამხრეთ ოსეთი ბუნებრივ აირს რამდენიმე დღეში მიიღებს index.php?id=611&pg=nt

საქართველოს გაზის გამანაწილებელი კომპანია "იტერა-საქართველო" ე. წ. სამხრეთ ოსეთს ბუნებრივ აირს რამდენიმე დღეში მიაწვდის; შესაბამისი ნებართვა კომპანიამ საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღო. რუსულ-ქართული კონფლიქტის დროს დაზიანებული გაზსადენის მილი შეკეთებულია და ტექნიკური საკითხების მოგვარების შემდეგ, ე. წ. სამხრეთ ოსეთი ბუნებრივ აირს მიიღებს.

]]>
22.01.2009 +0300
რუსეთმა ქართული შეიარაღებული ძალების ინსპექცია მოითხოვა index.php?id=613&pg=nt

საქართველომ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაციამდე, რუსეთის ფედერაციის მიმართ ფორს-მაჟორი გამოაცხადა. 1999 წლის ვენის დოკუმენტის შესაბამისად, რომელიც ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების ზომებზე მოლაპარაკებებს და ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე ინსპექციის მოთხოვნას ითვალისწინებს, რუსეთმა ქართული შეიარაღებული ძალების ინსპექცია მოითხოვა. "რუსეთს მოთხოვნაზე დაუყოვნებლივ ვუთხარით უარი, რომელიც დასაბუთებულია ვენის შეთანხმების 120-ე პუნქტით გათვალისწინებული ფორს-მაჟორით. ფორს-მაჟორი კი, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაში მდგომარეობს. ჩვენ ნამდვილად გვაქვს გარანტია, რომ რუსეთი ინსპექციას საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების წინააღმდეგ გამოიყენებს", განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ.

]]>
22.01.2009 +0300
აფხაზი სეპარატისტები არაფრად აგდებენ მსოფლიო თანამეგობრობის პოზიციას index.php?id=616&pg=nt სერგეი ბაღაფში აცხადებს, რომ თუ არ მოხდება აფხაზეთის მოქალაქეებისთვის უცხოეთის ვიზების გაცემა, "მთავრობა" ანალოგიურ ნაბიჯს გადადგამს და "რესპუბლიკაში" არ შეუშვებს იმ ქვეყნების დიპლომატებს, რომლებიც ვიზებს არ გასცემენ. აფხაზეთში უცხოელი დიპლომატების შესვლის შესაძლო აკრძალვას "თვითიზოლაციის" დასტურად მიიჩნევს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია - "აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის განცხადება სრულიად ამოვარდნილია კონტექსტიდან. არსებობს ცნება საქართველოს მოქალაქე და ნებისმიერ მათგანს, იქნება ის აფხაზი თუ ქართველი, უფლება აქვს აიღოს საქართველოს პასპორტი, შემდეგ - უცხოეთის ვიზა და იმოგზაუროს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. სეპარატისტები არაფრად აგდებენ მსოფლიო თანამეგობრობის პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებასთან დაკავშირებით და ყველას აჩვენებენ, რომ რუსეთის გარეშე არავისთან შეუძლიათ საუბარი".  ]]> 22.01.2009 +0300 . index.php?id=624&pg=nt

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხა. 

]]>
23.01.2009 +0300
რუს ოკუპანტებს თაგილონში დამატებითი ცოცხალი ძალა შეჰყავთ index.php?id=619&pg=nt

სოფელ თაგილონში რუს ოკუპანტებს დამატებითი ცოცხალი ძალა შეჰყავთ. ისინი სამხედრო კარვებში ცხოვრობენ და ტერიტორიის შემოღობვით, სამხედრო ბაზის გამაგრებით არიან დაკავებულნი. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილის განცხადებით, "ყველასთვის აშკარაა, რომ რუსეთი ყველა შეთანხმებას არღვევს.

გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან არის მხოლოდ საერთაშორისო ძალისხმევის გააქტიურება". უმრავლესობი ლიდერი გიორგი გაბაშვილი კი აცხადებს, რომ "რუსეთის უკანონო ქმედებები ემსახურება აგრესიულ მიზანს - საქართველოს ოკუპაციას". 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

]]>
23.01.2009 +0300
ამსტერდამში ქართველ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა index.php?id=620&pg=nt კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, პროექტ "ქართული სეზონის" ფარგლებში, ამსტერდამის მუზეუმ "კობრაში" თანამედროვე ქართველ მხატვართა ნამუშევრების გამოფენას საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი გახსნის. ექსპოზიციაზე, სახელწოდებით "დაბადებული საქართველოში", 100-ზე მეტი ფერწერული ტილო იქნება წარმოდგენილი. გამოფენაში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები სხვადასხვა თაობის ოცზე მეტი მხატვარი მიიღებს მონაწილეობას. კულტურის სამინისტროს დაფინანსებით, ამსტერდამში გამოიცა ქართული თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ამსახველი კატალოგი, რომლის პრეზენტაცია გამოფენის გახსნაზე მოეწყობა. 2009 წელს მუზეუმში დაგეგმილ გამოფენათა შორის ქართული ექსპოზიცია ერთ-ერთი მასშტაბური და გრძელვადიანი იქნება; გამოფენა ექვს თვეს გასტანს.   
]]>
23.01.2009 +0300
გერმანიის მთავრობამ დევნილი მოსახლეობისთვის 8 მილიონი ევრო გამოყო index.php?id=621&pg=nt

გერმანიის მთავრობის მიერ გამოყოფილი 8 მილიონი ევრო რუსულ-ქართული კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობას მოხმარდება. სამშენებლო სამუშაოებს გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება აწარმოებს. გორთან ახლოს მდებარე სამშენებლო მოედანზე, პროექტის საზეიმო გახსნაში საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი, გერმანიის ელჩი საქართველოში პატრიცია ფლორი, შიდა ქართლის გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების დირექტორი სამხრეთ კავკასიაში გაბრიელ ბიორინგერი მიიღებენ მონაწილეობას. სტუმრები, მშენებლობის დაწყების აღსანიშნავად, პირველი სახლის საძირკველის ჩაყრაში მიიღებენ მონაწილეობას. 

 

 

]]>
23.01.2009 +0300
აფხაზმა ბოევიკებმა ჭუბურხინჯის მკვიდრის ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნეს index.php?id=622&pg=nt

გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯის მკვიდრის, თენგიზ აქუბარდიას, ავტომანქანას აფხაზმა ბოევიკებმა ცეცხლი გაუხსნეს. თენგიზ აქუბარდიას მეუღლე, ჩვილი ბავშვით, ზუგდიდის რაიონში სამკურნალოდ გადმოსვლას აპირებდა. აფხაზმა ბოევიკებმა მას გადმოსვლის საშუალება არ მისცეს და 300 დოლარი მოსთხოვეს. თენგიზ აქუბარდია მეუღლეს ქართველების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში ელოდებოდა. მას შემდეგ, რაც მისი მეუღლე ენგურის ხიდზე ვერ გადმოვიდა, იგი მანქანით ხიდის მიმართულებით წავიდა. როგორც კი აფხაზმა ბოევიკებმა ავტომანქანა შენიშნეს, ცეცხლი გაუხსნეს. ავტომანქანას 12 ტყვია მოხვდა, იქ მჯდომი ერთ-ერთი პიროვნება მსუბუქად დაიჭრა.

 

 

]]>
23.01.2009 +0300
თბილისში მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობის აღრიცხვიანობის ახალი სისტემა ამოქმედდა index.php?id=623&pg=nt თბილისის მერმა საზოგადოებას მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობის აღრიცხვიანობის ახალი სისტემა გააცნო. გიგი უგულავას განმარტებით, მოქალაქეები, დღის განმავლობაში, პირველ მგზავრობაში - 40 თეთრს, ხოლო შემდეგ - 20 თეთრს გადაიხდიან. არსებული შეღავათები კი, სოციალურად დაუცველი პირებისთვის - 10 თეთრი, სტუდენტები - 20 თეთრი, მოსწავლეები - უფასო, არ შეიცვლება. აღრიცხვიანობის ახალ სისტემაში გათვალისწინებულია შეღავათები პედაგოგებისთვის - მგზავრობის საფასური 20 თეთრი.
]]>
23.01.2009 +0300
"ნაბუკოს" პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ევროპა რუსეთზე დამოკიდებული აღარ იქნება index.php?id=625&pg=nt

ე. წ. ნაბუკოს სამიტზე დასასწრებად ქართული დელეგაცია უნგრეთის დედაქალაქში გაემგზავრა. სამიტში ევროკავშირის, აშშ-ის, გერმანიის, თურქეთის, ავსტრიის, ბულგარეთის, რუმინეთის, უნგრეთის, აზერბაიჯანის, ეგვიპტის, საქართველოსა და რამდენიმე სხვა ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. ქართულ დელეგაციას, პრემიერ გრიგოლ მგალობლიშვილის ნაცვლად, პირველი ვიცე-პრემიერი ნიკა გილაური ხელმძღვანელობს. ბუდაპეშტში იმყოფება ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგურიც. სამიტზე მოსალოდნელია "ნაბუკოს" პროექტის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; შესაბამისი ტენდერი კი, სავარაუდოდ, 2009 წლის ბოლოს, ან 2010 წლის დასაწყისში გამოცხადდება. აღნიშნული პროექტი, პირველ ეტაპზე, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის გაგრძელებაზე ახალი მილსადენის მშენებლობას ითვალისწინებს. "ნაბუკოს" გაზსადენი ევროპის მიმართულებით, საქართველოსა და თურქეთის გავლით, აზერბაიჯანული და შუააზიური გაზის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. პირველ ეტაპზე, წელიწადში 30 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირებაა დაგეგმილი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, "ნაბუკოს" პროექტის განხორციელების შემთხვევაში "ევროპა რუსეთზე დამოკიდებული აღარ იქნება".


 

]]>
26.01.2009 +0300
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთ-საქართველოს საკითხს განიხილავს index.php?id=626&pg=nt

"შესაძლოა, ევროსაბჭოს რეზოლუცია რუსეთის მიმართ არ იყოს ისეთი მკაცრი, როგორც ეს ქართულ მხარეს სურს", განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ. სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გაიხსნა, სადაც მთავარი საკითხი საქართველო-რუსეთის ურთიერთობა იქნება. პარლამენტი შეაფასებს, თუ როგორ შეასრულეს მხარეებმა 2008 წლის ოქტომბერში მიღებული რეზოლუცია და შედეგებს ახალ რეზოლუციაში ასახავს. წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნულ დოკუმენტში კრიტიკულადაა შეფასებული რუსეთის ქმედებები; საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებსა და ქართველების ეთნიკურ წმენდაზე. მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუციაში პირველადაა ნახსენები ტერმინი ეთნიკური წმენდა. ასამბლეა რუსეთს მოუწოდებს, რომ აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთში საერთაშორისო დამკვირვებლები დაუყოვნებლივ შეუშვას და გამოთქვამს სინანულს, რომ რუსეთს მოთხოვნათა უმეტესობა ამ დრომდე არ შეუსრულებია. კმაყოფილებას კი იმის გამო გამოთქვამს, რომ რუსმა პარლამენტარებმა ქართველ კოლეგებთან ასამბლეის ეგიდით დიალოგზე უარი არ თქვეს.

 

]]>
26.01.2009 +0300
საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბჭოს სხდომაზეა მიწვეული index.php?id=627&pg=nt

4 თებერვალს, ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელსაც საქართველოს დელეგაცია დაესწრება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, სხდომაზე საქართველოს მიერ IPAP-ითა და ინტენსიური დიალოგით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების პროცესი შეფასდება - "საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბჭოს სხდომაზეა მიწვეული, რომელზეც ნატო-ში გაწევრიანების საფეხურებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას შეაფასებენ".

]]>
26.01.2009 +0300
რუსეთსა და ნატო-ს შორის დიალოგი აღდგება index.php?id=629&pg=nt

ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს არაფორმალური, დახურული სხდომა გაიმართება, რომელზეც რუსული მხარე აგვიტოს ომის საკითხს კიდევ ერთხელ დააყენებს, ამის შესახებ ნატო-ში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა, დიმიტრი როგოზონმა, განაცხადა - "კავკასიაში აგვისტოს მოვლენებმა აჩვენა, რომ ევროპის უსაფრთხოების გადაჯგუფების ინიციატივა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ბერლინში ჯერ კიდევ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ საქართველოს აგრესიამდე დააყენა, სწორია". მისი ინფორმაციით, ასევე განიხილება ალიანსისა და რუსეთის ურთიერთობებში შექმნილი პრობლემების მიზეზები, მეკობრეების წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობისა და ავღანეთის საკითხები.

"რუსეთსა და ნატო-ს შორის დიალოგი აღდგება; ორივე მხარემ განაცხადა, რომ ეცდებიან განაახლონ მუშაობა და ეს მოულოდნელი არ უნდა იყოს", განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შემდეგ, ოფიციალურ მოსკოვთან თანამშრომლობის ყველა ფორმატი შეაჩერა.  

 

 

 

]]>
26.01.2009 +0300
ეუთო ცხინვალის რეგიონისთვის გაზის მიწოდების განახლებას მიესალმება index.php?id=631&pg=nt

დორა ბაკოიანი ცხინვალის რეგიონისთვის გაზის მიწოდების განახლებას მიესალმება. "ეუთო არ დაიშურებს ძალისხმევას და იზრუნებს სხვა სასწრაფო ჰუმანიტარული საჭიროებების, მათ შორის - წყლით მომარაგების პრობლემის მოგვარებისთვის", ნათქვამია ორგანიზაციის თავმჯდომარის ოფიციალურ განცხადებაში. 

]]>
26.01.2009 +0300
მიხეილ სააკაშვილმა საავტომობილო გზის ახალი მონაკვეთი გახსნა index.php?id=632&pg=nt იგოეთი-სვენეთის საავტომობილო გზის 25-კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას ებრაული კომპანია წელს დაასრულებს. პროექტის ღირებულება 92 მლნ ლარს შეადგენს და მასში 2000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქეა დასაქმებული. საავტომობილო გზის ახალი მონაკვეთი საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა. ]]> 26.01.2009 +0300 მინიმალური პენსია 75 ლარი გახდება index.php?id=633&pg=nt პენსიებისა და სოციალური დახმარებების ოდენობა იზრდება; ამასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრმა პრესკონფერენცია გამართა. ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, პირველი იანვრიდან 660 ათასი პენსიონერისთვის ასაკობრივი, მინიმალური პენსია 75 ლარი გახდება, ნოემბრიდან კი - 5 ლარით გაიზრდება. შესაბამისად, გაიზრდება პენსიები სტაჟისა და სხვა დანამატების მქონე პირებისთვისაც. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე I ჯგუფის ინვალიდების შემწეობა ასაკობრივ პენსიას გაუტოლდება და 75 ლარი გახდება, ნოემბრის თვიდან - 5 ლარით გაიზრდება. ცვლილებებია II ჯგუფის ინვალიდებისთვის; აღნიშნული კატეგორიის 140 ათასი პირი ნოემბრიდან 5 ლარით გაზრდილ შემწეობას - 70 ლარს მიიღებს. სოციალური დახმარებები იზრდება სიღარიბის პროგრამაში მყოფი პირებისთვისაც; პირველი იანვრიდან, სიაში მყოფი პირველი 400 ათასი პირი ოჯახზე, დახმარების სახით, 30 ლარს მიიღებს, ხოლო ოჯახის თითოეულ წევრზე - დამატებით 24 ლარს.
]]>
26.01.2009 +0300
მე-4 ქვეითი ბრიგადა დაჯილდოვდა index.php?id=634&pg=nt

რუსული სამხედრო აგრესიისას გამოჩენილი საბრძოლო მამაცობისთვის მე-4 ქვეითი ბრიგადა დაჯილდოვდა. 130-ათ სამხედრო მოსამსახურეს სხვადასხვა სახის მედალი გადაეცა; მედალი "საბრძოლო იარისათვის" 43-მა სამხედრომ მიიღო, "ქაქუცა ჩოლოყაშვილი" - 45-მა. 11 სამხედრო პირს მედალი "სამშობლოსათვის თავდადებული" გადაეცა, 20-ს - "სიცოცხლის გადარჩენისათვის", 11-ს - "გიორგი კვინიტაძე". დაჯილდოების საზეიმო ცერემონია, რომელსაც სახმელეთო ჯარების სარდლის მოადგილე, პოლკოვნიკი კობა ლაჭყეპიანი დაესწრო, მეოთხე ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე შედგა. სამხედროები ბრიგადის კაპელანმა, მამა ნაზარემ დალოცა.


 

]]>
26.01.2009 +0300
ბარაკ ობამამ და დიმიტრი მედვედევმა შეხვედრის სურვილი გამოთქვეს index.php?id=635&pg=nt

ბარაკ ობამამ და დიმიტრი მედვედევმა უახლოეს პერიოდში ერთმანეთთან შეხვედრის სურვილი გამოთქვეს; შესაბამისი განცხადება პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრისას გააკეთეს - მედვედევმა ობამას პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების დაწყება მიულოცა და  წარმატებები უსურვა. სატელეფონო საუბრისას მათ რუსულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენისა და მსოფლიო ფინანსურ კრიზისთან ერთობლივი ბრძოლის შესახებ ისაუბრეს. აშშ-ს პრეზიდენტი რუსეთში, შესაძლოა, აპრილში, პირველი ევროპული ტურნეს ფარგლებში ჩავიდეს, რომელიც 2 აპრილს, ლონდონში დიდი ოცეულის სამიტით იწყება. 
 

]]>
27.01.2009 +0300
სოხუმში ზაკან ჯუღელია მოკლეს index.php?id=636&pg=nt

სოხუმში დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ზაკან ჯუღელია მოკლეს; 
ინფორმაცია სერგეი ბაღაფშმა დაადასტურა - "ჯუღელია 26 იანვარს ქალაქის ერთ-ერთ კაფეში იჯდა, როდესაც მას ორჯერ ესროლეს". სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. სოხუმის დე ფაქტო პროკურორ ალისა ბიგვავას ინფორმაციით, კაფე "კიკი"-სთან ავტომობილი გაჩერდა, საიდანაც ნიღბიანი პირი გადმოვიდა და ჯუღელიას ესროლა. სეპარატისტები მკვლელობის ორ ვერსიაზე მუშაობენ, ორივე ქართულ მხარესთან არის დაკავშირებული. "ზაკან ჯუღელია 1992-1993 წლებში საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების აქტიური მონაწილე და 2008 წლის აგვისტოში კოდორის ხეობის სამხედრო ოპერაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. ცნობილია, რომ ამის გამო მას არაერთხელ დაემუქრნენ", აცხადებენ დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროში, თუმცა არ განმარტავენ, კონკრეტულად ვინ ემუქრებოდა ჯუღელიას. მეორე ვერსიის მიხედვით კი, მას ქართველი კრიმინალური ავტორიტეტები "ემუქრებოდნენ"; აფხაზური "გამოძიების" ინფორმაციით, ჯუღელიამ საქართველოდან აფხაზეთზე გამავალი "ნარკოტრაფიკი აღკვეთა", რამაც ქართველი კრიმინალების უკმაყოფილება გამოიწვია. 

]]>
27.01.2009 +0300
ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემების განთავსება იგეგმება index.php?id=637&pg=nt რუსულ მედიაში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მთავარ შტაბზე დაყრდნობით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ფედერაცია შეუდგება სამხედრო ბაზის შექმნას აფხაზეთის პორტ ოჩამჩირეში, სადაც განთავსდება შავი ზღვის ფლოტის სამხედრო გემები".
"საერთაშორისო კონტროლის არარსებობის პირობებში, როდესაც საოკუპაციო ძალები არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ აძლევენ საშუალებას, არა თუ განახორციელოს მონიტორინგი, არამედ - შევიდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთი ყველა საშუალებას მიმართავს ამ რეგიონებში თავისი სამხედრო პოტენციალის გასაძლიერებლად. საგულისხმოა, რომ დროთა განმავლობაში რუსეთის მადა სულ უფრო მატულობს. ამჯერად საუბარია აფხაზეთის ტერიტორიაზე სამი სამხედრო ბაზის შექმნის შესახებ და ადვილი შესაძლებელია, ეს ციფრი ახლო მომავალში კიდევ უფრო გაიზარდოს, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში, - მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ჯეროვანი ყურადღებით მოეკიდოს რუსეთის მილიტარისტული მისწრაფებების ამ კიდევ ერთ გამოვლინებას. ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არ დაუშვებს ძალის პრიმატის ზეობას დემოკრატიასა და საერთაშორისო სამართალზე". ]]>
27.01.2009 +0300
გია ცაგარეიშვილი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკის მინიმალური ზღვარის შეცვლას ითხოვს index.php?id=647&pg=nt

დეპუტატი გია ცაგარეიშვილი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკის მინიმალური ზღვარის შეცვლას ითხოვს; ამის შესახებ მან ადვოკატ ლევან ადეიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ლევან ადეიშვილის თქმით, დღემდე არ არის გაზიარებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა უფლებების კომიტეტის რეკომენდაცია და დაბეჯითებითი მოწოდება (14 წელი - სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკის მინიმალური ზღვარი). გია ცაგარეიშვილს ალტერნატიული წინადადებაც აქვს - თუ მინიმალური ზღვარი არ შეიცვლება, კოდექსში ჩაიწეროს, რომ 12-დან 14 წლამდე არასრულწლოვანის მიმართ არ გამოიყენება სასჯელის სახით თვისუფლების აღკვეთა; შესაბამისად, 88-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს სანქციის განახევრებას და საბოლოო სასჯელს, კოდექსიდან ამოღებულ იყოს.  

]]>
27.01.2009 +0300
ბუდაპეშტში ენერგეტიკული სამიტი გაიხსნა index.php?id=639&pg=nt

ბუდაპეშტში ენერგეტიკული სამიტი გაიხსნა, სადაც ნაბუკოს პროექტი, ბუნებრივი აირის ტრანზიტორი და მომწოდებელი ქვეყნების საკითხები განიხილება. დღევანდელ სხდომაზე დაგეგმილია ნაბუკოს პროექტის განხორციელების ტექნიკური განხილვა. სამიტს აღნიშნულ პროექტში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები და ერაყის ენერგეტიკის მინისტრი ესწრებიან. ქართულ დელეგაციას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი ნიკა გილაური ხელმძღვანელობს, რომელიც, სამიტის ფარგლებში, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის - ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ მირეკ ტოპოლანეკს შეხვდა. მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ენერგეტიკულ საკითხებსა და ნაბუკოს პროექტში საქართველოს როლზე ისაუბრეს. როგორც ნიკა გილაურმა განაცხადა, ევროგაერთიანება საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს, როგორც პოლიტიკურ, ისე - ეკონომიკურ ცხოვრებაში.

 

]]>
27.01.2009 +0300
ნატო რუსეთთან კონტაქტებს პოლიტიკურ დონეზე აღადგენს index.php?id=640&pg=nt

ნატო-ს გენერალური მდივანი იაპ დე ჰოოპ შეფერი რუსეთთან პოლიტიკურ დონეზე კონტაქტების განახლების შესახებ ალიანსის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას ადასტურებს. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად შეწყვეტილი ნატო-რუსეთის ურთიერთობების აღდგენის მიზნით, სხეფერი 6-8 თებერვალს მიუნხენში, უსაფრთხოების 45-ე საერთაშორისო კონფერენციაზე, რუსეთის ხელისუფლების დელეგაციასთან აპირებს შეხვედრას. "ამ შეხვედრაზე კონტაქტებს პოლიტიკურ დონეზე აღვადგენთ. ჩვენც და რუსეთსაც გვჭირდება, ვიპოვოთ გზა ახალი ურთიერთობებისთვის", განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა და დასძინა, რომ ურთიერთობების სწრაფი აღდგენის პერსპექტივა ამჟამად სრულად გახსნილია და არაა გამორიცხული, ეს უკვე თებერვლის მეორე ნახევარში მოხდეს.

 

]]>
27.01.2009 +0300
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან მემორანდუმი გააფორმა index.php?id=641&pg=nt საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებას. საგარეო უწყების განცხადებით, აღნიშნული მემორანდუმი წარმოადგენს საქართველოს კეთილი ნების კიდევ ერთ გამოხატულებას და მისი მზადყოფნის კიდევ ერთ ნიშანს, განახორციელოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმება. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ჰანსიორგ ჰაბერი აცხადებს, რომ რუსეთმა გარკვევით უნდა დაასახელოს აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთში საჯარისო პერსონალის საერთო ოდენობა და შეამციროს საჯარისო ნაწილები ადმინისტრაციულ საზღვართან. ]]> 27.01.2009 +0300 ქართული დელეგაცია მკაცრი პოზიციის დაკავებას მოითხოვს index.php?id=646&pg=nt

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ რეზოლუციის მიღებისას, ქართული დელეგაცია დოკუმენტის პროექტში რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი პოზიციის დაკავებას მოითხოვს.  

 

 

 

 

 

 

]]>
27.01.2009 +0300
"გლობალ ერთმა" ტენდერში კორუფციული გარიგების შედეგად გაიმარჯვა index.php?id=643&pg=nt

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, დააკავა სს "გლობალ ერთის" გენერალური დირექტორი გიორგი მაჩიტიძე, კონტროლის პალატის საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის უფროსი თორნიკე გვაზავა და "საქართველოს ბანკის" თანამშრომელი დავით კვასხვაძე. როგორც კუდ-ის უფროსის მოადგილე სოსო თოფურიძემ განაცხადა, "გლობალ ერთმა" ტენდერში კორუფციული გარიგების შედეგად გაიმარჯვა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

]]>
27.01.2009 +0300
აფხაზმა ბოევიკებმა ხიდი ააფეთქეს index.php?id=644&pg=nt

აფხაზმა ბოევიკებმა შამგონა-თაგილონის დამაკავშირებელი ხიდი ააფეთქეს, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი იარაღით ჰაერში სროლა გააჩაღეს. აღნიშნული ხიდი, ბოლო პერიოდში, რაიონების დამაკავშირებელი ერთადერთი საშუალება იყო. შემთხვევის ადგილზე გაერო-სა და ეუთო-ს დამკვირვებლები იმყოფებოდნენ. 

]]>
27.01.2009 +0300
კრემლი სეპარატისტული რეჟიმების ლეგიტიმაციას ცდილობს index.php?id=645&pg=nt

რუსეთის ფედერაციის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით გაავრცელეს ცნობა, რომლის მიხედვითაც, რუსეთის პრეზიდენტმა დსთ-ის მიმდებარე ქვეყნებთან რუსეთის ფედერაციის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სფეროში თავის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა საგანგებო დავალებათა ელჩი გოლოვინი, რომელსაც, ბრძანებულების თანახმად, დაევალა ფედერაციის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაცია "აფხაზეთთან" და "სამხრეთ ოსეთთანაც".

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება აღნიშნულ გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ "რუსეთის ფედერაციის ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ ცხადყოფს რუსეთის მისწრაფებას, ვირტუალური რეალობა სინამდვილედ მოაჩვენოს საერთაშორისო თანამეგობრობას. რუსეთი ცდილობს, მოახდინოს მის მიერ შექმნილი მარიონეტული რეჟიმების ლეგიტიმაცია, რომლებიც კრემლმა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიების ანექსიის მცდელობითა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მრავალგზის განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგად მოიყვანა ხელისუფლებაში".

]]>
27.01.2009 +0300
სოფელ კირბალის სკოლაში ხელყუმბარა აფეთქდა index.php?id=648&pg=nt გორის რაიონის სოფელ კირბალში ხელყუმბარის აფეთქების შედეგად 14 წლის მოზარდი დაშავდა. სოფელი ოსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიას ესაზღვრება. აფეთქება სკოლის ეზოში მოხდა. დაშავებული გორის ჰოსპიტალშია გადაყვანილი. ექიმების განცხადებით, მოზარდს მოწყვეტილი აქვს ხელის მტევანი. 
]]>
27.01.2009 +0300
სერგეი მარკოვმა ევროსაბჭოს იურიდიული კომიტეტი პროტესტის ნიშნად დატოვა index.php?id=649&pg=nt

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პროტესტის ნიშნად რუსეთის დელეგაციის წევრმა - სერგეი მარკოვმა დატოვა. სხდომის დატოვების მიზეზი რეზოლუციის პროექტზე მუშაობისას დელეგაციებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გახდა. როგორც მარკოვი აცხადებს, მას საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება არ მისცეს. იგი მიიჩნევს, რომ დოკუმენტი რეალურ ფაქტებს არ ასახავს, შესაბამისად - რუსეთი მას არ   შეასრულებს. ქართული მხარის განცხადებით, რუსული დელეგაციის გაღიზიანება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ რეზოლუციის პროექტში რუსეთის მიმართ პოზიცია გამკაცრდა და მასში ჩადებულია მოწოდება ფედერაციისადმი, მხარი დაუჭიროს საქართველოში ეუთო-ს მისიის მუშაობის გაგრძელებას. დოკუმენტი საბოლოოდ საპარლამენტო ასამბლეამ უნდა დაამტკიცოს. 

 

]]>
27.01.2009 +0300
რუსი ჯარისკაცი საქართველოს პრეზიდენტს თავშესაფარს სთხოვს index.php?id=650&pg=nt

რუსი სერჟანტი ალექსანდრე გლუხოვი საქართველოს პრეზიდენტს თავშესაფარს სთხოვს; მისი განცხადებით, ქვეითთა ბატალიონი, რომლის შემადგენლობაშიც ის მსახურობდა, ცხინვალის რეგიონში 2008 წლის ივნისში ჩავიდა, სადაც სანგრები გაათხრევინეს და ბრძოლისთვის მოამზადეს; ომის დასრულების შემდეგ კი, გადაიყვანეს ახალგორში, სადაც გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდა. ალექსანდრე გლუხოვის ინფორმაციით, უკვე ივნისსა და ივლისში, ცხინვალის რეგიონში მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა და "გრადის" ტიპის საარტილერიო დანადგარები.

]]>
27.01.2009 +0300
რუსეთის შეიარაღებული ძალები საბჭოთა არმიის აჩრდილს წარმოადგენს index.php?id=653&pg=nt

"საქართველოში რუსეთის ინტერვენციამ კიდევ ერთხელ გაგვახსენა, რომ ამ უკანასკნელის სამხედრო პოტენციალი კვლავ გასათვალისწინებელია აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიასთან მიმართებაში", განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა კონგრესის საკომიტეტო მოსმენისას. რობერტ გეითსის აზრით, ამერიკას არ უნდა აერიოს ერთმანეთში ოფიციალური მოსკოვის მიერ თავის საზღვრებთან დომინირების მცდელობა და მთელ მსოფლიოზე გავლენის მოპოვების სურვილი, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო. მისი თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალები, 90-იან წლებთან შედარებით, საგრძნობლად არის მოდერნიზებული, "თუმცა, საბჭოთა არმიასთან შედარებით, ის მხოლოდ აჩრდილს წარმოადგენს". აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა რუსეთის გააქტიურებაზე ლათინურ ამერიკაში და ხუმრობით აღნიშნა, "ქართულ-რუსული კონფლიქტი რომ არ მომხდარიყო, ამერიკა რუსეთის ხომალდებს მაიამიშიც კი მიიწვევდა".

]]>
28.01.2009 +0300
ევროპა ბუნებრივ აირს რუსეთის გვერდის ავლით მიიღებს index.php?id=654&pg=nt ბუდაპეშტში მიმდინარე ენერგოსამიტზე, რომელზეც "ნაბუქოს" გაზსადენის პროექტის განხორციელების საკითხი განიხილებოდა, დეკლარაცია გაფორმდა, რომელსაც პროექტში მონაწილე ყველა ქვეყანა მიუერთდა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ევროკავშირი პროექტის დასაფინანსებლად მზად არიან. როგორც სამიტზე აღინიშნა, კრიზისმა აჩვენა, რომ ევროპა აღნიშნული პროექტის გარშემო უნდა გაერთიანდეს და რომ "ნაბუქო" არავის წინააღმდეგ არ შენდება. ქართული დელეგაციის ხელმძღვანელ ნიკა გილაურის განცხადებით, აღნიშნული მასშტაბური შეკრება, გარკვეულწილად, იანვარში განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია, როდესაც ევროპა დარწმუნდა, რომ გაზის მოწოდების საკითხში რუსეთი არც ისე საიმედო პარტნიორია. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ევროპა ბუნებრივ აირს რუსეთის გვერდის ავლით მიიღებს.
]]>
28.01.2009 +0300
ევროსასამართლომ შალვა რამიშვილისა და დავით კოხრეიძის მიმართ ევროკონვენციის მუხლების დარღვევა დაადგინა index.php?id=655&pg=nt ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შალვა რამიშვილისა და დავით კოხრეიძის მიმართ ევროკონვენციის მუხლების დარღვევა დაადგინა; საქართველოს სახელმწიფოს დაევალა ტელეკომპანია "202"-ის დამფუძნებლებს, შალვა რამიშვილსა და დავით კოხრეიძეს, თითოეულს, 6 000 ევრო გადაუხადოს არამატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად და 14 694 ევრო, ორივეს ერთად - ხარჯების ანაზღაურებისთვის. როგორც ევროსასამართლოს საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველომ ეს ხარჯები სამ თვეში უნდა აანაზღაუროს. 
]]>
28.01.2009 +0300
დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გაიხსნა index.php?id=656&pg=nt დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გაიხსნა, რომელიც პირველ თებერვლამდე გაგრძელდება. მასში 40 ქვეყნის ლიდერი და 96 ქვეყნის 2 500 ოფიციალური წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. ფორუმის მთავარი თემა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი იქნება, ასევე განიხილავენ კლიმატის ცვლილებისა და დაუცველი ბავშვების დახმარების საკითხებს.
]]>
28.01.2009 +0300
აფხაზეთის ისტორიის შესახებ წიგნი გამოიცა index.php?id=657&pg=nt

ივანე ჯავახიშვილის სახელობის საქართველოს ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროგრამით გამოცემული წიგნის - "ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან/აფხაზეთი" - განხილვა შედგება. წიგნის ერთ-ერთი ავტორის, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, პროფესორ ჯემალ გამახარიას განცხადებით, სეპარატისტები და მათი მოსკოველი მფარველები განსაკუთრებულ ყურადღებას აფხაზეთის ისტორიაზე ამახვილებენ და ამტკიცებენ, რომ "აფხაზეთის დამოუკიდებლობას ისტორიული საფუძვლები აქვს".

]]>
28.01.2009 +0300
"თბილისის ლოკომოტივი" დარასელია-ალექსიძის სუპერტანდემის გარეშე დარჩა index.php?id=658&pg=nt საფეხბურთო კლუბი "თბილისის ლოკომოტივი" დარასელია-ალექსიძის სუპერტანდემის გარეშე დარჩა; ვიტალი დარასელია-უმცროსმა, ქრონიკული ტრავმის მომიზეზებით, მოქმედი ფეხბურთელის კარიერა დაასრულა, რატი ალექსიძე კი, თამაშს უნგრეთის უმაღლესი დივიზიონის ბინადარ "დიორ ეტოში" განაგრძობს, სადაც კიდევ ერთი ქართველი - დავით ოდიკაძე ახლახანს ჩაირიცხა. ]]> 28.01.2009 +0300 ევროკავშირის დამკვირვებლებს უფლება აქვთ, შეუფერხებლად განახორციელონ პატრულირება index.php?id=659&pg=nt

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეშფოთებას გამოთქვამს მისი ერთ-ერთი საპატრულო ჯგუფის მახლობლად გუშინ გახსნილი ცეცხლის გამო, რომელიც ოძისში, ქართული საგუშაგოს მახლობლად, პატრულირებას ახორციელებდა. "ჩვენი დამკვირვებლები არ არიან შეიარაღებულნი და უფლება აქვთ, შეუფერხებლად განახორციელონ პატრულირება. მომხდარი სარკოზი-მედვედევის შეთანხმების დარღვევაა", განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა, ჰანსიორგ ჰაბერმა.

]]>
28.01.2009 +0300
სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს index.php?id=677&pg=nt

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის უფროსი ლევან ორკოშნელი დააკავეს . ის უკანონო გარიგებებსა და გადასახადების დამალვაშია ეჭვმიტანილი. გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა 2006 წლის აპრილში კანონის დარღვევით ხელშეკრულება გაუფორმა შპს "მესკალინს". ამავე შპს-ს მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის მიუხედავად, ლევან ორკოშნელმა არ შეასრულა კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობა და არ დააკისრა შპს "მესკალინს" საჯარიმო სანქციები, უფრო მეტიც, მომწოდებელთან გააფორმა დამატებითი შეთანხმებები, რითაც ერთპიროვნულად შეცვალა ყველა მიწოდების ვადა. შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 122 ათასი ლარის ზარალი. მეორე ფაქტი კი, ინდმეწარმე ლევან ზენაიშვილთან უკანონო გარიგებას ეხება, რომლის დროსაც მეწარმემ ბიუჯეტიდან 151 ათასი ლარი მიიტაცა. ზენაიშვილი იმალება. ლევან ორკოშნელი გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში. მან გამოძიებას უკვე მისცა პირველადი ჩვენება.

მომხდარ ფაქტზე კომენტარი გააკეთა სოფლის მეურნეობის მინისტრმა. ბაკურ კვეზერელმა განაცხადა, რომ ბრალდება, რომელიც წაუყენეს ორკოშნელს, საკმაოდ მძიმე დანაშაულია, რომელიც შეიძლება სახელმწიფო მოხელემ ჩაიდინოს. სამინისტროს ხელმძღვანელობა აპირებს, გამოითხოვოს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც ინახებოდა ორკოშნელთან, ასევე - შეამოწმოს ყველა იმ ხელშეკრულების კანონიერება, რომლებიც მას ჰქონდა დადებული სხვადასხვა საწარმოსთან. კვეზერელის განცხადებით, არ არის გამორიცხული, სხვა თანამშრომლების ბრალეულობაც გამოიკვეთოს.

]]>
28.01.2009 +0300
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს index.php?id=662&pg=nt იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს; სოსო წიქარიშვილი ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე სააგენტოს რეგისტრაციის და კადასტრის სამსახურის უფროსად მუშაობდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე ჯაბა ებანოიძე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. იგი კოორდინაციას გაუწევს საჯარო რეესტრს, სამოქალაქო რეესტრს, ნოტარიუსებს, ეროვნულ არქივს და აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
]]>
28.01.2009 +0300
კალინინგრადის ოლქში "ისკანდერების" განთავსება შეჩერებულია index.php?id=663&pg=nt

რუსეთმა შეაჩერა სამუშაოები კალინინგრადის ოლქში ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსის განთავსებასთან დაკავშირებით, რომელიც ევროპაში ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განლაგების შემთხვევაში საპასუხო ნაბიჯი უნდა გამხდარიყო. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის წარმომადგენელზე დაყრდნობით, "ინტერფაქსი" იუწყება, რომ "ისკანდერების" განთავსება შეჩერებულია, რადგან აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია არ ჩქარობს პოლონეთსა და ჩეხეთში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის გაშლას. აქედან გამომდინარე, რუსეთი თავისი რაკეტების განლაგების საჭიროებას ვერ ხედავს.

 

 

 

 

 

 

]]>
28.01.2009 +0300
დევნილებს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდებათ index.php?id=672&pg=nt

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა აფხაზეთიდან დევნილები მოინახულა, რომლებიც ვარკეთილში, ყოფილი უნივერმაღის შენობაში 1997 წლიდან ცხოვრობენ. კობა სუბელიანის განცხადებით, დევნილებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ეს შენობა საცხოვრებელ ფართებად დაუკანონდებათ.

 

 

 

]]>
28.01.2009 +0300
ევროსაბჭოს საპარლამენტო სესიაზე რუსეთი მკაცრად გააკრიტიკეს index.php?id=675&pg=nt

სტრასბურგში მიმდინარე ევროსაბჭოს საპარლამენტო სესიაზე რუსეთი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მკაცრად გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ საქართველოს ევროსაბჭოს რეზოლუციით დაკისრებული ვალდებულებების დიდი ნაწილი შესრულებული აქვს, რუსეთს კი - არა. ქართული დელეგაციის მხრიდან სესიაზე მოხსენებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი და "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი  გიორგი თარგამაძე გამოვიდნენ, რუსეთის მხრიდან - კონსტანტინ კოსაჩოვი, საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მომხსენებლებიდან ევროსაბჭოში - მათიას იორში და ლუკ ვან დერ ბრანდე. კოსაჩოვის განცხადებით, თუ რუსეთი ევროსაბჭოს მოთხოვნებს შეასრულებს, "ამას მოჰყვება ახალი ომი". ცისკარიშვილმა ასამბლეას მოუწოდა, თავისი პრინციპების ერთგული დარჩეს, თარგამაძემ კი, რუსეთის მიერ აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთში საელჩოების გახსნისა და სამხედრო ბაზების მშენებლობის შესახებ ისაუბრა. ლუკ ვან დერ ბრანდეს განცხადებით, "რეალობაა კი ისაა, რომ საქართველოს დიდი ნაწილი ვალდებულებების შესრულებული აქვს, რუსეთს კი - არა. ამ დრომდე საერთაშორისო დამკვირვებლებს არ უშვებენ აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთში". მათიას იორშის თქმით, რუსეთის მიერ სეპარატისტების აღიარება უდიდესი პრობლემაა - "რუსეთი აცხადებს ახალ რეალობას, რაც მიუღებელია".    
 


 

]]>
28.01.2009 +0300
რუსეთის პატრიარქის კურთხევა პირველ თებერვალს გაიმართება index.php?id=670&pg=nt

რუსეთის "პომესტნი სობორმა" მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქად სმოლენსკისა და კალინინგრადის მიტროპოლიტი კირილი აირჩია. პატრიარქის კურთხევა პირველ თებერვალს გაიმართება. არჩევნების დაწყებამდე, მიტროპოლიტმა კირილმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ აწგარდაცვლილი ალექსი მეორე ამ ურთიერთობების აღდგენისკენ ისწრაფვოდა. მან გასული წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად რუსეთისა და საქართველოს საპატრიარქოების წარმომადგენლების შეხვედრა დაასახელა. 

 

 

]]>
28.01.2009 +0300
ხელმოკლე ოჯახები თითო ბავშვზე ოცლარიან დახმარებას მიიღებენ index.php?id=671&pg=nt

ახალი სოციალური პროგრამის ფარგლებში, ხელმოკლე ოჯახები თითო ბავშვზე ოცლარიან დახმარებას მიიღებენ; ამის შესახებ თბილისის მერმა, გიგი უგულავამ, გელაშვილების ათსულიან ოჯახში სტუმრობისას განაცხადა - "წელს ყველა რესურსი, რაც იქნება ცენტრალურ თუ თბილისის ბიუჯეტში, უნდა მივმართოთ სოციალურ ხარჯებზე; იმის გამო, რომ ბიზნესი გაჩერებულია, გვაქვს მძიმე პერიოდი და ეს ყველამ ერთად უნდა გადავიტანოთ". 

 

 

]]>
28.01.2009 +0300
ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი რუსეთში არ იგეგმება index.php?id=669&pg=nt

ნატო-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ, განაცხადა, რომ ალიანსის გენერალური მდივნის ვიზიტი რუსეთში, ჯერჯერობით, არ იგეგმება და რომ აპრილისთვის დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე რუსეთს არ მიიწვევენ - "ჩვენ "ოჯახურ სამიტს" ვგეგმავთ; მისი ფორმატი არ ითვალისწინებს ალიანსის არაწევრი ქვეყნების მონაწილეობას". აპატურაიმ აღნიშნა, რომ ნატო-ს წევრი ყველა ქვეყანა რუსეთთან დისკუსიების გამართვის მიმართ (ნატო-რუსეთის საბჭოს ფარგლებში) დადებითად არის განწყობილი.

 

 

 

 

 

]]>
28.01.2009 +0300
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდი პროფესიული ნიშნით უნდა დაკომპლექტდეს index.php?id=676&pg=nt

"ქრისტიან-დემოკრატები" საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის დაკომპლექტების წესის შეცვლისა და მისი დათხოვნის პროცედურის გაწერის ინიციატივით გამოდიან. ლევან ვეფხვაძის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდი პროფესიული ნიშნით უნდა იყოს დაკომპლექტებული და არა - პოლიტიკურით, როგორც ეს დღეს არის. რაც შეეხება დათხოვნის საკითხს - ეს პროცედურა კანონში უნდა აისახოს.

 

]]>
28.01.2009 +0300
"მაგთი" ინტერნეტის მომხმარებელს HSDPA ტექნოლოგიას სთავაზობს index.php?id=678&pg=nt ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია "მაგთიკომის" მობილური ინტერნეტის მომხმარებელს საშუალება ეძლევა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე HSDPA ტექნოლოგიაზე დაფუძნებული, ე. წ. 3.5 თაობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი და იაფი მობილური ინტერნეტით ისარგებლოს. ახალი ტექნოლოგიის პრეზენტაცია სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა. "მაგთი" თავის მომხმარებელს, ინტერნეტპაკეტების სახით, სთავაზობს მობილური ინტერნეტის ყველაზე ხელმისაწვდომ ტარიფებს. მნიშვნელოვანია, რომ ინტერნეტპაკეტებით სარგებლობა შეუძლია "მაგთის" მობილური ინტერნეტის ნებისმიერ მომხმარებელს, განურჩევლად იმისა, თუ რომელი თაობის მობილურით სარგებლობს. ]]> 28.01.2009 +0300 ნაბაკევის მკვიდრი რუსი ჯარისკაცების მსხვერპლი გახდა index.php?id=679&pg=nt

სოფელ ნაბაკევში, ქართველ სამართალდამცავებს ცეცხლი სეპარატისტებმა ჭუბურხინჯიდან გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, შემთხვევის ადგილს ევროპელი დამკვირვებლები სწავლობენ. ამავე სოფლის მკვიდრი კობა მებონია მთვრალი რუსი ჯარისკაცების მსხვერპლი გახდა. ისინი მოკლული მებონიას ოჯახის წევრებს ცხედართან ამ დრომდე არ უშვებენ.

]]>
29.01.2009 +0300
ილია მეორე რუსეთის პატრიარქის ინტრონიზაციაში მონაწილეობას ვერ მიიღებს index.php?id=680&pg=nt

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სმოლენსკისა და კალინინგრადის მიტროპოლიტ კირილს რუსეთის საპატრიარქო ტახტზე არჩევა წერილობით მიულოცა - ჯანმრთელობა, სულიერი სიმტკიცე და ღვთის შეწევნა უსურვა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე რუსეთის პატრიარქის ინტრონიზაციაში მონაწილეობას ვერ მიიღებს; როგორც უწმინდესმა ბრძანა, ექიმებმა მას რამდენიმე დღით საავადმყოფოში დარჩენა ურჩიეს, მოსკოვში საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია გაემგზავრება. ილია მეორემ მრევლს, სამღვდელოებას და მედიკოსებს მასზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა. პატრიაქმა ბრძანა, რომ მალე გამოჯანმრთელდება და კარგად იქნება. 

]]>
29.01.2009 +0300
რუსეთმა ევროსაბჭოსგან სერიოზული გაფრთხილება მიიღო index.php?id=681&pg=nt

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 118 ხმით 25-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველო-რუსეთის ომის შედეგების შესახებ საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის ოქტომბრის რეზოლუციის შესრულებას ეხება. ასამბლეამ ქართული დელეგაციის მიერ რეზოლუციის პროექტში წარმოდგენილი შესწორებების ძირითადი ნაწილი მოიწონა. დოკუმენტში არ იყო გათვალისწინებული რუსეთის მიერ წარმოდგენილი თითქმის არც ერთი არსებითი შესწორება. ქართული მხარის მიერ წარმოდგენილი შესწორების შედეგად, ასამბლეა ადასტურებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. იგი მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს რეგიონებიდან; "ასამბლეა გმობს ე. წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებას რუსეთის მიერ, საერთაშორისო სამართლისა და ევროსაბჭოს პრინციპების გვერდის ავლით". კიდევ ერთი დამატება რეზოლუციაში საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობას ეხება; "რუსეთმა უნდა დაუჭიროს მხარი ეუთო-ს მისიის მუშაობას საქართველოში, არ უნდა შეუშალოს ხელი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობას ე. წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე".

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას მიესალმება და იმედს გამოთქვამს, რომ ოფიციალური მოსკოვი საბოლოოდ შესძლებს საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის - ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულებას. ქართული მხარე ასევე იმედოვნებს, რომ რუსეთის ხელისუფლება ევროპული ორგანიზაციების მკაფიო გზავნილებს გაითვალისწინებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალ რეზოლუციაში ასამბლეა კვლავ ადასტურებს ოქტომბრის რეზოლუციის სრულ მხარდაჭერას და აცხადებს, რომ საქართველომ ასამბლეის მიერ წაყენებული უმეტესი მოთხოვნები შეასრულა, რუსეთმა კი, რეზოლუციის ძირითადი მოთხოვნები არ გაითვალისწინა.

"ევროპამ უკან არ დაიხია; მიუხედავად რუსული მხარის წინააღმდეგობისა, კიდევ ერთხელ მკაფიოდ სთხოვს რუსეთს, უარი თქვას აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, რუსეთის მიმართ სანქციების მიღების საკითხი დადგება", განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროსაბჭო რუსეთს ეთნიკური წმენდის შეჩერებასა და შეიარაღებული ძალების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანას სთხოვს.

ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ვასილ ჭყოიძე რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ევროსაბჭოს რეზოლუციას საქართველოს სერიოზულ მხარდაჭერად აფასებს. როგორც მან განაცხადა, ახალი რეზოლუციის მიმართ სასაყვედურო არაფერი  უნდა გვქონდეს, ვინაიდან მასში ქართული მხარის ყველა  მოთხოვნა აისახა. მისი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ევროსაბჭომ რუსეთისგან კვლავ მოითხოვა აფხაზეთიდან და ე. წ. სამხრეთ ოსეთიდან სამხედრო ძალების გაყვანა, სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების უკან გაწვევა. გარდა ამისა, მიუთითა, რომ ვითარება კონფლიქტის ორივე ზონაში უსაფრთხო არ არის; რუსეთი ბლოკავს საერთაშორისო მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჰუმანიტარული აქციების ორგანიზებას. "რეზოლუცია ევროსაბჭოს მხრიდან საქართველოსთვის სერიოზული მხარდაჭერაა. ევროსაბჭოს რეკომენდაციების შეუსრულებლობას რუსეთის მიმართ სანქციები მოჰყვება", განაცხადა ჭყოიძემ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერ პაატა დავითაიას შეფასებით, რუსეთმა ევროსაბჭოსგან სერიოზული გაფრთხილება მიიღო. მისი თქმით, რეზოლუცია რუსეთ-საქართველოს დიპლომატიურ ფრონტზე სერიოზული წინსვლაა - "მართალია, ევროსაბჭოს დოკუმენტი სარეკომენდაციოა, მაგრამ რუსეთი ვალდებულია, შეასრულოს, თუ ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოებთან თანაცხოვრება სურს".

 

 

]]>
29.01.2009 +0300
პრობლემები, რაც ევროსასამართლომ გაითვალისწინა, აღარ არსებობს index.php?id=687&pg=nt საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე შალვა რამიშვილისა და დავით კოხრეიძის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც სამინისტრო იუწყება, სასამართლოებში და ციხეებში შექმნილი პრობლემები, რაც ევროსასამართლომ ადამიანის უფლებების დარღვევად დაადგინა, ახლა აღარ არსებობს - "2007 წელს, იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე გაუქმდა თბილისის მე-5 საპყრობილე. სასამართლოთა აბსოლუტური უმრავლესობა გარემონტდა და აღიჭურვა თანამედროვე სტანდარტების მიხედვით, სასამართლო დარბაზებში აღარ გამოიყენება რკინის გისოსები. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილების შედეგად, სასამართლო ვალდებულია საქმის გადაცემიდან 24 საათის განმავლობაში იმსჯელოს აღკვეთის ღონისძიების კანონიერებაზე".
]]>
29.01.2009 +0300
მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა სოფელი შავშვები მოინახულა index.php?id=682&pg=nt

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა და მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა სოფელი შავშვები მოინახულეს, სადაც რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, სახლები აშენდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

]]>
29.01.2009 +0300
გია ცაგარეიშვილის აზრით, პარლამენტის უფლებები არ იზრდება index.php?id=684&pg=nt

საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტში წარმოდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტთან დაკავშირებით, "საქართველოს დემოკრატიული პარტიის" გენერალურ მდივან გია ცაგარეიშვილსა და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრ ზურაბ ჯიბღაშვილს შენიშვნები გააჩნიათ. მათი აზრით, პრეზიდენტი ტყუის - პარლამენტის უფლებები არ იზრდება, პრეზიდენტის უფლებები კი, მხოლოდ ერთადერთ ასპექტში მცირდება; ის ფორმალურად იზღუდება პარლამენტის დათხოვნაში. "უნდა განხორციელდეს პრეზიდენტის დისტანცირება აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. მხოლოდ მას შემდეგ ექნება აზრი უნდობლობის გამოცხადების გამარტივებაზე საუბარს, რაც პრეზიდენტი აღარ იქნება მთავრობის ხელმძღვანელი", აცხადებს ცაგარეიშვილი.

 

 

 

 

 

 

 

]]>
29.01.2009 +0300
გრიგოლ ვაშაძე ესპანეთში გაემგზავრა index.php?id=685&pg=nt

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ესპანეთში გაემგზავრა; ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოში ესპანური კაპიტალის მაქსიმალური მოზიდვაა. გრიგოლ ვაშაძე ესპანელ კოლეგას - მიგელ ანხელ მორატინოსს შეხვდება. დაგეგმილია შეხვედრა ესპანურ საწარმო ორგანიზაციათა საბჭოს პრეზიდენტ ხერარდო დიაზ ფერანისთან. "შეხვედრებზე საუბარი სავიზო რეჟიმის გამარტივების, ესპანური კაპიტალის საქართველოში შემოდინების პერსპექტივების და საქართველოს ესპანურ ბაზარზე გასვლის საკითხებს შეეხება", განაცხადა ვაშაძემ. 

]]>
29.01.2009 +0300
მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხების განხილვა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ფუნქციაში შევა index.php?id=686&pg=nt

მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხების განხილვა 2009 წლის 1 თებერვლიდან იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ფუნქციაში შევა. ამ უფლებამოსილებას აქამდე იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატი ახორციელებდა. როგორც პრესკონფერენციაზე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა, მომავალში მომსახურება კიდევ უფრო გაფართოვდება, პირველი თებერვლიდან კი, მოქალაქეები ერთი ფანჯრის პრინციპით ისარგებლებენ. დამატებითი ინფორმაციის მიღება მოქალაქეებს შეუძლიათ სამოქალაქო რეესტრის ცხელ ხაზზე.

]]>
29.01.2009 +0300
ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი index.php?id=688&pg=nt

ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, რომელიც სამ ძირითად მოთხოვნას ითვალისწინებს - ჩატარდეს ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, შეიქმნას სათანადო პირობები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის. დეკლარაციაზე შემდეგმა პარტიებმა მოაწერეს ხელი - "ხალხის პარტია", "კონსერვატიული პარტია", "რესპუბლიკური პარტია", "ახალი მემარჯვენეები", "ქალთა პარტია", "საქართველოს გზა", "მრეწველები", "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო", აგრეთვე - ყოფილი გაერთიანებული ოპოზიციის ყოფილმა ლიდერმა, ლევან გაჩეჩილაძემ.

მემორანდუმს ხელს არ აწერენ "ლეიბორისტები"; ისინი პარლამენტს ნოტარიული წესით დამოწმებულ საიმპიჩმენტო დოკუმენტს წარუდგენენ.

გია ცაგარეიშვილი კი, დეკლარაციას არ იცნობს, რადგან "პარტიისთვის იგი არავის შეუთავაზებია". დეპუტატი ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნას უერთდება.

"ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი მელაშვილი აცხადებს, რომ "დეკლარაციის გაფორმება, პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, განვლილი ეტაპია".

ირაკლი ალასანია ოპოზიციის პრინციპებს იზიარებს; მემორანდუმის მიზნების მისაღწევად, სტრატეგიასა და გეგმას ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ ჩამოაყალიბებს.

“მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ ლიდერი, ზურაბ ნოღაიდელი, აცხადებს, რომ  
"ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები დღის წესრიგში ძალიან მალე დადგება, ჯერ ეს არ არის საზოგადოებრივი შეკვეთა და დოკუმენტს ხელი ამიტომაც არ მოვაწერეთ". 
  
    

]]>
29.01.2009 +0300
რუსეთი აფხაზეთში სამხედრო ბაზების მშენებლობას გეგმავს index.php?id=689&pg=nt

"სეპარატისტულ აფხაზეთში დაგეგმილი რუსული ბაზების მშენებლობის ფარგლებში, შესაძლოა, გუდაუთაში რუსეთის საჰაერო ძალების ბაზა განთავსდეს", იტყობინება "ინტერფაქსი" სამხედრო-დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით - "ბომბორას აეროდრომზე რუსული საჰაერო დაჯგუფების განთავსების საკითხი განიხილება აფხაზურ მხარესთან, ოჩამჩირეში შავი ზღვრის ფლოტის გემების ბაზის შექმნის პარალელურად".

 

]]>
29.01.2009 +0300
ოპოზიცია რადიკალურ გზას ირჩევს index.php?id=691&pg=nt საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ კომენტარი გააკეთა ოპოზიციისა და საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ გაფორმებულ დეკლარაციაზე - "მოსახლეობას, რადიკალიზმზე მეტად, ჩვენი თანამშრომლობა სჭირდება; ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორიც არის ეკონომიკური კრიზისის გადალახვა, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დევნილების უფლებების დაცვა და ოკუპირებული ტეიტორიების დაბრუნება. ეს არის  თემები, სადაც ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ოპოზიციასთან ერთად. ჩვენთვის მთავარია ეს. სამწუხაროა, რომ ოპოზიცია, ამ საკითხებში თანამშრომლობის ნაცვლად, ირჩევს რადიკალური მოთხოვნების გზას, თუმცა, ეს მათი არჩევანია". ]]> 29.01.2009 +0300 მიხეილ სააკაშვილი ფერმის გახსნას დაესწრო index.php?id=692&pg=nt

საქართველოს პრეზიდენტი სოფელ თელეთში ახალი სანაშენე ფერმის გახსნას დაესწრო; მიხეილ სააკაშვილმა ფერმა დაათვალიერა და გაესაუბრა იქ მომუშავე ადამიანებს. მისი განცხადებით, მსოფლიო კრიზისის ფონზე აუცილებელია, რომ მსგავსმა ფერმებმა აქტიურად იმუშაონ. ფერმა ორიენტირებულია რძის წარმოებასა და საქონლის გამრავლებაზე, დასაქმებულია ორმოცი ადგილობრივი მკვიდრი და ხელმძღვანელობის განცხადებით, კიდევ ორმოცდაათი დასაქმდება.

]]>
29.01.2009 +0300
ევროკავშირი მხარს უჭერს ეუთო-ს მისიის მუშაობის გაგრძელებას საქართველოში index.php?id=695&pg=nt

"ევროკავშირი მხარს უჭერს ეუთო-ს ძალისხმევას, მოძებნოს გზა, რათა საქართველოში "უმნიშვნელოვანესი სამუშაო" განაგრძოს", ეს განცხადება ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კარელ შვარცენბერგმა გააკეთა. კენჭისყრაში მონაწილე 56 სახელწმიფოს წარმომადგენლებმა ვერ შესძლეს ერთიანი პოზიციის შემუშავება, რომ საქართველოში ეუთო-ს მისიის მანდატი აღდგენილიყო. ეუთო-ს ბერძნული თავმჯდომარეობა ამჟამადაც აწარმოებს მოლაპარაკებებს საქართველოში მისიის მანდატის ფუნქციონირების აღდგენისთვის. "ევროკავშირი საქართველოში მოვალეობების შესრულების გაგრძელებას აპირებს, მაგრამ ეს ვალდებულება ვერ შეცვლის იქ ეუთო-ს მისიის არსებობასა და ფუნქციონირებას. ჩვენ ვხედავთ, რომ ორივე მისია ერთმანეთს ავსებს", აცხადებს შვარცენბერგი.

 

]]>
29.01.2009 +0300
სტამბულში საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გაიმართება index.php?id=693&pg=nt

ქართველ მეწარმეებსა და ექსპორტიორებს საშუალება ეძლევათ, სტამბულში დაგეგმილ საერთაშორისო გამოფენაში მიიღონ მონაწილეობა. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო ტურისტული გამოფენა 12-15 თებერვალს გაიმართება; მასში 50 ქვეყნის 3 000-მდე კომპანია  მიიღებს მონაწილეობას. გამოფენაზე, ტურიზმის სექტორში დასაქმებულ კომპანიებთან ერთად, წარმოდგენილი იქნებიან კვების პროდუქციის, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებიც.

 

]]>
29.01.2009 +0300
მიხეილ სააკაშვილმა გამოთქვა მზადყოფნა, ითანამშრომლოს ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებთან index.php?id=706&pg=nt საქართველოს პრეზიდენტი ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა; როგორც მან განაცხადა, "ორგანიზაციის მიერ ჩატარებული მამაცური და გულმოდგინე სამუშაოს წყალობით, შესაძლებელი გახდა რუსეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის სამხედრო პირთა მიერ ჩადენილი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების მძიმე დარღვევების სრული სურათის საჯაროდ გამოტანა". მიხეილ სააკაშვილმა გამოთქვა მზადყოფნა, ითანამშრომლოს ადამიანის უფლებათა დამცველ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც საქართველოში არსებულ მდგომარეობას სწავლობენ - "განვითარებადი  დემოკრატიის პირობებში, მივესალმებით ნებისმიერ ძალისხმევას გამჭვირვალობის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერების კუთხით. ჩვენ გულისყურით შევისწავლით ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების შეფასებებს კონფლიქტის დროს საქართველოს მიერ განხორციელებული ქმედებების შესახებ".
]]>
30.01.2009 +0300
თამარაშენში ივანე მაჩაბლის სახლ-მუზეუმი განადგურებულია index.php?id=697&pg=nt

საერთაშორისო ორგანიზაცია "იუნესაიტი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ თამარაშენში ივანე მაჩაბლის სახლ-მუზეუმი განადგურებულია, რასაც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ორგანიზაციის მიერ თანამგზავრის მეშვეობით გადაღებული ფოტოები ადასტურებს. იმის გამო, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ქართველი სპეციალისტების შესვლა შეუძლებელია, გადარჩენილი ნივთების მუზეუმიდან გამოტანა ვერ ხერხდება. საქართველოს კულტურის სამინისტრომ შენობას ორჯერ ჩაუტარა რესტავრაცია. აღდგენილი მუზეუმი პირველად სეპარატისტებმა აგვისტოს ომამდე დააზიანეს, რის გამოც ხელახალი აღდგენა გახდა საჭირო. რუსეთ-საქართველოს ომის დროს კი, მთლიანად განადგურდა. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე კულტურის სხვა ძეგლებს, მათი მდგომარეობის  შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი.

 

 

]]>
30.01.2009 +0300
ცხინვალში აცხადებენ, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციას "ყურად არავინ იღებს" index.php?id=698&pg=nt ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის განცხადებით, "ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია არანაირ როლს არ თამაშობს"; როგორც ცხინვალის ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის დე ფაქტო კომიტეტი იუწყება, ეს განცხადება დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე იური ძიცოითმა გააკეთა. მისი თქმით, "გადაწყვეტილება სარეკომენდაციო ხასიათისაა და მას ყურად არავინ იღებს". 
]]>
30.01.2009 +0300
სერგეი ბაღაფში სერგეი ლავროვს შეხვდა index.php?id=700&pg=nt

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და სოხუმის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა რუსეთსა და აფაზეთს შორის სრულფორმატიანი სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის დამყარების საკითხი განიხილეს; როგორც რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, შეხვედრა მოსკოვში 29 იანვარს შედგა. სერგეი ლავროვმა და სერგეი ბაღაფშმა ორმხრივი შეთანხმებების პროექტების მომზადების მიმდინარეობაზე იმსჯელეს, კერძოდ - უსაფრთხოების სფეროში, ასევე - კავკასიაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ასპექტებზე, გაერო-ს უშიშროების საბჭოზე აფხაზეთის ყოფნის ახალი პარამეტრებისა და ჟენევის დისკუსიების მომდევნო რაუნდის საკითხებზე.

]]>
30.01.2009 +0300
გიგი უგულავამ ბეტონის ქარხანა მოინახულა index.php?id=707&pg=nt

თბილისის მერმა, დიდუბის რაიონში, ბეტონის ქარხანა მოინახულა, რომელიც მერიის ინიციატივითა და დაკვეთით დედაქალაქის გზებისთვის ბეტონის თვალამრიდ ქვებს დაამზადებს; ქალაქის მთავრობას მსგავსი პროდუქციის შემოტანა ჩინეთიდან უხდებოდა. "ოშკი+" ქართულ ბაზარზე სამი წლის წინ დამკვიდრდა და წარმოების პროცესში აქტიურადაა ჩართული. 
 

 

]]>
30.01.2009 +0300
საქართველოში რუსეთის შესახებ ძალიან დიდი, გამოუყენებელი ცოდნაა index.php?id=709&pg=nt თბილისში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემსწავლელი ცენტრი შეიქმნა, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობებში არსებული პრობლემების სიღრმისეულ კვლევებს ჩაატარებს. "საქართველოში რუსეთის შესახებ ძალიან დიდი, გამოუყენებელი ცოდნაა და ამ ცოდნის სწორი მიმართულებით მიმართვა ძალიან მნიშვნელოვანია", განაცხადა ცენტრის დირექტორმა, ბაკურ კვაშელავამ. ცენტრის ექსპერტ თორნიკე შარაშენიძის განმარტებით, "კვლევები მიმდინარეობს შემდეგი მიმართულებებით - რუსეთის საგარეო პოლიტიკა, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტები აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთში და დემოკრატიული მდგომარეობა რუსეთში". ზემოაღნიშნული კვლევები "სოროსის ფონდის" დაფინანსებით ხორციელდება. ცენტრის ხელმძღვანელების განცხადებით, დაფინანსების გაგრძელების შემთხვევაში, ანალოგიური კვლევები სხვა მიმართულებებითაც ჩატარდება და რუსულადაც ითარგმნება. თბილისში დაარსებული ცენტრი თანამშრომლობას მოსკოვის კარნეგის ცენტრთან და საქართველოს ხელისუფლებასთან გეგმავს. ]]> 30.01.2009 +0300 მსოფლიო ბანკის დელეგაცია საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს index.php?id=702&pg=nt

მსოფლიო ბანკის დელეგაცია, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში შიგეო კაცუს მეთაურობით, შეხვედრებს გამართავს სახელმწიფო მინისტრთან რეგიონული საკითხების დარგში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობების შემსრულებელთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. დელეგაცია, გასული ორი დღის განმავლობაში, მაღალი დონის მოლაპარაკებებს აწარმოებდა მთავრობასთან, რომელსაც წარუდგინა სამხრეთ კავკასიაში ახალი რეგიონული დირექტორი ასად ალამი. მსოფლიო ბანკის დელეგაცია შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პირველ ვიცე-პრემიერსა და ფინანსთა, ეკონომიკისა და ჯანდაცვის მინისტრებს, ასევე - დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

 

]]>
30.01.2009 +0300
ეკა ბესელია ხელისუფლებას ადანაშაულებს index.php?id=708&pg=nt

ეკა ბესელია ხელისუფლებას საპატრიარქოს წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიის წარმოებაში ადანაშაულებს; როგორც "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, "ხელისუფლება საპატრიარქოს წინააღმდეგ "თავისუფლების ინსტიტუტს" იყენებს, რომელსაც სასათბურე პირობები შეუქმნა; მათ მიზნად აქვთ დასახული ახალი, ჰიბრიდული ჯიშის ქართველების შექმნა. ისინი აწარმოებენ კამპანიას, რომელიც საპატრიარქოს პოზიციას, მონარქისტულ იდეასთან, სამეფო ქორწინებასთან და "დიდ ათეულთან" დაკავშირებით, უპირისპირდება. "თავისუფლების ინსტიტუტის" წარმომადგენლები ღიად გამოდიან და არ ფარავენ, დაიწყონ კონფრონტაცია საპატრიარქოსთან; ეს ყველაფერი კი ისე გააკეთონ, თითქოს საზოგადოება და საპატრიარქო ერთმანეთს უპირისპირდება".

]]>
30.01.2009 +0300
რუსეთის მარცხს რუსული მედიაც აღიარებს index.php?id=703&pg=nt

სტრასბურგში რუსეთის მარცხს რუსული მედიაც აღიარებს; რამდენიმე გამოცემა წერს, რომ ევროსაბჭოს ახალი რეზოლუცია საერთაშორისო გაერთიანებაში რუსეთის ავტორიტეტის შელახვის ნიშანია. მიმომხილველების განცხადებით, საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს ყველა მოთხოვნა გაითვალისწინა, რუსეთის კი - უგულვებელყო. ოფიციალური მოსკოვისთვის ყველაზე დიდი მარცხი რეზოლუციის ის პუნქტები გახდა, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთმა აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება უკან უნდა გაიწვიოს. "ჯერ კიდევ 6 თვის წინ რუსეთის დელეგაცია საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრი იყო, გუშინდელმა დებატებმა საპირისპირო აჩვენა, - წერს გავლენიანი "კომერსანტი", - რუსეთს ყოველთვის შეეძლო აღეკვეთა მისთვის არასასურველი რეზოლუციების მიღება, დღეს კი, ყოფილი მომხრეებიც და პარტნიორებიც მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მოსკოვის ინტერესების საჯაროდ დაცვა უხერხულია".

 

 

]]>
30.01.2009 +0300
სოზარ სუბარი დავით ჭაკუას დაჯარიმებას ითხოვს index.php?id=711&pg=nt

სახალხო დამცველის განცხადებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც მსჯავრდებულთა ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხებს განიხილავს, მხოლოდ ქაღალდზე არსებობს და რეალურად არ იკრიბება. სოზარ სუბარის თქმით, ჩატარდა აღნიშნული კომისიის სხდომა, სადაც შალვა რამიშვილის საკითხი განიხილეს; მიუხედავად თხოვნისა, რომ კომისიის შეკრების შესახებ სახალხო დამცველის აპარატისთვის ეცნობებინათ, რათა მათ მონიტორინგი განეხორციელებინათ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა თხოვნა არ გაითვალისწინა - "დავით ჭაკუამ სხდომის შესახებ არ გვაცნობა, რის გამოც დაირღვა სახალხო დამცველის მიმართ კანონით მინიჭებული უფლებები, არ არსებობს სხდომის ოქმებიც". სოზარ სუბარი დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის დაჯარიმებას ითხოვს.

 

]]>
30.01.2009 +0300
ქართული მხარე იმედს გამოთქვამს, რომ ბელორუსის პარლამენტი გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს index.php?id=715&pg=nt

ბელორუსის პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების საკითხის განხილვას აპირებს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიას განცხადებით, წინასწარი შეფასების გაკეთება შეუძლებელია, მაგრამ მსჯელობა და განხილვა არ ნიშნავს, რომ აღიარება აუცილებლად მოხდება - "საქართველოს ესმის, თუ რა დიდი წნეხის ქვეშ იმყოფება ბელორუსი რუსეთის მხრიდან, რადგან მისი ეკონომიკა სრულად არის მიბმული რუსულ გაზზე". ქართული მხარე იმედს გამოთქვამს, რომ ბელორუსის პარლამენტი გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს და არ დაუშვებს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას. 

]]>
02.02.2009 +0300
ვიტალი ჩურკინი ქართველ კოლეგებთან შესახვედრად მზად არის index.php?id=716&pg=nt

გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის, ვიტალი ჩურკინის, განცხადებით, "რუსი დიპლომატები ქართველ კოლეგებთან შესახვედრად მზად არიან, თუ მათ, რა თქმა უნდა, ამის სურვილი აქვთ; თუ ქართველი დიპლომატები აქ, ნიუ-იორკში, ჩვენთან შეხვედრას მოინდომებენ, ჩვენ მათგან დამალვას არ ვაპირებთ".

ქართული მხარე რუსეთთან კონსტრუქციული, შედეგზე ორიენტირებული დიალოგისთვის მზად არის; ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღონიამ განაცხადა - "ამისთვის სამი უბრალო პირობა არსებობს - რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღიარება". 

 

 


 

]]>
02.02.2009 +0300
საქართველოში ესპანეთის საელჩო გაიხსნება index.php?id=717&pg=nt

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის ესპანეთში ვიზიტს საგარეო უწყებაში წარმატებულად და შედეგიანად აფასებენ. ოფიციალური შეხვედრების დროს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობის, აგრეთვე - რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის ჩატარების აუცილებლობის საკითხები განიხილეს. ესპანურმა მხარემ დაადასტურა, რომ საქართველოში ესპანეთის საელჩო გაიხსნება.


 

]]>
02.02.2009 +0300
მინისტრთა კაბინეტის კანდიდატურები პარლამენტს წარედგინა index.php?id=718&pg=nt

მინისტრთა კაბინეტის კანდიდატურების სია პარლამენტში შევიდა და ბიუროს წარედგინა; კომიტეტებში განხილვის შემდეგ, კანონმდებლები პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე - ნიკა გილაურის, ფინანსთა მინისტრის - კახა ბაინდურაშვილის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის - დავით ტყეშელაშვილის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის - დიმიტრი შაშკინის კანდიდატურებს განიხილავენ. პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული  შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.

 

 

]]>
02.02.2009 +0300
რუსეთი დაინტერესებულია აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით index.php?id=720&pg=nt

ოფიციალური მოსკოვი სეპარატისტულ აფხაზეთთან ხელმოსაწერად 20-მდე ხელშეკრულებას ამზადებს. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება სუვერენული საქმეა. რა თქმა უნდა, დაინტერესებულნი ვართ, რომ ჩვენი პარტნიორები ამ ნაბიჯზე წავიდნენ, მათ ეს კარგად იციან. თუმცა, მათზე ზეწოლის მოხდენა არ  შეგვიძლია და არ მოვახდენთ, რაზეც არაერთხელ განვაცხადეთ". მისი განმარტებით, ოფიციალური აღიარების არარსებობა ხელს არ შეუშლის კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრებს სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობების დამყარებაში.

 


 

]]>
02.02.2009 +0300
აფხაზურმა ადმინისტრაციამ რუს სამხედროებს სოფელ ფიჩორში მიწა გადასცა index.php?id=721&pg=nt გალის რაიონის აფხაზურმა ადმინისტრაციამ რუს მაღალჩინოსან სამხედროებს სოფელ ფიჩორში 5 ჰექტარი მიწა გადასცა; ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ინფორმირებულმა წყარომ გალის რაიონიდან აცნობა - "რუსი სამხედროები, მიწის ნაკვეთის ოფიციალურად გადაცემის შემდეგ, მშენებლობის დაწყებას გეგმავენ". მისივე ინფორმაციით, სოფელ სიდაში რუსული სამხედრო ნაწილის გაძლიერება მიმდინარეობს, სოფელ ნაბაკევში კი - "სოფლის გამგებელს გამოუცხდეს, რომ მოსახლეობამ სამხედრო ნაწილიდან სამი კილომეტრის რადიუსში ტერიტორია უნდა დაცალოს". ]]> 02.02.2009 +0300 ევროკავშირი სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების საკითხებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს index.php?id=722&pg=nt

ევროკავშირის საგარეო და პოლიტიკური უსაფრთხოების უმაღლესი კომისრის - ჰავიერ სოლანას განცხადებით, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ევროკავშირი სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების საკითხებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს - "საქართველოს კრიზისმა აჩვენა, რომ გადაუჭრელი კონფლიქტები წლების შემდეგაც კი საშიშია და კონფლიქტის საომარი გზით გადაწყვეტა - მიზანშეწონილი არ არის. ევროკავშირს სურს, ითანამშრომლოს არა მარტო რეგიონის ქვეყნებთან, არამედ - რუსეთთან, თურქეთთან და აშშ-სთანაც. ორგანიზაციას სტაბილურობის ძირითად გზად ყველა მხარესთან კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელება მიაჩნია".  

 

]]>
02.02.2009 +0300
ქართული მხარე შეიარაღებიდან კასეტური ბომბების ამოღებას არ აპირებს index.php?id=723&pg=nt

ქართული მხარე სამხედრო შეიარაღებიდან კასეტური ბომბების ამოღებას, შესაბამის საერთაშორისო კონვენციასთან მიერთებას და ევროპელი პარლამენტარების რეკომენდაციების გათვალისწინებას არ აპირებს. დეპუტატ გოკა გაბაშვილის განცხადებით, სანამ საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, საქართველო კასეტური ბომბების გამოუყენებლობის შესახებ საერთაშორისო კონვენციას არ შეურთდება". აღნიშნულ კონვენციასთან საქართველოს მიერთების საკითხი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე განხილვის ერთ-ერთი თემა იყო.

 

]]>
02.02.2009 +0300
მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო ენერგოსისტემაში არსებული ვითარებით დაინტერესდა index.php?id=725&pg=nt

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემის სადისპეტჩეროს ეწვია, საიდანაც მთლიანი საქართველოს ენერგოსისტემის მართვა ხორციელდება. პრეზიდენტი დაინტერესდა ენერგოსისტემაში არსებული ვითარებით; მან პასუხები ენერგეტიკის მინისტრისგან მოისმინა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ავარიებისა და გათიშვების ალბათობა მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი. ალექსანდრე ხეთაგურის განმარტებით კი, "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ავარიებისთვის ყოველთვის მზად იყო, არის და იქნება". 

]]>
02.02.2009 +0300
იუსტიციის სამინისტროს სისტემაში პროკურატურის შესვლა ევროპისთვის მისაღები მოდელია index.php?id=724&pg=nt

ვენეციის კომისიის წევრებმა გენერალური პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს გაერთიანების შესახებ განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებები მოიწონეს, განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა. მისი თქმით, კომისიის ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემაში პროკურატურის შესვლა ევროპისთვის მისაღები მოდელია და რომ ამ მხრივ კითხვები არ აქვთ; მათი მიზანია, დარწმუნდნენ პროკურორის დამოუკიდებლობის სამართლებრივი გარანტიების არსებობაში, რაზეც ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

]]>
02.02.2009 +0300
"ურიელ აკოსტა" 80 წლის გახდა index.php?id=729&pg=nt

ლეგენდარული სპექტაკლი "ურიელ აკოსტა", რომელიც 1929 წლის 3 თებერვალს ქუთაის-ბათუმის დასმა დადგა,  80 წლის გახდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სპექტაკლს მარჯანიშვილის თეატრის დიდი სცენა დაეთმო.

 

]]>
04.02.2009 +0300
მიხეილ სააკაშვილი მიესალმება დიმიტრი შაშკინის კანდიდატურას index.php?id=726&pg=nt

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ახალმა პრემიერ-მინისტრმა წარადგინა მთავრობის უცვლელი შემადგენლობა იმ გამონაკლისით, რომ ფინანსთა მინისტრი ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე კახა ბაინდურაშვილი გახდება. მისი თქმით, მთავრობას ემატება პენიტენციალური სამინისტრო და იგი მიესალმება მინისტრის თანამდებობაზე დიმიტრი შაშკინის კანდიდატურის წარდგენას, რომელიც ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის ადგილობრივ ხელმძღვანელად მუშაობს - პარტიებს შორის დიალოგის საკითხზე. სააკაშვილის განმარტებით, მნიშვნელოვანია დიალოგი ყველაზე პატარა ჯგუფებს შორის, მათ შორის - რადიკალებსა და ზომიერ ჯგუფებს შორის და ერთ-ერთი, ვინც ამას შეძლებს, არის დიმიტრი შაშკინი, რომელიც ყველა პარტიასთან თანაბარ დისტანციაზეა, რომელსაც ესმის ყველას ენა - " ვფიქრობ, რომ ეს დაეხმარება მთავრობას, გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმების მეორე ტალღის განხორციელება". პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველა დაპირება უნდა  შესრულდეს; მთავრობას ახლა ჭირდება სტაბილურობა და ამ პერიოდში არ არის სასურველი საკადრო რყევები. 

]]>
02.02.2009 +0300
პარლამენტი მთავრობას ნდობას 6 თებერვალს გამოუცხადებს index.php?id=727&pg=nt

პარლამენტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ მთავრობის პროგრამამ, კომიტეტებისა და ფრაქციების რეკომენდაციებით, ცვლილებები განიცადოს; ამის შესახებ მან პარლამენტის ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა. მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პარლამენტი ნდობას 6 თებერვლის რიგგარეშე სხდომაზე გამოუცხადებს. დავით ბაქრაძემ ყოფილ პრემიერ გეგა მგალობლიშვილს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ იგი მალე გამოჯანმრთელდება და სახელმწიფო სამსახურს დაუბრუნდება.   
 

]]>
02.02.2009 +0300
ნიკა გილაურმა დავით ბაქრაძეს მთავრობის სტრატეგიული მიმართულებები გააცნო index.php?id=728&pg=nt

მომავალ პრემიერს მხოლოდ ერთი პრიორიტეტი ექნება - უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლა; ამის შესახებ ნიკა გილაურმა პარლამენტის ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა - "არც ათი, არც ხუთი და არც ორი პრიორიტეტი მე პირადად არ მექნება, მექნება ერთადერთი პრიორიტეტი - უმუშევრობასთან ბრძოლა, სამუშაო ადგილების შექმნა და შენარჩუნება". მისი განმარტებით, მთავრობის ახალი პროგრამის მიმართულება კვლავ "ერთიანი საქართველო - სიღარიბის გარეშეა", თუმცა, მასში შესულია მცირე ცვლილებები, გლობალური ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე.

 

]]>
02.02.2009 +0300
მოსკოვში ქართული დიასპორის ყრილობა გაიმართება index.php?id=730&pg=nt

მოსკოვში, "რუსეთში ქართველთა კავშირის" თავმჯდომარე მიხეილ ხუბუტიას ინიციატივით, ქართული დიასპორის ყრილობა გაიმართება, რომელიც სოციალურ პრობლემებს მიეძღვნება. ხუბუტიას განცხადებით, ყრილობაზე მიწვეულია მხოლოდ ის ხალხი, ვინც საჭიროდ ჩათვალეს - "ვადასტურებ, რომ მოსაწვევი ყველა ქართველს არ მიუღია, თუმცა ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ". რუსეთში მცხოვრებ ქართველებთან ერთად, ყრილობაზე მიწვეულნი არიან რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი პირები, მათ შორის - პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი და რუსეთის კულტურული ელიტა.

ქართული სათვისტომოს ვიცე-პრეზიდენტ როინ კონჯარიას განცხადებით კი, ყრილობაში რუსეთში მოქმედი ბევრი ქართული ორგანიზაცია არ მონაწილეობს - "ქართველთა კავშირი ორი წლის წინ შეიქმნა და რუსეთის ხელისუფლების კეთილგანწყობა საკმაოდ სწრაფად მოიპოვა; რადგან კავშირში ფიქრობენ, რომ საქართველოს მომავალი მხოლოდ რუსეთთან ერთად აქვს. ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ ქვეყნის გადარჩენა მხოლოდ დასავლეთთან მჭიდრო ინტეგრაციის პირობებშია შესაძლებელი".

]]>
03.02.2009 +0300
საპარლამენტო კომიტეტები მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვას იწყებენ index.php?id=733&pg=nt

პარლამენტის საგაზაფხულო სესიას ბიუროს სხდომა გახსნის. დეპუტატები საგაზაფხულო სესიის განმავლობაში განსახილველ საკანონმდებლო საკითხებზე იმსჯელებენ და მუშაობის გეგმაზე შეჯერდებიან.

საპარლამენტო კომიტეტები კი, საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვას იწყებენ. დაგეგმილია უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის, ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა,  რომელზეც მინისტრთა კაბინეტს მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი წარადგენს.


 

]]>
03.02.2009 +0300
რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაარღვია index.php?id=732&pg=nt

ოფიციალური მოსკოვი საქართველოსთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების აუცილებლობაზე საუბრობს; როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ამის შესახებ მინისტრის მოადგილე ალექსანდრე გრუშკომ მოსკოვში, ევროკავშირის ელჩების "სამეულთან" გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. "შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქართული მხარის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკების წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიული ვალდებულების შეთახმების გაფორმების აუცილებლობაზე", ნათქვამია განცხადებაში.

ქართული მხარე რუსეთის მოთხოვნას ეხმიანება; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, "თუ ვინმემ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაარღვია, ეს - რუსეთია. რუსეთისგან განსხვავებით, საქართველო ამ შეთანხმებებს პირნათლად ასრულებს. იმ სახელმწიფოს მხრიდან კი, რომელიც უამრავ ქვეყანაში შეჭრილა, ასეთი განცხადებები მიუღებელია".

 

]]>
03.02.2009 +0300
საქართველო მზად არის, განახორციელოს ევროკავშირის საავიაციო წესების დიდი ნაწილი index.php?id=731&pg=nt

ევროკომისიამ, საქართველოსთან საერთო საავიაციო სივრცეზე მოლაპარაკებების დაწყების მიზნით, ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს დირექტივები შესთავაზა, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირ-საქართველოს საერთო საავიაციო სივრცის შექმნას. საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის ინფორმაციით, საქართველო მზად არის, საკუთარი კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაცია მოახდინოს და განახორციელოს ევროკავშირის საავიაციო წესების დიდი ნაწილი. აღნიშნული ხელშეკრულება ევროკავშირსა და მის მეზობლებს შორის 2010 წლისთვის "საერთო საავიაციო სივრცის" შექმნის პირველი ნაბიჯია. 

 

]]>
03.02.2009 +0300
ბრიუსელში საქართველო-ნატო-ს ურთიერთობის საკითხი განიხილება index.php?id=735&pg=nt

საქართველო-ნატოს კომისიის მორიგ სხდომაზე საქართველო-ნატო-ს ურთიერთობის საკითხი განიხილება. ბრიუსელში იმყოფება საქართველოს დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის ხელმძღვანელობით. დელეგაციის წევრები არიან - თავდაცვის მინისტრი დავით სიხარულიძე და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე. აღნიშნული კომისიის სხდომაზე განიხილება საქართველოს მიერ ინდივიდუალური პარტნიორობის გეგმის შესრულების საკითხი; ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ქართული დელეგაციის ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრა.

 

]]>
04.02.2009 +0300
გაერო-ს უშიშროების საბჭოზე საქართველოს საკითხს განიხილავენ index.php?id=736&pg=nt

ქართული მხარე იმედოვნებს, რომ გაერო-ში პარტნიორი ქვეყნები რუსეთს დაარწმუნებენ, არ მოახდინოს აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტური ზონების იზოლირება საერთაშორისო მონიტორინგისგან; განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ. მისი თქმით, შესაძლებელია, გაერო-ს გენერალური მდივნის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოში ორგანიზაციის სამხედრო დამკვირვებელთა მისიის მუშაობის შესახებ რეკომენდაციებიც იყოს ჩადებული. დავით ჯალაღანიას განმარტებით, საქართველო დაინტერესებულია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მონიტორინგი განხორციელდეს და ამ მიმართულებით აგრძელებს კონსულტაციებს პარტნიორებთან. 9 თებერვალს დაგეგმილია გაერო-ს უშიშროების საბჭოზე საქართველოს საკითხის განხილვა.

საქართველო არ დაუშვებს, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭომ 1993 წლის მსგავსი რეზოლუცია მიიღოს, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. გრიგოლ ვაშაძე არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა ვეტო დაადოს რეზოლუციას აგვისტოს ომთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ საქართველო მაქსიმალურად უნდა შეეცადოს გაერო-ს მისიის საქართველოში შენარჩუნებას - "რეზოლუციაში აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, უნდა იყოს ასახული გაერო-ს მისიის გაგრძელების აუცილებლობა და დევნილების ღირსეულად დაბრუნება. საქართველოს ხელისუფლებამ არ უნდა დაუტოვოს მემკვიდრეებს ისეთი პოზიციები, რომლებიც  ქვეყნის დეოკუპაციას გაართულებს".

 


 

]]>
03.02.2009 +0300
თებერვალში მორიგი შეწყალება იგეგმება index.php?id=737&pg=nt

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი არსენიშვილის ინფორმაციით, თებერვალში მორიგი შეწყალება იგეგმება; გადაწყვეტილებას პრეზიდენტთან არსებული შეწყალების კომისია მიიღებს. არსენიშვილის განცხადებით, შეწყალება ლიბერალიზაციისა და მიმდინარე დემოკრატიული პროცესების განვითარების ძალიან კარგი მაგალითია, რაც სახელმწიფოს ვალდებულებად აქვს აღებული.

]]>
03.02.2009 +0300
დიმიტრი შაშკინი საზოგადოების ყველა ჯგუფთან დიალოგისთვის მზად არის index.php?id=739&pg=nt

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრობის კანდიდატი დიმიტრი შაშკინი მზად არის, რეფორმებთან დაკავშირებით დიალოგი საზოგადოების ყველა ჯგუფთან აწარმოოს; ამის შესახებ მან საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის და დიასპორებთან ურთიერთობის საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა - "აუცილებელია, გაგრძელდეს რეფორმები როგორც პენიტენციალურ სისტემაში, ისე - პრობაციისა და იურიდიული დახმარების მიმართულებით. ერთად უნდა გამოიძებნოს გამოსავალი და გადაიჭრას პრობლემები, რომლებიც სისტემაში არსებობს". შაშკინმა უწყების საქმიანობაში სამოქალაქო სექტორთან ურთიერთობისა და ეკლესიის როლის გაძლიერების საკითხებს გაუსვა ხაზი. სხდომაზე მთავრობისა და სამოქმედო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილეს. 

 

]]>
03.02.2009 +0300
რუსულ-ქართული საზოგადოებრივი კომისია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხს მინსკში განიხილავს index.php?id=740&pg=nt რუსულ-ქართული საზოგადოებრივი კომისიის წევრები 6 თებერვალს მინსკში შეხვდებიან და აგვისტოს ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხს განიხილავენ. "საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა მოგვაწოდეს იმ სამხედრო მოსამსახურეების სია, რომლებიც აგვისტოს კონფლიქტის დროს დაიკარგნენ. ჩვენ ეს სიები შევაჯერეთ და ინფორმაცია მინსკის შეხვედრაზე მიგვაქვს. იმედი გვაქვს, შეხვედრა შედეგიანი იქნება", განაცხადა კომისიის თანათავმჯდომარე მალხაზ გულაშვილმა. მისი თქმით, შეხვედრის მიზანი ადამიანის უფლებების დაცვა და დევნილებთან დაკავშირებით სამომავლო გეგმის შემუშავებაა - "ვფიქრობთ, მოვთხოვოთ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას კომპენსაცია იმ ზარალისთვის, რომელიც აგვისტოს ომის დროს მოსახლეობას მიაყენა, ხოლო მომავალში, ალბათ, საუბარი უნდა იყოს დევნილების დაბრუნებაზე". მამუკა არეშიძის ინფორმაციით, მინსკის შეხვედრის მთავარი საკითხები იქნება როგორც სავარაუდო ცოცხალთა მოძიება, ასევე - სამარხების მოძიება და იმ ადამიანების ბედის გარკვევა, რომლებიც ომის დასრულების შემდეგ გარდაიცვალნენ - "რაც შეეხება ომის შემდეგ დახვრეტილ ადამიანებს, ჩვენ მათზე ინფორმაცია გვაქვს, თუმცა, ამჯერად, მხოლოდ "ჰუმან რაითს ვოჩის" მონაცემებს დავეყრდნობით, რომელთა მიხედვითაც, ომის შემდეგ ორი ადამიანია დახვრეტილი. ჩვენ მიგვაქვს ვიდეომასალაც, რომელზეც ჩანს, რომ რამდენიმე ქართველი ტყვე ომის დასრულების შემდეგ ცოცხალი იყო". რუსეთის მხრიდან მინსკის შეხვედრაში მონაწილეობს ხუთი წარმომადგენელი, მათ შორის - რუსული მხარის თანათავმჯდომარე ალექსანდრ შევჩენკო და სპეციალური ჯგუფის - "პოისკ" - ხელმძღვანელი ალექსანდრე მუკამულოვი.
]]>
03.02.2009 +0300
განათლების სამინისტრო დისციპლინური მოსწრების აკადემიურ მოსწრებასთან მიბმას გეგმავს index.php?id=741&pg=nt

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში "დისციპლინური მოსწრების აკადემიურ მოსწრებასთან მიბმას გეგმავს"; ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატმა ნიკა გვარამიამ საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სამომავლო გეგმებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, პასუხისმგებლობა მხოლოდ სკოლას ვერ დაეკისრება, ამიტომ აუცილებლად უნდა გაიზარდოს მშობლის როლი, პარალელურად - კლასის დამრიგებლის როლი.

]]>
03.02.2009 +0300
გრიგოლ ვაშაძე პრიორიტეტებს ასახელებს index.php?id=742&pg=nt გრიგოლ ვაშაძე საგარეო უწყების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად ქვეყანაში ისეთი ვითარების შექმნას ასახელებს, რომელიც ქვეყანას საბოლოო დეოკუპაციამდე მიიყვანს; მან ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის და დიასპორებთან ურთიერთობის საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილეს. მისი თქმით, ქვეყანაში უნდა შეიქმნას ისეთი უსაფრთხო სისტემა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს და ინვესტიციებისთვის მიმზიდველს გახდის, ასევე - უნდა შეიქმნას იმის გარანტიები, რომ საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს. ვაშაძემ განსაკუთრებული ყურადღება ეკონომიკურ ვითარებაზე გაამახვილა და პარალელები გაავლო რუსეთში არსებულ ვითარებასთან, სადაც, საქართველოსთან შედარებით, კრიზისული მდგომარეობაა - "ქვეყანა ჩაბმულია რუსეთთან როგორც ეკონომიკურ, ისე იდეოლოგიურ შეჯიბრში".
]]>
03.02.2009 +0300
"კონსერვატიული პარტია" საზოგადოებრივი კომისიის შექმნას მოითხოვს index.php?id=743&pg=nt

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით, მისი მეგობრები, თანაგუნდელები და ოჯახის წევრები დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში შეიკრიბნენ. "ზურაბ ჟვანია ცოცხალი რომ ყოფილიყო, ზეგავლენას მოახდენდა პოლიტიკურ პროცესებზე, გარკვეულ კორექტირებას შეიტანდა რეალობაში", აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ. "რაც უფრო გადის დრო, უფრო ვგრძნობ მის არყოფნას და იმას, როგორ გვჭირდებოდა ქვეყანაში", განაცხადა ელენე თევდორაძემ. დავით ტყეშელაშვილის თქმით კი, "დღევანდელი დღე ტრაგიკულია როგორც ზურაბ ჟვანიას ოჯახისა და მეგობრებისთვის, ისე - მთლიანად საქართველოსთვის".

"კონსერვატიული პარტია" მოითხოვს, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, შეიქმნას საზოგადოებრივი კომისია, რომელიც გამოძიებას ბოლომდე მიიყვანს, განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბეჟან გუნავამ. მისი თქმით, საზოგადოების მხრიდან ობიექტური გამოძიების ჩატარების დაკვეთა არსებობს.

 

 

]]>
03.02.2009 +0300
ესტონელმა პარლამენტარებმა დეოკუპირებული სოფლები მოინახულეს index.php?id=744&pg=nt

საქართველოში მყოფი ესტონეთის საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლები გორს ესტუმრნენ და შიდა ქართლის გუბერნატორ ლადო ვარძელაშვილს შეხვდნენ, რომლისგანაც მიიღეს დეტალური ინფორმაცია აგვისტოს ომის შემდეგ რეგიონში არსებული ვითარების შესახებ. გუბერნატორმა დეოკუპირებულ სოფლებში გახშირებულ პროვოკაციებსა და ევროკავშირის დამკვირვებლების მანდატის გაფართოების აუცილებლობაზე ისაუბრა. "დღეს ერვოკავშირის მონიტორთა მანდატი მხოლოდ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვრცელდება. დელეგაციის წარმომადგენლები დაგვპირდნენ, რომ ესტონეთი მხარს დაუჭერს დამკვირვებელთა მანდატის გაფართოებას", განაცხადა ვარძელაშვილმა. ესტონელი პარლამენტარები დეოკუპირებულ სოფლებში გაემგზავრნენ, ვითარების ადგილზე გაცნობის მიზნით.

]]>
03.02.2009 +0300
რუსეთის ეკლესია გააგრძელებს საქართველოს ეკლესიის მთლიანობის მხარდაჭერას index.php?id=746&pg=nt

რუსეთის პატრიარქმა საკუთარ რეზიდენციაში საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის წარმომადგენლები მიიღო, რომლებიც მოსკოვში პატრიარქის ინტრონიზაციასთან დაკავშირებით ჩავიდნენ. რუსეთის პატრიარქმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე განსაკუთრებული სიყვარულით მოიხსენია და მასთან ურთიერთობის დეტალები გაიხსენა; კერძოდ, წლების წინ რუსეთის ეკლესიის ამჟამინდელი წინამძღოლი კირილი ავღანეთში საბჭოთა ჯარების შეყვანას აპროტესტებდა, ამ საკითხში მას მხოლოდ ილია მეორემ დაუჭირა მხარი. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზეც ისაუბრეს. "ეკლესია არ უნდა იყოს პოლიტიკური კონიუქტურის მატარებელი, არამედ - ქრისტიანული სინდისიდან გამომდინარე უნდა მოქმედებდეს", ბრძანა რუსეთის პატრიარქმა. საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციამ რუსეთის პატრიარქს ილია მეორისგან საჩუქარი - ხელნაკეთი კანდელი გადასცა. თავის მხრივ, კირილმა ილია მეორეს ღვთისმშობლის ხატი გამოუგზავნა. შეხვედრის შემდეგ, ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, მეუფე თეოდორემ, განაცხადა, რომ რუსეთის ეკლესია გააგრძელებს საქართველოს ეკლესიის მთლიანობის მხარდაჭერას.

 

]]>
03.02.2009 +0300
დავით ბაქრაძე პიერ მორელის შეხვდა index.php?id=745&pg=nt

საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარებაში ევროკავშირის როლის გაზრდაზე ისაუბრეს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ და ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა პიერ მორელიმ. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთის მხრიდან შესაძლო პროვოკაციების თაობაზე, რაც კვლავ მაღალი რისკის ფაქტორს წარმოადგენს, ასევე - პრევენციულ ღონისძიებებზე. მორელიმ აღნიშნა, რომ აუცილებელია მხარეებს შორის ნდობის აღდგენა, რასაც ხელს შეუწყობს ჟენევის ფორმატში მოლაპარაკებათა გაგრძელება. მხარეებმა ისაუბრეს გაერო-ს როლზე კონფლიქტების მოგვარების საქმეში და განიხილეს აფხაზეთში მისიის ფორმატთან დაკავშირებული საკითხები. დავით ბაქრაძემ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს "დავითაიას კომისიის" მიერ გაწეული სამუშაო და შედეგები გააცნო; მორელიმ აღნიშნა, რომ კომისიის მუშაობა ევროკავშირის მიერ დადებითად შეფასდა.


 

]]>
03.02.2009 +0300
შესაძლოა, ევროპარლამენტის საქართველოსთან ურთიერთობები ცალკე ფორმატის ფარგლებში განისაზღვროს index.php?id=747&pg=nt

შესაძლოა, საქართველოს პარლამენტმა ევროპარლამენტს, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის კომიტეტის ფორმატის შეცვლა სთხოვოს. აღნიშნული კომიტეტი სამ ქვეყანას - საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს მოიცავს, ქართულ მხარეს კი სურს, რომ საქართველოსთან ურთიერთობის კომიტეტი ცალკე ფორმატში ჩამოყალიბდეს; ინიციატივა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ და საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის ხელმძღვანელმა, დავით დარჩიაშვილმა, ბიუროს სხდომაზე დააყენა. "საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები დღეს სულ სხვა რანგშია გადასული, ამიტომ საჭიროდ მიმაჩნია, ევროპარლამენტის საქართველოსთან ურთიერთობები ცალკე ფორმატის ფარგლებში განისაზღვროს", განაცხადა  დარჩიაშვილმა. 16 თებერვალს საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის დელეგაცია ბრიუსელში მიემგზავრება, სადაც კომიტეტის სხდომაა დაგეგმილი; საქართველოსთან  დაკავშირებულ ყველა აქტუალურ პოლიტიკურ საკითხთან ერთად, დავით დარჩიაშვილი ბრიუსელში აღნიშნულ ინიციატივასაც დააყენებს.       

 

]]>
03.02.2009 +0300
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა index.php?id=748&pg=nt

4 თებერვალს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ავთვისებიანი სიმსივნე მსოფლიოში სიკვდილიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, სათანადო ჩარევების გარეშე, მოსალოდნელია, რომ 2005-2015 წლებში კიბოთი 84 მილიონი ადამიანი გარდაიცვალოს. 2009 წლის 4 თებერვალს კიბოს პრევენციის ერთწლიანი კამპანია დაიწყება - "კიბოს წინააღმდეგ საერთაშორისო გაერთიანების" წევრები იმუშავებენ მშობლებთან, მასწავლებლებთან, მთავრობასთან, რათა ხელი შეუწყონ ბავშვებში ჯანსაღი კვების, ფიზიკური აქტივობის ჩვევების დანერგვასა და ნორმალური წონის შენარჩუნებას.

 

]]>
04.02.2009 +0300
სეპარატისტები რუსული სამხედრო ბაზების განთავსების საკითხზე ალაპარაკდნენ index.php?id=750&pg=nt

აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზების განთავსების აუცილებლობა მოიხსნება, თუ რუსეთი აშშ-სთან და საქართველოსთან ურთიერთობებს აღადგენს და მხარეები რეგიონში სტაბილურობის გარანტიას შექმნიან, განაცხადა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მაქსიმ ღვინჯიამ - "თუ რუსეთი სამხედრო ბაზის შექმნას გადაიფიქრებს, ეს მხოლოდ რუსეთსა და საქართველოს შორის, ასევე - დასავლურ სამყაროსთან ურთიერთობების დათბობით შეიძლება იყოს გამოწვეული. შესაძლებელია, ეს რუსეთსა და აშშ-ს შორის ვაჭრობის საგნადაც იქცეს. თუ ამ საქმეში კომპრომისის მიღწევაა შესაძლებელი, რატომაც არა?!" ღვინჯიას თქმით, თუ რუსეთი ბაზების მშენებლობაზე უარს იტყვის, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ უსაფრთხოების რაღაც გარანტიები უკვე შექმნილია, ხოლო თუ რუსული ბაზების მშენებლობის საკითხი მოიხსნება, ეს მისასალმებელი იქნება.

 

]]>
04.02.2009 +0300
გაერო-ს მანდატს უფლებამოსილება 15 თებერვალს ეწურება index.php?id=751&pg=nt

გაერო-ს უშიშროების საბჭო საქართველოში ორგანიზაციის მისიის გაგრძელების თაობაზე სხდომას გამართავს; ამის შესახებ საინფორმაციო საშუალებებს საბჭოს მოქმედმა თავმჯდომარემ, იაპონიის ელჩმა გაერო-ში იუკიო ტაკასომ შეატყობინა - "კონსულტაციები მისიის სახელწოდებასა და რეზოლუციის ტექსტზე გრძელდება. ერთიანი აზრი ამ საკითხებზე არ ჩამოყალიბებულა. იმედი გვაქვს, კომპრომისის მოძებნას შევძლებთ". გაერო-ს მანდატს უფლებამოსილება 15 თებერვალს ეწურება, კენჭისყრა კი - 12 ან 13 თებერვალს გაიმართება.

]]>
04.02.2009 +0300
ესტონეთის პარლამენტის დელეგაცია საქართველოში შეხვედრებს მართავს index.php?id=752&pg=nt

ესტონეთის პარლამენტის - რიიგიკოგუს - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სვენ მიკსერმა და კომიტეტის წევრებმა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრები დაასრულეს; მათ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილმა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილმა უმასპინძლეს. მოგვიანებით, ესტონელ დეპუტატებს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ეკა ტყეშელაშვილი, ეკონომიკური განვითარების მინისტრი ლაშა ჟვანია და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე შეხვდებიან.

]]>
04.02.2009 +0300
ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულებებს საქართველო 8 ქვეყანასთან გააფორმებს index.php?id=753&pg=nt საქართველოს მთავრობა ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულებებს 8 ქვეყანასთან გააფორმებს. პრეფერენციების შემოღებაზე მოლაპარაკებები ესპანეთთან, კვიპროსთან, შვეიცარიასთან, ისრაელთან, უნგრეთთან, სლოვენიასთან, ქუვეითთან და სინგაპურთან მიმდინარეობს. კონსულტაციები, არსებული შეთანხმებების გადახედვის მიზნით, დიდ ბრიტანეთთან და ნიდერლანდებთანაც მიმდინარეობს. ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების, შემოსავლებსა და ქონებაზე გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ ხელშეკრულებები ევროკავშირის 19 და დსთ-ს 7 ქვეყანასთან, ირანთან, ჩინეთთან და თურქეთთან არის ხელმოწერილი. ]]> 04.02.2009 +0300 ლაშა ჟვანია კოოპერირებისა და ექსპორტის ხელშეწყობის აუცილებლობაზე საუბრობს index.php?id=754&pg=nt

რეგიონული მართვის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, ეკონომიკური განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ლაშა ჟვანიამ სოფლებში კოოპერირებისა და ექსპორტის ხელშეწყობის აუცილებლობაზე ისაუბრა. მან ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკის დახმარებით, საქართველოს რეგიონებში 10-15-კაციანი ჯგუფები, გადამზადების შემდეგ, მეორადი გზების მშენებლობაში დასაქმდებიან - ეს იქნება შესრულება იმ დაპირებებისა, რასაც ხელისუფლება იძლევა დასაქმების კუთხით; რაც შეეხება ინფრასტრუქტურის განვითარებას, სახელმწიფო ბიუჯეტში 70 მილიონი ლარია გათვალისწინებული. მინისტრობის კანდიდატი ქვეყანაში ტურიზმის განვითარების ერთ-ერთ პრობლემად ტურისტული მომსახურების სიძვირეს მიიჩნევს. "მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარება, რადგან ეს სფერო საკმაოდ სწრაფად ქმნის სამუშაო ადგილებს. მოგვიწევს რიგი ქვეყნებისა და ორგანიზაციების დარწმუნება, რომ საქართველო ტურიზმისთვის უსაფრთხო ქვეყანაა", განაცხადა ჟვანიამ.

 

 

 

]]>
04.02.2009 +0300
რუსეთის ხელისუფლებამ თავისი პოლიტიკის მხარდასაჭერად 200-ზე მეტი ადამიანი ვერ შეაგროვა index.php?id=758&pg=nt

"თუ რუსეთს ქართველ ხალხთან საუბარი სურს, ეს უნდა აწარმოოს კანონიერად არჩეულ ხელისუფლებასთან", განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ვერ შეაგროვა 200-ზე მეტი ადამიანი ქართული დიასპორის ყრილობისთვის, რომელთაც რუსეთის პოლიტიკის მხარდაჭერა უნდა გამოეხატათ.

 

 

 

]]>
04.02.2009 +0300
მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს ფრაქციები განიხილავენ index.php?id=768&pg=nt მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს და სამთავრობო პროგრამას დღეს ფრაქციები განიხილავენ. მინისტრობის კანდიდატებს თავდაპირველად ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენლები შეხვდებიან, შემდეგ - "ქრისტიან-დემოკრატები". დღის მეორე ნახევარში კი, მათ საპარლამენტო უმრავლესობა - ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და "საქართველოს რეგიონები-მაჟორიტარების" წევრები შეხვდებიან. ფრაქციებში განხილვების პროცედურების დასრულების შემდეგ, საღამოს 18:00 საათზე შემაჯამებელი ბიუროს სხდომა გაიმართება.
]]>
05.02.2009 +0300
ჰილარი კლინტონმა საქართველო ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტთა შორის დაასახელა index.php?id=765&pg=nt

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დარწმუნებულია, რომ ვაშინგტონი ოფიციალური თბილისის მხარდაჭერას გააგრძელებს - "აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა, საქართველო ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტთა შორის დაასახელა. ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ აშშ-ის პოლიტიკა საქართველოს მხარდაჭერასთან დაკავშირებით გაგრძელდება. ველით, რომ მხარდაჭერა თანამიმდევრული, ხანგრძლივი და შედეგზე ორიენტირებული იქნება". მისი თქმით, საქართველო-ამერიკის ქარტია, ძირითად საკითხებთან ერთად, უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობასაც ითვალისწინებს და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის პრიორიტეტი, ქვეყნის დაცვისთვის, შეიარაღებული ძალების გაძლიერებაა.

 

]]>
04.02.2009 +0300
მიხეილ სააკაშვილი ქუთაისს ეწვია index.php?id=759&pg=nt

მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის გამოყოფილი ტერიტორია და მეტალურგიული ქარხანა დაათვალიერა. "ჩვენ ვიწყებთ გრანდიოზული სპორტული კომპლექსის მშენებლობას. ქუთაისს ერთ წელიწადში ყველაზე დიდი და თანამედროვე საცურაო აუზი ექნება. დასრულდა ქუთაისის ცენტრის სრული რეაბილიტაცია და ახლა სამუშაო ადგილების შენარჩუნება, ადამიანების დასაქმებაა მთავარი", განაცხადა პრეზიდენტმა.

 

 

]]>
04.02.2009 +0300
ვიქტორ დოლიძე თანამდებობას ტოვებს index.php?id=760&pg=nt

ეუთო-სა და ვენაში განთავსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის - ვიქტორ დოლიძის განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ, საგარეო საქმეთა სამინისტროს კანცელარიაში შევიდა. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრის ბრიუსელში გამგზავრებამდე ოფიციალური განცხადება არ არსებობდა - "ელჩმა, თანამდებობიდან წასვლის სურვილის შესახებ, მინისტრი საქმის კურსში ჩააყენა და მათ შორის საუბარიც შედგა". სავარაუდოდ, ვიქტორ დოლიძის განცხადება დაკმაყოფილდება.

]]>
04.02.2009 +0300
კალაუბანში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო index.php?id=763&pg=nt

საქართველოს პრეზიდენტმა და თბილისის მერმა კალაუბანში სარეაბილიტაციო სამუშაოები გახსნეს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, გარდა იმისა, რომ თბილისი ძველ იერს იბრუნებს, ამ სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე ათობით ადამიანი დასაქმდება. "ჩატარდება აღდგენითი და გასამაგრებელი სამუშაოები, ხოლო 2010 წლიდან თბილისელები, პროგრამის - "დაიწყე ბიზნესი მერიასთან ერთად" ფარგლებში, ერთობლივი პროექტების რეალიზაციაში ჩართვას შესძლებენ", განაცხადა გიგი უგულავამ.

]]>
04.02.2009 +0300
დავით ბაქრაძემ და კობა სუბელიანმა დევნილები მოინახულეს index.php?id=764&pg=nt დავით ბაქრაძემ და კობა სუბელიანმა სოფელ მეტეხში ჩასახლებული დევნილები მოინახულეს. უახლოეს მომავალში სოფელში გზის მშენებლობა დაიწყება და იძულებით გადაადგილებული მოსახლეობა დასაქმდება. ბაქრაძის განმარტებით, ეკონომიკის სტიმულირებისთვის განკუთვნილი თანხის ფარგლებში გამოცხადებული ტენდერების მთავარი პირობა დევნილების დასაქმება იქნება. პარლამენტის თავმჯდომარემ ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი მოინახულა და განაცხადა, რომ დაზიანებული ტაძრის რეაბილიტაციის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.
 
]]>
04.02.2009 +0300
ნიკა გილაურმა სამთავრობო პროგრამა წარადგინა index.php?id=766&pg=nt

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა - ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ უნდა შეიქმნას რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი, რაც ინფრასტრუქტურის განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას და იაფ კრედიტებს ითვალისწინებს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა სოციალურ პოლიტიკაზე. მისი განცხადებით, 2009 წლის იანვრიდან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი 400 ათასი პირი, ოჯახზე 30-ლარიან დახმარებასთან ერთად, თითოეულ წევრზე 12–ის ნაცვლად, 24 ლარს მიიღებს. იგი  პენსიების თემასაც  შეეხო და აღნიშნა, რომ პენსიების ზრდის ტენდენცია საქართველოში შენარჩუნებულია; ასაკობრივი პენსია იანვრიდან 5 ლარით გაიზარდა და შემოდგომითაც 5 ლარის ოდენობით იზრდება - "რა თქმა უნდა, ეს არის მცირე ზრდა და არასაკმარისი, მაგრამ მომავალში საქართველოს მთავრობა, დაპირებისამებრ, ვარაუდობს ეტაპობრივ საპენსიო ზრდას". გილაურის განმარტებით, მთავრობის სამოქმედო პროგრამაში პრიორიტეტებად რჩება სოფლის მეურნეობა, განათლების ხარისხი, მეცნიერების დაფინანსება, საკუთრების უფლების დაცვა, სააღსრულებო სისტემის რეფორმა. საქართველოს ხელისუფლება კი, აგრძელებს ინტეგრაციას საერთაშორისო თანამეგობრობაში, ნატო-სა და ევროკავშირში, ასევე - ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი უსაფრთხოების სისტემის ფორმირებას. სამთავრობო პროგრამის წარდგენის შემდეგ, გილაურმა მადლობა გადაუხადა პარლამენტის წევრებს და იმედი გამოთქვა, რომ მომავალშიც გაგრძელდება თანამშრომლობა არსებული პრობლემების დასაძლევად.

 

 

 

]]>
04.02.2009 +0300
თბილისის მერია აგრძელებს საბავშვო ბაღებზე ზრუნვას index.php?id=774&pg=nt

თბილისის 9 საბავშვო ბაღში საპილოტე პროექტი მიმდინარეობს, რაც დაფინანსების წესის შეცვლას ითვალისწინებს. დედაქალაქის მერმა აღნიშნული ბაღების დირექტორებს უმასპინძლა და პროექტთან დაკავშირებით გაესაუბრა. გიგი უგულავამ მათგან შენიშვნები და წინადადებები მიიღო. დედაქალაქის მერის განცხადებით, 5-6 თვის შემდეგ მოხდება მიღებული შედეგების გადახედვა და პროექტი, მომავალი წლიდან, თბილისის ყველა საბავშვო ბაღში გავრცელდება. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს სამეურვეო საბჭოების შექმნას, რომლებიც, დირექტორებთან ერთად, ფინანსებს გააკონტროლებენ, ასევე - ფუნქციონირებისთვის საჭირო ღონისძიებებშიც ჩაერთვებიან. თითოეული ბაღი თანხას ბავშვების რაოდენობის მიხედვით მიიღებს; ერთ ბავშვზე - 800 ლარი. გიგი უგულავას განმარტებით, საპილოტე პროექტის დასრულების შემდეგ თუ გაირკვევა, რომ მეტი თანხა არის საჭირო, თანხის მოცულობაც გადაიხედება. მან აღნიშნა, რომ ამ თანხაში არ შედის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება ან კაპიტალური სახის ხარჯები; მერია კვლავ გააგრძელებს საბავშვო ბაღებზე ზრუნვას და ეს პროცესი, რომელიც აგვისტოს ომის გამო შეჩერდა, განახლდება.


 

]]>
05.02.2009 +0300
"მწვანეთა პარტია" სპირტიანი სასმელების რეკლამაზე შეზღუდვების შესაძლო მოხსნას აპროტესტებს index.php?id=776&pg=nt "მწვანეთა პარტია" სპირტიანი სასმელების რეკლამაზე შეზღუდვების მოხსნის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას - მასმედიაში და ქუჩაში სპირტიანი სასმელების რეკლამის დაშვებას - აპროტესტებს. პარტიამ საქართველოში ალკოჰოლიზმის შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია და ტენდენციები პრესკონფერენციაზე გაახმოვანა.  ]]> 05.02.2009 +0300 "თბილისის წყალში" კადრების ოპტიმიზაცია გრძელდება index.php?id=777&pg=nt

კომპანია "თბილისის წყალში" მიმდინარე სტრუქტურული რეორგანიზაციის გამო, კადრების ოპტიმიზაცია მომავალშიც გაგრძელდება; ამასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია კომპანიის ტექნიკურმა დირექტორმა გამართა. ომარ გოცირიძის განცხადებით, "თბილისის წყალს" რეორგანიზაცია ახალ წლამდე ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, კომპანიის მენეჯმენტმა ეს პროცესი დროებით შეაჩერა და კიდევ ერთხელ საფუძვლიანად შეისწავლა - "მივიჩნიეთ, რომ შტატები უსაფუძვლოდ არის გაზრდილი და ადგილი აქვს დუბლირებას, რასაც ვერც ერთი კერძო კომპანია ვერ გაუძლებს". მისი ინფორმაციით, მოხდა დაბალი კვალიფიკაციის მქონე პირთა გათავისუფლება; კომპანიაში კი - გამოცხადდა კონკურსი. გოცირიძემ უარყო "ლეიბორისტების" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს "თბილისის წყალი" წყლის ხარისხს აღარ ამოწმებს და ლაბორატორიები უქმდება - "ჯერ არც ერთი ლაბორატორიის თანამშრომელი გათავისუფლებული არ არის. სამომავლოდ იგეგმება ლაბორატორიების ტექნიკური შესაძლებლობების გაზრდა და მომავალში, შესაძლოა, რომელიმე მათგანი გათავისუფლდეს".

]]>
05.02.2009 +0300
კომპანია "თელასი" მომხმარებელს მიმართავს index.php?id=778&pg=nt

კომპანია "თელასი" მიმართავს მომხმარებლებს, ელექტროენერგიის დავალიანების გადახდის დროს ისეთი ბანკების მომსახურებით ისარგებლონ, სადაც კომპანიას ანგარიშები აქვს გახსნილი. როგორც "თელასის" საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა განაცხადა, აბონენტებმა ძველი დავალიანების დასაფარად შემდეგი ბანკების მომსახურებით უნდა ისარგებლონ: "ვითიბი ბანკი", "კორსტანდარტ ბანკი", "თიბისი ბანკი", ბანკი "რესპუბლიკა" და "საქართველოს ბანკი". "ეს აუცილებელია, რათა მათ მიერ გადახდილი თანხების კომპანიის ანგარიშებზე ასახვა შეუფერხებლად, დაგვიანების გარეშე მოხდეს და თავიდან იქნას აცილებული დავალიანების გამო ელექტროენერგიის შეწყვეტა", განმარტა ვალერი ფანცულაიამ. 

]]>
05.02.2009 +0300
თბილისში მიწის ნორმატიული ფასი შემცირდა index.php?id=793&pg=nt თბილისში მიწის ნორმატიული ფასი კვადრატულ მეტრზე, ზონების მიხედვით, 10-დან  400 ლარამდე განისაზღვრა; აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. დედაქალაქის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ქალაქის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, წინა წელთან შედარებით, 20%-ით გაიაფდა. თბილისის ვიცე-მერის, მამუკა ახვლედიანის, თქმით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ფინანსურ სექტორთან დაკავშირებით, მერია პერიოდულად ამუშავებს მსგავს საკითხებს, რასაც საკრებულოც მხარს უჭერს, კერძოდ, დეველოპერულ კომპანიებისთვის გადასახადებისა და მოსაკრებელის შემცირების მიზნით.
]]>
06.02.2009 +0300
აფხაზეთში გაერო-ს მისიის მანდატის გაგრძელების საკითხს უშიშროების საბჭო განიხილავს index.php?id=797&pg=nt

გაერო-ს უშიშროების საბჭომ საქართველოში სადამკვირვებლო მისიისთვის მანდატის გაგრძელების საკითხის განხილვა დაიწყო. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, "საქართველოს პოზიცია არის შემდეგი: ჩვენ არ გვაქვს დრო, მოვამზადოთ სერიოზული რეზოლუცია; ყველაზე უპრიანი იქნება, თუ საქართველოში გაერო-ს სადამკვირვებლო მანდატი გაგრძელდება, რათა მხარეებს სერიოზული და ყოვლისმომცველი რეზოლუციის მიღების საშუალება მიეცეთ". 

]]>
09.02.2009 +0300
ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდისთვის მზადება დაიწყო index.php?id=798&pg=nt

საქართველო-რუსეთის კონფლიქტისა და საქართველოში არსებული კონფლიქტების სრულმასშტაბიანი პოლიტიკური მოგვარების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 17-18 თებერვალს ჟენევაში გაიმართება. ქართულმა მხარემ ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდისთვის მზადება დაიწყო; "საქართველოს დელეგაციას კვლავ გიგა ბოკერია უხელმძღვანელებს. რთული სათქმელია, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა, ჩვენი პოზიცია ყველასთვის ცნობილია", განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

]]>
09.02.2009 +0300
ბანკების მიერ კრედიტების გაცემის შეწყვეტა ეკონომიკაში არსებულ რისკებს უკავშირდება index.php?id=799&pg=nt

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ბანკების მიერ კრედიტების გაცემის შეწყვეტას - არა მათ ლიკვიდურობას, არამედ ეკონომიკაში არსებულ რისკებს უკავშირებს; "ბანკების საქმიანობაში სახელმწიფო ვერ ჩაერევა და ვერ დაავალდებულებს მათ, რომ საკრედიტო პორტფელი გაზარდონ", აცხადებს  გილაური. მისი თქმით, ბანკები ეკონომიკაში იმ რისკების შემცირებას ელოდებიან, რომლებიც - არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში არსებობს; "ამას ემსახურება ჩვენი პოლიტიკა - ეკონომიკაში ფული სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დონორებისგან და ინვესტიციებისგანაც შევა, რაც ეკონომიკურ სიტუაციას დაასტაბილურებს და ბანკების მიერ საკრედიტო პორტფელის გაზრდას შეუწყობს ხელს", აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

]]>
09.02.2009 +0300
ქართული მხარე ცხინვალის მიმართულებით ცეცხლის გახსნის ფაქტს უარყოფს index.php?id=800&pg=nt ცხინვალის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 05:10 საათზე, სოფელ ნიქოზის მხრიდან ცხინვალის საცხოვრებელი უბნების მიმართულებით ორი ჭურვი ისროლეს. აღნიშნულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს პოლიციის შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს უფროსი ვლადიმერ ჯუღელი. ]]> 09.02.2009 +0300 ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებას შსს გაუწევს კურირებას index.php?id=801&pg=nt

აგვისტოს ომის დროს დაღუპული 3 ამოუცნობი ჯარისკაცის დნმ-ს საქართველო რუსეთს გადასცემს, განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძემ. მისი თქმით, იდენტიფიკაციის შემდეგ დადგინდა, რომ ისინი ქართველი ჯარისკაცები არ არიან - "არ არის გამორიცხული, რომ დნმ-ები რუსი ჯარისკაცებისა იყოს, რაც აუცილებლად უნდა გაირკვეს". თარგამაძემ ასევე განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ ტყვედ ჩავარდნილი 3 ქართველი ჯარისკაცის კვალი დაკარგა, რომლებიც ბოლოს ვლადიკავკაზში იმყოფებოდნენ.

აგვისტოს ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებას შსს გაუწევს კურირებას; გივი თარგამაძის განმარტებით, პროცესების უკეთ წარმართვისთვის ტექნიკური საშუალებებია აუცილებელი, "ეს საშუალებები კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს გააჩნია". 

 

 

 

 

 

 


 

]]>
09.02.2009 +0300
ნიკა გილაურმა კახა ბაინდურაშვილს პირველი დავალება მისცა index.php?id=802&pg=nt

პრემიერ მინისტრმა, ნიკა გილაურმა, ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების შესახებ პირველი დავალება მისცა; კანცელარიაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერმა განაცხადა, რომ "ეს განსაკუთრებით მაღალჩინოსნებს შეეხება". მისი განმარტებით, საუბარია სატელეფონო საუბრების, საწვავისა და მივლინებების ხარჯების შემცირებაზე, გამოთავისუფლებული ფინანსური სახსრები კი, იაფი კრედიტის პროგრამის დაფინანსების ზრდას მოხმარდება. ნიკა გილაურის მტკიცებით, ხარჯების შემცირება მაღალჩინოსანთა ხელფასებზე არ აისახება.


]]>
09.02.2009 +0300
ევროკავშირის მისია ცხინვალის დე ფაქტო და რუსეთის სამხედრო ძალების ხელმძღვანელობებთან შეთანხმების გაფორმებას მოითხოვს index.php?id=803&pg=nt

საქართველოში მოქმედი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მათი პრეტენზიები განიხილა, კერძოდ - ადმინისტრაციულ საზღვართან ქართული სამხედრო ძალების კონცენტრაციის საკითხი. ევროკავშირის წარმომადგენლობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სადამკვირვებლო მისიას, რომელსაც სამოქალაქო ფუნქციები გააჩნია და შეუიარაღებელია, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებთან შეთანხმება აქვს გაფორმებული - აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრებთან შეიარაღებული ძალებისა და შეიარაღების გადაადგილების შეზღუდვის შესახებ. მისიის ხელმძღვანელობის განცხადებით, დაძაბულობის შემცირებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის, აუცილებელია, ანალოგიური ტიპის დოკუმენტი ცხინვალის დე ფაქტო და რუსეთის სამხედრო ძალების ხელმძღვანელობებთან გაფორმდეს - "სტაბილურობა მხოლოდ იმ შემთხვევაში დამყარდება, თუ ამაში წვლილს ყველა მხარე შეიტანს".

 

]]>
10.02.2009 +0300
თეთრ სახლში ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება პრიორიტეტულ საკითხად რჩება index.php?id=804&pg=nt

თეთრი სახლის პოზიცია საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არ შეცვლილა; აცხადებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი რობერტ ვუდი - "მოქმედი ადმინისტრაცია აქტიურად თანამშრომლობს ევროპელ პარტნიორებთან, რათა განამტკიცოს თბილისისა და კიევის ურთიერთობა ალიანსთან, ნატო-საქართველოსა და ნატო-უკრაინის კომისიების დახმარებით". მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ვაშინგტონში ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება კვლავ პრიორიტეტულ საკითხად რჩება.

 

]]>
10.02.2009 +0300
რუსული მედია მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს index.php?id=805&pg=nt საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ბრალდება, თითქოს ქართული მხარე ცხინვალის რეგიონში სამხედრო მოქმედებებისთვის ემზადება, სინამდვილეს არ შეესაბამება - "ეს არის რუსული პროპაგანდისტული მექანიზმის მორიგი ტყუილი, რომლის მიზანია საოკუპაციო ძალების მიერ გამოწვეული მძიმე კრიმინოგენული ვითარების მიჩქმალვა და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების გადატანა არარსებულ პრობლემებზე". სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო მკაცრად ასრულებს 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ყველა პუნქტს. ]]> 10.02.2009 +0300 ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად "ქართულმა ფოლადმა" აქცია გამართა index.php?id=814&pg=nt

სააქციო საზოგადოება "ქართული ფოლადის" ინიციატივით, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია გაიმართა - კომპანიის მენეჯმენტმა, სისხლის ბანკის შესავსებად, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის კლინიკაში სისხლი ჩააბარა. დაავადებული პატარები იაშვილის სახელობის კლინიკაში ბიზნესმენ ჯოზეფ ქეის პატრონაჟით მკურნალობენ, რომელმაც მათთვის სისხლი გაიღო.  

 

]]>
10.02.2009 +0300
ჰაიდი ტალიავინი დავით ბაქრაძეს და პაატა დავითაიას შეხვდა index.php?id=810&pg=nt

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე იმედოვნებს, რომ რუსეთ-საქართველოს ომის შემსწავლელი საერთაშორისო მისია ობიექტურ დასკვნას მოამზადებს; მისიის ხელმძღვანელ ჰაიდი ტალიავინთან და ექსპერტთა ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ, მან განაცხადა, რომ ამისთვის კარგი საფუძველი იქნება "დავითაიას კომისიის" მიერ გამოქვეყნებული დასკვნა. მისი თქმით, საერთაშორისო მისიის მანდატში საქართველოში კონფლიქტების დაწყების გამოძიება შედის და ეს გამოძიება 90-იანი წლების დასაწყისიდან, და არა - 2008 წლის აგვისტოსდან, უნდა დაიწყოს. ბაქრაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ტალიავინი და ევროპელი ექსპერტები პაატა დავითაიას შეხვდნენ.

]]>
10.02.2009 +0300
ჭუბურხინჯში რუსი ჯარისკაცები დაიღუპნენ index.php?id=807&pg=nt გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში ორი რუსული სამხედრო მანქანა აფეთქდა, რომლებითაც იარაღი გადაჰქონდათ. სავარაუდოდ, აფეთქების მიზეზი გახდა შეიარაღებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების არასწორი განლაგება სამხედრო მანქანების ძარაზე; შედეგად - რუსი ჯარისკაცები დაიღუპნენ.
]]>
10.02.2009 +0300
ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა - ჩეხეთი - საქართველოს იმედებს არ გაუწბილებს index.php?id=808&pg=nt

თბილისში მუშაობა დაიწყო IV საერთაშორისო კონფერენციამ "საქართველოს ევროპული გზა - ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელება საქართველოში", რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა. ერთდღიან კონფერენციას ესწრებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების, დიპლომატიური კორპუსისა და ხელისუფლების წარმომადგენლები.

"სამხრეთ კორიდორი" მხოლოდ ცალკეულ, კონკრეტულ პროექტებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული; იგი უფრო ფართო ცნებაა, - ასეთი განცხადება გააკეთა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის - ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ტომაშ პოიარიმ. მისი თქმით, "სამხრეთ კორიდორი" არ უნდა იყოს დამყარებული მხოლოდ "ნაბუკოს" პროექტზე; ეს უნდა იყოს უფრო მოცულობითი გეგმა, რომელიც სატრანსპორტო-სავაჭრო, ევროპის ცენტრალურ აზიასთან მნიშვნელოვან კავშირებს დაემყარება და რომელშიც საქართველო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. პოიარიმ აღნიშნა, რომ ჩეხეთი, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, საქართველოს იმედებს არ გაუწბილებს და კონფერენციაზე დასმულ ყველა საკითხს, თავისი თავმჯდომარეობის პერიოდში, ყურადღებას მიაქცევს.

ევროკომისია კი, საქართველოში არსებული შიდა პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას პირველი აპრილისთვის დაასრულებს; როგორც ევროკომისიის დელეგაციის თავმჯდომარე პერ ეკლუნდმა განაცხადა, შეფასებული იქნება პოლიტიკური ვითარება, სავაჭრო-ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სხვა სფეროებში არსებული მდგომარეობა. მისი თქმით, 2008 წელი საქართველოსთვის, პოლიტიკური თვალსაზრისით, რთული იყო; შეფასდება ის მნივშნელოვანი რეფორმებიც, რომლებიც ქვეყანამ, მიუხედავად რთული ვითარებისა, მაინც განახორციელა. ეკლუნდმა განმარტა, რომ კარგი შეფასების შემთხვევაში, საქართველო   დახმარებას მიიღებს, რაც მიმართული იქნება ევროკავშირში ინტეგრაციისკენ.

"ევროკავშირი მზად არის, განიხილოს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და თავისუფალი ვაჭრობის საკითხები და ამ თემებზე მოლაპარაკებები დაიწყოს", განაცხადა ნიკა გილაურმა.
 


 

]]>
10.02.2009 +0300
ეუთო-ს ორი დამკვირვებელი გაიტაცეს index.php?id=809&pg=nt

გორის რაიონის სოფელ აძვიდან, ოსური ბანდფორმირების წევრებმა ეუთო-ს ორი დამკვირვებელი გაიტაცეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ცხინვალის მიმართულებით წაიყვანეს; მოგვიანებით კი - გაათავისუფლეს. 

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თემურ იაკობაშვილის განცხადებით, მომხდარი არის კიდევ ერთი მანიშნებელი, რომ რუსული ოკუპაცია დროულად უნდა დასრულდეს, რათა მსგავს ფაქტებს ბოლო მოეღოს - "სასწრაფოდ უნდა მოხდეს საერთაშორისო პოლიციური ძალების ჩაყენება კონფლიქტის ზონებში".

საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის განცხადებით კი, ბანდფორმირების წარმომადგენლებმა არ იციან წერა-კითხვა და გვიან აღმოაჩინეს, რომ გატაცებულები საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები იყვნენ - "ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები იქცა ადგილად, სადაც არანაირი კანონი არ მოქმედებს და იგნორირებულია ყველა საერთაშორისო ნორმა".

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის შეფასებით, მომხდარი რიგი ქვეყნებისთვის გამაფრთხილებელი და გამომაფხიზლებელი სიგნალი უნდა იყოს, "რომლებიც ფიქრობენ, რომ არსებულ პირობებში შესაძლებელია რუსულ პოზიციას რაიმე ფორმით ანგარიში გაუწიონ".  მისი თქმით, უკანონობის შეწყვეტის ერთადერთი გზა რეგიონის დეოკუპაციის დაწყება და რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაა, რაც, პირველ ეტაპზე, ახალგორიდან რუსი ოკუპანტებისა და ოსური ბანდმფორმირებების გაყვანას ითვალისწინებს.

 


 

]]>
10.02.2009 +0300
ბან კი-მუნმა აფხაზეთში გაერო-ს მისიის მანდატის გაგრძელების რეკომენდაცია გასცა index.php?id=811&pg=nt

გაერო აფხაზეთში დამკვირვებელთა მისიისთვის მანდატის გაგრძელების საკითხს განიხილავს, რომელიც ექსპერტების დონეზე მიმდინარეობს. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ბან კი-მუნმა, მისიის მანდატის გაგრძელების რეკომენდაცია უშიშროების საბჭოს გაუგზავნა.

საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მთავარი ამოცანა საქართველოში გაერო-ს სადამკვირვებლო მისიის შენარჩუნებაა - "რუსეთი ახლა საერთაშორისო თანამეგობრობას გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევს. გაერო-ს მისიას მანდატი აუცილებლად უნდა შევუნარჩუნოთ, რათა ოკუპირებული ტერიტორიები, რომლებიც ადმინისტრაციულ საზღვრებს ესაზღვრება, საოკუპაციო ჯარებისა და აფხაზური ბანდფორმირებებისგან დაცული იყოს. ჩვენი და ჩვენი მოკავშირეების მთავარი ამოცანა სწორედ ეს არის". მისი თქმით, ბან კი-მუნის რეკომენდაციები ქართული მხარისთვის სრულად მისაღები არ არის - "აფხაზეთში არსებული მდგომარეობა საკმაოდ ობიექტურად არის ასახული, თუმცა, არის მომენტები, რომლებიც ჩვენ ნამდვილად არ მოგვწონს, რადგან ამაზე საუბარი უფრო მკაცრად შეიძლებოდა".

]]>
10.02.2009 +0300
პირველი ვიცე-პრემიერი დავით ტყეშელაშვილი იქნება index.php?id=815&pg=nt

მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე დავით ტყეშელაშვილი წარადგინა. ნიკა გილაურმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მინისტრებს, გადახედონ ადმინისტრაციულ ხარჯებს. გარდა ამისა, პრემიერმა მათ დაავალა, შემდეგი სამი კვირის განმავლობაში, მიმდინარე წლის დეტალურად გაწერილი სამუშაო გეგმის მთავრობისთვის წარდგენა, რომელიც, დამტკიცების შემდეგ, საზოგადოებას უნდა გააცნონ. 

]]>
10.02.2009 +0300
"ავერსმა" სოციალური პროექტის პრეზენტაცია გამართა index.php?id=812&pg=nt

"ავერსის" კლინიკაში ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია "გლაქსოსმიტკლაინისა" და საქართველოში მისი ოფიციალური პარტნიორის - "ავერსიფარმას" ერთობლივი სოციალური პროექტის - "ნარინჯისფერი ბარათის" პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნული პროექტის მთავარი მიზანია, ხელმისაწვდომი გახადოს მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენისთვის კომპანიის ინოვაციური პრეპარატი - "სერეტიდი", რომელიც ასთმით დაავადებული მოზრდილებისა და ბავშვების ეფექტური მკურნალობისას გამოიყენება. პრეზენტაციას საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კოკა ფრუიძე, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე, "ავერსის" დამფუძნებელი პაატა კურტანიძე, "გლაქსოსმიტკლაინის" რეგიონალური გენერალური მენეჯერი დიმიტრი სპიცინი და საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზურაბ ნატროშვილი დაესწრებიან.

 

]]>
10.02.2009 +0300
ოსმა შეიარაღებულმა პირებმა ქართველი ჟურნალისტები დააკავეს index.php?id=813&pg=nt

ოსმა შეიარაღებულმა პირებმა "იმედისა" და "I არხის" გადამღები ჯგუფები დააკავეს. ოსი კრიმინალები არკვევდნენ, დაარღვიეს თუ არა ქართველმა ჟურნალისტებმა ე. წ. სამხრეთ ოსეთის საზღვარი. ამ დროისთვის ინციდენტი ამოწურულია - ჟურნალისტები გაჩხრიკეს და გაათავისუფლეს.

]]>
10.02.2009 +0300
გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა უშედეგოდ დასრულდა index.php?id=819&pg=nt გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელზეც საქართველოში გაერო-ს მისიის მანდატის გაგრძელების საკითხს განიხილავდნენ, უშედეგოდ დასრულდა. სხდომაზე არაერთხელ ითქვა, რომ რუსული მხარე საბჭოს წევრ ქვეყნებს სრულიად ახალ რეალობას სთავაზობს, რასაც საბჭოს წევრთა უმრავლესობა არ ეთანხმება. დახურული სხდომის შემდეგ, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა გაერო-ს შტაბბინის შენობა უკომენტაროდ დატოვა. უშიშროების საბჭო საბოლოო რეზოლუციას რამდენიმე დღეში მიიღებს. ოფიციალური თბილისი, ახალი რეზოლუციის შემუშავებამდე, მანდატის არსებული ფორმით გაგრძელებას ითხოვს.
]]>
11.02.2009 +0300
დორა ბაკოიანისი შეშფოთებულია ეუთო-ს ოფიცრების დაკავებით index.php?id=820&pg=nt ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის - საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დორა ბაკოიანისი შეშფოთებას გამოხატავს  ეუთო-ს დამკვირვებლების დაკავების ფაქტთან დაკავშირებით; მისი თქმით, მომხდარმა ვითარება კიდევ უფრო დაძაბა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეუთო-ს ორი შეუიარაღებელი ოფიცერი პატრულირებას ახორციელებდა ადმინისტრაციულ საზღვარზე, სოფელ აძვის მახლობლად, როდესაც შეიარაღებულმა ოსმა მილიციელებმა მოითხოვეს მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, გაჩხრიკეს დიპლომატიური მანქანები და დაკავებულები მილიციის განყოფილებაში მიიყვანეს; ოფიცრები სამი საათის შემდეგ გაათავისუფლეს. "ეუთო-ს მისიის ოფიცრების პატრულირება რეგიონში დაძაბულობის განმუხტვას და სტაბილურობის აღდგენას ემსახურება; მათი საქმიანობის შეზღუდვა დაუშვებელია", აცხადებს ბაკოიანისი. მისი განმარტებით, მონიტორების დაკავება ეუთო-ს წარმომადგენლების დიპლომატიური იმუნიტეტის უგულვებელყოფაა - "ეს მიუღებელია; მოვითხოვ, ყველა მოიქცეს კონსტრუქციულად, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით". ]]> 11.02.2009 +0300 კაფე "რუსთაველის" სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა index.php?id=822&pg=nt

თბილისის საქალაქო სასამართლომ კაფე "რუსთაველის" სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლომ ბათილად ცნო თბილისის საგადასახადო ინსპექციის შემოწმების აქტი და მოთხოვნა, რომლითაც შპს "კაფე რუსთაველს", ჯარიმის სახით, 346 270.10 ლარის გადახდა დაეკისრა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურ ცენტრს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახალი, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში 14 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს.

 

]]>
11.02.2009 +0300
პოლიეთილენის პაკეტებისგან დაბინძურებული ხე მინისტრმა თავად გაასუფთავა index.php?id=823&pg=nt

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე პოლიეთილენის პაკეტებთან ბრძოლას ქალაქის ცენტრალურ მაგისტრალზე - ვაკეში აგრძელებს. აქციის - "გონივრულად გარემოსთან - პოლიეთილენის პაკეტი ბუნების მტერი" - ფარგლებში, ჭავჭავაძის გამზირზე, პოლიეთილენის პაკეტებისგან დაბინძურებული ხე მინისტრმა თავად გაასუფთავა. "მინდა ყველას გვახსოვდეს, პოლიეთილენის პაკეტი არის ბუნების პოტენციური მტერი. ყველა ერთად, გონივრულად მოვექცეთ გარემოს", განაცხადა გოგა ხაჩიძემ. მსგავს აქციებს გარემოს დაცვის სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს.

]]>
11.02.2009 +0300
ევროკავშირის "ტროიკა" რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას გამართავს index.php?id=828&pg=nt ევროკავშირის "ტროიკა" მოლაპარაკებას გამართავს რუსეთის ხელისუფლებასთან, რომელზეც მთავარი თემები იქნება ევროპული უსაფრთხოების სისტემის გარდაქმნა და რეგიონული პრობლემები, მათ შორის - კავკასიაში შექმნილი დაძაბული ვითარება. დელეგაციაში შედიან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ხავიერ სოლანა, სამეზობლო პოლიტიკასა და საგარეო ურთიერთობებში ევროკომისარი ბენიტა ფერერო-ვალდნერი, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის - ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ შვარცენბერგი. ისინი შეხვდებიან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს. ხავიერ სოლანას განმარტებით, "ევროკავშირმა რუსეთთან დიალოგის განახლება იმ მოსაზრების გამო გადაწყვიტა, რომ მოლაპარაკება სანქციებზე უკეთესია, რადგან ეს პროცესი ჩვენი სიგნალების მიწოდებისა და ჩვენი ინტერესების დაცვის საშუალებას იძლევა”. მისი თქმით, ევროკავშირი კვლავაც არ ეთანხმება მნიშვნელოვან ასპექტებს, რომლებიც საქართველო-რუსეთის კონფლიქტს უკავშირდება; აქედან გამომდინარე, დიალოგის ატმოსფერო, გარკვეულწილად, შეცვლილია.
]]>
11.02.2009 +0300
შესაძლოა, "ბორჯომი" რუსულ ბაზარზე დაბრუნდეს index.php?id=824&pg=nt

შესაძლოა, ქართული ბრენდი რუსულ ბაზარზე დაბრუნდეს; რამდენიმეწლიანი აკრძალვის შემდეგ, "ბორჯომის" ექსპორტის შესაძლო განახლების შესახებ რუსეთის მთავარმა სანიტარმა განაცხადა. გენადი ონიშჩენკო არ გამორიცხავს მოლაპარაკებების განახლებას ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებთან, მაგრამ საკუთარ პირობებს აყენებს - ხარისხის შესაბამისობასთან ერთად, ოფიციალური მოსკოვი საქართველოს ეკონომიკურ სტაბილურობას ითხოვს; ეს და სხვა მოთხოვნები ონიშჩენკოს უწყებამ ორ ქართულ კომპანიას გამოუგზავნა.  

 

 

 

]]>
11.02.2009 +0300
ცხინვალი ეუთო-ს დამკვირვებლებს "საზღვრის" დარღვევაში ადანაშაულებს index.php?id=827&pg=nt სეპარატისტული ცხინვალი ეუთო-ს მისიის დამკვირვებლებს "საზღვრის" დარღვევაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს; დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დამკვირვებლები, სოფელ არცევთან, კვლავ გადავიდნენ ოსური მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. "მათი ავტომანქანის გაჩერებას სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები შეეცადნენ, რის შემდეგაც, გაბრუნდნენ და სასწრაფოდ დატოვეს ტერიტორია", ნათქვამია დე ფაქტო ინფორმაციისა და ბეჭდვის კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ეუთო-ს მისიას საქართველოში მუშაობის ვადა, ოფიციალურად, არ ამოწურვია. ]]> 11.02.2009 +0300 ბორის ბერეზოვსკი ბადრი პატარკაციშვილის ქონების 50%-ს ითხოვს index.php?id=826&pg=nt

სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე, ჯოზეფ ქეის წარმომადგენლებმა იმ გარიგების დეტალები გაახმოვანეს, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის დაკრძალვის წინა დღეს ბორის ბერეზოვსკისა და ინა გუდავაძეს შორის გაფორმდა. პატარკაციშვილის ქვრივმა და მისმა უცხოელმა მრჩევლებმა ბიზნესმენ ბერეზოვსკისთან კავშირი არაერთხელ უარყვეს.

"ამ გარიგების საფუძველზე, რომელიც დამოწმებულია ნოტარიულად და აპოსტილით, ბერეზოვსკი პატარკაციშვილის ქონების 50%-ს ითხოვს. ამასთან დაკავშირებით, მან ლონდონის სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ირკვევა, რომ გუდავაძე, რომელიც 1 წლის განმავლობაში ქართულ საზოგადოებას არწმუნებდა, თითქოს ქეი უკანონოდ ცდილობდა ოჯახის ქონების მიტაცებას, ბერეზოვსკის ფარულად გაურიგდა. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ პატარკაციშვილის ქონების არც ერთ პროცენტზე ჯოზეფ ქეი პრეტენზიას არ აცხადებდა და არც ახლა აცხადებს", განაცხადა ქეის ადვოკატმა, დავით ასათიანმა.

"ფართომასშტაბიანი კამპანია, რომელიც ჩემს წინააღმდეგ მიმდინარეობს, მიზნად ისახავს ბერეზოვსკისთვის იმ აქტივების გადაცემას, რომლებიც მას პოლიტიკურ და სხვა დივიდენდებს მოუტანს. მე ერთადერთი მიზანი მაქვს: დავიცვა ჩემი დეიდაშვილის უკანასკნელი ნება და მისი ქონება მემკვიდრეებს ისე გავუნაწილო, როგორც მან გადაწყვიტა, ხაზს ვუსვამ - მემკვიდრეებს, რომელთა შორის არც ბერეზოვსკი და არც ჯოზეფ ქეი არ მოიხსენიებიან", განაცხადა ჯოზეფ ქეიმ და იმედი გამოთქვა, რომ "ამ გარიგების არსებობა ბევრს აუხელს თვალს და პასუხს  გასცემს მთავარ კითხვას - რატომ აირჩია ბადრი პატარკაციშვილმა თავისი ქონების აღმასრულებლად ჯოზეფ ქეი". მისი თქმით, "ბორის ბერეზოვსკისა და ინა გუდავაძეს დღემდე საერთო ინტერესები და მოქმედების ერთიანი სტრატეგია აქვთ".


 

]]>
11.02.2009 +0300
რუსი სამხედროები ქვემო ნიქოზიდან გავიდნენ index.php?id=829&pg=nt

სოფელ ქვემო ნიქოზთან არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს - "რუსმა სამხედროებმა ერთი "ბე-ემ-პე" და 50-მდე ჯარისკაცი განალაგეს ქვემო ნიქოზთან, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე; მოახდინეს ქართული პოლიციის საგუშაგოს ბლოკირება და დაიწყეს საფორტიფიკაციო ნაგებობის მშენებლობა". სამინისტრო გმობს აღნიშნულ ფაქტს და მოუწოდებს რუსულ მხარეს, შეწყვიტოს უკანონო ქმედებები, საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია. გორის რაიონში საქართველოში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი ჩავიდა.

პოლიციის შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს უფროსის, ვლადიმერ ჯუღელის განცხადებით, რუსი სამხედროები ქვემო ნიქოზიდან 13:45 საათზე გავიდნენ - "ისინი ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დილის 11:00 საათზე შემოვიდნენ და სპეცტექნიკა შემოიყოლეს. როგორც მათმა ხელმძღვანელობამ სატელეფონო საუბარში მითხრა, ე. წ. საზღვრის მოწყობის სამუშაოებს აწარმოებდნენ". მისი ინფორმაციით, ოკუპანტებს გასვლისას ერთი ჯავშანტრანსპორტიორი გადაუბრუნდათ, მაგრამ არავინ დაზარალებულა.

 

]]>
11.02.2009 +0300
იააპ დე ჰოოპ სხეფერი - ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების შესახებ პრინციპული შეთანხმება არსებობს index.php?id=830&pg=nt

ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების შესახებ პრინციპული შეთანხმება უკვე არსებობს; იააპ დე ჰოოპ სხეფერის განმარტებით, "ეს არ არის მისი, როგორც გენერალური მდივნის პოზიცია, ეს ალიანსის პოზიციაა. კონკრეტული ვადების დასახელება შეუძლებელია. ამ ქვეყნების მხრიდან ნატო-ში შესვლის სურვილი და ალიანსის წევრთა გადაწყვეტილება მათი გაწევრიანების შესახებ უკვე არსებობს. რაც შეეხება ამ საკითხთან დაკავშირებით არსებულ გარკვეულ წინააღმდეგობებს, მოლაპარაკებები გრძელდება და ეს სავსებით ბუნებრივი პროცესია".

]]>
11.02.2009 +0300
ხავიერ სოლანა სერგეი ლავროვს შეხვდა index.php?id=831&pg=nt "ვიდრე ქართულ-რუსული ურთიერთობები გაყინულია, ევროკავშირი კვლავაც შეეცდება მხარეთა შორის ნდობის აღდგენას და კონფლიქტის დარეგულირების გზების ძიებას; ამას დრო და დიდი ძალისხმევა დასჭირდება", განაცხადა ხავიერ სოლანამ მოსკოვში, სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა შეასრულა მედვედევი-სარკოზის შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილი, გაიყვანა რა ჯარები აფხაზეთისა და ცხინვალის ადმინისტრაციული საზღვრებიდან, კვლავაც არსებობს აზრთა სხვაობა და ნაადრევია იმაზე საუბარი, რომ ვითარება დარეგულირდა. სოლანამ იმედი გამოთქვა, რომ ჟენევის მოლაპარაკებები კონფლიქტის საბოლოო დარეგულირების ცენტრალურ, პოლიტიკურ ფორუმად იქცევა. "საერთაშორისო მისიებმა კი, გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ, ისევე - როგორც ევროკავშირმა. უპასუხისმგებლობა იქნებოდა ვითარების დარეგულირებამდე მათი მუშაობის დაბლოკვა", თვლის ევროკომისარი.
]]>
11.02.2009 +0300
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოვიდა index.php?id=837&pg=nt

მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლების პრიორიტეტებად მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგების მინიმუმამდე დაყვანა, სამუშაო ადგილების შენარჩუნება, დასაქმება და სიღარიბის დაძლევა დაასახელა. პრეზიდენტი ახალი სოციალური ინიციატივებით გამოვიდა - საქართველოში ხელმისაწვდომი დაზღვევის პროგრამა ამუშავდება. მან ვრცლად ისაუბრა პედაგოგების ხელფასების მატებისა და პენსიების დაპირებულ 100 დოლარამდე გაზრდის თაობაზე. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსული აგრესიისა და გლობალური ფინასური კრიზიის მიუხედავად, გაგრძელდება გზების მშენებლობა, ინფრასტრუქტურის მოწყობა, იაფი კრედიტის პროგრამა, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა, ბიზნესგარემოს გაუმჯობესება, ინვესტიციების მოზიდვა, საბანკო დახმარება, იძულებით გადაადგილებულ პირებზე ზრუნვა, ამუშავდება ახალი პროგრამა "ფული ყველა სოფელს". პრეზიდენტის თქმით, სანამ მოსახლეობა ქამრების შემოჭერას დაიწყებს, მანამდე ეს საქართველოს მთავრობამ უნდა გააკეთოს, რაც პრეზიდენტის უწყებასაც ეხება; მან მიიღო გადაწყვეტილება, წეროვანში მდებარე პრეზიდენტის რეზიდენციის საბავშვო ბაღად გადაკეთებისა და დევნილებისთვის გადაცემის შესახებ. რაც შეეხება რუსულ აგრესიას, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო მეგობრების დახმარებითა და მშვიდობიანი გზით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას შეძლებს. მისი შეფასებით, საქართველოს სუვერენიტეტს დიდი და სახიფათო მტერი უპირისპირდება, რომელიც არად აგდებს საერთაშორისო სამართალს, ხელშეკრულებებს და მთელ ცივილიზებულ სამყაროს, ემუქრება სამეზობლოში მყოფ ყველა თავისუფლებისმოყვარე ერს - "იმპერია ყოველთვის მარცხდება და დამარცხდება. აფხაზეთი და ცხინვალი ისევ დაუბრუნდებიან დედასამშობლოს; ჩვენ ამას მივაღწევთ მშვიდობით, დემოკრატიის განვითარებით, სტაბილური წინსვლით, მთელ საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობით". პრეზიდენტის თქმით, ხალხზე ზრუნვა მისი და მთელი მთავრობის ზრუნვის საგანია; მას ხალხისთვის მიცემული არცერთი პირობა არ დავიწყებია და ისინი მალე შესრულდება.

 

]]>
12.02.2009 +0300
პაატა დავითაიამ ევროპელ ექსპერტებს მტკიცებულებები გადასცა index.php?id=833&pg=nt

პარლამენტის ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია დამოუკიდებელ საერთაშორისო მისიას 90-იანი წლების მოვლენების მტკიცებულებებს და იმ მასალებს გადასცემს, რომლებიც ამ პერიოდში განხორციელებულ ქართველთა ეთნიკური წმენდის საკითხებს ეხება. "ჰეიდი ტალიავინისა და ევროპელი ექსპერტებისთვის ჩვენს მიერ გადაცემული მასალები იმდენად ეფექტური აღმოჩნდა, რომ მათ მოითხოვეს მტკიცებულებების დეტალურად გავლა", განაცხადა დავითაიამ, რომელმაც რუსეთის სამხედრო აგრესიის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა, ფოტო, ვიდეო და აუდიო მტკიცებულებები მისიას გადასცა. საერთაშორისო მისიის ექსპერტები პარლამენტში შეხვედრებს განაგრძობენ; ისინი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელ გივი თარგამაძეს და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია არსენიშვილს შეხვდნენ. 

 

]]>
11.02.2009 +0300
დიმიტრი მედვედევი საქართველოს შეიარაღებაზე მეთვალყურეობის დაწესების ინიციატივით გამოდის index.php?id=836&pg=nt

რუსეთის დუმაში შევიდა დიმიტრი მედვედევის ინციატივა, რაც საქართველოს უცხო ქვეყნებთან სამხედრო ურთიერთობებზე მეთვალყურეობის დაწესებას ითვალისწინებს.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის თქმით, რუსეთს არავინ თხოვს, აკონტროლოს, საიდან ან ვისგან მიიღოს საქართველომ იარაღი და ვისთან აწარმოებს სამხედრო შეიარაღების თაობაზე მოლაპარაკებებს ოფიციალური თბილისი; საქართველო რუსეთიდან იარაღს არასდროს არ იღებდა და კრემლის ინიციატივა გაუმართლებელია.

 

]]>
11.02.2009 +0300
იორან ლენმარკერი ეუთო-ს მისიის მუშაობის გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობს index.php?id=834&pg=nt

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ იორან ლენმარკერს ძალიან მცირე იმედი აქვს, რომ ეუთო-ს მისია საქართველოში მუშაობას გააგრძელებს; ამის შესახებ მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მისია კარგ საქმეს აკეთებს და მისი მუშაობის შეჩერება შეცდომა იქნება; აუცილებელია დამკვირვებლების რეგიონში ყოფნა, რათა საერთაშორისო თანამეგობრობას ობიექტური ინფორმაცია მიეწოდოს. ლენმარკერი გორის რაიონში იმყოფებოდა; მან იქ არსებულ ვითარებას ძალიან მძიმე უწოდა. 
იგი შეხვდა ეუთოს მისიის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც გატაცებულნი იყვნენ.

 

]]>
11.02.2009 +0300
გრიგოლ ვაშაძემ ბარონესა ენ ტეილორს უმასპინძლა index.php?id=835&pg=nt

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მინისტრს, საერთაშორისო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, ბარონესა ენ ტეილორს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული ვითარება; საუბარი შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და საქართველო-დიდი ბრიტანეთის ურთიერთობებში პოლიტიკური კონსულტაციების გააქტიურების მნიშვნელობის საკითხებს.     

 

 

]]>
11.02.2009 +0300
პიტერ სემნები სერგეი ბაღაფშს შეხვდა index.php?id=840&pg=nt

სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, პიტერ სემნების, შეფასებით, "ევროკავშირის მისიის საქართველოში ყოფნის გარეშე სიტუაცია გაცილებით რთული იქნებოდა". როგორც მან აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშთან შეხვედრაზე განაცხადა, "საქართველოში - არა სამხედრო, არამედ სამოქალაქო დამკვირვებლები მუშაობენ, რომლებიც კონფლიქტის მხარეების შეკავებას უწყობენ ხელს. ისინი სამხედროები არ არიან და კონკრეტულ სიტუაციაში ჩარევის შესაძლებლობა არ აქვთ; შეიძლება, წამოჭრილ პრობლემებში შუამავლები იყვნენ, მაგრამ მათი ფუნქციები შეზღუდულია". სემნების განმარტებით, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ, ძირითადი აქცენტი ჰუმანიტარული დახმარებებისა და ნდობის აღდგენის საკითხებზე უნდა გაკეთდეს. მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის თემები. სერგეი ბაღაფში კი, ევროკავშირს მოუწოდებს, აფხაზეთი აღარ განიხილოს როგორც საქართველოს ნაწილი, რადგან ამით "სოხუმსა და ევროპულ სტრუქტურებს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შედის".


 

]]>
12.02.2009 +0300
ხავიერ სოლანა რუსეთის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება index.php?id=841&pg=nt

"ევროკავშირის შეფასებით, რუსეთის გადაწყვეტილება, განათავსოს საკუთარი სამხედრო ბაზები აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთში, ამიერკავკასიაში ვითარების სტაბილიზაციას ხელს არ შეუწყობს", განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჰავიერ სოლანამ. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხში ევროკავშირს რუსეთის წარმომადგენლებთან აზრთა სხვადასხვაობა გააჩნია - "არ მიგვაჩნია, რომ ეს კარგი გადაწყვეტილებაა. ჩვენ ეფექტურად უნდა ვიმუშაოთ ამ რეგიონის სტაბილურობისთვის".

]]>
12.02.2009 +0300
კობა სუბელიანმა მეტეხში და წეროვანში ჩასახლებული დევნილები მოინახულა index.php?id=838&pg=nt

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კასპის რაიონის სოფელ მეტეხში ჩასახლებული დევნილები მოინახულა. მინისტრთან ერთად, მეტეხს უკრაინის, აზერბაიჯანის, ირანის, ყაზახეთის, ესტონეთის, ჩეხეთის, გერმანიის, ბულგარეთის საელჩოების, წმინდა საყდრის სადესპანოსა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესტუმრნენ, რომელთაც რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებულთა დახმარებაში დიდი წვლილი აქვთ შეტანილი. უცხოელმა სტუმრებმა საკუთრებაში გადასაცემი მიწების წილისყრის პროცესში მონაწილეობა მიიღეს - 35 ოჯახს მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადაეცა. სახელმწიფო თავის თავზე იღებს დაზარალებულთა სათესლე მასალით, საწვავითა და ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფას. აღნიშნული პროცესი სხვა რეგიონებშიც მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში დასრულდება.

ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრთან ერთად, წეროვანში ჩასახლებული დევნილები მოინახულა; მაქსიმ ვერჰაგენი რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულებს პირადად გაესაუბრა და მათი პრობლემები მოისმინა. "მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ დევნილები ისევ კარვებში ცხოვრობდნენ; მიხარია, რომ ჩვენ დავასრულეთ კარვების პერიოდი და ახლა ისინი შედარებით კარგ პირობებში გვყავს", განაცხადა კობა სუბელიანმა. "ყოველთვის მაინტერესებდა, რა პირობებში ცხოვრობდნენ კოდორის ხეობიდან წამოსული დევნილები. ჰოლანდიამ წითელ ჯვარსა და გაერო-ს მათი დახმარებისთვის მილიონ 300 ათასი ევრო გამოუყო. ძალიან კარგია, რომ მოკლე ვადაში მოხერხდა ასეთი სოფლის აშენება", აღნიშნა ვერჰაგენმა.

 


 

]]>
12.02.2009 +0300
ვლადიმერ პუტინმა აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთში საელჩოების გახსნის განკაგულებას მოაწერა ხელი index.php?id=842&pg=nt

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმერ პუტინმა, აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის საელჩოების გახსნის განკარგულებას ხელი მოაწერა, რომელიც შეთანხმებულია აღმასრულებელი ხელისუფლების დაინტერესებულ ფედერალურ ორგანოებთან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საელჩოების თანამშრომლების რაოდენობა უნდა დაადგინოს და საშტატო განრიგი დაამტკიცოს. განკარგულების თანახმად, აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთში საელჩოების გახსნისა და მათი შენახვის ხარჯების ანაზღაურება 2009 წლიდან დაიწყება; თანხები ფედერალური ბიუჯეტიდან გამოიყოფა.   

 

]]>
12.02.2009 +0300
"ორთაჭალენერჯის" სახელმწიფოს წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს index.php?id=839&pg=nt

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი "ორთაჭალჰესის" ყოფილ მფლობელ კომპანიას ურჩევს, თუ სახელმწიფოსთან პრეტენზიები აქვს, სასამართლოს მიმართოს; "ქვეყანაში არის სასამართლო, თუ მას არ ენდობიან, საარბიტრაჟო სასამართლოც არსებობს; შეუძლიათ იჩივლონ, ამ შემთხვევაში ჩვენ მხარეს წარმოვადგენთ. სახელმწიფო გახლდათ "ორთაჭალჰესის" მესაკუთრე, რომელიც გაიყიდა; პრივატიზაცია საკმაოდ მაღალ ფასში - 25 250 000 ამერიკულ დოლარად განხორციელდა. თანხა გადახდილია, შესაბამისად, ჰესი გასხვისებულად ითვლება. სხვა პრობლემები კი, რომლებიც მეიჯარეებს სახელმწიფოსთან მიმართებაში აქვთ, შეუძლიათ სასამართლოში გაასაჩივრონ", განმარტა ლაშა ჟვანიამ. "ორთაჭალენერჯის" ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას ინფორმაციით, კომპანია აპირებს, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ სარჩელი სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოში შეიტანოს; "ორთაჭალჰესის" წართმევისა და მისი "ენერგოპროჯორჯიასთვის" უკანონოდ გადაცემისთვის. კომპანია სახელმწიფოსგან 12 მლნ ლარის ოდენობის კომპენსაციას მოითხოვს.

]]>
12.02.2009 +0300
გაერო-ს უშიშროების საბჭო საქართველოში მისიის მანდატის გაგრძელებას იმედოვნებს index.php?id=843&pg=nt

გაერო-ს უშიშროების საბჭო იმედოვნებს, რომ საქართველოში გაერო-ს მისიის მანდატი გაგრძელდება, განაცხდა იაპონიის წარმომადგენელმა, იუკიო ტაკასუმ. მისი თქმით, გადაწყვეტილება კვირის ბოლომდე უნდა მიიღონ, რამდენადაც მანდატის ვადა ა. წ. 15 თებერვალს იწურება. "ახლა უშიშროების საბჭოს წევრი სახელმწიფოების ჯგუფი ამ საკითხზე მუშაობს. პროექტი, დოკუმენტის სახით, ამ დროისთვის არ გავრცელებულა", აღნიშნა ტაკასუმ. იაპონიის წარმომადგენლის ინფორმაციით, რუსეთი ცდილობს, პროექტში 2008 წლის შემდეგ ჩამოყალიბებული რეალიები გაითვალისწინოს, თუმცა, ჯერ ცნობილი არ არის, როგორ აისახება ეს პოზიცია რეზოლუციაში. 

]]>
12.02.2009 +0300
რუსული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება index.php?id=844&pg=nt

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვის განცხადებით, რუსული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე მონაკვეთებზე ქართული შეიარაღებული ძალების კონცენტრირებას აქვს ადგილი, სინამდვილეს არ შეესაბამება. მან მოიშველია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებული დასკვნა - მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ადგილი არ აქვს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის დარღვევას და რაიმე სახის ძალების კონცენტრაციას. ნალბანდოვის განმარტებით, აღნიშნული დასკვნა ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს, რომ ქართული მხარე ასრულებს თავის მოვალეობას - "ევროკავშირის მისიას უნდა მიეცეს საშუალება, განახორციელოს თავისი ფუნქციები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის - რუსეთის მიერ ოკუპირებულ მონაკვეთებზეც".

]]>
12.02.2009 +0300
კენტ ლოგსდონი გორში იმყოფებოდა index.php?id=845&pg=nt

აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კენტ ლოგსდონი გორში იმყოფებოდა; ვიზიტი, ძირითადად, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს უკავშირდებოდა. ეკონომიკური, განათლებისა და ჯანდაცვის პროგრამების მიმდინარეობის გარდა, სტუმარი სოფლის მეურნეობაში არსებული ვითარებით დაინტერესდა. ლოგსდონი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გორის რაიონის სოფელ ორთაშენში შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილი საკვების დარიგების პროცესშიც მონაწილეობდა.

]]>
12.02.2009 +0300
დემოკრატიული რეფორმების პოლიტიკის ხელშემწყობ უწყებათაშორის კომისიას დიმიტრი შაშკინი უხელმძღვანელებს index.php?id=848&pg=nt

საქართველოს მთავრობის ინიციატივით შექმნილი დემოკრატიული რეფორმების პოლიტიკის ხელშემწყობ უწყებათაშორის კომისიას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი დიმიტრი შაშკინი უხელმძღვანელებს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას  პრემიერ-მინისტრმა მოაწერა ხელი. ნიკა გილაურის განცხადებით, "კომისია იმუშავებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მოსახლეობის საკუთრების დაცვა, სასამართლო რეფორმა-ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, პარლამენტის უფლებამოსილებისა და მედიის თავისუფლების ტრანსპარენტობის გაზრდა, პენიტენციალური სისტემის რეფორმა". მისი თქმით, კომისიის საქმიანობაში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მათ შორის - არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებსაც.

 

]]>
12.02.2009 +0300
იორან ლენმარკერი საპარლამენტო ოპოზიციას შეხვდა index.php?id=849&pg=nt

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საპატიო პრეზიდენტი, საქართველოს საკითხებში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი იორან ლენმარკერი საპარლამენტო ოპოზიციას შეხვდა; გიორგი თარგამაძემ მას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კონფლიქტის ზონებში არსებული ვითარების შესახებ და განაცხადა, რომ საქართველოს უმთავრეს პრობლემად უსაფრთხოების საკითხი რჩება, გამოსავალი კი - ევროსაბჭოს რეზოლუციის ყველა მუხლის შესრულებაა, რომელთაც რუსეთი არ ასრულებს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ახლა მთავარი ამოცანა კონფლიქტის ზონებში საერთაშორისო დამკვირვებლების შენარჩუნება და მათი სამშვიდობო ძალებით ჩანაცვლებაა. თარგამაძის თქმით, საქართველოს პოლიტიკური სპექტრისთვის, პოზიცია-ოპოზიციისთვის, არის რამდენიმე საკითხი, რომლებიც ხელშეუვალია და განხილვას არ ექვემდებარება - ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. ლენმარკერი დაინტერესდა საკანონმდებლო საქმიანობაში საპარლამენტო ოპოზიციის გეგმებით, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხით და პენიტენციალურ სისტემაში არსებული მდგომარეობით; მან ამომწურავი ინფორმაცია მიიღო. შეხვედრას ესწრებოდნენ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ლორთქიფანიძე და ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანი.

 

 

 

 

]]>
12.02.2009 +0300
სამხედრო მოსამსახურეები დაჯილდოვდნენ index.php?id=850&pg=nt საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, სამხედრო მოსამსახურეებს "ვახტანგ გორგასლის" I, II და III ხარისხის, "მხედრული მამაცობისთვის" და "საბრძოლო დამსახურებისთვის" ორდენები მიენიჭათ; ჯილდოები გარდაცვლილი სამხედრო პირების ოჯახის წევრებს და მოქმედ სამხედრო პირებს გადაეცათ. შესაბამისი ცერემონია თავდაცვის სამინისტროში გაიმართა, რომელშიც მინისტრი დავით სიხარულიძე მონაწილეობდა. მისი განცხადებით, "ქვეყანა და ხელისუფლება არ დაივიწყებს გმირულად დაღუპული მებრძოლების ხსოვნას".
]]>
12.02.2009 +0300
გაერო-ს უშიშროების საბჭო საქართველოში მისიის მანდატის გაგრძელების საკითხს განიხილავს index.php?id=854&pg=nt

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აფხაზეთში გაერო-ს მისიის მანდატის ოთხი თვით გაგრძელების საკითხს კენჭს უყრიან. რეზოლუციის პროექტი გამართულ კონსულტაციებზე ოფიციალურად გავრცელდა, რომელიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების საკითხებში "გაერო-ს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის" სახელით საფრანგეთმა შეიტანა.

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის, თომას ჰამარბერგის, განცხადებით, მისი მოწოდებაა, აფხაზეთში გაერო-ს ახალი მანდატი შემუშავდეს; ოთხი თვით გაგრძელებული მანდატი საკმარისი არ არის და საჭიროა ახალი ფორმატი, რომელიც უზრუნველყოფს აფხაზეთში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვას - "რეგიონში უსაფრთხოება საერთაშორისო სტრუქტურების ყოფნით უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ნიუ-იორკში გაიმართება დისკუსია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ფორმით წარიმართება გაერო-ს მუშაობა აფხაზეთში". მისი თქმით, ამ პოზიციას ყველა მხარე ეთანხმება.

 

 

 

]]>
13.02.2009 +0300
კანონმდებლებმა პრეზიდენტის გამოსვლა შეაფასეს index.php?id=852&pg=nt

ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა, გიორგი ახვლედიანმა, პრეზიდენტის გამოსვლა შეაფასა. მან, ძირითადად, სოციალურ თემატიკაზე, დემოკრატიის კუთხით არსებულ პრობლემებზე ისაუბრა; ასევე - ანტიმონოპოლიური სამსახურის გაუქმების, "ენერგო-პრო-ჯორჯიასთან" გაფორმებული ხელშეკრულების, "ენგურჰესთან" დაკავშირებით გაფორმებული მემორანდუმის, 7 ნოემბრის მოვლენებისა და ტელეკომპანია "იმედის" მეპატრონის საკითხებზე.

"ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" წევრი გურამ ჩახვაძე დაინტერესდა, როგორი იქნება ქვეყნის საგარეო პოლიტიკა, ევრო-ატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების გზაზე. მისი თქმით, ქვეყნის პირველი საერო პირი პარტიულ დაპირისპირებაზე მაღლა უნდა იდგეს, არ უნდა იყოს მონაწილე და მხარე ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, არამედ უნდა იყოს არბიტრი და სამოქალაქო მშვიდობის გარანტი. ჩახვაძის განცხადებით, სტაბილური სისტემის ფორმად, შესაძლოა, განხილული იქნას კონსტიტუციური, იგივე საპარლამენტო მონარქია. მან ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ პოლიტიკაზეც ისაუბრა.

"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" და უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ მედიის თავისუფლებისა და წამლის ბაზარზე მონოპოლიის არსებობის საკითხებზე ისაუბრა. "არ გვინდა, საქართველო იქცეს შიდა დაპირისპირებების ფრონტად - "ქრისტიან-დემოკრატები" რევოლუციებს ეწინააღმდეგებიან", განაცხადა თარგამაძემ და პარტიის მთავარ პრინციპებად თავისუფლება, სოლიდარობა, სამართლიანობა და ერთობა დაასახელა.

ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" თავმჯდომარე გია თორთლაძემ ისაუბრა სასამართლოს, კერძო საკუთრების, ადამიანის უფლებებს, დევნილების, ეკონომიკისა და პრესის თემებზე. 

უმრავლესობის ლიდერ პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მოხსენებაში იყო თანმიმდევრული პოლიტიკა და საუბარი იყო კონკრეტულ საქმეზე - "პრეზიდენტი და საპარლამენტო უმრავლესობა შოუს მოსაწყობად არ შეკრებილა; ჩვენ აქ ვართ საქმის საკეთებლად, ჩვენ ვართ თანმიმდევრულები. მთავარია, რომ მთავრობის მიმართულება, კურსი არის სწორი". მისი თქმით, უმრავლესობა მზადაა, ნებისმიერ ოპონენტთან ქვეყნის მომავალზე ისაუბროს. ცისკარიშვილი პრეზიდენტს ურჩევს, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა წესად არ იქცეს - "ყველა სირთულისა და კრიზისის შემდეგ არჩევნების დანიშვნა ქვეყანას კიდევ უფრო არასტაბილურს ხდის".

ფრაქცია "ნაციონალების" თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილმა აღნიშნა, რომ ძალიან რთულია გააკრიტიკო ის ინიციატივები, რომლებიც პრეზიდენტმა გაახმოვანა. მისი განცხადებით, ქვეყანაში არ არსებობს დემოკრატიული ღირებულებების გაუფასურების პრობლემა. გაბაშვილმა ისაუბრა სტატისტიკის დეპარტამენტის რეფორმისა და "ენგურჰესთან" დაკავშირებულ საკითხებზეც.

]]>
13.02.2009 +0300
ქართული მხარე ევროკავშირთან ურთიერთობის საპარლამენტო კომიტეტის ფორმირების საკითხს დააყენებს index.php?id=867&pg=nt

ბრიუსელში ევროკავშირის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის კომიტეტის სხდომა გაიმართება. აღნიშნული კომიტეტი სამ სახელმწიფოს - საქართველოს, აზერბაიჯანს და სომხეთს აერთიანებს. სხდომაში მონაწილეობის მისაღებად, ქართველ პარლამენტართა დელეგაცია, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში მიემგზავრება. დარჩიაშვილის განცხადებით, ევროკავშირის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის კომიტეტის სხდომაზე, საქართველოსთან დაკავშირებული ყველა აქტუალური, პრობლემური და პოლიტიკური საკითხები განიხილება. ქართული მხარე საპარლამენტო კომიტეტის ფორმატის შეცვლისა და ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის ფორმირების საკითხს დააყენებს.

]]>
16.02.2009 +0300
გალინა გლუხოვას შვილის ნახვის საშუალებას არ აძლევენ index.php?id=859&pg=nt გაუსაძლისი პირობების გამო ე. წ. სამხრეთ ოსეთიდან გამოქცეული რუსეთის საოკუპაციო ჯარის სერჟანტ ალექსანდრე გლუხოვის დედა, გალინა გლუხოვა, კვლავ ცხინვალში იმყოფება; ოსი სეპარატისტები და რუსი ოკუპანტები მას თბილისში გამომგზავრებისა და შვილის ნახვის საშუალებას არ აძლევენ. გლუხოვა სიტუაციის გარკვევასა და შვილის მონახულების საკითხში დახმარებას საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვს. აღნიშნულ ინფორმაციას შს სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი შოთა ხიზანიშვილი ადასტურებს.
]]>
13.02.2009 +0300
ბაკურ კვეზერელი სურსათის ქარხანას ეწვია index.php?id=861&pg=nt

სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი მარნეულში სურსათის ქარხანას ეწვია; გაეცნო არსებულ ვითარებას და პერსონალს გაესაუბრა. აღნიშნული ქარხანა ერთი წლის წინ ამუშავდა და ოცი დასახელების პროდუქტს აწარმოებს, მომავალში კი - მრავალფეროვანი ასორტიმენტის გამოშვებას გეგმავს.

 

 

]]>
13.02.2009 +0300
ჯოზეფ ქეი - აუცილებელია საქართველოში მეწარმეობის განვითარება index.php?id=860&pg=nt

"აუცილებელია საქართველოში მეწარმეობის განვითარება - ეს არის საწინდარი და საფუძველი დიდი მომავლის; ქვეყანა არ უნდა იყოს დამოკიდებული სხვებზე, ჩვენ უნდა ვიყოთ დამოკიდებული ჩვენზე, - განაცხადა ბიზნესმენმა ჯოზეფ ქეიმ რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში ორი ელექტროინდუქციური ღუმელის, თხუთმეტტონიანი ღუმელისა და უწყვეტი ჩამოსხმის ხაზის ფუნდამენტის პრეზენტაციაზე. პროექტში 4 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო; ქარხანაში თხევადი ფოლადის მიღების უწყვეტი პროცესი აღდგება, შემდეგ კი - შესაძლებელი გახდება 140 ტონა არმატურის წარმოება, რაზეც 250 ადამიანი დასაქმდება.

 

 

]]>
13.02.2009 +0300
პრემიერმა ეკონომიკის დოკუმენტის პრეზენტაცია მოაწყო index.php?id=866&pg=nt

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართული ეკონომიკის მიმოხილვის დოკუმენტის პრეზენტაცია მოაწყო, რომელშიც თავმოყრილია კონკრეტული ინფორმაცია მაკროეკონომიკური მდგომარეობისა და მთავრობის გეგმების შესახებ და რომელსაც მთავრობა უცხოელ ინვესტორებთან ურთიერთობისას გამოიყენებს. აღნიშნული დოკუმენტი ბიზნესმენებს დაურიგდება. ნიკა გილაურის განცხადებით, ხელისუფლების მიზანია, მთავრობამ და კერძო სექტორმა ერთი და იგივე მესიჯები გაგზავნონ უცხოელ ინვესტორებთან.

 

 

]]>
13.02.2009 +0300
სეპარატისტები მასწავლებლებს აფხაზური პასპორტების აღებას აიძულებენ index.php?id=871&pg=nt აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის უფროსის მოადგილე თორნიკე კილანავას განცხადებით, გალის რაიონის სოფლებში მომუშავე მასწავლებლებს გარკვეული დრო მისცეს და განუცხადეს, რომ ვისაც აფხაზური პასპორტი არ ექნება, სკოლაში შესვლის უფლებას არ მისცემენ; მათ აფხაზეთიდან გასახლებითაც ემუქრებიან. პარალელურად, გამგებლებს დავალებული აქვთ, ყველა ოჯახიდან თითო წევრი აიძულონ, ოჯახის ყველა წევრის ანკეტა შეავსოს, რომლითაც რუსულ-აფხაზური პასპორტი გაიცემა.
]]>
16.02.2009 +0300
რობერტ სიმონსი თბილისს ეწვია index.php?id=872&pg=nt თბილისს, სამუშაო ვიზიტით, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ცენტრალური აზიისა და კავკასიის საკითხებში რობერტ სიმონსი ეწვია. იგი, ნატო-საქართველოს კომისიის ბოლო სხდომაზე დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებს შეხვდება.
]]>
16.02.2009 +0300
მიხეილ სააკაშვილი - ჩემი გამოსვლა მიღწევებით თავის მოწონებას არ ითვალისწინებდა index.php?id=853&pg=nt

"ის, რომ ჩვენი ენერგოსისტემა არის გამართული, არის შედეგი თანმიმდევრული ენერგეტიკული პოლიტიკისა", განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დასკვნითი სიტყვით გამოსვლის დროს. მან ისაუბრა "ენგურჰესთან" დაკავშირებულ საკითხზე და განმარტა, რომ ეს არ არის საბოლოო ხელშეკრულება და მთავრობა მზადაა, საბოლოო დოკუმენტის გაფორმების პროცესში პარლამენტი ჩართოს. ჩემი გამოსვლა ჩვენი მიღწევებით თავის მოწონებას არ ითვალისწინებდა, აღნიშნა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ლიდერი მოვალეა - იყოს რეალისტი, პასუხისმგებლობით მიუდგეს თითოეულ სიტყვას და ხალხს უთხრას სიმართლე. სააკაშვილი იზიარებს ოპოზიციის წარმომადგენელთა შეშფოთებას წამლების გაძვირებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, 2013 წელს მოვა ახალი პრეზიდენტი, რომელიც იქნება დემოკრატიულად არჩეული. "უნდა შეიქმნას სისტემა, როცა პრეზიდენტი არ ერევა არც ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში, ძირითადად - სასამართლოს გადაწყვეტილებაში. მიუხედავად იმისა, რომ კოტე კუბლაშვილი ჩემი მეგობარია, მე არასდროს არ ჩავრეულვარ სასამართლოს გადაწყვეტილებაში", განაცხადა პრეზიდენტმა. მან აფხაზეთში "ბერლინის კედლის" მშენებლობის თაობაზეც ისაუბრა - "საქართველოს მტერი - არა რუსეთი, არამედ ვლადიმერ პუტინის და დიმიტრი მედვედევის პოლიტიკაა. "მე ვიქნები ყველა იმ ბიზნესმენის პირადი მეგობარი, ვინც 100 და მეტ სამუშაო ადგილს შექმნის", აღნიშნა სააკაშვილმა. "ბოლო წლების განმავლობაში დავამარცხეთ სიბნელე, კორუფცია, ორგანიზებული დანაშაული, მოვახერხეთ სამართლიანობის დამკვიდრება საგანმანათლებლო სისტემაში - ეს არის ისტორიული მიღწევა. თუმცა, წინ გვაქვს მთავარი გამოწვევები - ქვეყანაში არ უნდა იყოს უმუშევრობა და უპერსპექტივობა; ერთადერთი რეცეპტი არის - "ძალა ერთობაშია", განაცხადა პრეზიდენტმა. "გამიხარდება, რომ მედია იყოს უფრო კომპეტენტური, უფრო თავისუფალიც და უფრო პასუხისმგებლიანიც. არ არსებობს დრო, როცა რომელიმე არხზე არ აკრიტიკებდნენ მთავრობას. "თავისუფლება დღეს ჩვენი" - არის მთავარი არსი, რომელიც გამოხატავს ჩვენი ეროვნული სულისკვეთების, ჩვენი პოლიტიკის და პირადად ჩემი ცხოვრების მიზანს", დასძინა სააკაშვილმა.

]]>
13.02.2009 +0300
საქართველოს ტერიტორიაზე, დამატებით, ეუთო-ს 80 დამკვირვებელი განთავსდება index.php?id=856&pg=nt საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ეუთო-ს მუდმივი საბჭოს გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ეუთო-ს დამატებითი სამხედრო დამკვირვებლების განლაგებას შეეხება - "მიგვაჩნია, რომ მიღებული მნიშვნელოვანი დოკუმენტი ხელს შეუწყობს 861-ე გადაწყვეტილების ყველა მოთხოვნის სრულფასოვან შესრულებას, რაც საქართველოს ტერიტორიაზე, დამატებით, 80 დამკვირვებლის განლაგებას გულისხმობს. 861-ე გადაწყვეტილება წარმოადგენს იმ ჩარჩოს, რომლის ფარგლებში, ეუთო-ს სამხედრო დამკვირვებლებს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, შეუფერხებლად შეასრულონ მანდატით დაკისრებული მოვალეობანი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, პირველ ყოვლისა - რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში".
]]>
13.02.2009 +0300
მიხეილ სააკაშვილი - მონიტორინგმა ახალი სადაზღვევო სისტემის ბოროტად გამოყენება უნდა გამორიცხოს index.php?id=869&pg=nt საქართველოს პრეზიდენტი, დაზღვევის ახალი სისტემის შექმნასთან დაკავშირებით, სისტემის მუშაობის გასაკონტროლებლად, მონიტორინგის ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის. მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, ჯგუფის მუშაობაში იგი თავად მიიღებს მონაწილეობას და განხორციელებული სამუშაოების, არსებული პრობლემებისა თუ ახალი პროექტების შესახებ ანგარიშს ყოველ კვირას, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად მოისმენს - "ახალი სადაზღვევო სისტემა, ეკონომიკური კრიზისის პირობებში, ჯანდაცვის სისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს; მონიტორინგმა კი - სისტემის ბოროტად გამოყენება და მაქინაციების მოწყობა უნდა გამორიცხოს". 
]]>
16.02.2009 +0300
ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 17-18 თებერვალს გაიმართება index.php?id=868&pg=nt

ქართული დელეგაცია ჟენევაში გაემგზავრა, სადაც მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 17-18 თებერვალს გაიმართება - ფორმატის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრებს სეპარატისტები და რუსეთის დელეგაცია უნდა დაესწროს, მოლაპარაკებების პროცესში კი, ჩართულნი არიან ეუთო, ევროკავშირი, გაერო და აშშ.  "ეს არის ერთ-ერთი ეფექტური ფორმა დიალოგისა, რომლის ფარგლებშიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები განიხილება", განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ.

 

 

 

 

 

 

 

 

]]>
16.02.2009 +0300
2009 წელს დონორებისგან 1,8 მილიარდი დოლარის მიღება იგეგმება index.php?id=870&pg=nt საქართველოს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" წევრებს შეხვდა. მათ განიხილეს დონორების მიერ ქვეყნისთვის გამოყოფილი თანხების ხარჯვისა და ამ პროცესის მონიტორინგის საკითხები. გადაწყდა, რომ არასამთავრობოები ინფორმაციას პერიოდულად მიიღებენ. სამინისტროს ინფორმაციით, 2009 წელს დონორებისგან 1,8 მილიარდი დოლარის მიღება იგეგმება.
]]>
16.02.2009 +0300
ალან გაბარაევი - ცხინვალის გაზიფიკაცია შეჩერებულია index.php?id=874&pg=nt ე. წ. სამხრეთ ოსეთის "სახელმწიფო" ორგანიზაცია "ენერგეტიკის" დირექტორ ალან გაბარაევის განცხადებით, მილში, რომლითაც ცხინვალს საქართველოდან გაზი მიეწოდება, წნევა 0,8-1 ატმოსფეროს შეადგენს, როცა 8 თებერვლამდე ეს მაჩვენებელი 6 ატმოსფეროს უტოლდებოდა. მისი თქმით, "ცხინვალის გაზიფიკაცია, ამ დროისთვის, შეჩერებულია".
]]>
16.02.2009 +0300
"ყაზტრანსგაზ-თბილისს" ჯარიმა დაეკისრა index.php?id=873&pg=nt "ყაზტრანსგაზ-თბილისი" დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ ჩქარობს; როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ მათი სარჩელი არ დააკმაყოფილა და კომპანიას 5 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა, "ყაზტრანსგაზ-თბილისი" აღნიშნული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანას ჯერ არ ჩქარობს.
]]>
16.02.2009 +0300
დიმიტრი შაშკინი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა index.php?id=876&pg=nt

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მინისტრთა კაბინეტს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ წინადადებებს გააცნობს. "შეხვედრა პროდუქტიული გამოდგა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია არასამთავრობო ორგანიზაციების აზრი. დაიგეგმა თანამშრომლობის კონკრეტული ფორმები; სამინისტრო გამჭვირვალედ და პარტნიორულ რეჟიმში იმუშავებს სამოქალაქო სექტორთან", განაცხადა შაშკინმა არასამთავრობოებთან შეხვედრის შემდეგ. მინისტრის თქმით, გადაწყდა სამუშაო ჯგუფების შექმნა; ისინი მოამზადებენ წინადადებებსა და რეკომენდაციებს, რომელთაც სამინისტრო მომავალში გაითვალისწინებს.

 

]]>
16.02.2009 +0300
დორა ბაკოიანისი - ეს პირველი საკითხია, რაზეც საქართველო და რუსეთი შეთანხმდნენ index.php?id=877&pg=nt

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დორა ბაკოიანისი საქართველოში ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიისთვის მანდატის შენარჩუნების გამო კმაყოფილებას გამოთქვამს - "ეს მეტად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, იმის გათვალისწინებით, რომ პირველი საკითხია, რაზეც საქართველო და რუსეთი, ამ უკანასკნელის მიერ აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის ცალმხრივად აღიარების შემდეგ, შეთანხმდნენ". ბაკოიანისმა ისიც აღნიშნა, რომ ცხინვალისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენას ეუთო-მ წარმატებით შეუწყო ხელი.

ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიისთვის მანდატის გაგრძელება საფრთხის ქვეშ მას შემდეგ დადგა, რაც რუსეთმა ამ საკითხს 2008 წლის 22 დეკემბერს გამართულ ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე ვეტო დაადო; თუმცა, 2009 წლის 12 თებერვალს გამართულ სხდომაზე - 2009 წლის 30 ივნისამდე საქართველოში ეუთო-ს დამკვირვებელთა ყოფნას დათანხმდა.

 

]]>
17.02.2009 +0300
ჟენევის მოლაპარაკებები გრძელდება index.php?id=878&pg=nt

ჟენევის ერთა სასახლეში, საქართველო-რუსეთის კონფლიქტისა და საქართველოში არსებული კონფლიქტების სრულმასშტაბიანი პოლიტიკური დარეგულირების თემაზე, მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გრძელდება. ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს; წევრები არიან - ე. წ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე მალხაზ აქიშბაია და შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი. მოლაპარაკებების ფორმატის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობას ღებულობენ მონაწილე მხარეების - საქართველოს, აშშ-ს, რუსეთის და ორგანიზატორი ორგანიზაციების - ეუთო-ს, ევროკავშირის, გაერო-ს წარმომადგენლები. აღნიშნულ პროცესს აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმების წარმომადგენლებიც ესწრებიან.

ჟენევის კონსულტაციების გამართვა 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და 8 სექტემბერს მიღწეული სარკოზი-მედვედევ-სააკაშვილის შეთანხმებების შესაბამისად მიმდინარეობს. მხარეები შვეიცარიაში უკვე მეოთხედ ხვდებიან ერთმანეთს.

ევროკავშირს, ჟენევის მოლაპარაკების მომდევნო რაუნდზე, დადებითი შედეგის მიღწევა სურს, განაცხადა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის - ჩეხეთის წარმომადგენელმა ნადეჟდა ხოლიკოვამ - "დაინტერესებულნი ვართ, რომ საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში საერთაშორისო ორგანიზაციების ყოფნას მხარი დაუჭირონ". ევროკავშირ-რუსეთის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის სხდომაზე, მან აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთში, რომლებიც ევროკავშირს საქართველოს ტერიტორიებად მიაჩნია, სამხედრო ბაზების განთავსების თაობაზე რუსეთის გეგმების გამო შეშეფოთება გამოთქვა - "ჩვენ კვლავინდებურად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას; შესაბამისად, ევროკავშირი აფახაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის განხილვას არ აპირებს".

 

]]>
18.02.2009 +0300
ჯონდი ბაღათურია - საბანკო სექტორი ნდობას იმსახურებს index.php?id=882&pg=nt

დეპუტატი ჯონდი ბაღათურია მიესალმება ბანკების გადაწყვეტილებას, აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული და შემოსავალდაკარგული მოქალაქეებისთვის კრედიტების დაფარვისას მნიშვნელოვანი შეღავათების დაწესებასა და ვალების რესტუქტურიზაციის განხორციელებასთან დაკავშირებით. მისი შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საბანკო ასოციაციის სახელმწიფოებრივ პოზიციაზე მიუთითებს და ადასტურებს, რომ საბანკო სექტორი ნდობას იმსახურებს.

]]>
17.02.2009 +0300
გაიხსნა კონფერენცია "საქართველოს საავტომობილო გზები და თანამედროვე ტექნოლოგიები" index.php?id=879&pg=nt

კონფერენცია "საქართველოს საავტომობილო გზები და თანამედროვე ტექნოლოგიების" გახსნისას, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები უცხოელი ინვესტორების მოზიდვას და შესაბამისად - ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში, გზების ინფრასტრუქტურის განვითარების, სერიოზული უცხოური ინვესტიციები განხორციელდება. ნიკა გილაურის განმარტებით, მნიშვნელოვანია ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და გამოცდილების გაზიარება. პრემიერის ინფორმაციით, ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გათვალისწინებულია 521 მლნ ლარი; იგი იმედოვნებს, რომ ამ თანხას უცხოური ინვესტიციები დაემატება.


 

]]>
17.02.2009 +0300
კავკასიაში სპეციალურ წარმომადგენლებს ევროკავშირმა მანდატები გაუგრძელა index.php?id=880&pg=nt

საქართველოს კრიზისის მოგვარების საკითხში და ცენტრალურ აზიაში სპეციალურ წარმომადგენელს, ფრანგ დიპლომატ პიერ მორელის და სამხრეთ კავკასიაში სპეციალურ წარმომადგენელს, ბრიტანელ დიპლომატ პიტერ სემნების ევროკავშირმა მანდატები გაუგრძელა.

]]>
17.02.2009 +0300
მაჰმუდ ქოჩაკი - საქართველოს პრობლემები თურქეთისთვისაც პრობლემებს წარმოადგენს index.php?id=885&pg=nt

"თავისუფალი აზრის სახლში" გაიმართა კონფერენცია "უსაფრთხოება და თანამშრომლობა კავკასიაში", რომელშიც თურქეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაცია "ცენტრ პოლიტიკას" პრეზიდენტი, პოლიტოლოგიის დოქტორი მაჰმუდ ქოჩაკი მონაწილეობდა. "საქართველოში არსებული პრობლემები თურქეთისთვისაც პრობლემებს წარმოადგენს. ჩვენ მოძმე ქვეყნები ვართ და რა თქმა უნდა, აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის პრობლემები გულთან ახლოს მიგვაქვს. თურქეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში თავისი პრინციპული პოზიციის შეცვლას არ აპირებს და მომავალშიც გააგრძელებს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის მხარდაჭერას", განაცხადა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ქოჩაკმა. სტუმარმა აღნიშნა, რომ კონფლიქტების მოგვარების გზების ძიება სასწრაფო და აუცილებელია - "თურქეთი შეეცდება, ამაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. იმ პრობლემების მოგვარებას, რომლებიც ისტორიულად მოგვდევს, დიდი დრო სჭირდება. ვფიქრობ, აუცილებელია სახალხო დიპლომატიის გააქტიურება, რაც, ჩემი აზრით, რეგიონში არსებული ყველა პრობლემის მოგვარების საწინდარი გახდება".

]]>
17.02.2009 +0300
სამინისტროებში მრჩეველთა საბჭოები შეიქმნება index.php?id=883&pg=nt

სტატისტიკის შესახებ კანონზე მომუშავე ჯგუფმა, პრაქტიკულად, სამუშაოები დაასრულა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე; სამუშაო ჯგუფში შედიოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტები. ნიკა გილაურმა ჯგუფის წევრებს სთხოვა, შეხვედრა გამართონ ანტიკრიზისული საბჭოს წევრებთან, რათა მოხდეს დამატებითი კონსულტაციების გავლა - "ეს კანონი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია ინვესტიციების მოზიდვისა და სტატისტიკური ინფორმაციისადმი ნდობის გაზრდის საკითხებში". პრემიერის თქმით, კანონპროექტის ძირითადი მონახაზი მზად არის და სავარაუდოდ, მისი განხილვა მომდევნო მთავრობის სხდომაზე მოხდება, შემდეგ - დასამტკიცებლად, პარლამენტს გადაეგზავნება.  

ნიკა გილაურმა ყველა მინისტრს დაავალა მრჩეველთა საბჭოების შექმნა, პროფესიონალ ადამიანებთან კონსულტაციების მიზნით. აღნიშნული ინიციატივა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრ დიმიტრი შაშკინს ეკუთვნის. "ამ ჯგუფების საშუალებით, გავიგებთ საზოგადოების დაკვეთას და მათგან საინტერესო ინიციატივებსაც წამოვიღებთ", განაცხადა პრემიერმა. 

]]>
17.02.2009 +0300
"თავდაცვის მინისტრის ხედვა 2009" index.php?id=881&pg=nt

გაიმართა "თავდაცვის მინისტრის ხედვა 2009"-ის პრეზენტაცია; დოკუმენტში პრიორიტეტები ჩამოყალიბებულია ქვეყნის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესებისა და ომის შემდგომი რეალობის გათვალისწინებით - თავდაცვის სისტემის მართვის გაუმჯობესება და შემდგომი ინსტიტუციონალიზაცია, კადრების განათლება და წვრთნა, შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განვითარება და ნატო-ში ინტეგრაციის მხარდაჭერა, ორმხრივი თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია.

ექსპერტ ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, ეს ხედვა წინა მინისტრების ხედვებისგან განსხვავებულია იმით, რომ აქცენტი გაკეთებულია თავდაცვის სისტემის ხარისხის გაუმჯობესებაზე და არა - რეფორმების რაოდენობაზე. ექსპერტი კობა ლიკლიკაძე კი აცხადებს, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის პუნქტებია, რომლებიც საკადრო საკითხის გადაწყვეტას ეხება - "ხედვები წინა მინისტრების დროსაც არ იყო ცუდი, მაგრამ მთავარი მისი შესრულებაა. საინტერესოა, რამდენად სწრაფად განხორციელდება იგი".

]]>
17.02.2009 +0300
მთავრობასა და სადაზღვევო კომპანიებს შორის შეთანხმება გაფორმდება index.php?id=884&pg=nt

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრ ალექსანდრე კვიტაშვილის განმარტებით,  მთავრობასა და სადაზღვევო კომპანიებს შორის, პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ 5-ლარიან სადაზღვევო პაკეტთან დაკავშირებით, შეთანხმებას ხელი ხვალ მოეწერება, შემდეგ კი - პროგრამის პარამეტრები დაზუსტდება. "საქართველოში მოღვაწე 11 სადაზღვევო კომპანიიდან, პროგრამაში ჩართვაზე, 9-ამ თანხმობა განაცხადა. მოსახლეობას საშუალება ექნება, 1 მარტიდან დაეზღვიოს", განაცხადა მინისტრმა. საქართველოს მთავრობას აღნიშნული პროგრამის განხორციელება 15 მილიონი ლარი უჯდება.

 

]]>
17.02.2009 +0300
მთავრობასა და სადაზღვევო კომპანიებს შორის მემორანდუმი გაფორმდა index.php?id=898&pg=nt

დაზღვევის ხელმისაწვდომ პროგრამასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობასა და სადაზღვევო კომპანიებს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც, მთავრობის კანცელარიაში, პრემიერ-მინისტრმა, ჯანდაცვის მინისტრმა და სადაზღვევო კომპანიების ხელმძღვანელებმა მოაწერეს ხელი.

 

]]>
18.02.2009 +0300
ქართველი სამხედროების მომზადების საკითხს პენტაგონი განიხილავს index.php?id=893&pg=nt

პენტაგონი ქართველი სამხედროების მომზადების საკითხს განიხილავს, განაცხადა ევროპაში აშშ-ს სახმელეთო ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა კარნერ ჰემმა - "წინამორბედი პროგრამის განხორციელებისას, ქართველ ჯარისკაცებს ექსპედიციების შემადგენლობაში მოქმედება შეასწავლეს, ძირითადად - ერაყში ოპერაციების განხორციელების მიზნით; თუმცა, მათთვის არ უსწავლებიათ საკუთარი ტერიტორიის დაცვა. მისი ინფორმაციით, წვრთნა ორი მიმართულებით განხორციელდება - ტექნიკა-აღჭურვილობის ექსპლუატაციის შესწავლა და მეთაურობა, ჯარების მართვა.

გაერთიანებული შტაბის უფროსმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, ავღანეთში სამშვიდობო კონტინგენტის გაგზავნის თაობაზე გააკეთა განცხადება - "საქართველო მზადაა, ნატო-ს ეგიდით სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის. ქართველი სამხედროების ავღანეთში გაგზავნის საკითხი გადაწყვეტილია; კონტინგენტის რაოდენობა კი, საქართველოსა და ნატო-ს პარტნიორებს შორის შეთანხმების მიღწევის შემდეგ გახდება ცნობილი".

 

 


 

]]>
18.02.2009 +0300
ბუქარესტის სამიტზე გაცხადდა, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები გახდებიან index.php?id=887&pg=nt

ნატო საქართველოს ალიანსში გაწევრიანებასა და თანამშრომლობის ნაციონალური პროგრამის შესრულებაში დაეხმარება, განაცხადა სამხრეთ კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, რობერტ სიმონსმა, თავდაცვის მინისტრ დავით სიხარულიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ - "ბუქარესტის სამიტზე გაცხადდა, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები გახდებიან და ჩვენ მათ აღნიშნული მიმართულებით დავეხმარებით".

]]>
17.02.2009 +0300
"საგადასახადო კოდექსში" ცვლილება შედის index.php?id=888&pg=nt

"საგადასახადო კოდექსში" ცვლილება შედის - კანონპროექტის თანახმად, გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალება შეიძლება შეჩერდეს, თუ, ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ასეთი ქმედება სახელმწიფო ინტერესია. აღნიშნული პროექტი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა,  ინიციატორი კი - საქართველოს მთავრობაა.

 

]]>
17.02.2009 +0300
ძველ თბილისს ახალი გამგებელი ჰყავს index.php?id=889&pg=nt

ძველი თბილისის რაიონის გამგებელი ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე დავით ავალიანი გახდა. მისი განცხადებით, იგი გააგრძელებს რაიონის სარეაბილიტაციო პროექტებზე მუშაობას. საკადრო ცვლილებები დედაქალაქის მერიაში 13 თებერვალს განხორციელდა - თანამდებობა რამდენიმე პიროვნებამ დატოვა; მათ შორის - ძველი თბილისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ფურცხვანიძემ და მისმა მოადგილემ, კობა ხარშილაძემ.  

]]>
17.02.2009 +0300
მიხეილ სააკაშვილი კატალონიას სტუმრობს index.php?id=890&pg=nt საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ესპანეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ რეგიონს - კატალონიას სტუმრობს; იგი სიტყვით გამოვა საერთაშორისო კონფერენციაზე, ასევე - შეხვდება ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლებს. ვიზიტის მიზანი საქართველოში ინვესტიციების მოზიდვაა. 
  
]]>
17.02.2009 +0300
საპატრიარქოს ტელევიზიისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოიყოფა index.php?id=892&pg=nt

მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, სარეზერვო ფონდიდან 300 ათასი ლარი გამოიყოფა საპატრიარქოს ტელევიზიისთვის, 200 ათასი ლარი კი - ფოთის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაციისთვის. ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, საპატრიარქოს ტელევიზიის ფუნქციონირება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოკრძალებული ფინანსური მდგომარეობის პირობებში, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა ძალიან მნიშვნელოვანი დახმარებაა, განაცხადა საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, მამა დავით შარაშენიძემ ფინანსთა მინისტრთან შეხვედრისას. მისი თქმით, გამოყოფილი თანხა გადაცემების ხარისხის  გაუმჯობესებას, ტექნიკური აღჭურვილობის შეძენას მოხმარდება. 

]]>
18.02.2009 +0300
საქართველო აფხაზეთში სამხედრო ძალებს არ შეიყვანს index.php?id=891&pg=nt

საქართველო მზადაა, წარმოადგინოს ყველა აუცილებელი გარანტია, რომ არ შეიყვანს აფხაზეთში სამხედრო ძალებს და გამოდის ინიციატივით, გამოაცხადოს აფხაზეთი იარაღისგან თავისუფალ ზონად, განაცხადა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თემურ იაკობაშვილმა - "იქ საერთოდ არ უნდა იყვნენ სამხედროები, არც - საოკუპაციო ბაზები; ეს აფხაზებისა და კავკასიაში მცხოვრები ხალხის ინტერესებშიც შედის. მისი თქმით, "მოსახლეობის უსაფრთხოება სამშვიდობოების საერთაშორისო კონტინგენტმა უნდა უზრუნველყოს".

 

 

 

 

 

]]>
17.02.2009 +0300
სახმელეთო ჯარებს ახალი სარდალი ჰყავს index.php?id=894&pg=nt პრეზიდენტის 105-ე განკარგულების საფუძველზე, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სახმელეთო ჯარების სარდლად პოლკოვნიკი კობა ლაჭყეპიანი დაინიშნა, რომელიც, ამ დრომდე, კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრს ხელმძღვანელობდა.
]]>
18.02.2009 +0300
სერგეი შამბა გაერო-ს მისიის მთავარ სამხედრო დამკვირვებელს შეხვდა index.php?id=896&pg=nt

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი შამბამ და გაერო-ს მისიის მთავარმა სამხედრო დამკვირვებელმა, ანვარ ჰუსეინმა, აფხაზეთში მისიის ყოფნის საკითხი და მანდატის კორექტირების შესაძლებლობები განიხილეს. აღნიშნულ შეხვედრაზე შამბამ განაცხადა, რომ მათი სურვილია, გაერო-ს მისია აფხაზეთში მთავარ საერთაშორისო დამკვირვებლად დარჩეს. კონფლიქტის მოგვარებაში აქტიურად ჩართვის შესახებ ევროკავშირის სურვილზე საუბრისას კი, აფხაზური მხარე ისეთი მექანიზმის შექმნის ინციატივით გამოვიდა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის დამკვირვებლების მანდატი მხოლოდ "საქართველოს ტერიტორიაზე" გავრცელდება.

 

]]>
18.02.2009 +0300
კანცელარიის ხელმძღვანელად დავით კერესელიძე დაინიშნა index.php?id=895&pg=nt

საქართველოს მთავრობის კანცელარიის ხელმძღვანელად დავით კერესელიძე დაინიშნა, რომელიც, ამ დრომდე, მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილედ და კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობდა.

 

]]>
18.02.2009 +0300
სერგეი ლავროვი ნატო-სგან წინადადებებს ელის index.php?id=897&pg=nt რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ოფიციალური მოსკოვი ნატო-სგან, შეიარაღებაზე კონტროლის დაწესების თანამშრომლობის საკითხში, კონკრეტულ წინადადებებს ელის, ასევე - სტრატეგიული უსაფრთხოების, თავდაცვითი სისტემებისა და ავღანეთის საკითხებშიც - "ნატო-ს ზოგი წევრებისა და აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან მოვისმინეთ წინადადებები იმის შესახებ, რომ მათ რუსეთთან ერთად ერთობლივი მექანიზმის შექმნა სურთ, რომელიც თანამედროვე გამოწვევებსა და საფრთხეებს შეეწინააღმდეგება".
]]>
18.02.2009 +0300
ჟენევაში ინციდენტების თავიდან აცილებისა და რეაგირების ერთობლივი მექანიზმის შესახებ შეთანხმება გაფორმდა index.php?id=899&pg=nt

ჟენევაში, კავკასიის უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ საერთაშორისო კონსულტაციებზე, მხარეებმა ინციდენტების თავიდან აცილებისა და რეაგირების ერთობლივი მექანიზმის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. "ჩვენ მიღებულ გადაწყვეტილებას მივესალმებით; ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მექანიზმში ჩაერთვებიან გაერო, ევროკავშირი და ეუთო. ინციდენტის შემთხვევაში, მათ შემთხვევის ადგილზე გასვლის საშუალება ეძლევათ. ჯგუფი კვირაში ერთხელ და უფრო ხშირადაც შეიკრიბება. ეს შეთანხმება პოზიტიური ნაბიჯია და ახლა მთავარია რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკური ნება, რათა მექანიზმის რეალური მუშაობა უზრუნველყოს. ქართული მხარე კი - მზად არის, შეთანხმებული მექანიზმის მუშაობას ხელი შეუწყოს", განაცხადა კონსულტაციების მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერიამ.

"შედგა შეთანხმება ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების შესახებ, რაც კონფლიქტის ზონებში საერთაშორისო დამკვირვებლების ჩასვლას და პროცესში შესაბამისი სტრუქტურების ჩართვასაც ითვალისწინებს. ყველა ფაქტის გამოძიება ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ მომდევნო შეხვედრა გაზაფხულზე გაიმართება", განაცხადა პიერ მორელიმ, ევროკავშირის სპეციალურმა წამომადგენელმა.

ჟენევაში მიღწეულ შეთანხმებას ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენელი ბორის ჩოჩიევი მხოლოდ წინადადებად აფასებს - "ეს არის წინადადება მექანიზმის შექმნის თაობაზე, რომელიც, შესაძლოა, ინციდენტის ან პროვოკაციების შემთხვევაში გამოვიყენოთ".

რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელ გრიგორი კარასინის განცხადებით კი, მხარეებმა კონსენსუსს მიაღწიეს - "მიზანი იმ ინციდენტების თავიდან აცილებაა, რომლებიც ადამიანებს, უმთავრესად, სასაზღვრო რაიონებში ემუქრებათ. ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტია და მისი მიღება რთული იყო; ახლა მთავარია - შესრულება".

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, დენიელ ფრიდმა, ჟენევაში, კონსულტაციების დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, რუსეთი ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო გააკრიტიკა; რუსულმა დელეგაციამ პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა. ფრიდმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით აშშ-ის პოზიცია უცვლელია - "ეს ნაყოფიერი შეხვედრა იყო; უსაფრთხოების უზრუნველყოფა და კონფლიქტის ესკალაციის პრევენცია გადაუდებელი საკითხებია. ახლა ამ გადაწყვეტილების რეალიზება ადგილზე უნდა მოხდეს. მიგვაჩნია, რომ ცხინვალის რეგიონში დევნილების დაბრუნება, ამ ეტაპზე, რეალობასთან უფრო ახლოსაა. დასანანია, რომ რუსეთი არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს. მედვედევ-სარკოზის შეთანხმების მიხედვით, რუსეთმა სამხედრო ძალები 7 აგვისტომდელ პოზიციებზე უნდა დააბრუნოს; მან ეს პუნქტი აუცილებლად უნდა შეასრულოს".

]]>
19.02.2009 +0300
მიხეილ სააკაშვილი ესპანელ ბიზნესმენებს შეხვდა index.php?id=902&pg=nt

"საქართველოსთვის ევროკავშირში გაერთიანება ნატო-ში გაერთიანებაზე მნიშვნელოვანია - ევროპაში შესვლა ჩვენთვის სახლში დაბრუნების ტოლფასია", განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ბარსელონაში, ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე. მიხეილ სააკაშვილმა უცხოელ ბიზნესმენებს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისკენ მოუწოდა - "საქართველო დღეს სტაბილური ქვეყანაა; ჩვენ დავამარცხეთ კორუფცია, ბიუროკრატია მცირეა, გადასახადები - დაბალი".

]]>
19.02.2009 +0300
კრაკოვში ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გრძელდება index.php?id=903&pg=nt

კრაკოვში ნატო-ს თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გრძელდება, რომლის ფარგლებშიც, მთავარ საკითხთან - ნატოს გაფართოება - ერთად, დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა და საქართველო-უკრაინის ალიანსში გაწევრიანების დეტალებზე მსჯელობა; საუბარი შეეხება საქართველოს ნატო-ს სამშვიდობო მისიებში ჩართულობის, მათ შორის - ავღანეთში ქართული მისიის გაგზავნის, საკითხს. კრაკოვში იმყოფება საქართველოს დელეგაცია; დაგეგმილია თავდაცვის მინისტრის შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან.

საქართველო, საერთაშორისო ოპერაციის ფარგლებში, შეიარაღებული ძალების ასეულს ავღანეთში გააგზავნის, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა პოლონეთში ვიზიტისას - "ესაა ჩვენი ძღვენი საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საკითხში".

საქართველო ნატო-სთან ახალი პროგრამით გააგრძელებს თანამშრომლობას, რომლის კონკრეტულ მექანიზმებს ყოველწლიური გეგმის ფარგლებში მოეწერება ხელი, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა პოლონეთში გამგზავრების წინ - "მიმდინარე წელს საქართველო პირველად მიიღებს ყოველწლიურ ნატო-ს სამოქმედო გეგმას, რომელიც კრაკოვში შეთანხმდება". რაც შეეხება ავღანეთში ქართველი სამშვიდობოების გაგზავნის საკითხს, დავით სიხარულიძის განმარტებით, "ეს კონსულტაციების მსვლელობისას გადაწყდება".

 

 

 

 

]]>
20.02.2009 +0300
ევროკავშირი გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას index.php?id=908&pg=nt ევროკავშირისა და საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტი გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას საქართველოში დამატებითი სამხედრო ძალის განლაგების შესახებ. დოკუმენტში, რომელიც ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, ხაზგასმითაა მითითებული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობა და მკაცრად არის გაკრიტიკებული რუსეთი, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების დარღვევის გამო. კომიტეტი საქართველოს მხარს უჭერს ეკონომიკური რეფორმების განხორციელების საქმეში, რაც ომის შემდეგ შექმნილი ჰუმანიტარული და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, ასევე - მიესალმება საქართველოს თანამშრომლობას რუსეთ-საქართველოს ომის შემსწავლელ საერთაშორისო კომისიასთან. ]]> 19.02.2009 +0300 პრევენციის მექანიზმის განხორციელებაზე პასუხისმგებელი რუსეთია index.php?id=904&pg=nt

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მხარს უჭერს ჟენევაში შემუშავებულ უსაფრთხოების მექანიზმებს და იმედოვნებს, რომ ეუთო-ს სამხედრო დამკვირვებლები და ევროკავშირის მისიის მონიტორები უახლოეს მომავალში შესძლებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლას - "ამ მექანიზმის მიზანია, დროული და ადეკვატური რეაგირების მოხდენა უსაფრთხოების მდგომარეობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით". განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჟენევის მოლაპარაკებათა მონაწილეებმა კვლავ დაადასტურეს იძულებით გადაადგილებულ პირთა ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების აუცილებლობა. საგარეო უწყება აცხადებს, რომ რუსეთმა და ცხინვალში მისმა მარიონეტულმა რეჟიმმა კიდევ ერთხელ უგულვებელყვეს საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევა - გასაჭირში მყოფი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებასთან დაკავშირებით. "რუსეთის ფედერაციისა და მისი მარიონეტული რეჟიმების ხისტი პოზიციის გამო, ვერ მოხერხდა მომდევნო შეხვედრის ზუსტი თარიღის შეთანხმება, თუმცა, მიღწეულია ზოგადი შეთანხმება შემდეგი რაუნდის 2009 წლის გაზაფხულზე ჩატარებასთან დაკავშირებით. ქართული მხარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ჟენევის მოლაპარაკებათა შემდგომი რაუნდის, შეძლებისდაგვარად, მოკლე ვადებში ჩატარება", ნათქვამია განცხადებაში. სამინისტრო უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს შემდეგ რაუნდზე 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესრულების საკითხის განხილვას და უსაფრთხოების ახალი რეჟიმის შექმნაზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებას. საგარეო უწყების განმარტებით, პრევენციის მექანიზმი უახლოეს მომავალში ამოქმედდება; მის ეფექტურ განხორციელებაზე პასუხისმგებელი რუსეთია, როგორც საოკუპაციო ძალა, რომელსაც აქვს კონტროლი ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე.

 

]]>
19.02.2009 +0300
კობა სუბელიანმა შაუმიანში ჩასახლებული დევნილები მოინახულა index.php?id=907&pg=nt ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა მარნეულის რაიონის სოფელ შაუმიანში, რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა მოინახულა და სახნავ-სათესი მიწების საკუთრებაში გადაცემის პირობები გააცნო - დაზარალებულებს მიწის ნაკვეთები წილისყრის პრინციპით ურიგდებათ, საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებამდე კი, სახელმწიფო მათ სახნავ-სათესი საშუალებებით, საწვავითა და სათესლე მასალით მოამარაგებს. კობა სუბელიანთან ერთად, შაუმიანს ესტუმრნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. სოფელში 112 დაზარალებული ოჯახია ჩასახლებული. აღნიშნული პროცესი სხვა რეგიონებშიც მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში დასრულდება.
]]>
19.02.2009 +0300
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში შექმნილ ვითარებას განიხილავს index.php?id=905&pg=nt

ვენაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მერვე სესია იწყება; მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში შექმნილი ვითარება განიხილება - მოხსენებით ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენელი იორან ლენმარკერი გამოვა; გაიმართება დებატები, რომელშიც მონაწილეობას რუსული მხარეც მიიღებს. სესიაზე ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტების ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ახალი ინიციატივა  იქნება. ზამთრის სესიას 270 პარლამენტარი დაესწრება და მას ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დორა ბაკოიანისი გახსნის.

 

  

 

]]>
19.02.2009 +0300
ალექსანდრე კვიტაშვილმა ხელმისაწვდომი დაზღვევის პროგრამა პარლამენტში წარადგინა index.php?id=909&pg=nt

ჯანდაცვის მინისტრმა, ალექსანდრე კვიტაშვილმა, ხელმისაწვდომი დაზღვევის პროგრამა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში წარადგინა - 5-ლარიანი დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა პირველი მარტიდან ამოქმედდება; პაკეტი სამ მიმართულებას მოიცავს - ტრავმების მკურნალობის ანაზღაურება, გადაუდებელი სტაციონარული და პირველადი სამედიცინო დახმარებები. დაზღვევის თანხებს 70%-ით სახელმწიფო ბიუჯეტიდან აანაზღაურებს, მოქალაქეები კი - ერთი წლის თანხას, 19 ლარსა და 80 თეთრს, წინასწარ გადაიხდიან (მოქალაქე თვეში 1,65 ლარს იხდის, 3,35 ლარს სახელმწიფო ფარავს). პროგრამას სამთავრობო საბჭო გაუწევს მონიტორინგს, რომლის შემადგენლობაშიც პარლამენტის წევრებიც შედიან. 5-ლარიანი სადაზღვევო პაკეტის მიღების შემდეგ, მოსახლეობას სხვა სეგმენტების ყიდვა შეეძლება. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გიგი წერეთლის თქმით, პაკეტის მფლობელებს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, დამატებითი თანხის გადახდის შემდეგ, უფასო მშობიარობის მომსახურება მიიღონ. პროგრამის დეტალები მთავრობის სხდომაზე გახდება ცნობილი.

მინისტრის შეფასებით, დღეს საქართველოში 10-დან 9 საავადმყოფო ლიცენზიის გაუქმების ღირსია; მას დეპუტატი ფრიდონ თოდუა დაეთანხმა - "ისეთ საავადმყოფოს, სადაც ძაღლსაც კი არ გაუკეთებენ ოპერაციას, მართლა უნდა ჩამოერთვას ლიცენზია; ეს პროცესი დასაწყებია, რაც, თავის მხრივ, სადაზღვევო სისტემასაც გააუმჯობესებს".

]]>
19.02.2009 +0300
საჯარო სკოლები მაღალი ხარისხის ინტერნეტით ისარგებლებენ index.php?id=910&pg=nt 2 200-მდე საჯარო სკოლა და საგანმანათლებლო რესურსცენტრი მაღალი ხარისხის ინტერნეტით იქნება უზრუნველყოფილი; ხელშეკრულება განათლების სამინისტროს, "მაგთიკომსა" და საგანმანათლებლო-სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს შორის დაიდება. "მაგთიკომი" ყველა საჯარო სკოლისა და რესურსცენტრის ინტერნეტში ჩართვას 2011 წლის სექტემბრამდე დაასრულებს. ]]> 19.02.2009 +0300 დავით ბაქრაძე ტალინში იმყოფება index.php?id=911&pg=nt პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ტალინში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა; მან სათვისტომოს დეტალურად გააცნო საქართველოში არსებული ვითარება და ყველა კითხვას ღიად უპასუხა; კითხვები ეხებოდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას, რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას, აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდს და სახელმწიფოს წინაშე არსებულ გამოწვევებს. ბაქრაძე ესტონეთში მცხოვრები ქართველების პრობლემებს გაეცნო. შეხვედრას დესპანი ზურაბ მარშანია დაესწრო. ქართველებმა ხაზი გაუსვეს საელჩოს აქტიურ მუშაობას ესტონეთში, რაც განსაკუთრებით აგვისტოს ომის დროს გამოიხატა. პარლამენტის თავმჯდომარემ ტალინის უნივერსიტეტში წაიკითხა ლექცია "საქართველოში ომის შემდგომი გამოწვევები და დემოკრატიის განვითარება".
]]>
19.02.2009 +0300
დენიელ ფრიდი შეშფოთებულია ახალგორსა და გალში შექმნილი ვითარებით index.php?id=912&pg=nt აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევრაზიის საკითხებში და დელეგაციის ხელმძღვანელი დენიელ ფრიდი ჟენევის კონსულტაციების მეოთხე რაუნდზე მიღწეული შედეგებით კმაყოფილია - "ჩვენ მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიეთ - შეთანხმებას ინციდენტების ერთობლივი პრევენციის თაობაზე - ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, პოზიტიური და პრაქტიკული ხასიათის". მისი თქმით, "ზედმეტი ოპტიმიზმისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს". საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში შექმნილ სიტუაციას ფრიდმა არადამაკმაყოფილებელი უწოდა და შეშფოთება გამოთქვა ახალგორსა და გალში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. ]]> 19.02.2009 +0300 პრემიერის ინიციატივით, ახალი ვებგვერდი შეიქმნა index.php?id=914&pg=nt

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ახალი ვებგვერდი შეიქმნა, რომელიც ადგილობრივი ბიზნესმენებისა და უცხოელი ინვესტორებისთვის ყველა საჭირო, საინტერესო ინფორმაციას მოიცავს; ვებგვერდის პრეზენტაცია, სახელმწიფო კანცელარიაში, ფინანსთა მინისტრმა, კახა ბაინდურაშვილმა, გამართა, რომელსაც პრემიერი და საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საიტზე განთავსებული იქნება ინფორმაცია ეკონომიკური მაჩვენებლების, საგადასახადო რეჟიმის, გამოცხადებული ტენდერებისა და აუქციონების შესახებ, წარმოდგენილი იქნება ყველა პროექტი, რომლებსაც ხელისუფლება ინვესტორებს სთავაზობს, ასევე - ინფორმაცია ახალი სამუშაო ადგილებისა და ვაკანსიების შესახებ სამთავრობო უწყებებში.
 

]]>
19.02.2009 +0300
ილია მეორემ გერმანიაში რეაბილიტაციის კურსი გაიარა index.php?id=915&pg=nt სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი ილია მეორე, თანმხლებ პირებთან ერთად, გერმანიიდან თბილისში დღეს, 19:00 საათზე, სპეციალური რეისით ჩამობრძანდება. პატრიარქს, თბილისის აეროპორტში, წმინდა სინოდის წევრები, სასულიერო პირები და მრევლი დახვდება. შესაძლოა, უწმინდესი აეროპორტიდან ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გაემგზავროს და უფლისადმი სამადლობელი ლოცვა აღავლინოს. ილია მეორე, ქართველი და უცხოელი ექიმების რჩევით, გერმანიაში 4 თებერვალს გაემგზავრა, სადაც მას სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა; უწმინდესს მხოლოდ დაღლილობა აღენიშნებოდა, რისთვისაც 2-კვირიანი რეაბილიტაციის კურსის გავლა იყო საჭირო. აღნიშნულის მიუხედავად, პატრიარქმა საქართველოში უფრო ადრე დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო და რეაბილიტაციის ცენტრში მხოლოდ რამდენიმე დღე დაჰყო.
]]>
20.02.2009 +0300
სასამართლომ ჯოზეფ ქეის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა index.php?id=920&pg=nt თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბიზნესმენ ჯოზეფ ქეის სარჩელი ბადრი პატარკაციშვილის ქონების განმკარგავის სტატუსის მინიჭების შესახებ. სასამართლომ მხოლოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოაქვეყნა; დაკმაყოფილდა მოსარჩელე მხარის მოთხოვნა ბადრი პატარკაციშვილის ანდერძის აღმსრულებლად გამოცხადებაზე, ხოლო უარი ეთქვა სამკვიდრო ქონების მმართველად აღიარებაზე. როგორც ჯოზეფ ქეის ადვოკატი არჩილ ლეჟავა აცხადებს, ისინი ამ გადაწყვეტილებას არ ელოდნენ. სასამართლოს გადაწყვეტილებას არც ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი ეთანხმება; ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ ჯოზეფ ქეის პატარკაციშვილის ქონების აღმსრულებლად აღიარება სასამართლოს ტენდენციურობაზე მიანიშნებს, რადგან ამის მტკიცებულებები არ არსებობს. ორივე მხარე გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, რაც სასამართლო სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს გამოაქვეყნებს.    ]]> 20.02.2009 +0300 იაპ დე ჰოოპ სხეფერი - საჭიროა გაგრძელდეს მოსკოვთან დიალოგი index.php?id=917&pg=nt

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გააგრძელებს გაფართოებას, მაგრამ ამასთან დაკავშირებით, არ აპირებს რუსეთის ფაქტორის იგნორირებას, განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა კრაკოვში, ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას - "კავკასიაში კონფლიქტმა ზოგიერთი დაარწმუნა, რუსეთთან კარგი ურთიერთობა და ნატო-ს გაფართოება ურთიერთგამომრიცხავია; ეს ასე არ არის. რუსეთთან თანამშრომლობისას საჭიროა ყველაფერი იმის გამოყენება, რაც ჩვენ ვისწავლეთ, მათ შორის - ნატო-რუსეთის საბჭოს ფარგლებში. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, საჭიროა გაგრძელდეს მოსკოვთან დიალოგი, რომელიც ცივი ომის დროსაც კი არ შეწყვეტილა".

 

]]>
20.02.2009 +0300
დავით სიხარულიძე - საქართველო თავის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების განთავსებას არ გეგმავს index.php?id=918&pg=nt

საქართველო თავის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების განთავსებას არ გეგმავს; ვთავაზობთ ნატო-ს, ალტერნატივად, ავღანეთში სამშვიდობო ოპერაციების განხორციელებისას, ქვეყნის საჰაერო სივრცის გამოყენებას, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, დავით სიხარულიძემ. იგი ამგვარად გამოეხმაურა ყირგიზეთის პრეზიდენტის მიერ აშშ-ის სამხედრო ბაზის გაუქმების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სამხედრო ბაზების განთავსების ალტერნატივად საქართველო განიხილება.

]]>
20.02.2009 +0300
ესტონეთი ნატო-სა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას მხარს უჭერს index.php?id=919&pg=nt

"თუ რუსეთი ნაკისრ ვალდებულებას არ შეასრულებს, ოფიციალური ტალინი მოითხოვს, მისთვის სანქციების დაკისრებასა და ევროსაბჭოში ხმის უფლების ჩამორთმევას, განაცხადა ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარე ენე ერგმამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან შეხვედრისას. მოგვიანებით, ბაქრაძემ ესტონეთის რიიგიკოგუში რამდენიმე შეხვედრა გამართა.

 


 

]]>
20.02.2009 +0300
დორა ბაკოიანისი - ეუთო-ს მისიის საქართველოში არსებობა აუცილებელია index.php?id=921&pg=nt ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დორა ბაკოიანისი მიესალმება ეუთო-ს წევრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოში მისიის მანდატის 30 ივნისამდე გაგრძელების შესახებ. "მე ამას აღვიქვამ, როგორც კეთილი ნების ჟესტს და გააზრებად, რომ ეუთო-ს მისიის არსებობა იქ აუცილებელია, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია", განაცხადა მან ვენაში მიმდინარე ეუთო-ს ასამბლეაზე.  ]]> 20.02.2009 +0300 ესტონეთი და საქართველო სტრატეგიულ მოკავშირეებად რჩებიან index.php?id=922&pg=nt

"ესტონეთი და საქართველო მნიშვნელოვან სტრატეგიულ მოკავშირეებად რჩებიან. ესტონეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ყველა საერთაშორისო დონეზე გაუწევს მას პოლიტიკურ მხარდაჭერას", განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას პაეტმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით ბაქრაძესთან, შეხვედრის შემდეგ. მან ხაზი გაუსვა საქართველოში საერთაშორისო მონიტორინგის გაძლიერების აუცილებლობას და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე ესტონეთის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

]]>
20.02.2009 +0300
სტეფანესა და "3 გოგოს" სიმღერის თაობაზე მოსკოვში განცხადებები კეთდება index.php?id=923&pg=nt "ევროვიზია 2009"-ზე საქართველოს წარმომადგენლების სიმღერასთან დაკავშირებით, მოსკოვში მკაცრი განცხადებები კეთდება. კონკურსის შარშანდელი გამარჯვებულის, დიმა ბილანის პროდიუსერი იანა პრუდკოვსკაია აპირებს, მიმართოს "ევროვიზიის" საბჭოსა და რუსეთის პირველი არხის დირექციას, აღნიშნული სიმღერის კონკურსიდან ამოღების თაობაზე. პრუდკოვსკაიას მიაჩნია, რომ სტეფანესა და "3 გოგოს" სიმღერა რუსეთს შეურაცხყოფას აყენებს - "ევროვიზია" პრესტიჟული კონკურსია და არა - რომელიმე დახლი. ჩემი აზრით, ეს ამორალური სიმღერა დისკვალიფიცირებული უნდა იქნას". რადიო "ეხო მოსკვის" განცხადებით კი, სიმღერის ტექსტში პუტინის საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერია, თუმცა, ისმინება, როგორც "ჩვენ არ გვინდა პუტინი, ეს დამანგრეველი და ნეგატიურია".
]]>
20.02.2009 +0300
ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს index.php?id=924&pg=nt ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - გიორგი ბოკუჩავა. მისი განცხადებით, ადმინისტრაციაში საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესება იგეგმება, რათა ქართული გადამზიდავი კომპანიებისთვის მუშაობა გამარტივდეს. ბოკუჩავა 2008 წლის თებერვლიდან დღემდე რეგიონული მართვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს ხელმძღვანელობდა, 2007-2008 წლებში იყო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, 2006-2007 წლებში - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს აპარატის უფროსი, ხოლო  2003-2006 წლებში - პრემიერ-მინისტრის თანაშემწე. ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ირაკლი თაქთაქიშვილმა, თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
]]>
20.02.2009 +0300
"ყაზტრანსგაზ-თბილისმა" ჯარიმა გადაიხადა index.php?id=925&pg=nt

კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისმა" ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ გაასაჩივრა და სალიცენზიო პირობების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმა - 5 000 ლარი - სახელმწიფო ბიუჯეტში შეიტანა.  

]]>
20.02.2009 +0300
კრემლში საქართველოს ოკუპაციის გეგმა მუშავდება index.php?id=926&pg=nt

კრემლში საქართველოს ოკუპაციის გეგმა მუშავდება, რომლის მიხედვითაც, რუსული სამხედრო ძალები თბილისში ცხინვალიდან და ახალგორიდან შევლენ და ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილს დაიკავებენ, აცხადებს რუსი სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენგაუერი, გაზეთ "კვირის პალიტრა"-სთვის მიცემულ ინტერვიუში. მისი ინფორმაციით, მეორე სამხედრო კამპანია მცირე ინციდენტით დაიწყება, რომლის დროსაც რამდენიმე რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპება და ამას ოფიციალური მოსკოვი ახალი ომის დაწყების საბაბად გამოიყენებს - "იგეგმება თბილისის აღება; უფრო - ჩრდილოეთ ნაწილი, რადგან მოსკოვში თვლიან, რომ არ არის აუცილებელი ცენტრის აღება. ჩემი ინფორმაციით, პირველ რიგში რუსები აიღებენ ვაზიანს, მერე - საავიაციო ქარხანასა და საერთაშორისო აეროპორტს; ეს ობიექტები მნიშვნელოვანია, რადგან თბილისი რჩება საავიაციო დახმარების გარეშე იმ შემთხვევაში, თუ ამერიკელებს თქვენი დახმარების სურვილი გაუჩნდებათ. შემოჭრა მოხდება ცხინვალიდან და ახალგორიდან და ამით ყველაფერი დამთავრდება". ფელგენგაუერის განცხადებით, ასევე მოხდება აფხაზეთიდან შემოჭრა და დასავლეთ საქართველოს ოკუპაციაც. კითხვაზე, თუ საიდან ფლობს  რუსული გეგმის შესახებ დეტალურ ინფორმაციას, სამხედრო ექსპერტი პასუხობს, რომ დღემდე აქვს ურთიერთობა ძველ ნაცნობ გრიგორი კარასინთან, რომელიც ამჟამად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა, აგრეთვე - სხვა სამხედრო და პოლიტიკურ მაღალჩინოსნებთან. იგი დასძენს, რომ აღნიშნული გეგმის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ხელისუფლებაც ფლობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადება გაკეთდა საქართველოს საგარეო უწყებაშიც; საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორ სერგი კაპანაძის თქმით, "ვითარება არის მძიმე, რადგან რუსეთი კვლავაც აგრძელებს სამხედრო პოტენციალის ზრდას მის მიერ ოკუპირებულ ქართულ რეგიონებში".  

 


 

]]>
23.02.2009 +0300
იუნკრების ხსოვნას პატივს მიაგებენ index.php?id=927&pg=nt

პარლამენტის ეზოში 1921 წელს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული იუნკრების ხსოვნას პატივს მიაგებენ - ხარების სახელობის სამლოცველოში მათი სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდება, რის შემდეგაც მემორიალურ დაფას გვირგვინით შეამკობენ. ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები და იუნკრების შთამომავლები დაესწრებიან. ტაბახმელაში კი, პატივს მიაგებენ საქართველოს გასაბჭოების შედეგად დაღუპულ მებრძოლებს - იუნკერთა ობელისკს ყვავილებით შეამკობენ და მათი სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდიან. ღონისძიებაში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები და ჩოხოსნები მიიღებენ მონაწილეობას. მოგვიანებით, "კინოს სახლში" საქართველოს გასაბჭოების თემაზე ფილმის ჩვენება გაიმართება.

]]>
23.02.2009 +0300
გიგი უგულავა ტენდერში გამარჯვებულ საპროექტო სამსახურს ეწვია index.php?id=928&pg=nt

დედაქალაქში სატრანსპორტო მოძრაობის განტვირთვის მიზნით, მერია მუშაობს პროგრამაზე, რომელიც ახალი გზების მშენებლობასა და არსებულის რეაბილიტაციას მოიცავს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 8 ახალი გზა აშენდება. თბილისის მერი გიგი უგულავა ტენდერში გამარჯვებულ ერთ-ერთ საპროექტო სამსახურს ეწვია და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. "უნივერსალი 93" ოთხი გამარჯვებული საპროექტო სამსახურიდან ერთ-ერთია, რომელიც, ორთაჭალიდან თაბორის მთის გავლით, შინდისი-ტაბახმელას გზის დაპროექტებაზე მუშაობს. ამ გზის მეშვეობით, აეროპორტიდან დედაქალაქის ცენტრის მიმართულებით მიმავალი ტრანსპორტის მოძრაობის განტვირთვა იგეგმება.

 

]]>
23.02.2009 +0300
ქართველი დეპუტატები მილიმეჯლისს ეწვევიან index.php?id=929&pg=nt მილიმეჯლისის მიწვევით, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის ვიცე-სპიკერ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ფრიდონ თოდუას ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა. დელეგაციის წევრები პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და პარლამენტის თავმჯდომარე ოქტაი ასადოვს შეხვდებიან. დაგეგმილია შეხვედრები საპარლამენტო კომიტეტებში და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. აზერბაიჯანულ მხარეს საქართველოში არსებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობას გააცნობენ; განიხილავენ ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებს.
]]>
23.02.2009 +0300
ნიკა გვარამია დიცის საჯარო სკოლას გახსნის index.php?id=930&pg=nt გორის რაიონის სოფელ დიცში რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაზიანებული და შემდეგ "საქართველოს ბანკის" დახმარებით აღდგენილი საჯარო სკოლა გაიხსნება. ცერემონიას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ნიკა გვარამია და "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური დაესწრებიან. ამიერიდან, დიცის საჯარო სკოლის 260 მოსწავლე თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლაში ისწავლის. მინისტრი ბავშვებს ესტონელი თანატოლების მიერ გამოგზავნილ საჩუქრებს გადასცემს და სტუმრებთან ერთად, 1921 წლის ოკუპაციისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეთა ნახატების გამოფენას დაათვალიერებს. ვიზიტის ფარგლებში, ნიკა გვარამია შიდა ქართლის რეგიონის 300-მდე პედაგოგს შეხვდება და მათთან ერთად სკოლებში განათლების ხარისხისა და წესრიგის გაუმჯობესებაზე იმსჯელებს; მინისტრი პრეზიდენტის სტიპენდიანტ 15 პედაგოგს სერთიფიკატებს გადასცემს. ]]> 23.02.2009 +0300 რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების განთავსების გადაწყვეტილებას არ ცვლის index.php?id=931&pg=nt "აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული სამხედრო ბაზების აღჭურვა 2009 წლის ბოლომდე დასრულდება", განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ნიკოლაი მაკაროვმა, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გამართულ იარაღის გამოფენაზე. მაკაროვმა საზოგადოებას შეახსენა, რომ "ბაზების განთავსება გასული წლის აგვისტოში, საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისა და აფხაზეთში თავდასხმის მზადების შემდეგ დაიწყო". აღნიშნულის განხორციელებას რუსეთი დე ფაქტო რესპუბლიკებთან გაფორმებული "მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ" ხელშეკრულებების თანახმად აპირებს.
]]>
23.02.2009 +0300
გრიგოლ ვაშაძემ სომეხი კოლეგა საქართველოში მოიწვია index.php?id=932&pg=nt

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ ნალბანდიანი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე უწყებებს შორის რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების განხორციელებაზე შეთანხმდნენ. ქართული დელეგაციის წევრებმა სომეხთა გენოციდის მუზეუმი მოინახულეს და ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკეს. გრიგოლ ვაშაძემ სომეხი კოლეგა საქართველოში მოიწვია.

]]>
23.02.2009 +0300
ქართველმა სპორტსმენებმა საერთაშორისო ტურნირებზე იასპარეზეს index.php?id=933&pg=nt

ირაკლი ცირეკიძემ ჰამბერგის ძიუდოისტთა საერთაშორისო ტურნირზე 100 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა და მე-3 ადგილი დაიკავა.

კიევში გამართულ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა საერთაშორისო ტურნირზე, დავით ოთიაშვილმა 120 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა, ბესიკ გუჩაშვილმა 55 კგ წონით კატეგორიაში და მალხაზ ქურდიანმა 60 კგ წონით კატეგორიაში - ბრინჯაოს მედლები.

ნინო სალუქვაძემ 10 მეტრიდან პნევმატური პისტოლეტით სროლაში კონტინენტის ვერცხლის მედალი მოიპოვა; საქართველოს ნაკრები გუნდურ შეჯიბრში მე-4 ადგილზე გავიდა.  

]]>
23.02.2009 +0300
ბელორუსის პარლამენტი აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს განიხილავს index.php?id=934&pg=nt

თუ ოფიციალური მინსკი ე. წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს, ამით ევროკავშირის აღმოსავლეთ თანამშრომლობის ახალ პროგრამაში საკუთარი მონაწილეობის საკითხს ეჭვქვეშ დააყენებს, განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კარელ შვარცენბერგმა - "რა თქმა უნდა, ბელორუსის პარლამენტს აქვს სუვერენული  უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება, მაგრამ თუ იგი ე. წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს აღიარებს, ამით, ევროსაბჭოს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში მონაწილეობის კუთხით, დიდი პრობლემები შეექმნება". ბელორუსის პარლამენტმა აღნიშნული საკითხი საგაზაფხულო სესიაზე უნდა განიხილოს.

]]>
24.02.2009 +0300
ევროკომისია საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალ პროგრამაში ჩასართავად ეპატიჟება index.php?id=935&pg=nt

ევროკომისიამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, საქართველოსთვის, უკრაინისთვის, აზერბაიჯანისთვის, სომხეთისთვის, მოლდავეთისა და ბელორუსისთვის, რომლებსაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალ პროგრამაში ჩასართავად ეპატიჟება, უფრო მნიშვნელოვანი და გადაუდებელი დახმარების გაწევისკენ მოუწოდა. "ევროკომისიას, ამ ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის კუთხით, სტრატეგიული ინტერესები აქვს", განაცხადა ევროკომისარმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ბენიტა ფერერო-ვალდნერმა.

 

]]>
24.02.2009 +0300
თურქი ბიზნესმენები საქართველოში არსებულ ვითარებას ეცნობიან index.php?id=936&pg=nt

თბილისში თურქეთ-საქართველოს ბიზნესფორუმი იმართება, რომელშიც მონაწილეობას ღებულობენ თურქეთის სახელმწიფო მინისტრი ქურშად თუზმენი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი და ეკონომიკის მინისტრი ლაშა ჟვანია. თურქეთიდან 150-კაციანი დელეგაციაა ჩამოსული; უცხოელი ბიზნესმენები ეცნობიან მთავრობის პრეზენტაციას - თუ რა ვითარებაა საქართველოში ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის კუთხით. ფორუმის ფრგლებში, შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, კონკრეტული ბიზნესპროექტების შესამუშავებლად. 

]]>
24.02.2009 +0300
"ქრისტიან-დემოკრატები" ხელისუფლებას საკანონმდებლო ინიციატივებით მიმართავენ index.php?id=937&pg=nt

"ქრისტიან-დემოკრატები" სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პაემნების რაოდენობის, ხანგრძლივობის გაზრდას მოითხოვენ და ხელისუფლებას შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივებით მიმართავენ; პროექტი მაგდა ანიკაშვილმა წარადგინა, რომლის თანახმად, მსჯავრდებულის ოჯახის წევრებს და ახლო ნათესავებს ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნების უფლება ეძლევათ. ხანმოკლე პაემნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ საათს, ხოლო ხანგრძლივი პაემანი ოჯახის წევრებთან, სპეციალურად გამოყოფილ სადგომში, ადმინისტრაციის დაუსწრებლად, 72 საათის განმავლობაში უნდა გრძელდებოდეს. მსჯავრდებულ მამაკაცებს თვეში 2 ხანმოკლე და წელიწადში 4 ხანგრძლივი პაემნის შესაძლებლობა ექნებათ, მსჯავრდებულ ქალებს კი - თვეში 3 ხანმოკლე და წელიწადში 6 ხანგრძლივი პაემნის; თუ არასრულწლოვან მსჯავრდებულს ჰყავს ოფიციალურად რეგისტრირებული მეუღლე, მას უფლება ეძლევა, წელიწადში 4 ხანგრძლივი პაემნის.

 

]]>
24.02.2009 +0300
გერმანელ სპეციალისტებს თავს დაესხნენ index.php?id=938&pg=nt

"ენგურჰესზე" სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა - დირექტორთა საბჭოს წევრები და გერმანული კომპანიის წარმომადგენლები შეამოწმებენ, არის თუ არა მიღებული უსაფრთხოების საკმარისი ზომები მომსახურე პერსონალის დასაცავად. უსაფრთხოების ზომების გამკაცრება მას შემდეგ გადაწყდა, რაც რამდენიმე დღის წინ გერმანელ სპეციალისტებს ნიღბიანი პირები დაესხნენ თავს - მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და გაძარცვეს.

 

]]>
24.02.2009 +0300
გარეგინ II - ყველა პრობლემას ძმური სიყვარულით მოვაგვარებთ index.php?id=939&pg=nt

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე სომხეთის ნაციონალურ კრებაზე სიტყვით გამოვიდა - "ორი მეზობელი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების ურთიერთთანამშრომლობამ, შესაძლოა, გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონიოს მრავალი საკითხის გადაჭრაში. საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზნები სახელმწიფოების შიდა აგრესიისგან დაცვა და არსებული საფრთხეების დარეგულირებაა, რაც პროგრესული განვითარების წინაპირობაა". ბაქრაძის განმარტებით, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია თავდაცვის ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც სომხეთსა და საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვისა და ვიწრო რეგიონალური თანამშრომლობის საშუალებას მისცემს - "როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი ურთიერთობა მეზობელ თუ არამეზობელ ქვეყნებთან, სახელმწიფო და რეგიონალური უსაფრთხოების ინტერესები საქართველოსა და სომხეთს შორის პარტნიორული და კეთილმეზობლური ურთიერთობის შენარჩუნებას მოითხოვს".

სომხეთის სულიერი ლიდერი "საქართველოსთან რელიგიური კონფლიქტის" გადაჭრის მომხრეა - გარეგინ II-მ დავით ბაქრაძესთან შეხვედრისას გამოთქვა იმედი, რომ სომხებსა და ქართველებს შორის არსებული დავა, რაც ეკლესიების კუთვნილების საკითხს ეხება, მოგვარდება - "ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა თბილი და მეგობრულია. ვიმედოვნებ, რომ ყველა პრობლემას ძმური სიყვარულით მოვაგვარებთ".

]]>
25.02.2009 +0300
აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის ბიუჯეტში 138 მლნ ლარია გათვალისწინებული index.php?id=940&pg=nt

საქართველოს მთავრობა დონორებთან და დიპლომატიურ კორპუსთან მართავს შეხვედრას - პრემიერი მათ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების სახელმწიფო სტრატეგიას აცნობს. მისი განცხადებით, ამ მიმართულებით ბიუჯეტში 138 მლნ ლარია გათვალისწინებული და ამ თანხის დიდი ნაწილი დონორებისგან მოდის; დევნილი მოსახლეობის რეინტეგრაციისა და განსახლების პროცესის გამჭვირვალობისთვის კი, სამეთვალყურეო საბჭო შეიქმნება, რომლის შემადგენლობაშიც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შევლენ.

]]>
25.02.2009 +0300
კრემლი ღრმა კრიზისშია და არ არის გამორიცხული, კავკასიაში ომი წამოიწყოს index.php?id=941&pg=nt

ვაშინგტონში ექსპერტებმა კრემლის შესაძლო გეგმები და კავკასიაში შექმნილი ვითარება განიხილეს, შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით სიხარულიძე ესწრებოდა. "კრემლის ხელმძღვანელობა კრიზისშია და ეს აშკარაა. ტანდემოკრატია და ორი მეფის მეფობა, რაც რუსეთშია, შესაძლოა, ნორმალურ ვითარებაში მდგრადი ყოფილიყო, მაგრამ კრიზისის პირობებში ეს სრულიად შეუძლებელია", განაცხადა რუსმა ექსპერტმა, ანდრეი პიონტკოვსკიმ. ექსპერტ არიელ კოენის შეფასებით კი, საქართველოს რეგიონებში რუსული სამხედრო ძალის განთავსება სახიფათოა მთელი რეგიონისთვის - "კრემლი ღრმა კრიზისშია და არ არის გამორიცხული, ყურადღების სხვა საკითხზე გადასატანად, ომი წამოიწყოს, მაგალითად - ყირიმში".

]]>
25.02.2009 +0300
გალის რაიონის ქართულ სკოლებს საფრთხე ემუქრება index.php?id=953&pg=nt

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გია არსენიშვილის განცხადებით, გალის რაიონში არსებული 58 ქართული სკოლიდან მხოლოდ 31 შემორჩა და მათაც რუსულენოვან სკოლებად გადაკეთების საფრთხე ემუქრება. არსენიშვილის თქმით, ეს მცოცავი და ფარული ანექსიაა, რაც პირველ რიგში აფხაზეთისა და აფხაზებისთვის არ არის კარგი. დეპუტატი იმედოვნებს, რომ თავად აფხაზები მიხვდებიან, თუ რეალურად რა ზიანის მომტანია მათთვის ეს პროცესები და ადეკვატურ დასკვნებს გააკეთებენ.  

 

]]>
25.02.2009 +0300
აფხაზეთიდან დევნილებს კოლექტიური ცენტრები საკუთრებაში გადაეცემათ index.php?id=943&pg=nt

აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის განსახლების პროცესი 2009-2010 წლებში დასრულდება, განაცხადა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, კობა სუბელიანმა. მისი განმარტებით, ქვეყანაში აფხაზეთიდან დევნილი 220 ათასი ოჯახი ცხოვრობს, რომლებიც სამ კატეგორიად არიან დაყოფილი - კოლექტიურ ცენტრში ჩასახლებული, ქირით მცხოვრები და ნათესავთან დაბინავებული. მთავრობის კონცეფცია ითვალისწინებს რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას, მათ შორის - დევნილებისთვის კოლექტიური ცენტრების საკუთრებაში გადაცემას; 2009 წელს დაგეგმილია 400 ობიექტის მათ მფლობელობაში გადაცემა, რაც 50 ათასზე მეტ დევნილს დააკმაყოფილებს, ასევე - გამოცხადებულია 23 ტენდერი 41 კოლექტიური ცენტრის რეაბილიტაციისთვის.

 

]]>
25.02.2009 +0300
რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთს სავაჭრო შტრიხკოდი მიანიჭა index.php?id=945&pg=nt

რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთს სავაჭრო შტრიხკოდი მიანიჭა - ინფორმაცია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ გააჟღერა და კოლეგებს მოუწოდა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში შესაბამისი ნოტის გაგზავნა დაევალოს. დავითაიას განმარტებით, სავაჭრო კოდის მინიჭების უფლებამოსილება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას აქვს, რუსეთს კი - მხოლოდ მის შემადგენლობაში მყოფი რეგიონებისთვის.

 

]]>
25.02.2009 +0300
კარელ შვარცენბერგის განცხადებამ რუსები და აფხაზები შეაშფოთა index.php?id=946&pg=nt

ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის - ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კარელ შვარცენბერგის განცხადებით, თუ ოფიციალური მინსკი აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში ბელორუსის მონაწილეობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. აღნიშნული განცხადება რუსულმა მხარემ ბელორუსზე ღია პოლიტიკურ ზეწოლად შეაფასა.

ევროკავშირის მიერ ბელორუსის მისამართით გაკეთებული განცხადებების გამო, სეპარატისტული სოხუმი აფხაზურ-ქართულ მოლაპარაკებებში ევროკავშირის მონაწილეობის პირობების გადახედვას აპირებს. "აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მზად არის, საქართველო-აფხაზეთის მშვიდობიან დიალოგსა და ჟენევის შეხვედრებზე შეთანხმებული ინციდენტების თავიდან აცილება-რეაგირების მექანიზმში ევროკავშირის მონაწილეობის პირობებს გადახედოს", განაცხადა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი შამბამ. მისი შეფასებით, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება ჟენევის კონსულტაციებს საფრთხის ქვეშ აყენებს, რადგან მინისტრის პოზიცია მედვედევი-სარკოზის შეთანხმებას ეწინააღმდეგება.

]]>
25.02.2009 +0300
25 თებერვალს დაღუპულებს პატივი მიაგეს index.php?id=950&pg=nt

1921 წლის 25 თებერვალს დაღუპულთა ხსოვნას მთელ საქართველოში საყვირებით, წუთიერი დუმილით და სხავადასხვა ღონისძიებით მიაგეს პატივი.

 

 

 

]]>
25.02.2009 +0300
გრიგორი კარასინი თომას ჰამარბერგს შეხვდა index.php?id=951&pg=nt "რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა და ევროსაბჭოს კომისარმა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში თომას ჰამარბერგმა საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში არსებული ვითარება განიხილეს, - იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი, - მხარეებმა, კავკასიაში სიტუაციის განვითარების პერსპექტივების შესახებ, მოსაზრებები გაცვალეს და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებზე დაძაბულობის ახალი კერების გაჩენის თავიდან აცილების ზომებზე იმსჯელეს. კარასინმა კონფლიქტის ზონებში საერთაშორისო დამკვირვებლების არაეფექტური მუშაობისა და ქართული სამხედრო ძალის კონცენტრირების გამო შეშფოთება გამოხატა".
]]>
25.02.2009 +0300
ეროვნულ ბანკს პრეზიდენტი არ ჰყავს index.php?id=952&pg=nt პარლამენტმა, 86 ხმით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად გიორგი ქადაგიძის კანდიდატურა დაამტკიცა. არაოფიციალური ინფორმაციით, ქადაგიძე, შესაძლოა, ეროვნული ბანკის მომავალი პრეზიდენტი გახდეს. კანონის თანახმად, პრეზიდენტის კანდიდატურას საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს და მას ქვეყნის პრეზიდენტს წარუდგენს. უკვე 17 თვეა, რაც ეროვნულ ბანკს პრეზიდენტი არ ჰყავს.  ]]> 25.02.2009 +0300 მირზაანში აღმოჩენილია გაზისა და ნავთობის საბადო index.php?id=949&pg=nt

ამერიკული კომპანია "ფრონტერა რესორსი", რომელიც საქართველოში 1997 წლიდან მოღვაწეობს, აცხადებს, რომ დედოფლისწყაროს სოფელ მირზაანში აღმოჩენილია გაზისა და ნავთობის საბადო - "ეს ახალი აღმოჩენა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მირზაანის საბადოს გაფართოებისთვის, არამედ - შესაძლებლობას მოგვცემს, ჩავატაროთ ფართომასშტაბიანი საძიებო სამუშაოები მცირე სიღრმეებზე. კომპანია მზადაა, უზრუნველყოს კარგი შედეგები უმოკლეს პერიოდში".    

 

 

]]>
25.02.2009 +0300
"იმედის" საკონტროლო პაკეტი არაბულმა ჰოლდინგმა შეიძინა index.php?id=955&pg=nt

ტელე-რადიოკომპანია "იმედის" საკონტროლო პაკეტი - 90% - არაბულმა "რაკინ ჯორჯია ჰოლდინგმა" შეიძინა - ამის შესახებ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჯოზეფ ქეიმ განაცხადა. მისი განმარტებით, საკონტროლო პაკეტის გაყიდვის მიზეზი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისია, რომელმაც  საქართველომდეც მოაღწია. "მოიძებნა პარტნიორი "რაკინ ჯორჯია ჰოლდინგი", რომელიც შემოვა ინვესტიციებით და დააფინანსებს ყველა იმ საქმეს, რაც "იმედს" ლიდერობის დამყარებისთვის დასჭირდება", განაცხადა ქეიმ.

 

]]>
25.02.2009 +0300
ფეხბურთის ეროვნული ჩემპიონატი გრძელდება index.php?id=954&pg=nt საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ჩემპიონატის გადადებულ შეხვედრაზე, თბილისის "დინამომ", ჩერნოგორიელ ფორვარდ ილია სპასოვიჩის წყვილი გოლის წყალობით, "ზესტაფონი" 2:0 დაამარცხა. დინამოელები 38 ქულით II ადგილზე გავიდნენ, ისინი 3 ქულით ჩამორჩებიან ჩემპიონატის ლიდერ "ვიტ ჯორჯიას". 28 თებერვალს "ვიტ ჯორჯია" გორში ბოლნისის "სიონს" უმასპინძლებს, 1 მარტს კი, თბილისის "დინამო" ზუგდიდის "მგლებს" დაუხვდება.   ]]> 25.02.2009 +0300 კიევში ევროპა-უკრაინის მესამე ფორუმი იხსნება index.php?id=956&pg=nt საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე სამუშაო ვიზიტით უკრაინაში იმყოფება. კიევში ევროპა-უკრაინის მესამე ფორუმი იხსნება - ბარამიძე ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. იგი ყურადღებას გაამახვილებს საქართველო-რუსეთის ომის, საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის, ეთნიკური წმენდისა და ახალი საფრთხეების საკითხებზე. ფორუმს დაესწრებიან - პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ლეხ ვალენსა, უკრაინის ვიცე-პრემიერი გრიგორი ნემირია, უმაღლესი რადას სპიკერი ვლადიმერ ლიტვინი, "რეგიონების პარტიის" ხელმძღვანელი ვიქტორ იანუკოვიჩი; ქართულ მხარეს კი, სახელმწიფო მინისტრთან ერთად, წარმოადგენენ პარლამენტის წევრები - დავით დარჩიაშვილი, გიორგი კანდელაკი, აკაკი მინაშვილი და გივი თარგამაძე.
]]>
26.02.2009 +0300
მორიგი ინციდენტი ოტობაიაში index.php?id=957&pg=nt

გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში, აფხაზმა ბოევიკებმა ადგილობრივი ქართველი, ირაკლი ბიგვავა, სასტიკად ცემეს და ფეხში დაჭრეს, შემდე კი, ორმოში ჩააგდეს, რადგან მომაკვდავი ეგონათ. ბიგვავამ მოახერხა ზუგდიდში გადასვლა - მან ინციდენტის შესახებ ქართულ მხარეს აცნობა. დაჭრილს პირველადი დახმარება ზუგდიდში ჩაუტარდა. მას შემდეგ, რაც აფხაზებმა ორმოში ბიგვავას ცხედარი ვერ აღმოაჩინეს, ალყა შემოარტყეს მის სახლს და ოჯახის წევრებს მოსთხოვეს, ზემოაღნიშნული ფაქტი არ გაეხმაურებინათ. ამ დროისთვის ოტობაიაში დამატებითი ძალებია შეყვანილი.

 

]]>
26.02.2009 +0300
რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა index.php?id=958&pg=nt

ადამიანის უფლებების შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ მოხსენებაში განსაკუთრებით მკაცრად რუსეთში, ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეაში არსებული მდგომარეობაა შეფასებული. ანგარიშში რუსულ პრობლემას რამდენიმე ათეული გვერდი ეთმობა - ნათქვამია, რომ იქ ვითარება სულ უფრო უარესდება, ყველაზე საყურადღებო ფაქტორად კი, რუსეთის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ხელში ხელისუფლების ცენტრალიზაცია და თავისუფალი არჩევნების არარსებობაა დასახელებული. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სიტყვის თავისუფლება და დამოუკიდებელი პრესა მთავრობის გავლენის ქვეშ არის - ბოლო წლების განმავლობაში კი, რუსეთში 5 ჟურნალისტის მოკლეს. მოხსენების ავტორები აცხადებენ, რომ გრძელდება ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები ჩრდილოეთ კავკასიაში, ხოლო 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტმა უამრავი მშვიდობიანი ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის - ჟურნალისტები. "რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა. ოსურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა კი, ეთნიკური თავდასხმები და ძარცვა დაიწყეს, რის გამოც, 150 000 ქართველი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა. რუსმა და ოსმა სამხედროებმა ამ ტერიტორიის ოკუპაციაც მოახდინეს", ნათქვამია ანგარიშში.

 

]]>
26.02.2009 +0300
ანტიკრიზისული საბჭოს წევრები საბჭოს დაშლის საფრთხეს ვერ ხედავენ index.php?id=962&pg=nt

ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარე, დეპუტატი გია თორთლაძე აცხადებს, რომ საბჭოს დაშლის მიზეზებს ვერ ხედავს, რადგან კიდევ "ზღვა მასალაზე" აქვთ სამუშაო; საბჭოს უკმაყოფილო წევრებზე კი ამბობს, რომ მათ არ აქვთ ინიციატივები და არც საკუთარი ხედვები წარმოუდგენიათ. არარსებულ მიზეზებზე საუბრობს საბჭოში ხელისუფლების წარმომადგენელი პავლე კუბლაშვილიც. ანტიკრიზისული საბჭოს სხდომას, საბჭოს არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ბაჩუკი ქარდავა და ზურაბ ტყემალაძე არ დასწრებიან და მათ მაგივრად განმარტებები დეპუტატმა ჯონდო ბაღათურიამ გააკეთა. ბაღათურიაც საბჭოთი, ასევე, უკმაყოფილოა და მის დატოვებას აპირებს. მისი თქმით, ტყემალაძე ობიექტური მიზეზების გამო ვერ გამოცხადდა სხდომაზე. ბაღათურიამ მისი და ტყემალაძის ერთობლივ იდეაზეც ისაუბრა - საბჭოს სხდომები ღია უნდა იყოს ჟურნალისტებისთვის, რათა ყველამ იცოდეს, ვის რა საკითხი გამოაქვს განსახილველად. რაც შეეხება საბჭოს სხდომის თემას, დევნილების კომპაქტურად ჩასახლების ადგილებში არსებული პრობლემები ექსპერტებთან ერთად განიხილეს.

 

]]>
26.02.2009 +0300
თბილისში პარკირების ახალი სისტემა ამოქმედდება index.php?id=961&pg=nt

მარტიდან დედაქალაქში პარკირების ახალი სისტემა ამოქმედდება, რომელიც დგომა-გაჩერების ამკრძალავ ნიშანთან გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებების დაჯარიმებასა და მათი სპეციალურ დაცულ, საჯარიმო სადგომზე გადაყვანას ითვალისწინებს - ამ პროცესს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "სითი პარკი" გააკონტროლებს. სასტუმრო "აჭარასთან" არსებულ საჯარიმო სადგომზე ახალი სისტემის დემონსტრირება მოხდა, რომელსაც დედაქალაქის ვიცე-მერი მამუკა ახვლედიანი და კომპანია "სითი პარკის" წარმომადგენლები დაესწრნენ. პრეზენტაციაზე ითქვა, რომ დედაქალაქში სამი საჯარიმო ავტოსადგომი იქნება. "სითი პარკმა" დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების მართვის უფლება 15 წლის ვადით მოიპოვა. სატენდერო პირობების თანახმად, ამოღებული თანხის 60% დედაქალაქის ბიუჯეტში შევა. ახალი სისტემის ამოქმედების მიზნად დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვა სახელდება.

]]>
26.02.2009 +0300
"ჯიბის საგადასახადო გზამკვლევი" - საგადასახადო კოდექსის გამარტივებული ვერსია index.php?id=959&pg=nt

უცხოელ ინვესტორებს საშუალება ექნებათ, საქართველოში არსებული საგადასახადო რეჟიმის შესახებ ინფორმაცია "ჯიბის საგადასახადო გზამკვლევის" საშუალებით მიიღონ, მისი მომზადება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციატივაა. გზამკვლევი, რომლის პრეზენტაციაც სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა, სამინისტროსა და ევროკომისიის ერთობლივი პროდუქტია - იგი საგადასახადო კოდექსის გამარტივებულ ვერსიას წარმოადგენს. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე ვაჟა პეტრიაშვილის განცხადებით, გზამკვლევი პირველი მსგავსი გამოცემაა საქართველოში; მასში ძალიან მარტივად არის მოცემული საგადასახადო რეჟიმის შესახებ ინფორმაცია და სასარგებლო იქნება უცხოელი ინვესტორებისთვის. გზამკვლევი, ამ ეტაპზე, მხოლოდ ინგლისურ ენაზე გამოიცა, დაგეგმილია ქართულენოვანი გამოცემაც, რომელიც ქართულ ბიზნესსაზოგადოებას დაეხმარება, უკეთ გაეცნოს საგადასახადო კოდექსს, მასში შესულ ცვლილებებს.


 

]]>
26.02.2009 +0300
საგარეო უწყება რუსული სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება index.php?id=960&pg=nt საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსული საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც "საქართველოს მიერ ოსი ხალხის მიმართ განხორციელებულ გენოციდს" ეხება - "რუსეთის პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტმა დაადასტურა საქართველოს მიერ ოსი ხალხის მიმართ განხორციელებული გენოციდი". საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ სამინისტრომ ერთხელ უკვე გააკეთა კომენტარი ვინმე ბასტრიკინის განცხადებასთან დაკავშირებით - "ბასტრიკინის განცხადება მტკნარი სიცრუის მორიგ მაგალითს წარმოადგენს და რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული დეზინფორმაციული კამპანიის ფონზე, არავითარ გაკვირვებას არ იწვევს. საერთაშორისო საზოგადოებრიობისთვის კარგად არის ცნობილი სინამდვილე: ასობით დახოცილი და ათასობით დევნილი მშვიდობიანი მოქალაქე, გადამწვარი და დარბეული სოფლები - ეს არის მხოლოდ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ განხორციელებული ღია სამხედრო აგრესიის შედეგი, ხოლო გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან რუსეთის დანაშაულებრივმა პოლიტიკამ ათი ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ასი ათასობით ადამიანი აიძულა, დაეტოვებინა მშობლიური ადგილები". ]]> 26.02.2009 +0300 მთავრობა მაგისტრანტების უცხოეთში სწავლას დააფინანსებს index.php?id=963&pg=nt საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დააფინანსოს მაგისტრანტების საზღვარგარეთ სწავლის, მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯები, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე - შერჩეულია მსოფლიოს 50-მდე საუკეთესო უნივერსიტეტი და სკოლა. განათლების მინისტრ ნიკა გვარამიას განცხადებით კი, შერჩეულია პრიორიტეტული მიმართულებებიც - ბიზნესის ადმინისტრირება, სამართალი, სამედიცინო, სოციალური, ჰუმანიტარული, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და ხელოვნება. უნივერსიტეტებისა და სასწავლებლების სია განათლების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება.  ]]> 26.02.2009 +0300 მიხეილ სააკაშვილი ბათუმელ პედაგოგებს შეხვდა index.php?id=965&pg=nt საქართველოს პრეზიდენტი ბათუმელ პედაგოგებს შეხვდა, რომელთაც ფულადი პრემიები გადასცა. მათთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილმა სკოლების ოპტიმიზაციისა და მიმდინარე რეფორმების თაობაზე ისაუბრა. პრეზიდენტის განცხადებით, სამწლიანი პროგრამის ფარგლებში, ხელფასების გაზრდა და ვაუჩერების გაცემა იგეგმება; აღნიშნული პროგრამისთვის წელს 48 მლნ ლარია გათვალისწინებული. "ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ამ რთულ სიტუაციაში პედაგოგი არ დაიჩაგროს და მათი მდგომარეობა გაუმჯობესდეს. განათლება არის მთავარი პრიორიტეტი; მთავარი ფიგურა- მასწავლებელი", აღნიშნა სააკაშვილმა. პრეზიდენტი ბათუმის რეაბილიტაციის პროგრამასაც გაეცნო. 
]]>
26.02.2009 +0300
სეპარატისტებმა ოტობაიადან ქართველები გამოაძევეს index.php?id=967&pg=nt

აფხაზი სეპარატისტების მიერ გალის რაიონის სოფელ ოტობაიადან გამოძევებული 50 ოჯახი ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურის მოსახლეობამ შეიფარა, ადგილობრივმა გამგეობამ კი - მათ ფართი გამოუყო. აფხაზურმა მილიციამ ქართველები მას შემდეგ გამოასახლა, რაც სოფელი დაჭრილ 24 წლის ირაკლი ბიგვავას ზუგდიდში გადასვლაში დაეხმარა. აღნიშნულის შემდეგ, გალის რაიონში რუსმა ოკუპანტებმა დამატებით 30 ერთეული მძიმე ტექნიკა განალაგეს. ევროკავშირის წარმომადგენლები გამოძევებული ქართველებისგან ინფორმაციას იღებენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საერთაშორისო ორგანიზაციებს სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებს; საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვის განცხადებით, მიმდინარეობს მომხდარის დაზუსტება და ინფორმაციის გადამოწმება, რის შემდეგაც ქართული მხარე ყველა საჭირო ღონისძიებას განახორციელებს. აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა კი, მომხდარს ეთნოწმენდად აფასებს. პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია ინციდენტს ეთნიკური წმენდის ახალი ტალღის დაწყებად აფასებს, რომელშიც უკვე აშკარად მონაწილეობს ოკუპანტი მხარე და მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, კონფლიქტის ზონებში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, იმოქმედონ ახალი სამშვიდობო ფორმატისა და ინტერნაციონალური სამშვიდობო კონტინგენტის შესაქმნელად. 

 


 

]]>
27.02.2009 +0300
მინისტრებს ახალი ფუნქცია ემატებათ index.php?id=964&pg=nt მინისტრებს ახალი ფუნქცია ემატებათ - პარლამენტში შესული კანონპროექტის თანახმად, მინისტრს ენიჭება უფლებამოსილება, თანხმობა მისცეს სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს, თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ მინისტრისთვის ამ უფლებამოსილების მინიჭება მართვის უფრო მოქნილ მექანიზმს შექმნის - "აღნიშნული დამატება საშუალებას მისცემს მინისტრს, მიიღოს მონაწილეობა საკადრო სფეროს მიკუთვნებული გადაწყვეტილებების მიღებაში, სრულყოფილად განახორციელოს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახელმწიფო კონტროლი". "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტის განხილვას პარლამენტი უახლოეს საკომიტეტო კვირას დაიწყებს.
 
]]>
26.02.2009 +0300
დავით ტყეშელაშვილმა ჩქაროსნული მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა index.php?id=966&pg=nt რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაზე მეორე რიგის სამუშაოების გახსნას დაესწრნენ. ]]> 26.02.2009 +0300 რუსეთის ფედერაცია ნატო-ს კავკასიაში არსებული სიტუაციის განხილვას სთავაზობს index.php?id=968&pg=nt

რუსეთის ფედერაცია ნატო-ს კავკასიაში არსებული სიტუაციის განხილვას სთავაზობს და ამ მიზნით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს რუსეთ-ნატო-ს საბჭოს სხდომის ჩატარებას სთავაზობს, განაცხადა რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ნატო-ში დიმიტრი როგოზინმა - "მოსკოვი დაჟინებით მოითხოვს სერიოზული საუბრის ჩატარებას, მაგრამ არა ელჩების დონეზე, არამედ - რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის წარმომადგენლის მონაწილეობით". მისი თქმით, რუსეთსა და ნატო-ს შორის, საქართველოში არსებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ სერიოზული აზრთა სხვადასხვაობაა - "ალიანსის წარმომადგენლები გამოთქვამენ შეშფოთებას აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზების დაარსებასთან დაკავშირებით".

]]>
27.02.2009 +0300
საქართველოს ბირთვული მასალების მარეგულირებელ სისტემას აშშ დაეხმარება index.php?id=969&pg=nt საგარეო საქმეთა სამინისტროში ხელი მოეწერა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ერთობლივი დოკუმენტის დანართს, რომელიც ეხება ბირთვული მასალების კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის გზების გაუმჯობესებას და ითვალისწინებს საქართველოს ბირთვული მასალების მარეგულირებელი სისტემის განმტკიცებას, საზღვრებზე რადიაციის დეტექტორების დამატებით განთავსებას და უსაფრთხოების პერსონალის მომზადების გაუმჯობესებას. 90-იანი წლებიდან აშშ-მ საქართველოს, ამ მიმართულებით, 275 მლნ დოლარზე  მეტი ოდენობის დახმარება გაუწია.
]]>
27.02.2009 +0300
გრიგოლ ვაშაძე ვიქტორ იუშჩენკოს შეხვდა index.php?id=970&pg=nt

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს შეხვდა. მხარეებმა, აქტუალურ საკითხებთან ერთად, ენერგეტიკული საკითხები განიხილეს - საუბარი შეეხო 2009 წლის ენერგეტიკული ფორუმის მზადების თემას, რომელიც საქართველოში უნდა გაიმართოს. იუშჩენკომ და ვაშაძემ ასევე ისაუბრეს სუამ-ის თანამშრომლობასა და გაერო-ეუთო-ს როლზე კონფლიქტების დარეგულირების საქმეში. უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ უკრაინა მხარს უჭერს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირებას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის ფარგლებში.

 

]]>
27.02.2009 +0300
აფხაზეთის ე. წ. საელჩო მასონების შენობასა და ცნობილი მასონის სახელობის ქუჩაზე განთავსდება index.php?id=971&pg=nt

აფხაზეთის ე. წ. საელჩო მოსკოვის ცენტრში მდებარე XIX საუკუნის შენობაში განთავსდება, რომლის ფასადზე "თავისუფალი კალატოზების" სიმბოლოებია გამოსახული, ის მსოფლიოში პირველი მასონური გაერთიანება იყო. ფასადზე ამ სიმბოლოების - უროსა და წერაქვის - არსებობა მიუთითებს, რომ სახლის პატრონი მასონი იყო. თავადი გაგარინიც, რომლის სახელსაც ქუჩა ატარებს, "მასონური ლოჟის" ცნობილი წევრი და "არწივის ლოჟის" დამაარსებელი იყო. "ჩასატარებელია ძალიან დიდი სარემონტო და სარესტავრაციო სამუშაოები, რომლებიც ორ წელს მაინც საჭიროებს", აცხადებს რუსეთში აფხაზეთის ე. წ. ელჩი იგორ ახბა.

]]>
27.02.2009 +0300
"რეკლამის შესახებ" კანონპროექტში შესწორება შევიდა index.php?id=972&pg=nt

მაგარი სპირტიანი სასმელების რეკლამა ტელევიზიის საშუალებით 23:00 საათის შემდეგ გავა - შესწორება "რეკლამის შესახებ" კანონპროექტში შევიდა, რომელიც აღნიშნულ რეკლამას დასაშვებს 2011 წლის 1-ელ იანვრამდე ხდის; ასევე დასაშვები ხდება რეკლამის გავრცელება ქალაქისა და დასახლებული პუნქტების გამზირებზე, ხიდებზე, მოედნებზე და სატრანსპორტო საშუალებებზე. კანონპროექტის ავტორები დეპუტატები - გიორგი მელაძე, პავლე კუბლაშვილი და ლაშა თორდია არიან.

 

]]>
27.02.2009 +0300
საქართველოს ეროვნულ ბანკს ახალი პრეზიდენტი ჰყავს index.php?id=973&pg=nt საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უკვე ყოფილი უფროსი გიორგი ქადაგიძე დაინიშნა - ინფორმაცია ეროვნულ ბანკში უკვე დაადასტურეს. რომან გოცირიძის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი დავით ამაღლობელი ასრულებდა.
]]>
27.02.2009 +0300
სტატისტიკის დეპარტამენტს დამოუკიდებელი საბჭო უხელმძღვანელებს index.php?id=974&pg=nt

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, სტატისტიკის დეპარტამენტის დამოუკიდებელ ორგანოდ ჩამოყალიბების საკითხში, ანტიკრიზისული საბჭოს მოსაზრებების გათვალისწინებას გეგმავს - ამის შესახებ მან საბჭოს სხდომაზე განაცხადა. გილაურის თქმით, იგი ყოველთვის მზად არის პარლამენტთან თანამშრომლობისთვის, შესაბამისად, არ არის გამორიცხული, უკვე შემუშავებულ პროექტში ცვლილებები. რაც შეეხება კანონპროექტს, მასზე მუშაობა დასრულდა, რაშიც ადგილობრივმა და უცხოელმა ექსპერტებმა მიიღეს მონაწილეობა.


 

]]>
27.02.2009 +0300
"ადამიანის უფლებათა ცენტრმა" ანგარიში გამოაქვეყნა index.php?id=975&pg=nt საქართველოში სასჯელს 26 პოლიტიკური პატიმარი იხდის, განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელმა დირექტორმა, უჩა ნანუაშვილმა. ცენტრმა, პატიმრების საქმეების შესწავლის შემდეგ და განსაზღვრული სქემის მიხედვით, 26 პოლიტიკური პატიმარი გამოავლინა, მათ შორის არიან - თემურ ჟორჟოლიანი, ნორა კვიციანი, ომარ ქუცნაშვილი და შალვა რამიშვილი, რომელსაც ნანუაშვილი ყველაზე სტაჟიან პოლიტიკურ პატიმარს უწოდებს. აღნიშნული ანგარიში დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაეგზავნებათ, მათ შორის - ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციას, რომლის წარმომადგენლები საქართველოში გასულ კვირას იმყოფებოდნენ. ისინი მიღებულ ინფორმაციას აპრილის ანგარიშში გამოიყენებენ.
]]>
27.02.2009 +0300
გამოძევებული ოჯახები ოტობაიაში დაბრუნდნენ index.php?id=976&pg=nt

გალის რაიონის სოფელ მეორე ოტობაიადან წუხელ გამოდევნილი 50 ოჯახი საკუთარ სახლებს დაუბრუნდა, - ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მედიაცენტრი ადასტურებს, - აფხაზურმა მხარემ, ბიგვავების გარდა, ყველა ოჯახის შეშვებაზე თანხმობა განაცხადა. სოფელში იმყოფებიან გაერო-ს დამკვირვებელთა მისიის წარმომადგენლები.

]]>
27.02.2009 +0300
ჰაიდი ტალიავინი აფხაზეთში ჩავა index.php?id=977&pg=nt

რუსეთ-საქართველოს ომის შემსწავლელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე ჰაიდი ტალიავინი აფხაზეთში ჩავა. იგი დე ფაქტო პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშს, დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი შამბასა და დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივან სტანისლავ ლაკობას შეხვდება; დაგეგმილია შეხვედრა გაერო-ს მისიის წარმომადგენლებთან.

 

 

 

]]>
02.03.2009 +0300
ცხინვალსა და მოსკოვს შორის დაპირისპირება მწიფდება index.php?id=992&pg=nt ცხინვალსა და მოსკოვს შორის დაპირისპირება მწიფდება, - გაზეთ "კომერსანტის" ინფორმაციით, ეს ფაქტი ე. წ. სამხრეთ ოსეთში აღდგენითი სამუშაოებისთვის რუსეთის მიერ გამოყოფილი ფინანსების კონტროლს უკავშირდება, - ჩაიშალა რუსეთის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა, რომელიც ცხინვალის რეგიონში აღდგენით სამუშაოებს კურირებს. დაპირისპირების მიზეზი რუსული მხარის ინიციატივა გახდა, რეგიონული განვითარების სამინისტროში სპეციალური დირექციის შექმნის შესახებ, რომელმაც ფინანსები უნდა განკარგოს; ასევე - თანხის ჩრდილოეთ ოსეთის ხაზინის საშუალებით მიწოდება. ცხინვალი სრულიად ჩამოშორდება გამოყოფილი ფინანსების განკარგვას, რაც მისთვის მიუღებელია. "რამდენადაც ფული არ არის, რესპუბლიკაში ახალი წლიდან ხელფასი არავის აუღია, მათ შორის - მთავრობის წევრებსაც. შეუძლებელია, ამან შეშფოთება არ გამოიწვიოს", აცხადებს დე ფაქტო ვიცე-პრემიერი ჰასან პლიევი.
]]>
03.03.2009 +0300
გატაცებული ორი ქართველი ამ დრომდე ტყვეობაში რჩება index.php?id=979&pg=nt

ოსური ბანდფორმირებების მიერ გატაცებული ორი ქართველი - დავით კაპანაძე და დემურ ჭიღლაძე - ამ დრომდე ტყვეობაში რჩება. ისინი ცხინვალის ე. წ. სამართალდამცავ ორგანოში ჰყავთ გადაყვანილი, სადაც სასამართლო პროცესი გაიმართება. გატაცებულებს იარაღის უკანონო გადატანასა და ე. წ. საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებენ.

]]>
02.03.2009 +0300
5-ლარიანი სადაზღვევო პროგრამის განხორციელება დაიწყო index.php?id=980&pg=nt

2 მარტიდან 30 ივნისის ჩათვლით, მოსახლეობას შეღავათიანი სადაზღვევო პაკეტის შეძენა შეეძლება - 5-ლარიანი სადაზღვევო პროგრამა პრეზიდენტის ინიციატივით ხორციელდება და ჯანმრთელობის ხელმისაწვდომ დაზღვევას ითვალისწინებს. აღნიშნული პაკეტი სამ მიმართულებას მოიცავს - ტრავმების მკურნალობის ანაზღაურება, გადაუდებელი სტაციონარული და პირველადი სამედიცინო დახმარებები; დაზღვევის თანხის 70%-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან აანაზღაურებს, მოქალაქეები კი - ერთი წლის თანხას, 19 ლარსა და 80 თეთრს, წინასწარ გადაიხდიან (მოქალაქე თვეში 1,65 ლარს იხდის, 3,35 ლარს სახელმწიფო ფარავს).  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

]]>
02.03.2009 +0300
საქართველოში არაბული ინვესტიციების შემოსვლა გაგრძელდება index.php?id=981&pg=nt

დასრულდა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი, რომლის მიზანს ინვისტიციების მოზიდვა წარმოადგენდა. მიხეილ სააკაშვილი, აბუ დაბიში, შეხვდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა, ინფრასტრუქტურისა და განათლების მინისტრებს - მიღწეულია შეთანხმება, რომ საქართველოს მოქალაქეები ემირატებში უვიზოდ იმოგზაურებენ. საქართველოს პრეზიდენტი რას ალ-ჰაიმას საემიროს ბიზნესმენებსაც შეხვდა, რომლებიც უკვე ახორციელებენ ინვესტიციებს ფოთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში, პორტში; აშენებენ გრანდიოზულ სავაჭრო ცენტრს თბილისის შემოსასვლელში. მიხეილ სააკაშვილმა მათგან მიიღო გარანტიები, რომ მიუხედავად მსოფლიო  ფინანსური კრიზისისა, რომელმაც დააზიანა ეკონომიკა და ბევრ ქვეყანაში შეაფერხა ინვესტიციები, საქართველოში არაბული ინვესტიციების შემოსვლა გაგრძელდება.

 

 

           

]]>
02.03.2009 +0300
გიორგი ბარამიძე საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას index.php?id=987&pg=nt

ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე სამუშაო ვიზიტით ლატვიაში იმყოფება - იგი ქვეყნის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, თავდაცვის მინისტრსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება, ასევე - მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციაში "საქართველოს ტრანსატლანტიკური ინტეგრაცია და დემოკრატიის კონსოლიდაცია", რომელზეც განიხილება საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები, საშინაო და საგარეო გამოწვევები, საფრთხეები; აქცენტები გაკეთდება დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობაზე. ბარამიძე კონფერენციაზე სიტყვით გამოვა და საქართველოში შექმნილ ვითარებაზე, რუსეთის აგრესიის შედეგებზე, ახალ საფრთხეებსა და მათი თავიდან აცილების საქმეში საერთაშორისო საზოგადოების კიდევ უფრო აქტიურად ჩართვის მნიშვნელობაზე გაამახვილებს ყურადღებას, ასევე - საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივებისა და ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების განხორციელების შეუქცევადობის შესახებ ისაუბრებს.

]]>
03.03.2009 +0300
"იაფი კრედიტის" პროგრამა მთავრობის სხდომაზე განიხილეს index.php?id=999&pg=nt

"იაფი კრედიტი" წელს საქართველოს ყველა რეგიონზე თანაბრად გადანაწილდება, - განაცხადა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ეკონომიკური განვითარების მინისტრმა, ლაშა ჟვანიამ, - მარტის ბოლომდე კრედიტები იმ კომპანიებზე გაიცემა, რომლებმაც უკვე გაიმარჯვეს, ხოლო შემდეგ - უშუალოდ კომერციული ბანკები გადაანაწილებენ; ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია, ბანკებმა თავად განსაზღვრონ, რეგიონში რომელმა პროექტმა უნდა მიიღოს კრედიტი. საპროცენტო განაკვეთი ისევ დაბალი რჩება - მაქსიმალური ოდენობა 12 პროცენტით არის განსაზღვრული. პროექტისთვის 20 მლნ ლარია გათვალისწინებული და შესაძლოა, მისი ოდენობა გაიზარდოს. შარშანდელისგან განსხვავებით, წელს "იაფი კრედიტი" არა მხოლოდ იმ საწარმოებზე გაიცემა, რომლებსაც უკვე აქვთ წარმოება და მისი გაზრდა სურთ, არამედ - ახალ პროექტებზეც.

პროექტის დამტკიცებასა და მის შესრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები მთავრობის სხდომაზე განიხილეს.

]]>
03.03.2009 +0300
საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ირანის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფება index.php?id=988&pg=nt საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ირანის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფება, რომელსაც მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვი ხელმძღვანელობს. ქართველი სტუმრები რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიიღო. გაიმართა შეხვედრები მინისტრის პირველ მოადგილესთან, მეჯლისის საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უშიშროების კომისიის თავმჯდომარესთან - მოლაპარაკებებზე განიხილეს საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების მდგომარეობა, სამომავლო პერსპექტივები და საკონსულო სფეროში თანამშრომლობის საკითხები; მხარეებმა ხაზი გაუსვეს მრავალმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. შეხვედრებზე ასევე ისაუბრეს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიასა და ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად შექმნილ ვითარებაზე. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეხვედრები-ორმხრივი კონსულტაციები მომავალშიც გაგრძელდება და მიიღებს რეგულარულ ხასიათს.
]]>
03.03.2009 +0300
თბილისსა და მოსკოვში საქართველო-რუსეთის ინტერესების დამცავი სექციები გაიხსნა index.php?id=986&pg=nt

საქართველოსა და რუსეთის ინტერესების დამცავი სექციების გახსნასთან დაკავშირებით, საქართველოში შვეიცარიის ელჩი ლორინს ვანბეკი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია შვეიცარიის საკონსულოში ნოტებს გაცვლიან - 4 მარტს, თბილისის დროით 12:00 საათზე, ხოლო მოსკოვის დროით 11:00 საათზე, აღნიშნული სექციები თბილისსა და მოსკოვში გაიხსნება.

"რუსეთის ფედერაცია შეზღუდულად, მაგრამ, ალბათ, მაინც დაიწყებს ვიზების გაცემას. ვიზები გაიცემა არა შვეიცარიის საელჩოში, არამედ - იქ, სადაც ადრე რუსეთის ფედერაციის საკონსულო იყო, ახლა კი - შვეიცარიის საკონსულოს რუსეთის ინტერესების სექციაა", განმარტა საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ.

ვიზების გაცემის განახლებასთან დაკავშირებით, მოსახლეობას გადამეტებული წარმოდგენა არ უნდა ჰქონდეს, აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე; მისი განმარტებით, განახლდება ის რეჟიმი, რაც რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტამდე არსებობდა, კერძოდ - ვიზები გაიცემა შეზღუდულ კატეგორიებზე, შეზღუდული რაოდენობით, შვეიცარიის წარმომადგენლობის მეშვეობით.

]]>
03.03.2009 +0300
საგარეო საქმეთა მინისტრის ბრიფინგი index.php?id=983&pg=nt

საქართველო-რუსეთს შორის ვიზების გაცემის თაობაზე ნოტების გაცვლა მოხდება, განაცხადა ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრმა, დოკუმენტს ხელს მოაწერენ საქართველოში შვეიცარიის ელჩი ლორენცო ამბერგი და მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია. რაც შეეხება უკრაინის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას, გრიგოლ ვაშაძის განმარტებით, არანაირი საშიშროება არ არსებობს, რადგან უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა ოფიციალურად განაცხადა, რომ მედიით დეზინფორმაცია გავრცელდა.

 

საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივან რობერტ გეითსის განცხადებას გამოეხმაურა, პუტინის იმპერიალისტურ ზრახვებთან დაკავშირებით. "რუსეთი შეეცდება მოკლას ჟენევის ფორმატი, იგი პრობლემებს უქმნის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლის წევრი თვითონაა, მათ შორის - ეუთო-ს და გაერო-ს მუშაობას საქართველოში. ის ფაქტი კი, რომ რუსეთი და სეპარატისტები უარს აცხადებენ ჟენევაში დადებული შეთანხმებების შესრულებაზე, კიდევ ერთი მაგალითია - რუსეთთან შეთანხმებას აზრი არ აქვს", განაცხადა მინისტრმა. მან აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი შამბას განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი - "რამდენიც არ უნდა ელაპარაკო მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებს ან რუსეთს, ამ ხალხთან შეთანხმებას აზრი არ აქვს, რადგან შეთანხმების მეორე დღესვე საკუთარ ხელმოწერილ დოკუმენტზე უარს ამბობენ".

 

"შესაძლოა, ეუთო-მ საქართველოში ორგანიზაციის მისიის მანდატის გაგრძელების საკითხზე კიდევ ერთხელ იმსჯელოს", აღნიშნა ვაშაძემ. ბოლო გადაწყვეტილებით, ეუთო-ს მანდატი საქართველოში ოთხი თვით გაგრძელდა.

 

 

]]>
02.03.2009 +0300
სომხეთში ქართული კულტურის სეზონი იწყება index.php?id=990&pg=nt

სომხეთში ქართული კულტურის სეზონი იწყება და ნოემბრამდე გაგრძელდება - დაგეგმილია ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის, თეატრალური დასების გასტროლები, სიმფონიური ორკესტრის კონცერტები და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების გამოფენები. 

 

]]>
03.03.2009 +0300
საქართველო არ აპირებს საოკუპაციო ძალებზე შეტევას index.php?id=989&pg=nt

რუსი ოკუპანტები გალის რაიონის სოფლებში საბრძოლო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის განლაგებას განაგრძობენ - სამხედრო ბაზებში "ენ 72" ტიპის ტანკები და მედესანტეთა საბრძოლო მანქანებია შეყვანილი, შესულია ორი ეშელონი შეიარაღება, საბრძოლო მასალა და ტყვია-წამალი, სოხუმისა და ოჩამჩირის სანაპიროებზე ორი სამხედრო გემი დგას; გზა ჩაკეტილია მდინარე ფსოუზე, მოსახლეობას გადაადგილების საშუალება არ ეძლევა - ყველა მონაკვეთზე, რომელსაც მოსახლეობა ზუგდიდში გადასასვლელად იყენებდა, ჩაყენებულია მძიმე ტექნიკა. განსაკუთრებული მობილიზაცია შეიმჩნევა სოფლებში: ფიჩორი, ნაგიდა, ზემო ბარღები, საბერიო და ოტობაია; ჭუბურხინჯსა და აჩიგვარას სამხედრო ბაზების ტერიტორიაზე ცოცხალი ძალის რაოდენობა 1 000 ჯარისკაცს აჭარბებს.

ოფიციალური თბილისი თხოვნით მიმართავს დასავლეთს, არ შეანელოს ზეწოლა რუსეთზე და დაარწმუნოს იგი, უარი თქვას საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში სამხედრო ბაზების განთავსებაზე, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, დავით სიხარულიძემ, "როიტერისთვის" მიცემულ ინტერვიუში, კრემლის მხრიდან მოსალოდნელი აგრესიის კომენტირებისას. მისი თქმით, დასავლეთის მხრიდან პოლიტიკური ზეწოლის გაგრძელება ხელს შეუწყობს რუსეთის ქმედებების აღკვეთას. სიხარულიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველო არ აპირებს საოკუპაციო ძალებზე შეტევას. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი კონფლიქტის გადაჭრას პოლიტიკურ და დიპლომატიურ გზებში ხედავს, მაგრამ აცხადებს, რომ "რუსეთის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში, საქართველო მზად უნდა იყოს წინააღმდეგობისთვის".

 

    

 

 

 

]]>
03.03.2009 +0300
ბორის ნემცოვი - სეპარატისტული რეგიონების აღიარებით რუსეთმა დიდი შეცდომა დაუშვა index.php?id=1000&pg=nt

საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარებით რუსეთმა თავისი ისტორიის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა, - აცხადებს რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ბორის ნემცოვი, ესპანური გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში, - ეკონომიკური მდგომარეობა დღითიდღე რთულდება, ამიტომ ავტონომიები ფულს ვეღარ მიიღებენ; შედეგად, მათი სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ უფრო გამძაფრდება - ცხინვალი და აფხაზეთი კი, მაგალითი იქნება. ხელისუფლების დამოკიდებულებამ საქართველოს მიმართ მსოფლიოსთან დაგვაპირისპირა. 

 

 

 

]]>
03.03.2009 +0300
დედის დღე index.php?id=993&pg=nt

დედის დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერის მოადგილემ, ნიკო ხაჩირაშვილმა და მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა, მამუკა ქაცარავამ გრიგოლიანების მრავალშვილიან ოჯახს ერთჯერადი ფულადი დახმარება - ათასი ლარი გადასცეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე მალხაზ აქიშბაიამ აფხაზეთის ომში შვილდაკარგულ დედებს დედის დღე მიულოცა და განკარგულებას მოაწერა ხელი - ისინი ერთჯერადი მატერიალური დახმარების სახით 100-100 ლარს მიიღებენ. "მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე და კიდევ ერთხელ გამოგიცხადოთ თანაგრძნობა. პირადად მე და ჩვენი მთავრობის ყველა წარმომადგენელი მზად ვართ, ნებისმიერ დროს შეგხვდეთ, თქვენი პრობლემების შესახებ მოვისმინოთ და მაქსიმალურად დაგეხმაროთ", განუცხადა მათ აქიშბაიამ.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ რუსთავში აგვისტოს ომის დროს დაღუპული ჯარისკაცის, ვახტანგ გზირიშვილის ოჯახი მოინახულა და დაღუპული მეომრის დედას ღვთისმშობლის ხატი გადასცა. ბაქრაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში შეიქმნება ახალი საკანონმდებლო პაკეტი - აგვისტოს ომში დაღუპულების ოჯახები და დაჭრილები დამატებით კომპენსაციებს, უფრო მაღალ პენსიებს და სხვა შეღავათებს მიიღებენ.

 
 

]]>
03.03.2009 +0300
გაიხსნა ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ეროვნული ცენტრი index.php?id=994&pg=nt

იაშვილის სახელობის კლინიკის ბაზაზე, პარლამენტში არსებული ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ალიანსის მიერ დამტკიცებული სამოქმედო გეგმის თანახმად, ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ეროვნული ცენტრი გაიხსნა. ღონისძიებას პირველი ლედი სანდრა რულოვსი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ალიანსის თავმჯდომარე გიგი წერეთელი, ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი, პარლამენტის წევრები, განათლების სამინისტროს, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

]]>
03.03.2009 +0300
რუსეთმა ე. წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი კონფლიქტური ზონების ნუსხიდან ამოიღო index.php?id=995&pg=nt

რუსეთის მთავრობის 25 თებერვლის დადგენილებით, ე. წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ამოღებულია იმ კონფლიქტური ზონების ნუსხიდან, სადაც რუს სამხედროებსა და ჩინოვნიკებს გარკვეული შეღავათები ეკუთვნით. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძის განცხადებით, რუსეთი რეგიონებს თავისი მფარველობის ქვეშ მყოფ ტერიტორიებად განიხილავს და აღნიშნული გადაწყვეტილება ძალის დემონსტრირების საშუალებად უნდა შეფასდეს.

]]>
03.03.2009 +0300
სეპარატისტებმა ჰაიდი ტალიავინს გაყალბებული მასალები გადასცეს index.php?id=997&pg=nt

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე მალხაზ აქიშბაია რუსულ-ქართული ომის შემსწავლელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე ჰაიდი ტალიავინის აფხაზეთში ვიზიტს ეხმიანება და აცხადებს, რომ სეპარატისტებმა მას გაყალბებული მასალები გადასცეს. აქიშბაია ტალიავინთან პირადად შეხვედრას და მისთვის იმ მასალების გადაცემას გეგმავს, რაც არსებულ ვითარებას ობიექტურად ასახავს. ჰაიდი ტალიავინი კი, სერგეი ბაღაფშსა და სერგეი შამბას შეხვდა - მათ რუსეთ-საქართველოს ომზე, ადამიანის უფლებების დაცვასა და აფხაზეთში საერთაშორისო მისიების შეშვებაზე ისაუბრეს. ტალიავინი გალის რაიონში გეგმავს ჩასვლას, რის შემდეგაც თბილისში დაბრუნდება.

 

]]>
03.03.2009 +0300
მაგისტრანტებისთვის სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა index.php?id=1001&pg=nt მთავრობის ახალი ინიციატივის თანახმად, ზაფხულში ჩატარდება საერთო სამაგისტრო გამოცდა და შედეგების მიხედვით, მაგისტრანტებისთვის სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა - საერთო ჯამში, დაფინანსდება 1 000-მდე მაგისტრანტი, ხოლო გრანტის მოცულობა იქნება 1 000-დან 2 250 ლარამდე; პროგრამის საერთო ღირებულების - 2,5 მლნ ლარის მობილიზება ე. წ. ქამრის შემოჭერის პრინციპის საშუალებით მოხერხდა, განაცხადა განათლების მინისტრმა, ნიკა გვარამიამ. შერჩეულია პრიორიტეტული მიმართულებებიც - ბიზნესის ადმინისტრირება, სამართალი, სამედიცინო, სოციალური, ჰუმანიტარული, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და ხელოვნება.
]]>
03.03.2009 +0300
მიხეილ სააკაშვილი - მეტრო არ იყიდება index.php?id=1002&pg=nt

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის პერსონალს შეხვდა; მან მეტროპოლიტენის თანამშრომლებთან იმ პრობლემებზე ისაუბრა, რაც ქვეყნის წინაშე დღეს დგას. რაც შეეხება მსოფლიოში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას, სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს კრიზისის დაძლევის რეალური შანსი აქვს - მთავრობას ტენდერებიდან მობილიზებული აქვს 1 მლრდ ლარი, რაც მოსახლეობას მოხმარდება, უახლოეს მომავალში კი, 30 000 სამუშაო ადგილის შექმნა იგეგმება. პრეზიდენტმა მეტროპოლიტენში ინვესტორის შემოყვანაზე გავრცელებული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ მეტრო არ იყიდება.  

]]>
03.03.2009 +0300
ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება index.php?id=1013&pg=nt

ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება, მანამდე კი - ნატო ს მინისტერიალია დაგეგმილი. დღევანდელ სხდომაზე გადაწყდება ნატო-საქართველოს ურთიერთობის შემდეგი ეტაპისა და ნატო-რუსეთის თანამშრომლობის საკითხები. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში, საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს თავდაცვის მინისტრი დავით სიხარულიძე. "ეს იქნება რიგგარეშე შეხვედრა, რომელიც ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე გაიმართება. წარმოვადგენთ ჩვენს ხედვას, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს საქართველო-ნატო-ს თანამშრომლობა", განაცხადა ვაშაძემ. დღესვე დაგეგმილია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პირისპირ  შეხვედრა. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია კიდევ არაერთ შეხვედრას გამართავს - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ბელგიელ კოლეგას და ევროკომისრებს შეხვდება; დაიწყება ოფიციალური მოლაპარაკებები ვიზების გამარტივების საკითხთან დაკავშირებით. ნატო-ს მინისტერიალზე კი, ავღანეთისა და რუსეთის ფედერაციის საკითხები გადაწყდება - ნატო, ავღანეთთან მიმართებაში, ალიანსის ახალ სტრატეგიას განსაზღვრავს; მინისტრები აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ხედვას მოისმენენ, შემდეგ, რუსეთთან თანამშრომლობის საკითხს განიხილავენ. ალიანსი ნატო-რუსეთის საბჭოს მუშაობის აღდგენაზე საუბრობს, რადგან სწორედ ამ საბჭოს ფორმატში უნდა მოხდეს საქართველოს საკითხის განხილვა, ასევე - როგორ ასრულებს რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს. რაც შეეხება ავღანეთში ტვირთების რუსეთის გავლით შეტანას, აშშ-მ ერთი ეშელონი უკვე გაგზავნა. რუსეთისა და გერმანიის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელების შეთანხმებით, გერმანიის ტვირთები, ავღანეთში მყოფი სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რუსეთის გავლით მოხვდება. მსგავსი შეთანხმება რუსეთს უკვე აქვს საფრანგეთთან და ესპანეთთან.


 

]]>
05.03.2009 +0300
ლევან თარხნიშვილი - საარჩევნო სიები პოლიტიკურ საკითხად იქცა index.php?id=1004&pg=nt

საარჩევნო კოდექსზე მუშაობის პროცესში ცენტრალური საარჩევნო კომისიის ჩართვის საკითხზე ისაუბრეს კომისიის თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მიხეილ მაჭავარიანმა. თარხნიშვილის განცხადებით, ცესკო, კოდექსზე მუშაობისას, პოლიტიკურ საკითხებსა და გადაწყვეტილებების მიღებაში ვერ ჩაერევა, თუმცა კომისიას წინადადებები და მოსაზრებები აქვს კოდექსის ტექნიკურ საკითხებზე - საარჩევნო სიები, გასაჩივრების პროცედურები. მან აღნიშნა, რომ საარჩევნო სიები პოლიტიკურ საკითხად იქცა.

 

 

 

 

 

 

 

]]>
04.03.2009 +0300
ჰანს იორგ ჰაბერი ინციდენტების თავიდან აცილების მექანიზმის ამოქმედებას მოითხოვს index.php?id=1005&pg=nt

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ჰანს იორგ ჰაბერი ახალი ინიციატივით გამოდის - ინციდენტების თავიდან აცილების მექანიზმის ამოქმედებას მოითხოვს, რომლის შესახებაც მხარეები ჟენევაში შეთანხმდნენ. "ქართველების გატაცების ბოლო შემთხვევა მოწმობს, რომ ინციდენტების თავიდან აცილების მექანიზმის განსახორციელებლად პროგრესია საჭირო, - აცხადებს ჰაბერი, - უნდა მოგვარდეს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე გადაადგილების საკითხიც".

დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ მურატ ჯიოევის აზრით, ჰაბერის განცხადება ჟენევის ფორმატს საფრთხის ქვეშ აყენებს - "რად ღირს ჰაბერის განცხადება, რომ მისი მისიის მიზანია, დაიცვას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და არ დაუშვას სხვა სახელმწიფოების მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება. ევროკავშირის დამკვირვებლებმა, მისი ხელმძღვანელობით, არანაირი რეაგირება არ მოახდინეს ცოტა ხნის წინ ცხინვალის მიმართულებით სროლაზე. მაშინ მან განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე მისვლის საშუალება არ აქვს. საინტერესოა, ჰქონდა თუ არა მას ამჯერად მეტი საფუძველი ამგვარი განცხადებებისთვის".

]]>
04.03.2009 +0300
ლიტვა რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ ეკოციდს გმობს index.php?id=1012&pg=nt

ლიტვის სეიმის თავმჯდომარე არუნას ვალიანსკასი, თბილისის მერი გიგი უგულავა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე ბორჯომის ხეობაში რუსული აგრესიის შედეგად გადამწვარ ტყის მასივებს მოინახულებენ და დაბა წაღვერში, სიმბოლურად, ნერგებს დარგავენ. ლიტვა რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ ეკოციდს გმობს, რომლის შედეგად ბორჯომის ხეობაში 950 ჰექტარი ტყე გადაიწვა და ეკოლოგიურმა ზარალმა მილიარდ დოლარს გადააჭარბა. 

]]>
05.03.2009 +0300
საქართველო მზადაა, ე. წ. სამხრეთ ოსეთის ინფრასტურქტურის აღსადგენად თანხა გამოყოს index.php?id=1011&pg=nt

მოსკოვის საქალაქო სათათბიროს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის წევრმა, ალექსანდრე კრუტოვმა, განაცხადა, რომ მოსკოვის ხელისუფლება ე. წ. სამხრეთ ოსეთის სოციალური და საინჟინრო ინფრასტრუქტურის აღსადგენად 1 მლრდ 86 მლნ რუბლის გამოყოფას აპირებს.

"მოსკოვის ხელისუფლების მიერ ე. წ. სამხრეთ ოსეთის სოციალური და საინჟინრო ინფრასტრუქტურის აღსადგენად 1 მლრდ 86 მლნ რუბლის გამოყოფა საქართველოს ტერიტორიების ანექსიის გაგრძელებაა. თუ ე. წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან რუსული ჯარები გავა, საქართველო მზადაა, მისი ინფრასტურქტურის აღსადგენად გარკვეული თანხა გამოყოს. გვაქვს 4 მლრდ დოლარი, ეს გაცილებით მეტია იმასთან შედარებით, რის გამოყოფასაც რუსეთი აპირებს", განაცხადა "ეხო მოსკვის" ეთერში საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მიხეილ მაჭავარიანმა.

 

]]>
04.03.2009 +0300
თბილისს ლიტვის სეიმის დელეგაცია სტუმრობს index.php?id=1008&pg=nt

თბილისს ლიტვის სეიმის თავმჯდომარე არუნას ვალინსკასი დელეგაციასთან ერთად სტუმრობს. იგი პარლამენტის თავმჯდომარეს, დეპუტატებს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ვალინსკასი "შერატონ მეტეხი პალასში" დაგეგმილ ქართულ-ლიტვურ სამშენებლო ბიზნესფორუმში მიიღებს მონაწილეობას და შეხვდება ეკონომიკური განვითარების მინისტრს, მოგგვიანებით კი - საქართველოს პრეზიდენტს.

 

]]>
04.03.2009 +0300
აფხაზებს რუსულ პასპორტებში დაბადების ადგილად საქართველო უწერიათ index.php?id=1009&pg=nt

 

 

fa[fptsbc ctgfhfnbcnekvf vsfdhj,fv hectsbc atlthfwbbc cfufhtj cfmvtsf cfvbybcnhjc cfghjntcnj yjnf ufeupfdyf8 ctgfhfnbcnekb ht;bvbc fqiajst,f bvfy ufvjbodbf7 hjv fa[fptsbc vjmfkfmtt,c7 hjvkt,cfw hectsbc atlthfwbbc f[fkb gfcgjhnt,b uflfcwtc7 lf,flt,bc flubkfl7 fa[fptsbc yfwdkfl7 cfmfhsdtkj eothbfs8 ctgfhfnbcnekb ht;bvbc cfufhtj cfmvtsf vbybcnhb cthutb ifv,f vjcrjdib bvbc ufcfhrdtdfl vbtvupfdht,f7 se hf vbptpbs vj[lf gfcgjhnt,ib lf,flt,bc flubkfl cfmfhsdtkjc xfothf8

]]>
04.03.2009 +0300
ბრიუსელში ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება index.php?id=1010&pg=nt

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ბელგიაში იმყოფება - იგი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ხავიერ სოლანასთან და ევროკომისარ ბენიტა ფერერო-ვალდნერთან გამართავს შეხვედრას, ასევე - ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან. "განიხილება თავისუფალი ვაჭრობის, სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხები. მოლაპარაკებები ამ მიმართულებებით უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს," აღნიშნა გილაურმა.

ბრიუსელში 5 მარტს ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება, შემდეგ - ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელშიც, პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს თავდაცვის მინისტრი დავით სიხარულიძე.


 

]]>
04.03.2009 +0300
საგარეო უწყება რუსეთის ფედერაციას ჰააგის კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს index.php?id=1014&pg=nt

"როსოხრანკულტურის" სამსახურის უფროსის - ალექსანდრ კიბოვსკის განცხადებით, "აგვისტოს ომის დროს ქართულმა მხარემ სამხრეთ ოსეთის კულტურული ძეგლები დააზიანა". საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიბოვსკის განცხადებას ეხმაურება - "რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ არა მარტო სამხედრო აგრესია განახორციელა, არამედ - ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ბანდფორმირებებთან ერთად, რეგიონში არსებული ქართული კულტურული და ისტორიული ძეგლები გაანადგურა, რითაც "შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში კულტურული ძეგლების დაცვის შესახებ 1954 წლის ჰააგის კონვენცია" დაარღვია". საგარეო უწყება გმობს კიბოვსკის მიერ საქართველოს კულტურული ძეგლების ე. წ. სამხრეთ ოსეთის ძეგლებად მოხსენიებას - "სოფელ კავთის წმ. გიორგის ეკლესიას ისეთივე კავშირი აქვს ე. წ. სამხრეთ ოსეთთან, როგორიც "როსოხრანკულტურის" სამსახურს - კულტურასთან, ხოლო რუსეთის ფედერაციას - საერთაშორისო სამართალთან.